Google არააქტიური მომხმარებლის ანგარიშებს წაშლის
18.05.2023
Google-ის განცხადებით, უსაფრთხოების რისკების თავიდან ასაცილებლად 2023 წლის ბოლოს დაიწყებს იმ ანგარიშების წაშლას, რომელიც 2 წლის განმავლობაში არ გამოუყენებიათ.

რატომ მიიღო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება

Google აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს, რათა მომხმარებლები დაიცვან სპამის, ფიშინგის, თაღლითობისა და ანგარიშების მისაკუთრებისგან.
  • გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ პერსონალურ ანგარიშებზე და არა ორგანიზაციებზე, როგორიცაა სკოლა, ან ბიზნესი.
როდის ამოქმედდება გადაწყვეტილება
  • გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება და 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყება.
  • პირველ ეტაპზე წაიშლება ანგარიშები, რომლებიც შექმნის შემდეგ არასდროს გამოუყენებიათ.
  • Google-ს თქმით, ანგარიშის წაშლამდე მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება.
როგორ უნდა შეინარჩუნოთ ანგარიში

ყველაზე მარტივი გზაა 2 წელიწადში ერთხელ მაინც შეხვიდეთ Google-ის ანგარიშში. აქტივობა შეიძლება, მოიცავდეს სხვადასხვა ქმედებას:
  • ელფოსტაზე შესვლასა და შეტყობინების გახსნას/გაგზავნას.
  • Google drive-ს გამოყენება.
  • YouTube-ზე ვიდეოს ყურებას.
  • ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერას Google Play Store-დან და სხვა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ