18.03.2016                    
        
არ ( არა)უარყოფითი ნაწილაკის მონაწილეობით თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში არაერთი სიტყვაა წარმოქმნილი და დამკვიდრებული. რაიმე სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობის, შინაარსის უარყოფის შედეგად, ოდენ „არა“ ნაწილაკის დართვით, ვიღებთ ისეთ აღმნიშვნელებს ( სიტყვებს), რომლებიც შეუცვლელ ლექსიკურ მნიშვნელობას იძენენ.
ნათქვამის საილუსტრაციოდ ავიღოთ სიტყვა არაადამიანური. მართალია, ჩვენს მდიდარ ენაში მსგავსი მნიშვნელობის მრავალი სიტყვა შეიძლება დავძებნოთ და მოვიშველიოთ, მაგრამ სათანადო კონტექსტში სიტყვა „არაადამიანური“ შეუცვლელი იქნება, რადგან ნებისმიერი სხვა აღმნიშვნელი სრულიად განსხვავებულ ელფერსა და მნიშვნელობას შესძენდა ფრაზას.
მსგავსი ლექსიკური ერთეულების წარმოქმნისას ხშირად ჩნდება კითხვა - ერთად უნდა დავწეროთ აღმნიშვნელის შემადგენელი ორი ფორმა თუ ცალ-ცალკე?
იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:
„არა“ ნაწილაკის დართვისას დამოუკიდებელ სახელებთან ან ზმნიზედებთან ნაწილაკის გამოყოფა არ ხდება და ამგვარი რთული სიტყვების უმეტესობა შერწყმულად იწერება.
ჩამონათვალში თავი მოვუყარეთ მედიაში ყველაზე გავრცელებულ ფორმებს. გთავაზობთ სწორ ვარიანტებს:
- არაადამიანური
- არაგონივრული
- არალეგალური
- არაერთგზის
- არაერთხელ
- არათანაბარი
- არაობიექტური
- არამთავარი
- არაიშვიათი
- არაკომპეტენტური
- არაარსებითი
- არაგულწრფელი
- არაერთგვარი
- არაბუნებრივი
ამასთან, თითოეული ეს რთული სიტყვა შესაბამის კონტექსტში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს არა როგორც ერთცნებიანი აღმნიშველი, არამედ როგორც ორი დამოუკიდებელი სიტყვა. ამგვარი შემთხვევა ხშირია მაშინ, როცა წინადადებაში ანტონიმური შინაარსის მქონე სიტყვების დაპირისპირება „არამედ“ კავშირის მეშვეობით ხორციელდება.
შესაბამისად, სწორი იქნება:
არა ადამიანური, არამედ - მხეცური; ( ამასთან, არაადამიანური დამოკიდებულება..)
არა არსებითი, არამედ - მეორეხარისხოვანი ( ამასთან, არაარსებითი საუბარი...)
არა ერთი და ორი წელი ( ამასთან, არაერთი შენიშვნა...)
არც ერთი და არც მეორე ( ამასთან, არცერთი შეცდომა...)
არა წესიერი, არამედ უწესო (ამასთან, არაწესიერი ზმნა...)
დასასრულ, ცალკე გამოვყოფთ ერთ თავისებურ შემთხვევას:
არა მხოლოდ და არა მარტო ცალ-ცალკე იწერება, რადგან მათ ყოველთვის მოსდევს მაქვემდებარებელი კავშირი „არამედ“. მაგალითად:
არა მხოლოდ ონლაინ, არამედ - ბეჭდურ მედიაში...

                                    ![ბეჭდურ და ონლაინ მედიაგამოცემებში, სათაურებში, რეკლამებსა და
საინფორმაციო ბროშურებში ეს და მსგავსი სიტყვები ხშირად
შეგხვდებათ.
„ცნობადი სახეები“, „ყურებადი ფილმები“, „მოხმარებადი
პროდუქტები“, „გაყიდვადი ნივთები“, „კონტროლირებადი ტერიტორია“,
„მოთხოვნადი ბრენდი“, „განხილვადი საკითხები“...
ხშირია კრიტიკული შეძახილებიც - „ეს რა ქართულია!“, „ამ ფორმების
გამოყენება დაუშვებელია!“.
ფაქტი ისაა, რომ -ად ბოლოსართიანი ეს ფორმები
თანამედროვე ქართულ მეტყველებაში უკვე დამკვიდრებულია და მათ ნაცვლად
რეკომენდებული/შემოთავაზებული სიტყვები ყოველთვის არ შეესატყვისება
ხოლმე აღსანიშნს (ვარიანტები ან მნიშვნელობას უცვლის სიტყვას -
იკარგება სემანტიკური ნიუანსი, ან რამდენიმე სიტყვითაა საჭირო იმავეს
გამოთქმა).
დასაშვებია თუ არა მათი ლიტერატურულ ნორმებად
აღიარება?
არგუმენტი 1: აკაკი შანიძე, „ქართული გრამატიკის
საფუძვლებში“ მოცემული არგუმენტი. მეცნიერი წერს: „ვითარებითი
ნიშანი ზედსართავ სახელებს აწარმოებს არსებითთაგან: თვალადი, ტანადი,
ფერადი, პურადი, გულადი, პირადი. ეგევე მაწარმოებელი (ად) ჩანს თავადში და სულადში.
მხოლოდ ესენი არსებითებია. იგივე წარმოებაა ზედსართავ სახელებშიც:
დიდი – დიადი, მცირე – მცირე- დი, პირველი – პირველადი.[...]აღნიშნული
წარმოება ამჟამად ძალიან იფართოებს მოქმედების არეს: ტექნიკური
ლიტერატურის ენაში ჩვეულებრივი ხდება მსგავსად გაკეთებული ფორმები:
საწყისთაგან: ჭედადი, ფეთქადი, დენადი, ხსნადი, ხურე- ბადი,
კუმშვადი“.
წყარო: ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო
ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, „-ად ბოლოსართიანი
მიმღეობისათვის ქართულში“.
არგუმენტი 2: საგულისხმოა სიმონ ყაუხჩიშვილის კვლევა
ამ საკითხთან დაკავშირებით. მკვლევარმა ძველი ქართული ნათარგმნი და
ორიგინალური ლიტერატურიდან ამოკრიბა ისეთი ფორმები, რომლებიც ზმნური
საწყისებიდანაა ნაწარმოები. მაგალითად, აღზრდადი, გარდაცვალებადი,
მოკუდინებადი, ქმნადი, აღებადი, გრძნობადი, ზიარებადი, მიდრეკადი,
წოდებადი... გამოვიყენოთ თუ არა -ად ბოლოსართიანი სიტყვები?
-ად ბოლოსართით
ნაწარმოებმა სიტყვებმა ტექნიკურ ლიტერატურასთან ერთად მასმედიის
ენაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ჩაწერეთ გუგლის საძიებო სისტემაში სათაურში
გამოტანილი სამეულიდან ერთ-ერთი და უამრავ სტატიას, ბლოგს, მასალას
გაეცნობით, სადაც ეს ფორმებია გამოყენებული.
გარდა ამისა, სამეტყველო ენას აქვს ეკონომიურობისკენ მიდრეკილება.
მოცემული ფორმები კი სწორედ ამგვარ სწრაფვას გამოხატავენ. ამას
დაემატა ენაში არსებული სათანადო თარგის გამოყენებით ახალი ფორმების
წარმოების შესაძლებლობა, ასევე უცხო ენათა გავლენა და შედეგად
დასახელებული ფორმები სამეტყველო, ე.წ. ხალხურ მეტყველებაში
დამკვიდრდა.
რამდენად აქვს აზრი უკვე დამკვიდრებული ამ ფორმების
აკრძალვას?
„-ად ბოლოსართიან
ფორმათა მოჭარბება 21-ე საუკუნის ქართულში უდავოდ მოწმობს იმას, რომ
ეს წარმოება ქართულისათვის ბუნებრივია, მისი გამოყენების აკრძალვა კი
– დაუსაბუთებელი“ - ვკითხულობთ ლია ქაროსანიძის ნახსენებ წერილში. ბეჭდურ და ონლაინ მედიაგამოცემებში, სათაურებში, რეკლამებსა და

– დაუსაბუთებელი“ - ვკითხულობთ ლია ქაროსანიძის ნახსენებ წერილში.](https://cdn.gweb.ge/buffer/1001663/pictures/category/0e4d55c429e1095c1fa6d1b1faeeb426.png) 