“მედიაჩეკერი” დაინტერესდა რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა მედიისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ინფორმაციის გავრცელებასაც შეეხება.
საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის წარდგინებით.
პრეზიდენტი გამოსცემს დეკრეტს, რომელსაც შემდგომ ისევ პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება. პრემიერის ხელმოწერის შემდეგ დეკრეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტი ძალაში შედის მისი გამოცემისთანავე და პარლამენტი მის ნამდვილობას ადასტურებს პირველი შეკრებისთანავე.
საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში გარკვეული უფლებები იზღუდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, ან თუნდაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განმარტებით, დეკრეტის გამოცემა არ ნიშნავს რომ კონსტიტუციაში ჩამოთვლილი ყველა უფლება ავტომატურად იზღუდება. დეკრეტში უნდა მიეთითოს რომელი უფლებები შეიზღუდება.
ნიკოლოზ სიმონიშვილის განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა
რომც გამოცხადდეს, ამ ეტაპზე ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების
შეზღუდვის აუცილებლობა არ დგას. ამ უფლების შეზღუდვას, თუ ეს დღის
წესრიგში დადგება ( მე-3, მე-5, მე-7 პუნქტები), ძალიან
საფუძვლიანი დასაბუთება დასჭირდება.
ნიკოლოზ სიმონიშვილი ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ინფორმაციის
გავრცელების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს
მაგალითად დეზინფორმაციისგან, ე.წ. ფეიკნიუსებისგან თავის დაცვა, ან
საზოგადოების დაცვა საყოველთაო პანიკისგან, თუ ასეთი რამ
იარსებებს.
“თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული
ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, უნდა იცოდეს რა ხდება იმ გარემოში
სადაც იმყოფება. თუ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოემსახურება
იმას, რომ მეტად დაცული იყოს მოქალაქე, ანუ, მეტი საზოგდოებრივი
სიკეთე თუ ექნება, თუ პროპორციული იქნება ასეთი ჩარევა და ცრუ
ინფორმაციის გავრცელების აღკვეთას მოემსახურება, ასეთ შემთხვევაში
შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, როგორც ვახსენე, ამ დროისთვის ამის
საჭიროება არ დგას”, - ამბობს იგი.
თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ შეზღუდვა ინფორმაციის გავრცელებასაც
შეეხო, მაშინ, ნიკოლოს სიმონიშვილის განმარტებით, დეკრეტში დეტალურად
უნდა აისახოს რაში იქნება გამოხატული ეს შეზღუდვა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც შეზღუდვა არ შეეხება საქართველოს
საზოგადოებრივ მაუწყებელს. კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო
სიტუაციის დროს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს
საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის
გადაცემა.
“არის პატარა გამონაკლისი, რასაც იცნობს მაუწყებლობის შესახებ კანონი.
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვა ხვდება ყველასთვის, საგანგებო
მდგომარეობის მართვის სამსახურთან შეთანხმებით, საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა საინფორმაციო რეჟიმში უნდა იმაუწყებლოს, თუმცა, ყველა
ინფორმაცია იქნება დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობასთან”, -
ამბობს იგი და აქვე კიდევ ერთხელ დასძენს, რომ თუ შეზღუდვა
კონსტიტუციის მე-17 მუხლსაც შეეხება, ინტერნეტის ნაწილიც შეიზღუდება,
ანუ, შეზღუდვები შეეხება ონლაინ მედიებსაც და ინტერნეტში
გამოქვეყნებულ სხვა ინფორმაციასაც, რაც ყოვლად დაუშვებელი იქნება, -
“ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შეზღუდვა უნდა იყოს ძალიან,
ძალიან უკანასკნელი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ
გამოიყენოს”.









“დილიდან ვიცოდით, რომ რვასაათიან
გამოშვებას წაიყვანდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, გიორგი აბაზაძე. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა რედაქტორმა
ფირუზ ბოლქვაძემ. თუმცა, სამსაათიანი ეთერის დაწყებამდე დაახლოებით
ნახევარი საათით ადრე, გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა, რომ რვასაათიან
ეთერში დავჯდე დღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ცოტა დაგვიანებული
გადაწყვეტილება, რადგან თეონა ბაკურიძესთან დაკავშირებით
გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო პარასკევს, მათ ჰქონდათ სრული ორი
დღე, რომ ეს შემოთავაზება გაეკეთებინათ.


“მე/ჩვენ ივან გოლუნოვები ვართ” -
ამ სლოგანმა დაიპყრო გასულ წელს მთელი რუსეთის მედია დაკავებული
გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვისადმი სოლიდარობის ნიშნად.
სოლიდარულები აღმოჩნდნენ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი
მედიებიც კი. შედეგი თვით ივან გოლუნოვისთვისაც კი მოულოდნელი
აღმოჩნდა - იგი პატიმრობიდანაც გაათავისუფლეს და მის მიმართ
შეთითხნილი საქმის გამოძიებაც შეწყდა. სისხლის სამართლის საქმე
ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა.
ბოლოს ჟურნალისტების ასეთი
ერთსულოვანი პოზიცია საქართველოში 2011 წლის ზაფხულში მომხდარმა
ფაქტმა განაპირობა, როდესაც ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით
ფოტორეპორტიორები დააკავა. ფოტორეპორტიორები 7 ივლისს დააკავეს, რასაც
მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან არნახული სოლიდარობის გამოხატვა - ეს
იყო საპროტესტო აქციები, სხვადასხვა სახის პერფორმანსები,
განცხადებები და ა.შ. პროტესტი არ განელებულა ორი კვირის
განმავლობაში, რის შემდეგაც ხელისუფლება იძულებული გახდა დაკავებულები
სასამრთლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა.
თითქმის 3 წელი გავიდა თბილისის
ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებიდან.
ეს ფაქტი იმთავითვე გახდა საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების
პროტესტი საფუძვლიანი მიზეზი, რადგან იმთავითვე იყო ცხადი, რომ
მუხთარლის არანაირი მწვანე საზღვარი არ გადაულახავს ფულის
გასათეთრებლად, რასაც დაკავების ოფიციალურ მიზეზად გვასაღებდა 2
ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ის მისი პროფესიული საქმიანობისთვის
დასაჯეს. ამის მიუხედავად, ეს საქმე ვერ აღმოჩნდა ჟურნალისტებს შორის
ერთიანობის, ფართო კონსესუსისა და სოლიდარობის მყარი საფუძველი -
პროტესტი ვერ გახდა მასშტაბური, განგრძობადი და ამით კარგად ისარგებლა
ხელისუფლებამ, რომელსაც დღემდე არ გაუცია პასუხი მთავარი
შეკითხვისთვის - ვინ და როგორ გაიტაცა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი
და გადაიყვანა აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააკავეს და დღემდე
პატიმრობაში იმყოფება.
