რომელ ქვეყანებშია ინტერნეტზე ყველაზე მაღალი ცენზურა?
25.11.2022
2022 წელს ინტერნეტზე ცენზურა 27 ქვეყანაში გაიზარდა, მათ შორის ავღანეთში, სადაც თალიბანის რეჟიმის დაბრუნების შემდეგ 200-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Comparitech-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლოების 60%-ზე მეტი (5.03 მილიარდი ადამიანი) ინტერნეტმომხმარებელია. ქვეყნების ნაწილი კი ინტერნეტზე წვდომას სხვადასხვაგვარად ზღუდავს.

Comparitech-მა დეტალურად შეისწავლა ყველა ქვეყანა და ინტერნეტზე ცენზურის მიხედვით 11-ქულიანი სისტემით შეაფასა. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია ქვეყანაში ინტერნეტის ცენზურა.

ინტერნეტზე ცენზურა მოიცავს ტორენტების, პორნოგრაფიის, სოციალური მედიის, პოლიტიკური მედიის, შეტყობინებების აპლიკაციებისა და VPN-ების (ვირტუალური კერძო ქსელი) შეზღუდვას ან სრულად აკრძალვას.

საქართველო

საქართველოს კვლევაში მხოლოდ 2 ქულა აქვს მინიჭებული და იმ ქვეყნებში შედის, სადაც ინტერნეტზე ცენზურა დაბალია.

  • საქართველოს დეტალური შეფასება:
  • ტორენტების შეზღუდვა და აკრძალვა - 2
  • პორნოგრაფიის შეზღყდვა და აკრძალვა - 0
  • პოლიტიკური მედიის შეზღუდვა და აკრძალვა - 0
  • სოციალური მედიის შეზღუდვა და აკრძალვა - 0
  • VPN-ების მედიის შეზღუდვა და აკრძალვა - 0
  • ხმოვანი შეტყობინებების და ინტერნეტით დარეკვის შეზღუდვა - 0

მეზობელი ქვეყნების ქულები კი ასეთია: სომხეთი - 3, აზერბაიჯანი - 5, რუსეთი - 7, თურქეთი - 8.

ქვეყნები, სადაც ინტერნეტზე ცენზურა ყველაზე მაღალია

ყველაზე მეტი ინტერნეტ შეზღუდვა ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთშია. ამ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ დასავლური სოციალური ქსელების ან VPN-ების გამოყენება. მთავრობის გავლენის ქვეშაა საინფორმაციო მედიასაშუალებებიც. ქვეყნებში აკრძალულია შეტყობონენების უცხოური აპლიკაციებიც, რის გამოც ადამიანები იძულებულნი არიან ადგილობრივი აპლიკაცია გამოიყენონ, სადაც მათი ინფორმაციის უსაფრთხოება დაცული არ არის.

  • ინტერნეტზე ცენზურა მაღალია ( 11-დან 9 ქულა) ირანში, მიანმარში, თურქმენეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
  • ბელარუსში, ომანში, პაკისტანში, კატარში, სირიაში, ტაილანდში, თურქეთსა და უზბეკეთში (8/11) კი აკრძალულია პრონოგრაფია, ცენუზურის ქვეშაა მედიაც, ასევე შეზღუდულია სოციალური მედიისა და VPN-ების გამოყენება.

რა ხდება ევროპაში?

კვლევის თანახმად ევროპის 18-მა ქვეყანამ აკრძალა ტორენტები. დამატებით 25 ქვეყანას კი ამისთვის შესაბამისი ზომები აქვს მიღებული, თუმცა ასეთი ვებგვერდები ჯერ არ დაუბლოკავთ.

ონლაინ პორნორაფია უკრაინაში შეზღუდულია, ბელარუსსა და თურქეთში კი სრულად დაბლოკილი. თურქეთში აკრძალულია WhatsApp-იც. ასევე შეზღუდულია VPN-ის გამოყენება თურქეთში, ბელარუსში კი სრულად აკრძალულია.

ჩრდილოეთ ამერიკაში კი აშშ-ს, კანადასა და მექსიკას დაბლოკილი აქვს ტორენტები. კონტინენტზე კუბა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შეზღუდულია ონლაინ პორნოგრაფია, VPN და ცენზურა აქვს მედიას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ