უკრაინაში დაღუპულია Fox News-ის ჯგუფთან მომუშავე უკრაინელი ჟურნალისტი
15.03.2022
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი პროდიუსერის ალექსანდრა (საშა) კუვშინოვას დაღუპვის შესახებ.

კუვშინოვა "ფოქს ნიუსის" გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელსაც 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას ემსხვერპლა "ფოქს ნიუსის" ომის ფოტოგრაფი და ოპერატორი  პიერ შაშევსკიც. მძიმედაა "ფოქს ნიუსის" რეპორტიორი ბენჯამინ ჰოლი, რომელიც საავადყოფოშია გადაყვანილი. 

ამ თემაზე: უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი დაიღუპა
 


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ