„ინდიგო“ სტუდენტებს, რომლებსაც ვიზუალურ თუ ტექსტურ მასალებზე
მუშაობის მცირე გამოცდილება აქვთ და სურთ ამბის თხრობის ტექნიკები
გაიუმჯობესონ, სამთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს.
როგორც გამოცემა წერს, პირველ ეტაპზე - აპლიკაციის საფუძველზე, შემდეგ კი გასაუბრებით შეირჩევა 10-15 მონაწილე, რომელიც „ინდიგოს“ გუნდთან ერთად იმუშავებს იდეებზე, ამბების მოგროვებაზე, თხრობის ფორმების შერჩევასა და აუდიტორიამდე სათქმელის საუკეთესო ფორმით მიტანაზე:
„ინდიგოს პლატფორმაზე თავს იყრიან მრავალფეროვანი ინტერესებისა და გამოცდილების ადამიანები, ამიტომაც ამ პროგრამაში მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და ველოდებით ყველას, ვისაც ამბების კვლევა, მოძიება, ისტორიების თხობა და ვიზუალური მასალების შექმნა აინტერესებს.
პროგრამა არ არის დისტანციური, კვირის განმავლობაში ორჯერ იკრიბება გუნდი, განიხილავს უკვე მომზადებულ მასალებს და გეგმავს მომდევნო სამუშაოს“.
დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია 22 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა შეავსონ. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება, მუშაობა კი 2026 წლის 1 მარტიდან დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი.

