11.10.2023
ბავშვები გალიაში
როგორც უცხოურ, ასევე ქართულ წყაროებზე ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელი ბავშვები გალიებში ჩასვეს. მოგვიანებით კი ითქვა, რომ სინამდვილეში, ისინი პალესტინელი ბავშვები იყვნენ და სწორედ ისრაელი მოექცა მათ ასე.
რეალურად კი, არცერთი ინფორმაცია არის სწორი. ფოტო-ვიდეოს რეალურობა არ დასტურდება არც ერთ საერთაშორისო სანდო წყაროზე. საერთოდაც, ვიდეო სოციალურ ქსელში განთავსდა ჰამასის თავდასხმამდე 4 დღით ადრე - ამ ინფორმაციას ადასტურებს France24-იც. ამ დროისთვის ვიდეო წყაროზე რომელმაც ის გაავრცელა წაშლილია.
ამ დრომდე უცნობია სად ან რა ვითარებაშია გადაღებული ეს კადრები.
მედესანტეები - მათ კავშირი არ აქვთ ჰამასის თავდასხმასთან
ვიდეო სადაც მედესანტეები პარაშუტით ეშვებიან, სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თითქოს ის ჰამასის თავდასხმას ასახავდა. სინამდვილეში, სოციალურ ქსელში დადებულ ვიდეოს კავშირი არ აქვს ისრაელთან. ტერიტორია სადაც ისაა გადაღებული ეგვიპტეშია - კაირო, სამხედრო აკადემიის წინ.
სპორტულ ცენტრში პარაშუტისტების ჩამოფრენის ვიდეო ასევე ეგვიპტეშია გადაღებული