„TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს ანგარიშები დაუყადაღეს
15.04.2026

 

„TV პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ჟურნალისტის ცნობით, 2025 წლის 15 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით დაკისრებული 5000-ლარიანი ჯარიმის შესახებ ამ დრომდე არ იცოდა.

„ამხელა უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ გამოინახა რესურსი, რომ ერთი SMS შეტყობინება გამოეგზავნათ ჩემთვის, თუ ფოსტით არ გამომიგზავნიდნენ, ვინმე პირადად არ მოვიდოდა და არ მეტყოდა. უბრალოდ რომ შეეტყობინებინათ, რომ დაჯარიმებული ვარ, მე ხომ ამას ამდენი ხნის განმავლობაში გავარკვევდი, დავამტკიცებდი, რომ ნამდვილად პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. ვიდრე ანგარიშები არ დამიყადაღეს, მე ამის შესახებ არავის არ გამაგებინა. ეს ერთი, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად მოშლილია და მეორე, მე მგონია, რომ ეს არის შურისძიება, პირადი ინტერესი და არაფერი კავშირი არ აქვს ამას შეკრებისა და მანიფესტაციის კანონთან და რაიმე დარღვევასთან. შეუძლებელია, ჯერ ერთი, იქ სხვა მედიებიც მუშაობდნენ, რომ მაინც და მაინც მე დავჯარიმებულიყავი იმისთვის, რასაც სხვებიც აკეთებდნენ. აბსოლუტურად გამორიცხულია და დავუშვათ, ეს ასე მოხდა, მე ამის შესახებ უნდა მცოდნოდა. ეს არის ჩემი კანონიერი უფლება, რაც ასე არ მომხდარა“, - განაცხადა ჩიხლაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილსაც. ჟურნალისტის ინფორმაციით, 2025 წლის 10 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული 5 000-ლარიანი ჯარიმის შესახებ 7 აპრილამდე არ იცოდა.

„ამ ჯარიმას ჩემი დაკავების ეპიზოდიც მოჰყვა ნოემბერში… გადავკვეთე საზღვარიც, იქაც არავინ არაფერი მითხრა”, - დაწერა ამ დღეს ციციშვილმა სოციალურ ქსელში. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ