მედიამონიტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას 14 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დააკვირდა. (მონიტორი აკვირდებოდა არა მხოლოდ პრაიმტაიმის პერიოდს, არამედ დღის განმავლობაში მომზადებულ ყველა საინფორმაციო გამოშვებას, 25 თებერვლის, 18:00-საათიანი გამოშვების ჩათვლით, ანუ, მასალის გამოქვეყნებამდე).
მონიტორინგმა აჩვენა, რომ პირველი არხი ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში ზედაპირულად აშუქებდა, ძირითადად, რამდენიმეწამიანი კადრსინქრონით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ კი ამ თემას საერთოდ არ უთმობდა დროს.
სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში, პირველი არხის მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისთვის თანმიმდევრულად ედევნებინა თვალი, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია, მოესმინა მედიაექსპერტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებები და დაენახა სრული სურათი.
რა მოხდა ამ დროის განმავლობაში
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში
- 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს და მაუწყებელში სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობების გაუქმებას გეგმავდა. კოხრეიძის გადაწყვეტილებას, იმავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედია კოალიცია და, ასევე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებით გამოეხმაურა.
- „საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ამ სლოგანით 16 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
- 17 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ასევე, განცხადება გაავრცელა 8 პოლიტიკურმა პარტიამ.
- 18 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის კანდიდატების შესახებ გახდა ცნობილი.
- 19 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბორდმა საშტატო განრიგის ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მაუწყებელში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე მოადგილეების შტატი გაუქმდა. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
- 21 თებერვალს კომისიამ დახურულ სხდომაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩია. იმავე დღეს მაუწყებლის დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტზე განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიის პროფკავშირმა.
- 24 თებერვალს ძალაში შევიდა ბორდის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის ცვლილება, გაუქმდა მაია მერკვილაძის შტატი, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მერკვილაძე მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდანაც გათავისუფლდა და მის ნაცვლად ნინო ხაჟამია დაინიშნა. იმავე დღეს, ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მედია კოალიციამ საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის დამაზიანებელად შეაფასა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა კი გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება.
- 25 თებერვალს “უკიდურესი პროტესტის” ნიშნად აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. მაია მერკვილაძემ კი მაუწყებელში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და დირექტორის ახალ შემოთავაზებას დათანხმდა. დღის ბოლოს, ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.
რა არ გააშუქა და რა/როგორ გააშუქა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა - ქრონოლოგია
17 თებერვალს 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში მაუწყებელმა 8 პოლიტიკური პარტიის განცხადება გააშუქა. “პარტიების განცხადება” ამ სათაურით, 2 წუთიან კადრსინქრონში მაყურებელმა მოისმინა პეტრე ზამბახიძის (ევროპული საქართველო), მირდატ ქამადაძის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), თეონა ხარაბაძის (აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი), გიორგი კოხრეიძის (აჭარის ტელევიზიის დირექტორი) და თამილა დოლიძის (აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი) კომენტარები. იმავე დღეს, იგივე განცხადება იდენტურად გააშუქდა 18:00 საათიან და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას პირველმა არხმა ყველაზე მეტი დრო 19 თებერვალს დაუთმო. 12:00 საათიან გამოშვებაში მაუწყებელმა კადრსინქრონად გააშუქა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განვითარებული მოვლენების გაშუქებისას მაყურებელმა ნახა სიტყვიერი დაპირისპირების კადრები და მოისმინა ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილის და არხის დირექტორის გიორგი კოხრეიძის კომენტარი. ამბის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ, ამბის გაშუქების შემდეგ კი წამყვანმა მაყურებელს აჭარის ტელევიზიის წინ ნაციონალური მოძრაობასა და მოქალაქეების შორის მომხდარი დაპირისპირების შეასხებ აცნობა.
“აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ, ხმაური იყო შენობის წინ. მოქალაქეთა ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის უფლება, რადგან სწორედ მათგან უხდებოდათ მედიის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დაცვა”, - წამყვანის ამ წარდგენის შემდეგ მაყურებელმა ნახა სიტყვიერი დაპირისპირების კადრები და მოისმინა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის და ერთი მოქალაქის კომენტარი.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” აქცენტირება და ამბის ამგვარი გაშუქება იყო მანიპულაციური და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” პირდაპირ კავშირშია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან.
მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმავე დღეს, 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც გაშუქდა. თუმცა, ამჯერად, მაყურებელი 2 წუთის განმავლობაში მხოლოდ გიორგი კოხრეიძის საუბარს ისმენდა, რომელიც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მიმართავდა, რომ უსაფუძვლო განგაშს ქმნიან. გიორგი კოხრეიძის კომენტარის შემდეგ კი, წამყვანმა 12:00 საათიანი გამოშვების მსგავსად, იდენტური ტექსტით, კადრებით, სინქრონებითა და აქცენტებით, გამოშვება “ნაციონალურ მოძრაობასა” და მოქალაქეებს შორის სხდომის პარალელურად მომხდარი დაპირისპირების ამბის მოყოლით გააგრძელა.
18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - საშტატო განრიგის ცვლილების შესახებ აცნობა. მაყურებელმა მოისმინა გიგა ჩხარტიშვილის, მაია მერკვილაძის, გია ქარცივაძის, გიორგი კოხრეიძის კომენტარი. რის შემდეგაც წამყვანი კვლავ ნაციონალურ მოძრაობასა და მოქალაქეებს შორის სხდომის პარალელურად მომხდარ დაპირისპირებას დაუბრუნდა. 21:00 საათიან გამოშვებაში კი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - საშტატო განრიგის ცვლილების დამტკიცების შესახებ მიიღო ინფორმაცია და კვლავ მოისმინა გიგა ჩხარტიშვილის, მაია მერკვილაძის, გია ქარცივაძის და გიორგი კოხრეიძის კომენტარი.
აჭარის მაუწყებლის ამბებს პირველი არხი 24 თებერვალს დაუბრუნდა. 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში 20 წამიან კადრსინქრონად გააშუქა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრების მიერ ტელევიზიის წინ გამართული აქცია. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს 21:00 საათიან საინფორმაციოს დასკვნით ნაწილში 2 წუთი დაუთმო, და ტელევიზიის წინ ჟურნალისტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია კადრსინქრონად გააშუქა, მაყურებელმა მოისმინა მაუწყებლის დირექტორის და ორი ჟურნალისტის კომენტარი.
დღეს, 25 თებერვალს 15:00 საათიან გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები პროტესტს აგრძელებენ, ასევე, წამყვანმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაია მერკვილაძე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა, აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს თანამშრომელმა დატოვა, რის შემდეგაც მაყურებელმა მოისმინა თეონა ხარაბაძის, მაია მერკვილაძის და გიორგი კოხრეიძის კომენტარები. 18:00 საათიან გამოშვებაში მაუწყებელი ამ თემას აღარ დაუბრინდა.
საბოლოო ჯამში, ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაყურებელს არ ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების შესახებ. არ მიუღია სრული ინფორმაცია სხვადასხვა ქალაქში გამართული სოლიდარობის და საპროტესტო აქციების შესახებ, არ მოუსმენია არცერთი მედიაექსპერტის მოსაზრება მიმდინარე მოვლენებზე და არც სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის შეფასებები მოუსმენია, რადგან პირველ არხს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული არცერთი განცხადება არ გაუშუქებია. პირველი არხის მაყურებელმა არც იმის შესახებ იცის, რომ აჭარის ტელევიზიას დირექტორის ახალი მოადგილე ჰყავს.

ჟურნალისტს, თავისი სიტყვების
საპირწონედ, სოციოლოგის სტატუსით ჩაწერილი ჰყავს “იმედის” გადაცემა
ეკლესია, სასამართლო და
პარლამენტი, ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი რეიტინგის
ვარდნის რეკორდსმენები არიან. მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ
ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში მოახერხა იმდენი, რომ
საზოგადოებაში საბოლოოდ გააუფასურა ყველაზე სანდო ინსტიტუტებისადმი
დამოკიდებულება და უფრო მეტიც, ხალხი ამბობს, რომ დემოკრატია
ქვეყანაში საერთოდ აღარ არის. კვლევის შედეგები ასევე ადასტურებს, რომ
მომავალ არჩევნებზე მოსახლეობა ოლიგარქს მხარს აღარ დაუჭერს,
ოპოზიციის წარმატების შანსი კი განსაკუთრებულად მაღალია, თუმცა
გარკვეული პირობით.” აღნიშნული შესავლის შემდეგ, წამყვანების ნარატივი
ჟურნალისტებმა გააგრძელეს და კვლევა ორ ნაწილად მიმოიხილეს. პირველ
ნაწილში ჟურნალისტმა საზოგადოებრივ განწყობაზე ისაუბრა და მაყურებელს
კვლევის შედეგებიდან “ქართული ოცნების” რეიტინგების ანტირეკორდები
წარუდგინა. ჟურნალისტი თავის მონოლოგში ამტკიცებს, რომ “ასეთი ცუდი
შედეგები ისტორიას არ ახსოვს”, “უმძიმესია პარლამენტის მდგომარეობა”,
“არ დარჩენილა არც ერთი სამინისტრო, რომელსაც ნეგატივის ზრდა არ აქვს”
და “მოსახლეობა ივანიშვილის პარტიაში არავის და არაფერს არ ენდობა”.
მეორე ნაწილში კი ჟურნალისტმა მაყურებელს პოლიტიკოსების შეფასებები
შესთავაზა.
"რუსთავი 2-მა" 21:00 საათიან
საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ის კვლევის შედეგები ორ ნაწილად
შემდეგ კი წამყვანმა სტუმარს
ფაქტობრივად ტრიბუნა დაუთმო და მთელი საათნახევრის განმავლობაში არც
კი უცდია მისი კომფორტის ზონიდან გამოყვანა.
წამყვანი ბიძინა ივანიშვილის
მონოლოგს მშვიდად უსმენდა მაშინაც, როდესაც მან თქვა, რომ “არავინ
ეჭვქვეშ არ აყენებს “ქართული ოცნების” დემოკრატიულობას. და, ნახეთ,
ყველა რეიტინგში, ყველა მიმართულებით რამდენად პრინციპულად წინა
ვართ”. მას არ დაუსვამს კითხვა და არ უცდია დაზუსტება, კონკრეტულად
რომელ რეიტინგებს გულისხმობდა იგი.
- გენიალურია, გენიალურია
[ბიძინა ივანიშვილი]




29 ივნისის საღამოს, შაბათს,
“რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “შაბათის კურიერიც” გავიდა. წამყვანს
გადაცემა აქციების ეპიცენტრიდან, რუსთაველის გამზირზე მოწყობილი
სპეციალური ღია სტუდიიდან მიჰყავდა. გადაცემა 21:00 საათზე, აქციაზე
მიმდინარე მოვლენების მიმოხილვით (მარიამ გაფრინდაშვილის ჩართვა)
დაიწყო და 22:24 საათზე დასრულდა. გადაცემაში ხუთი სიუჟეტი გავიდა და
ყველა მათგანის თემა საპროტესტო აქციები იყო. სიუჟეტებს შორის
პერიოდში ეთერში აქციის კადრები გადიოდა, მათ შორის, მაყურებელს
მოასმენინეს რამდენიმე გამომსვლელის სიტყვა, ანიტა რაჭველიშვილის
სიმღერა და აჩვენეს ბანერის “გახარია წადი” გაშლა. “შაბათის კურიერის”
დასრულების შემდეგ “რუსთავი 2-ზე” ისევ “კურიერის” სპეციალური
გამოშვება გაგრძელდა.
ტელეკომპანია “იმედზე” კი გადიოდა
შაბათის “ქრონიკა”, რომლის ფორმატი სხვადასხვა საკითხების სტუმრებთან
ერთად განხილვას ითვალისწინებს. იმ საღამოს “ქრონიკას” 7 სტუმარი
ჰყავდა, მათგან 2 სტუდიაში მივიდა, დანარჩენები კი სხვადასხვა
ადგილებიდან ერთვებოდნენ. გამოშვების პარალელურად, ეკრანზე გადიოდა
აქციის კადრებიც და იმ კონკრეტულ თემასთან ერთად, რაზე სასაუბროდაც
კონკრეტული სტუმარი იყო მიწვეული, საუბრობდნენ თბილისში მიმდინარე
აქციებზეც, პერიოდულად კი უბრუნდებოდნენ რუსთაველის გამზირს და
მაყურებელს ჰქონდა საშუალება მოესმინა აქციაზე
გამომსვლელებისთვის.
“ეს მსვლელობა დაიგეგმა გუშინ,
როგორც იქ შეკრებილმა პოლიტიკოსებმა გუშინვე განაცხადეს, მოხდებოდა
მათი აქტივისტების მობილიზება რეგიონებიდან. ჩვენს მაყურებელს ჰქონდა
შესაძლებლობა, რომ მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ
მოემართებიან რეგიონებიდან სწორედ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული
საქართველოს პარტიის რეგიონული აქტივისტები ამ აქცია-მსვლელობაში
მონაწილეობის მისაღებად. თქვენ კადრში სწორედ პოლიტიკოსებს ხედავთ,
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ისინი წინ მიუძღვიან ამ
აქცია-მსვლელობას” [იმედი, წამყვანი, 19:28სთ, 29
ივნისი, 2019წ]
მსგავსი აქცენტი ჰქონდა ჩართვებში
იმედის ჟურნალისტსაც. მაგალითად: „აქ მყოფ ადამიანებში
საკმაოდ დიდი ნაწილი არიან ამ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და
სავარაუდოდ, დღეს ტრიბუნასთან ამ პარტიის ლიდერებს ვიხილავთ“
[იმედი, ჟურნალისტის ჩართვა აქციიდან, 19:33 სთ. 29 ივნისი,
2019წ]
წამყვანს არც სტუმრისა და არც
მაყუებლისთვის არ შეუხსენებია, რომ რეალურად, 2006 წელს მოქმედი
საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა
მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც
საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა სამხილებლად. ეს
ფაქტი ინტერვიუს შემდეგ თავად შალვა შავგულიძემ
გარდა ამისა, „კაპიტანი გიგაური“
- სწორედ ასე ახსენებდა ორგანიზაციის დირექტორს ეკა გიგაურს ბიძინა
ივანიშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში. იქამდეც, ვიდრე ამ კვლევებს
ახსენებდა, ეკა გიგაური გადაცემის სტუმარმა მოსამართლეთა უვადო
დანიშვნასთან კავშირში ახსენა და მის შესახებ თქვა: „საერთაშორისო
გამჭვირვალობა, მე მგონი, სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური,
რომელმაც 26 მაისის დარბეული (გულისხმობდა აქციის დამრბევებს. რედ)
ხალხი დააჯილდოვა და დღეს ჩვენ ენჯეოდ წარმოგვიდგება“.
კიდევ ერთი განცდა, რაც ამ გადაცემიდან
მაყურებელს დარჩა, იყო ის, რომ გადაცემის ავტორი სტუმარს არ უსმენდა
და დაწერილ კითხვებს მიჰყვებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც მან
გადაცემის მიმდინარეობისას დასვა ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც
მაყურებელმა უკვე იცოდა - ასეთი იყო კითხვა ეკონომიკური ჩამორჩენისა
და დემოკრატიის ზრდის შესახებ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა პირველივე
კითხვაში ისაუბრა, წამყვანმა კი მეცხრე კითხვად კვლავ ჰკითხა -
„რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა და რაში მდგომარეობს ამ პრობლემის
არსი“ .
ზოგჯერ გაუგებარია რა კავშირშია საერთოდ მოწვეული სტუმარი გადაცემის
თემასთან. მაგალითად, 19 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსზე სასაუბროდ რეჟისორი გოგა
ხაინდრავა