პოდკასტი სმენადაქვეითებულებისთვის - Vox Media-ს ახალი პროექტი
22.10.2021
პოდკასტი ამბის თხრობის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა და მთლიანად აუდიოზეა დაფუძნებული, მაგრამ როგორ შეიძლება ის სმენადაქვეითებულთათვისაც ადაპტირებული გახდეს?

მართალია, მედია აუდიო მასალის გაშიფრულ ტექსტებს დიდი ხანია იყენებს, თუმცა მომხმარებლისთვის აუდიომასალის გარეშე, უბრალოდ ტექსტით მოსაუბრეების ემოციების აღქმა და შინაარსის ბოლომდე გაგება რთულია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ვოქს მედიამ“ ისეთი პოდკასტი შექმნა, რომლის ნახვა და შეგრძნება მაქსიმალურად შესაძლებელია.

როგორ „მოისმენენ“ პოდკასტს სმენადაქვეითებული ადამიანები?

VOX-ის პოდკასტი More Than This იმ ადამიანების შესახებაა, რომლებიც ცხოვრების ახალ გაზს მიჰყვებიან - იცვლიან კარიერას, ქვეყანას და ა.შ.

ამ პოდკასტის შექმნისთვის "ვოქს მედიამ" სხვებისგან განსხვავებული გზა აირჩია.

ინჟინრების, გრაფიკოსებისა და დიზაინერების ჯგუფი ეცადა პოდკასტის გაშიფრული ტექსტი ვიზუალურად ისე წარმოეჩინა, რომ ატმოსფერო და მოსაუბროს ემოციები მაქსიმალურად გადმოეცა.

alt

სპეციალურ პლატფორმაზე ტექსტი გასხვავებულ ზომებში, სხვადასხვა ფერის უკანა ფონზე ჩანს, გამოკვეთილია მოსაუბრის პაუზები.

alt

მეტი აღქმისთვის ზოგიერთ ნაწილში პიესის სტილითაა დაწერილი და გამოყენებულია ილუსტრაციები.

alt

აქამდე „ვოქსს“ მსგავსი პროდუქტი არ შეუქმნია და როგორც თვითონ ამბობენ არც სხვაგან უნახავთ. შექმნელებმა პოდკასტის ასეთი ფორმა პირველად ფოკუს ჯგუფზე გამოსცადეს.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების უფლებათა დამცველი აქტივისტი, ჯეიმილი ჰოგლინდი ამბობს, რომ ასეთი პოდკასტი მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი სმენადაქვეითებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამ ეტაპზე More Than This-ის ექვსი ეპიზოდია გამოქვეყნებული.

დღეს პოდკასტები ამბის თხრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიუმია. თუ გაინტერესებთ, როგორ შეუწყო ხელი სტივ ჯობსმა სიტყვა „პოდკასტის“ შექმნას, ეს ვიდეო თქვენთვისაა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ