ესტონეთმა შესაძლოა დაკარგოს პრესის თავისუფლების რეიტინგში
მოწინავე მე-11 ადგილი. ასე გამოეხმაურა რეიტინგზე მომუშავე
ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ესტონეთის ერთერთი
უმსხვილესი და უძველესი გაზეთის Postimees-ის მფლობელის
მცდელობებს, ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში.
აღნიშნულ გაზეთს ნორვეგიული კომპანია Schibsted ფლობდა, თუმცა 2013
წელს ის ესტონელმა ბიზნესმენმა, მარგუს ლინამიემ შეიძინა. პრობლემებმა
სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის კუთხით 2017 წლიდან იჩინა თავი,
2018 წელს კი ზედიზედ ხუთი რედაქტორი გახდა იძულებული დაეტოვებინა
გაზეთი.
“ახალი ამბების, ბიზნესის, გამოძიების, სპორტის, ოპედის განყოფილების
რედაქტორებმა დატოვეს გაზეთი მარგუს ლინამიეს მცდელობების გამო,
გადააქციოს გაზეთი თავისი კონსერვატიული და ნაციონალისტური
მოსაზრებების პროპაგანდისტულ რუპორად”, - ნათქვამია ორგანიზაცია
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უფრო ადრე ადგილობრივი მედია მფლობელის მიერ შექმნილ პრობლემაზე
მიუთითებდა თავის ანგარიშში ორგანიზაცია
“მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი”, რომელიც
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მედიაპლურალიზმის მონიტორინგს
ახორციელებს ყოველწლიურად ევროკომისიის დაფინანსებით: “2013
წელს, როცა ნორვეგიულმა კომპანიამ Schibsted-მა გაყიდა Postimees და
ახალი ესტონელი მფლობელი ჩაერია მთავარი რედაქტორის დანიშვნის
პროცესში, რაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არასდროს მომხდარა
ესტონეთში. ეს აჩვენებს, რომ ნაციონალური, ადგილობრივი მფლობელი,
როგორც ასეთი, არ უზრუნველყოფს სარედაქციო ჯგუფის
დამოუკიდებლობას”.
1990-იან წლებამდე, ისე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნებში, ესტონეთში
მედიას სახელმწიფო ფლობდა და აცენზურებდა. თავდაპირველად უცხოური
კომპანიები არ ინტერესდებოდნენ ესტონეთში მედიაბაზრით, ვინაიდან
ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მცირე სახელმწიფოს
მედიაბაზარი არ ჩანდა რენტაბელურად. 1998 წელს კი 2 მსხვილი
სკანდინავიური (შვედური და ნორვეგიული) კომპანია შევიდა, მათ დაიწყეს
გაზეთების, ტელევიზიების, ონლაინგამოცემების ყიდვა-შექმნა. თუმცა
რამდენიმე წლის შემდეგ წილები ადგილობრივ კომპანიებზე გაყიდეს. ამ
ყველაფერმა ესტონეთში მედიის მდგომარეობა გააუმჯობესა, რასაც მოწმობს
მედიის თავისუფლების ანგარიშებში მისი მოწინავე პოზიციები, თუმცა
გამოიწვია მედია-მფლობელობის კონცეტრაცია 2 მსხვილი კომპანიის ხელში:
Postimees Group და Ekspress Group ინაწილებენ წილებს გაზეთებში,
ტელევიზიებში, ჟურნალებში, რადიოებში, ონლაინ გამოცემებში.
“მედია-მფლობელობის კონცენტრაცია მედია პლურალიზმისთვის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს რისკად რჩება და ბარიერს უქმნის ინფორმაციისა და
მსოფლმხედველობის მრავალფეროვნებას”, - იუწყება მედიაპლურალიზმისა და
მედიის თავისუფლების ცენტრი.
ორგანიზაციის ბოლო ანგარიში 2017 წლის მონაცემებს მოიცავს და ამ
ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის
6 ქვეყანაში (ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი,
პოლონეთი და რუმინეთი) მედიაბაზრის მრავალფეროვნება მაღალი რისკის
ქვეშაა და ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოშია (გერმანია და
საფრანგეთი) ამ მხრივ ყველაზე დაბალი საფრთხე.
მედიაბაზრის მრავალფეროვნებას ორგანიზაცია რამდენიმე კომპონენტით
საზღვრავს, ესენია, მედია-მფლობელობის გამჭვირვალობა და კონცენტრაცია,
მფლობელებისა და კომერციული გავლენა სარედაქციო შინაარსზე და
ეკონომიკური პირობები, რომელშიც მედიას უწევს მუშაობა.
მედიაპლურალიზმის მონიტორინგი 2 სახის - ჰორიზონტალურ (როცა ერთი
კომპანია მის კონკურენტებს ყიდულობს ბაზარზე) და მედიებს შორის (როცა
ერთი კომპანია ფლობს სხვადასხვა სახის მედიაკომპანიას - რადიოს,
ტელევიზიას, გაზეთებს, ინტერნეტ მედიას და ა.შ.) კონცენტრაციას
გამოყოფს.
“ესტონეთში ჰორიზონტალური კონცეტრაციის მაღალი რისკი (83%)
განპირობებულია, პირველ რიგში, სპეციფიკური რეგულაციების არარსებობით:
მედიაკონცეტრაციის რისკი ყურადღების ქვეშ მოექცა ბოლო წლების
განმავლობაში, როცა ძალიან გაიზარდა ბაზარზე Postimees (ყოფილი Eesti
Meedia) წილი. მაღალია მედიებს შორის კონცენტრაციის რისკი - 88%”, -
ნათქვამია მედიაპლურალიზმის მონიტორინგის ანგარიშში.
რამდენად მრავალფეროვანია ქართული მედიაბაზარი და
უზრუნველყოფილია თუ არა მედიაპლურალიზმი?
- იხილეთ: მედიის მფლობელები
საქართველოში
საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, ნაკლებად შეინიშნება კონკრეტული 1 ან 2 კომპანიის ხელში მედია-მფლობელობის კონცენტრაცია, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგები აჩვენებს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი (მაგალითად, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო) მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია. მათ საპირწონედ, მთავარი ოპოზიციური გაერთიანების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყო "რუსთავი 2", რომელიც ზაფხულიდან ახალი მფლობელის ხელშია და ჯერ ამ ტელევიზიის კონტენტის მონიტორინგი რომელიმე პროფესიულ ორგანიზაციას არ განუხორციელებია. ყოფილი "რუსთავი 2-ის" გუნდის ბაზარზე 2 ახალი ტელევიზია აღმოცენდა და შესაბამისად, ჯერ არც ამ ტელევიზიების მონიტორინგის შესახებაა რამე ცნობილი. თუმცა, ზედაპირული დაკვირვებით უკვე ჩანს, რომ ტელევიზიების რაოდენობის ცვლილებით, რეალურად კვლავაც სახეზე გვაქვს პოლარიზებული მედია, რაც ნაკლებად ემსახურება მედიაპლურალიზმს.



მისივე თქმით, 20 წუთის
განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის შიდა ქსელი, რის გამოც
მაუწყებელი თბილისიდან და რეგიონებიდან მასალებს ვერ იღებდა.


“პუბლიკა, საზოგადოება, ხალხი -
პრინციპში, მესიჯიც ის არის, რასაც ეს სახელი ამბობს. ჩვენი მიზანია,
რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს იმ თემებზე, რაც უშუალოდ ეხება მათ
ყოველდღიურობას, რაც მათი მომავალი, უკეთესი ცხოვრებისა და
ინფორმირებული არჩევანისთვის არის საჭირო”, - გვეუბნება “პუბლიკას”
მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.
ბასტი მგალობლიშვილი ამბობს, რომ
"პულიკა" აუდიტორიას პოდკასტებსაც მოუმზადებს. “დიდი მოლოდინი გვაქვს.
ვფიქრობ, ეს ძალიან გაამრავალფეროვნებს ჩვენს კონტენტს.
ექსპერიმენტებს ვატარებთ, გვინდა, რომ ვიდეო ესეს ფორმატიც
შემოვიტანოთ. მაგალითად, მე ვაკეთებ კინოზე ვიდეო ესსეს და ვნახოთ,
გაამართლებს თუ არა. გვექნება ფოტო რეპორტაჟებიც”, - გვეუბნება ბასტი
მგალობლიშვილი და ამატებს, რომ კონტენტის ვიზუალი მათი ერთ-ერთი,
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია: “მიუხედავად მცირე რესურსებისა, ბევრი
ვიფიქრეთ ვიზუალურ მხარეზე. რა თქმა უნდა, მთავარი შინაარსია, მაგრამ
ფორმა, როგორ მიიტან მკითხველამდე ინფორმაციას, არანაკლებ
მნიშვნელოვანია”.



“ჩვენ თავიდანვე გავაპროტესტეთ და
სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი პროცედურის დარღვევასთან
დაკავშირებით, იმიტომ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჩვენს
ფრაქციასთან კონსულტაცია არ გაუვლია, ისე მიიღო გადაწყვეტილება.
ვითხოვდით მოგვცემოდა საშუალება, რომ კომისიის მიერ შერჩეულ ცამეტივე
წევრთან ჩვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, გასაუბრების საშუალება
გვქონოდა, მაგრამ ეს შანსი არ მოგვეცა”, - ამბობს ასმათ დიასამიძე და
ამატებს, რომ შესაძლოა მათ კანდიდატი არ წარადგინონ, - “ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ამ კანდიდატებს შორის (საუბარია კომისიის მიერ
წარდგენილ 13 კანდიდატზე. რედ.) არჩევანს არ გავაკეთებთ და კონკურსი
თავიდან გამოცხადდება. ზუსტ გადაწყვეტილებას, ალბათ, ორშაბათს
ვაცნობებთ საზოგადოებას.”
“ის, რომ “ქართული ოცნების” ორმა
ფრაქციამ წარადგინა ორი კანდიდატი, უკვე დარღვევაა, ახლა თუ
“ნაციონალური მოძრაობაც” წარადგენს, გამოდის, რომ მრჩეველთა საბჭოში 4
წევრი იქნება ფრაქციების მიერ წარდგენილი და ერთი დამოუკიდებელი
კანდიდატის. ამით კი, ის პროპორცია, რაც არის კანონით
გათვალისწინებული, დაირღვევა”, - ამბობს საიას მედია მიმართულების
იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.
23 ოქტომბერს აჭარის ტელევიზიისა
და რადიოს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ ერთი დღით
თოქ-შოუს წაყვანაზე უარი განაცხადა და მაყურებლის წინაშე
მაუწყებელის სარედაქციო
პოლიტიკაში ხელისუფლების ჩარევის საფრთხეებზე აჭარის ტელევიზიის
თანამშრომლები აქამდეც საუბრობდნენ. 30 სექტემბერს მაუწყებელში
დასაქმებულმა ჟურნალისტებმა 





