2025 წელს ნათია ლაზაშვილმა „რუსთავი 2“-დან ხელფასის სახით 208 035 ლარი აიღო
21.07.2026

პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა 2025 წელს არხიდან შემოსავლის სახით 208 035 ლარი მიიღო (ხელზე აღებული თანხა).

მისი მეუღლის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფრუიძის დეკლარაციების მიხედვით, ლაზაშვილის „კურიერის“ წამყვანობიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელს 2024 წელთან შედარებით 12 060 ლარით მეტი იყო.

ნათია ლაზაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით აქვს 12 000 ევროს, 43 000 დოლარისა და 10 000 ლარის დანაზოგიც.

გიორგი ფრუიძის დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ლაზაშვილმა საგურამოში, ეროვნული სატყეო სააგენტოსგან 49 წლიანი იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობისთვის 2025 წელს 4 795 ლარი გადაიხადა. მას ტყითსარგებლობის ხელშეკრულება 2021 წელს აქვს გაფორმებული.

ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ში 2019 წელს დაბრუნდა. მანამდე, 2018 წელს, ის საქართველოს პროკურატურის მრჩეველი იყო სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. ამავე წელს ლაზაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურედ მუშაობდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ