Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, პროპაგანდისტულმა Postv-იმ 2 აგვისტოდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე 3 049 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $66 857 დახარჯა:
- „POSTV-ანალიტიკა“: 645 პოსტი - $29 681;
 
- POSTV News: 2 312 პოსტი - $29 044;
 
- „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 40 პოსტი - $5 150;
 
- „ევროპის დაისი“: 10 პოსტი - $1 589;
 
- „ლიბერალიზმის ანატომია“: 19 პოსტი - $1 169;
 
- „კონსერვატორია“: 23 პოსტი - $224;
 
Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2025 წლის 30 ოქტომბრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 435 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ კი ანალოგიურ პერიოდში (2 აგვისტო - 30 ოქტომბერი) Facebook-ის 2 გვერდზე 68 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 24 268 დოლარი დახარჯა:- tv imedi: 64 პოსტი - $23 275;
 
- „იმედის კვირა“: 4 პოსტი - $993;
 
სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2025 წლის 30 ოქტომბრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 209 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.
რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და
პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და
Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ
მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა
სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია
ასეთად. 

                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    