საქართველო
კატეგორია - საქართველო


ფოტო : „პუბლიკა"



„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებული მზარდი შეზღუდვისა და სისტემური ძალადობის გამო, რაც განსაკუთრებით პროევროპული საპროტესტო აქციების დროს გამძაფრდა, შეშფოთებას გამოხატავს და „პუბლიკის“ ჟურნალისტისა და „მთავარი არხის“ ოპერატორის შემთხვევებს განცხადებით ეხმაურება.

ონლაინგამოცემა “პუბლიკის” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის ნოემბერში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დააკავეს და სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს 12 თებერვალს მიმართა.

სასამართლომ 10 თებერვალს სამართალდამრღვევად უკვე სცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელიც პოლიციამ 2024 წლის 19 ნოემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავა. 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას განხორციელდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, თავად მსხვერპლებს სჯიან. “ქართული ოცნება” სრულ პასუხისმგებლობას ატარებს მედიისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე. არცერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული.

“ქართული ოცნება” ახორციელებს მსხვერპლთა კრიმინალიზაციას. ეს ფაქტები ავლენს მედიაზე სისტემური ძალადობის დამკვიდრების ტენდენციას და ქმნის თვითცენზურის წახალისების მექანიზმს. ეს კი პირდაპირ აზიანებს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების შესახებ“, - ვკითხულობთ „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, სერგი ბარამიძს მსგავსად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოში პროცესი კი, 25 თებერვალს ,16:00 საათზეა ჩანიშნული.

2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, „პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა. 

„პუბლიკის“ რეპორტიორის განცხადებით, ის არათუ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, არამედ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, რაშიც ხელი თავად პოლიციამ შეუშალა. 

„მოსამართლე ნინო ენუქიძის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ მათ 11 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა, თითქოსდა 29 ნოემბერს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი.  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტა ღიმილისმომგვრელია ჩემთვის და ენუქიძის თანაშემწესაც ვუთხარი, რომ საზოგადოებრივ წესრიგს კი არ ვარღვევდი, ვასრულებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, რაშიც თავად პოლიციამ შემიშალა ხელი, იძალადა ჩემზე, წამართვა ორი ფოტოაპარატი, რომელიც დღემდე დაკარგულია და შემდეგ გადამიყვანეს განყოფილებაში. 

მე ძალადობის შედეგად დამჭირდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება, ორკვირიანი მოსვენებითი რეჟიმი და ახლაც ვერ ვსუნთქავ კარგად. თუმცა, როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს არაფრად მიაჩნია და აი, რამდენიმე თვის თავზე გაახსენდათ, რომ აქეთ მომთხოვონ პასუხი“, - ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

როგორც ის აღნიშნავს, მას სამართალწარმოების შეწყვეტის მოლოდინი არ აქვს: 

„რადგან არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, რადგან არ გვინახავს არც ერთი დასჯილი პოლიციელი და სამაგიეროდ, ვხედავთ, ნაცემ მოქალაქეებს აქეთ რომ აკავებდნენ ან აჯარიმებდნენ, არც მე მაქვს დიდი მოლოდინი, რომ სამართალწარმოება შეწყდება, რაც ლოგიკური იქნებოდა ამ სიტუაციაში. ვნახოთ, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ველოდები შენიშვნასაც, ჯარიმასაც და ადმინისტრაციულ პატიმრობასაც კი“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძეს შემთვევაშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი 10 თებერვალს გამართულ სხდომაზე პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო  და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით კი, საქმის წარმოება შეწყვიტა. 

სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს და  მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დღეს პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 

ბარამიძისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით კი, 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სერგი ბარამიძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა, უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა.

„რეალურად გინება რომ არ ყოფილა, ეს დაადასტურა მოსამართლემ და არ გაამტყუნა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი შეურაცხყოფაში, მაგრამ გაამტყნა, რომ თითქოს, ის ხელს უშლიდა პოლიციელებს სხვა ადამიანების დაკავებაში, რაც ასევე, სრული აბსურდია. ვიდეოკადრებითაც ჩანს, რომ იგი ხელს არავის არ უშლიდა, უბრალოდ იდგა. ჩვენების მიცემის დროს პოლიციელს რომ ვკითხე, ხელს რა ფორმით გიშლიდათ-მეთქი, მიპასუხა იქ იდგაო. რომ იდგა, ეს ჩათვალეს პოლიციისადმი ხელშეშლად“, - ამბობს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას  სერგი ბარამიძის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე. 

ტაბატაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია:

„სერგი ბარამიძე თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ყველამ ნახა ვიდეომასალა, სადაც ეს ფაქტია ასახული. ამ დროს მას მოძალადე პოლიციელები დაესხნენ თავს და ასევე, ვიდეოზე ასახულია, რომ სახეში ურტყამენ გამეტებით. ნეკნი ჰქონდა მოტეხილი და დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

იქ [ვიდეოში] საერთოდ არ ისმის არც ლანძღვა-გინება, არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. ყველა საფუძველი იყო იმისთვის, რომ სერგი ბარამიძე სრულად გამართლებულიყო. ის დანაშაულის მსხვერპლია და არა - სამართალდამრღვევი“. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სერგი ბარამიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ბარამიძეს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული ამ დრომდე არ აქვს. „მედიაჩეკერს“ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ალექსანდრე ქეშლაშვილის საქმეზეც, თუმცა ამ დრომდე დასჯილი არავინ არ არის.

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე გამოცემა „ბათუმელების“ არ დაუშვების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გამოცემის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან. 

„მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოპყრობა მედიის მიმართ ბევრ რეგიონში არცთუ იშვიათია - ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ღია სხდომებზე, „ბათუმელების“ პრაქტიკაში ის პირველი იყო. 

ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს. იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქარტია ხაზს უსვამს, რომ შეხვედრას ესწრებოდა და აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. 

ორგანიზაციაბათუმის მერიას მოუწოდებს, დაიცვას რეგლამენტის მოთხოვნა და მისცეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის განხორციელების უფლება, რისი ნაწილიცაა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაშუქება კორუფციის რისკების გამოსავლენად.  

12 თებერვალს ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს.

როგორც გამოცემა წერს, „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა მერიის შესასვლელთან მისულ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. 

ჯაბა ანანიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელებს“ მერიაში მიმდინარე საჯარო შეხვედრის გაშუქება შეუზღუდეს.

„მედიასაშუალება „ბათუმელები“ 24 წელია არსებობს და მსგავსი გამოცდილება რომ ღია სხდომაზე არ შევეშვით, არ გვქონია. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, ვერ მიგვიღია საჯარო ინფორმაცია, დაუგვიანებიათ პასუხი, მათ შორის მერიიდან, ასევე, ვერ მიგვიღია კომენტარი ან ინტერვიუს ჩაწერა იყო პრობლემა მაშინ, როცა ეს არ იყო პრობლემა იგივე პროსახელისუფლებო მედიისთვის, მაგრამ ესეთი შემთხვევა, რომ ღია სხდომაზე, საკრებულოს ან მერიაში გამართულ სხდომაზე, არ შევეშვით დაცვის პოლიციას, ესეთი პრაქტიკა ჩვენ არ გვქონია. 

ამიტომაც, არ ვიცი, საეჭვოდ ემთხვევა თუ არა იგივე მზია ამაღლობელის საქმეს, ხო, რომელიც ცალსახად აჩვენებს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას კრიტიკულ მედიასაშუალებასთან, მისი უკანონო პატიმრობა, მაგრამ მეორეა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასე შეზღუდა ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბათუმის მერიამ “, - ამბობს ანანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ვინ დაესწრება სხდომას, ის არ იღებს. ბათუმის მერიის პრესსამსახურს გუშინ დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

კატეგორია - საქართველო

ფოტო : „ბათუმელები"


„ძვირფასო მზია,

ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!

მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო! 

ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ  ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება! 

გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!“

წერილს, რომელსაც 150-მდე მედიის წარმომადგენელი აწერს ხელს, მზია ამაღლობელს კლინიკა „ვივამედში“ დღეს შეუტანენ. ამაღლობელი დაკავების დღიდან, 33-ე დღეა შიმშილობს, ის „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს.  

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

 

კატეგორია - საქართველო

ფოტო : „პუბლიკა" 


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელიც პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავა, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

სერგი ბარამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების პირველი ნაწილის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავებოდა.

„მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს და  მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დღეს პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 

სერგი ბარამიძისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით კი, 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სერგი ბარამიძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა, უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა.

10 თებერვალს გამართულ სხდომაზე სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით სერგი ბარამიძის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, თუმცა პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო  და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

„რეალურად გინება რომ არ ყოფილა, ეს დაადასტურა მოსამართლემ და არ გაამტყუნა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი შეურაცხყოფაში, მაგრამ გაამტყნა, რომ თითქოს, ის ხელს უშლიდა პოლიციელებს სხვა ადამიანების დაკავებაში, რაც ასევე, სრული აბსურდია. ვიდეოკადრებითაც ჩანს, რომ იგი ხელს არავის არ უშლიდა, უბრალოდ იდგა. ჩვენების მიცემის დროს პოლიციელს რომ ვკითხე, ხელს რა ფორმით გიშლიდათ-მეთქი, მიპასუხა იქ იდგაო. რომ იდგა, ეს ჩათვალეს პოლიციისადმი ხელშეშლად“, - ამბობს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას  სერგი ბარამიძის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე. 

ტაბატაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია:

„სერგი ბარამიძე თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ყველამ ნახა ვიდეომასალა, სადაც ეს ფაქტია ასახული. ამ დროს მას მოძალადე პოლიციელები დაესხნენ თავს და ასევე, ვიდეოზე ასახულია, რომ სახეში ურტყამენ გამეტებით. ნეკნი ჰქონდა მოტეხილი და დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

იქ [ვიდეოში] საერთოდ არ ისმის არც ლანძღვა-გინება, არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. ყველა საფუძველი იყო იმისთვის, რომ სერგი ბარამიძე სრულად გამართლებულიყო. ის დანაშაულის მსხვერპლია და არა - სამართალდამრღვევი“. 

სერგი ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელსაც ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება ევალება, მეორე დღესვე, 2024 წლის 20 ნოემბერს გამოკითხეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სერგი ბარამიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ბარამიძეს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული ამ დრომდე არ აქვს. „მედიაჩეკერს“ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

კატეგორია - საქართველო

ფოტო : „ბათუმელები"



დღეს, 12 თებერვალს ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს.

როგორც გამოცემა წერს, „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა მერიის შესასვლელთან მისულ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. 

ჯაბა ანანიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელებს“ მერიაში მიმდინარე საჯარო შეხვედრის გაშუქება შეუზღუდეს.

„მედიასაშუალება „ბათუმელები“ 24 წელია არსებობს და მსგავსი გამოცდილება რომ ღია სხდომაზე არ შევეშვით, არ გვქონია. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, ვერ მიგვიღია საჯარო ინფორმაცია, დაუგვიანებიათ პასუხი, მათ შორის მერიიდან, ასევე, ვერ მიგვიღია კომენტარი ან ინტერვიუს ჩაწერა იყო პრობლემა მაშინ, როცა ეს არ იყო პრობლემა იგივე პროსახელისუფლებო მედიისთვის, მაგრამ ესეთი შემთხვევა, რომ ღია სხდომაზე, საკრებულოს ან მერიაში გამართულ სხდომაზე, არ შევეშვით დაცვის პოლიციას, ესეთი პრაქტიკა ჩვენ არ გვქონია. 

ამიტომაც, არ ვიცი, საეჭვოდ ემთხვევა თუ არა იგივე მზია ამაღლობელის საქმეს, ხო, რომელიც ცალსახად აჩვენებს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას კრიტიკულ მედიასაშუალებასთან, მისი უკანონო პატიმრობა, მაგრამ მეორეა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასე შეზღუდა ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბათუმის მერიამ “, - ამბობს ანანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ვინ დაესწრება სხდომას, ის არ იღებს. ბათუმის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება. 

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

 
კატეგორია - საქართველო


მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ, 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. 

ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს.

მაია მწარიაშვილის განცხადებით, „მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, მის წინააღმდეგ მიმდინარე  სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“.

მზია ამაღლობელის ადვოკატები მოითხოვენ:

1) სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;

2) საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;

3) სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;

4) პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი;

5) საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების  გამო.

6) საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე  ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;

7) საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით ნაკლებია. 

კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მხოლოდ ტელევიზიებმა კი 21.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34.9%-ით ნაკლებია.

ComCom-ის განცხადებით, გასული წლის IV კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ.

2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში 33.8 მილიონი ლარი შეადგინა.

„გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა“, - წერს კომუნიკაციების კომისია.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის IV კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 7.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 

  • 3.5 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 
  • 0.6 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 2.1 მილიონს გაუტოლდა. 
  • 2024 წლის IV კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღო „პოსტვ-იმ“, რაც 2023-ის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალთან შედარებით 0.2 მილიონით ნაკლებია. 
  • 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო და 1.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალი.
  • 0.8 მილიონი ლარით შემცირდა და 1 მილიონი ლარი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა.
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2024 წლის IV კვარტალში მათ მიერ მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% - პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

2024 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

კატეგორია - საქართველო


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, საერთაშორისო პლატფორმა Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა.

„ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს მომავლისთვის“, - ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.

პეტიციაზე ხელმოწერა და გაზიარება ნებისმიერ მსურველს ამ ბმულზე შეუძლია: https://chng.it/HrqCmR27FG

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 31-ე შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

 
კატეგორია - საქართველო

დღევანდელი, 11 თებერვლის 18:00-საათიანი „მოამბე“ გამოშვების იმ პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა, რომელმაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„მედიაჩეკერს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ „მოამბის“ წამყვანები 18:00-საათიანი გამოშვების წაყვანაზე უარს ამბობენ.

გამოცემა ამ და სხვა მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტსა და არაერთ სხვა პოზიციაზე მომუშავე პირთან მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ისინი „მედიაჩეკერის“ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

4 თებერვალს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა, თამუნა კენკიშვილთან ერთად, განაცხადა, რომ იმ გამოშვების პროდიუსერობაზე, რომელიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს, უარი თქვა.

ამავე საღამოს, არხმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს აცნობა, რომ „მოამბის" პროდიუსერების მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო, დროებით „მოამბეს“ აღარ წაიყვანს.

 
კატეგორია - საქართველო


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული შეკრების მონაწილეებს 5 000-ლარიანი ჯარიმები დაუწესა. 

მოსამართლე ციცინო მოსიძემ 9 პირის, მათ შორის 3 ჟურნალისტის: გელა მთივლიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძის, ეკა კუხალაშვილისა და მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, ვლადიმერ აფხაზავას, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეები განიხილა. 

მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართული შეკრების გამო 7 თებერვალს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილით შეუდგინეს.

26 იანვარს, მოსამართლის სახლთან შეკრებილებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიერ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოქროპირაშვილმა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, 25 იანვარს, განუხილველად დატოვა. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო : „პუბლიკა"


„მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, 19 ნოემბრის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სერგი ბარამიძის იურისტის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სხდომა საქალაქო სასამართლოში უახლოეს საათებში გაიმართება.

19 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავეს და  მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოიკითხა, თუმცა დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის.

19 ნოემბერს, პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 

 
კატეგორია - საქართველო


დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემს.

მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს გაფორმდა, მასში ვკითხულობთ: „წილის მიმღები წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისათის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით“.

„ფორმულას“ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, ამავე დღეს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. 

ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე გადანაწილდება:

მიხეილ მშვილდაძე - 12.25%

ირაკლი საღინაძე - 12.25%

ზურაბ გუმბარიძე - 38.25%

გიორგი ლიფონავა - 12.25%

„თავისუფლების ფორმულა“ - 25% 

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა. 

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა