MDF: არასასურველი ჟურნალისტებისთვის საზღვარი იხურება: ვის ელიან და არ ელიან საქართველოში?
27.05.2025


„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022-2025 წლებში საქართველოში ჟურნალისტთა არშემოშვების 14 შემთხვევა აღნუსხა.

„საქართველოში დასავლური მედიის ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტების არშემოშვებამ ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო. ბოლო შემთხვევა ბრიტანელ ჟურნალისტს უილ ნილს უკავშირდება, რომლის საგამოძიებო სტატიას Byline Times-ში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე თავად ჟურნალისტის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა, საქართველოს საზღვრიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს“.

როგორც „მედიის განვითარების ფონდი“ წერს, დასავლური მედიის ჟურნალისტების უმეტესობა საქართველოში ხელისუფლების საწინააღმდეგო პროდემოკრატიულ, პროევროპულ აქციებს აშუქებდა, რომელიც რუსულ კანონს და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის საფუძველზეც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხის დაწყება 2028-მდე გადაიდო. 

საქართველოში ჟურნალისტთა არშემოშვების აღრიცხული 14 შემთხვევიდან 7 კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტია, 1 - ბელორუსი, 1 სომხეთის მოქალაქე, რომელიც რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 5 კი დასავლური მედიის წარმომადგენელია. 

რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია:

დასავლური მედია:

რეგიონული მედია:

ჩამოთვლილი 14 ჟურნალისტიდან 8 საქართველოში თვეების ან წლების განმავლობაში ცხოვრობდა:

„მაგალითად, დევნილობაში მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი საქართველოში 3 წელი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რუსი ფოტოჟურნალისტი, ვასილ კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-თან და The Insider-თან თანამშრომლობდა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარს მის საქმიანობას უკავშირებს. საინტერესო გარემოებაა, რომ საქართველოში 11-თვიანი ცხოვრების მანძილზე კრესტიანინოვი ორგანიზებას უწევდა და მონაწილეობდა პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში. მისივე განცხადებით, სწორედ საპროტესტო აქციების დროს მასთან სამართალდამცავები მიდიოდნენ, დოკუმენტებს სთხოვდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

2024 წლის სექტემბერში საქართველოში დაფუძნებული ქართულ-სომხური მედიის რედაქტორი, არსენ ხარატიანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ხარატიანი წარსულში საქართველოში 5 წელზე მეტი ცხოვრობდა. 

ფრანგი ჟურნალისტი, კლემან ჟირარდო 10 წელიწადზე მეტი საქართველოში მუშაობდა, ჰყავს ქართველი ცოლი და შვილი, რომელიც ასევე, საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტს 2025 წლის 12 თებერვალს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ჟირარდო, რომელსაც საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონდა, საზღვარზე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დააკავეს და უკან, საფრანგეთში გააბრუნეს“. 

„მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების განსამარტად დოკუმენტებში ძირითად შემთხვევებში მიზეზები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ტენდენცია აჩვენებს, რომ ქვეყანაში სწორედ იმ ჟურნალისტების შემოშვება ხდება პრობლემა, რომლებსაც საქართველოში საპროტესტო აქციების გაშუქების გამოცდილება უკვე აქვთ, რუსი ჟურნალისტების შემთხვევაში კი ხმას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იმაღლებენ.

„საერთაშორისო ორგანიზაციამ Reporters Without Borders (RSF) საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში მოუწოდა, რომ აეხსნა ის მიზეზები, რის გამოც ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებდა და ეს პრაქტიკა დაესრულებინა. 

ორგანიზაცია 2025 წლის 10 აპრილს  ფრანგი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვებასაც გამოეხმაურა და დაგმო შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც საპროტესტო მოძრაობის დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაშუქების ხელისშეშლას ისახავს მიზნად.

უილ ნილის შემთხვევასთან დაკავშირებულ განცხადებაში ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების გარდა საქართველოს საზღვარზე არშემოშვების პრაქტიკა ევროკავშირის დიპლომატს სიმონ ვანდერბრუკსლიეტუველ უფლებადამცველს რეგინა ეგოროვა-ასკეროვას, პუტინისა და ქართული ოცნების კრიტიკოსს რუს აქტივისტს ვლადიმერ ტეტერევს, რუმინელ კომიკოს ვიქტორ პატრაშკანსაც შეეხო“.

MDF-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დასავლური მედიის ან კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტების არშემოშვების ტენდენციის პარალელურად, კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტებს რუსეთიდან საქართველოში არც სამუშაოდ, არც დასვენების მიზნით ჩამოსვლის მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. 

„მათ შორის, ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, ბოლო 3 წელიწადში საქართველოს 2-ჯერ ესტუმრა. ბოროდინას გარდა, კანონი ოკუპაციის შესახებ ალექსანდრ მალკევიჩსაც აქვს დარღვეული. ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ძებნილ მალკევიჩს კავშირები ჰქონდა ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინთანაც“. 

რუსი პროპაგანდისტები საქართველოში:

ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წლის მაისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია ZVEZDA NEWS-ის ჟურნალისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარლამენტის კედლებზე სტეპან ბანდერას ფოტოები იყო გაკრული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „მითების დეტექტორმაც“ გადაამოწმა.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ჩამოსული იყვნენ რუსული სამთავრობო მედიების Russia Today-სა და TASS-ის ჟურნალისტებიც. 

„Russia Today-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, რომ მათი კორესპონდენტი ჩართვისას სწორედ რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ამასთანავე TASS-ის ფოტოგრაფმა, მიხაილ ტერეშენკომ World Press Photo-ს ფოტოკონკურსში სწორედ თბილისში, საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა“. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
„კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“


„კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“ - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევაა, რომელიც ქართულ მედიაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეხება. 

მედია მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგონებთან დაკავშირებული საკითხები ტელემედიაში ხშირად ზედაპირულად და ფრაგმენტულად შუქდება. ქართული ტელევიზიები არასათანადო ძალისხმევას დებენ ადგილობრივი წყაროებისგან ინფორმაციის მოპოვებაში, თუნდაც ეს წყარო აფხაზური ან ცხინვალის რეგიონში მომუშავე მედია იყოს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართული ტელევიზიები ამ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღებას უთმობენ, როგორც წესი, ამბის გაშუქებისას თითქმის არ ჩანან თავად აფხაზები, ოსები და განსაკუთრებით აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები.

ანალიზისთვის მასალები 7 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან შეგროვდა და ჯამში, 2024 წლის მაისი-ივლისის პერიოდის 576 გამოშვება დამონიტორინგდა, საიდანაც კვლევისთვის რელევანტურად სულ 87 მასალა ჩაითვალა. 

კვლევამ აჩვენა, რომ მონიტორინგის პერიოდში მოხვედრილი დღეების უმეტეს ნაწილში 7 ტელევიზიიდან არც ერთი მათგანის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ მოხვედრილა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული სიუჟეტი ან კადრ-სინქრონი, რელევანტური მასალების (87) მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოკლე კადრ-სინქრონი იყო. 

„თემატურად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად ხვდებოდა ოკუპაციის, ომისა თუ კონფლიქტის კონტექსტში. ამას მოსდევდა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკა და ისტორიასთან, კულტურასთან ან რელიგიასთან დაკავშირებული მასალები. უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე შიდა ამბები კი იშვიათად ხვდებოდა ქართული ტელევიზიების პრაიმტაიმში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში, თუკი აღნიშნულ თემებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა თუ ოკუპაციის საკითხთან. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებით ხშირად არის ნეგატიურ თემატურ კონტექსტში მომზადებული და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არ ჩანან უშუალოდ აფხაზები და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებნი. ამასთან, მედიის მიერ მომზადებული მასალები, როგორც წესი, არ აკეთებს აქცენტს სამშვიდობო პოლიტიკაზე“. 

ტელემედიის მიერ კონფლიქტის რეგიონების გაშუქებისას გამოვლენილი ტენდენციები კი ასეთია:

● წამყვანი ქართული ტელევიზიებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები არაპრიორიტეტულ თემებს მიეკუთვნება, განსაკუთრებით თუკი აღნიშნული თემები საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან ან ოკუპაციის საკითხთან არ იკვეთება; 

● არსებული მწირი გაშუქების პირობებში, განსაკუთრებით თვალშისაცემია ნეგატიური კონტექსტის მქონე თემებზე მედია მასალების სიჭარბე;

● მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემები ხშირად ზედაპირულად და ფრაგმენტულად შუქდება და იშვიათად გვხვდება პროაქტიულად მომზადებული სიღრმისეული სიუჟეტები; 

● ჟურნალისტების ენა უმეტესწილად ნეიტრალურია, თუმცა მაინც გვხვდება დისკრიმინაციული და მტრული ენის გამოყენების ერთეული შემთხვევები. ხშირად ეს ენა მიემართებათ რუსებს და არა აფხაზებსა და ოსებს, ხოლო ნეგატიური გამოხატვის წყაროები კი რესპონდენტები არიან და არა ჟურნალისტები;

● საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია ნეგატიურად აისახება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებული თემების ტელემედიაში გაშუქებაზე, ვინაიდან შეზღუდული სივრცე რჩევა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გარდა სხვა თემების გაშუქებისათვის;

● ტელემედიების მიერ მომზადებულ მასალებში მშვიდობის პოლიტიკა უმეტესწილად უგულებელყოფილი იყო ანდა პოლიტიკური პოლარიზაციის გავლენით, მშვიდობის თემის ინსტრუმენტალიზება ხდებოდა;

● თვალში საცემია აფხაზეთთან დაკავშირებით რომანტიკული დისკურსი მედიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში, რაც არასწორ წარმოდგენებს ქმნის მაყურებლებში აფხაზეთთან დაკავშირებული ისტორიული რეალობის და სოციოპოლიტიკური წარსულის შესახებ.

კვლევის - „კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“ ავტორი ლაშა ქავთარაძეა.



„მედიის მიმართ ძალადობა სისტემატურად იყო წაქეზებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ“, - ორგანიზაციების ანგარიში


„ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“ - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით, ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტი 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და ის 11-მა ორგანიზაციამ მოამზადა.

ანგარიში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც აანალიზებს. მასში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაა დოკუმენტირებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მედია საპოლიციო ძალადობის განსაკუთრებულ სამიზნედ იქცა, „რაც წაქეზებულია „ქართული ოცნების“ მიერ მედიის მადისკრედიტირებელი კამპანიებით და მედიის წარმმადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით“. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკვლევ პერიოდში სამართალდამცავები ჟურნალისტებს არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არამედ მიზანმიმართულად, სასტიკად, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ მათ.

„სწორედ მედია და მათი აღჭურვილობა იქცა აგრესიის სამიზნედ, ვინაიდან ისინი იღებდნენ და აშუქებდნენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველ მტკიცებულებებს. გამოვლინდა ჟურნალისტების ცემის, გინების, მუქარის, შევიწროების, სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენების, აღჭურვილობის დაზიანების და ჩამორთმევის, დაკავების, პატიმრობის შეფარდების, ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემთხვევები. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს კრიტიკული ონლაინ მედიის ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“.

დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან დაკავშირებული პირები - „ტიტუშკები“ გამოიყენებულია მათ შორის ჟურნალისტების დასაშინებლად და თავდასხმისთვის.

კვლევაში ხაზგასმულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის გამკაცრებაც, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს, როგორც სახელმწიფო მედიას სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოს ტვ“ კი, რომლებიც მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ქართული ოცნების“ ნარატივების პოპულარიზაციაში, „კრიტიკული ხმის გვერდის ავლით და, პირიქით - მათ მიმართ ცრუ, დამაზიანებელი კამპანიის წარმოებით“. 

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდეს საქართველოს პარლამენტშიც. ორგანიზაციების შეფასებით, ამ ქმედების მიზანი კრიტიკული მედიის დადუმება და „მსუსხავი ეფექტის“ გავრცელებაა. 

დოკუმენტირებული შემთხვევებისა და ღია წყაროებით მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად, ანგარიშში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი შემდეგი სისტემური დარღვევებია გამოკვეთილი: 

  • სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენება, რამაც გამოიწვია მედიის წარმომადგენელთა მასობრივი დაზიანება;
  • მიზანმიმართული ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური თავდასხმები, სიტყვიერი შეურაცხყოფები და აღჭურვილობის განადგურება, კონფისკაცია; 
  • პროფესიულ საქმიანობაში სისტემური ხელშეშლა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და გზის გადაკეტვის საფუძვლით ჯარიმების დაკისრება; 
  • მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმეების აღძვრა სასამართლოებში და სამართალწარმოების ინსტრუმენტალიზაცია.  

კვლევის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ დაწყებული რეპრესიების ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების სისტემურ დარღვევას პოლიტიკური ბუნება აქვს. მიმდინარე რეპრესიებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ეკისრება. 

ანგარიში ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებსა და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს. 



გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია - MDF


„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევის მიხედვით, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნით 2024 წელსაც აქტუალური პრობლემა იყო და როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ისე საერთაშორისო და რეგიონულ თემატიკასაც ეხმიანებოდა. 

კვლევა - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს და დეზინფორმაციის თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებსა და წყაროებს მიმოიხილავს. 

ანგარიშის მიხედვით, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის 71 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც უმეტესობა (53) წინა წლების მსგავსად - სექსუალურ ორიენტაციას, 18 კი გენდერული ნიშნით დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ეხებოდა:

„ზოგიერთ შემთხვევაში გავრცელებული შინაარსი ინტერსექციული დისკრიმინაციის ხასიათს ატარებდა და პოლიტიკური დატვირთვის იყო, როცა რუსეთის, როგორც ე.წ. “გარყვნილი დასავლეთისგან” მართლმადიდებლობის ერთადერთი დამცველის მესიანისტურ მისიაზე კეთდებოდა აქცენტირება“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი სამიზნე პროევროპული, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები იყო, რომელთა დისკრედიტაცია ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გაყალბებული ვიზუალით, ქალების პროტესტის გაქილიკებით, ასევე ქალი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით ხდებოდა. 

ანგარიშის მიხედვით, თუ წინა წლებში იდენტობასთან დაკავშირებული თემების ინსტრუმენტალიზაციას ძირითადად კრემლისტური და ულტრამემარჯვენე აქტორები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ახდენდნენ, 2024 წელს ამ პროცესში სახელისუფლებო მედიის როლი მეტად გამოიკვეთა:

„შესაბამისად, იდენტობის თემაზე უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის (FIMI) ტენდენციას ადგილობრივი პროპაგანდა და სახელისუფლებო რესურსების სრული მობილიზება დაემატა“.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ თემატური თანხვედრა ქართულ სახელისუფლებო მედიას, კრემლისტურ აქტორებსა და რუსულ პროპაგანდისტულ არხებს შორის ისეთ საკითხებზე გამოიკვეთება, როგორიცაა: სამოქალაქო და სექსუალური განათლების გათანაბრება იდენტობის დაკარგვასთან; დასავლეთის/დასავლელი საჯარო პირების წინააღმდეგ ჰომოფობიური დეზინფორმაცია; უკრაინის დისკრედიტაცია:

„პროტესტის, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ყველაზე აქტიურად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით ვრცელდებოდა“. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო მედიებიდან ყველაზე მეტად იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელების მხრივ „პოსტვ“ გამოირჩეოდა, რუსულენოვან პროპაგანდისტული მედიებიდან კი ყველაზე ხშირად იდენტობის თემატიკაზე დეზინფორმაციის წყარო Царьград-ი იყო. 

რაც შეეხება „კრემლისტურ აქტორებს, როგორიცაა კონსერვატიულ პარტიასთან დაკავშირებული „ალტ-ინფო“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „სეზონი ტვ“, „სალტე“, სრული თემატური თანხვედრა ჰქონდათ როგორც რუსულ პროპაგანდისტულ, ასევე ქართულ სახელისუფლებო არხებთან“. 

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ სრულად გაეცანით აქ.

MDF: არასასურველი ჟურნალისტებისთვის საზღვარი იხურება: ვის ელიან და არ ელიან საქართველოში?


„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022-2025 წლებში საქართველოში ჟურნალისტთა არშემოშვების 14 შემთხვევა აღნუსხა.

„საქართველოში დასავლური მედიის ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტების არშემოშვებამ ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო. ბოლო შემთხვევა ბრიტანელ ჟურნალისტს უილ ნილს უკავშირდება, რომლის საგამოძიებო სტატიას Byline Times-ში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე თავად ჟურნალისტის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა, საქართველოს საზღვრიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს“.

როგორც „მედიის განვითარების ფონდი“ წერს, დასავლური მედიის ჟურნალისტების უმეტესობა საქართველოში ხელისუფლების საწინააღმდეგო პროდემოკრატიულ, პროევროპულ აქციებს აშუქებდა, რომელიც რუსულ კანონს და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის საფუძველზეც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხის დაწყება 2028-მდე გადაიდო. 

საქართველოში ჟურნალისტთა არშემოშვების აღრიცხული 14 შემთხვევიდან 7 კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტია, 1 - ბელორუსი, 1 სომხეთის მოქალაქე, რომელიც რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 5 კი დასავლური მედიის წარმომადგენელია. 

რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია:

დასავლური მედია:

რეგიონული მედია:

ჩამოთვლილი 14 ჟურნალისტიდან 8 საქართველოში თვეების ან წლების განმავლობაში ცხოვრობდა:

„მაგალითად, დევნილობაში მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი საქართველოში 3 წელი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რუსი ფოტოჟურნალისტი, ვასილ კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-თან და The Insider-თან თანამშრომლობდა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარს მის საქმიანობას უკავშირებს. საინტერესო გარემოებაა, რომ საქართველოში 11-თვიანი ცხოვრების მანძილზე კრესტიანინოვი ორგანიზებას უწევდა და მონაწილეობდა პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში. მისივე განცხადებით, სწორედ საპროტესტო აქციების დროს მასთან სამართალდამცავები მიდიოდნენ, დოკუმენტებს სთხოვდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

2024 წლის სექტემბერში საქართველოში დაფუძნებული ქართულ-სომხური მედიის რედაქტორი, არსენ ხარატიანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ხარატიანი წარსულში საქართველოში 5 წელზე მეტი ცხოვრობდა. 

ფრანგი ჟურნალისტი, კლემან ჟირარდო 10 წელიწადზე მეტი საქართველოში მუშაობდა, ჰყავს ქართველი ცოლი და შვილი, რომელიც ასევე, საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტს 2025 წლის 12 თებერვალს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ჟირარდო, რომელსაც საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონდა, საზღვარზე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დააკავეს და უკან, საფრანგეთში გააბრუნეს“. 

„მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების განსამარტად დოკუმენტებში ძირითად შემთხვევებში მიზეზები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ტენდენცია აჩვენებს, რომ ქვეყანაში სწორედ იმ ჟურნალისტების შემოშვება ხდება პრობლემა, რომლებსაც საქართველოში საპროტესტო აქციების გაშუქების გამოცდილება უკვე აქვთ, რუსი ჟურნალისტების შემთხვევაში კი ხმას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იმაღლებენ.

„საერთაშორისო ორგანიზაციამ Reporters Without Borders (RSF) საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში მოუწოდა, რომ აეხსნა ის მიზეზები, რის გამოც ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებდა და ეს პრაქტიკა დაესრულებინა. 

ორგანიზაცია 2025 წლის 10 აპრილს  ფრანგი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვებასაც გამოეხმაურა და დაგმო შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც საპროტესტო მოძრაობის დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაშუქების ხელისშეშლას ისახავს მიზნად.

უილ ნილის შემთხვევასთან დაკავშირებულ განცხადებაში ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების გარდა საქართველოს საზღვარზე არშემოშვების პრაქტიკა ევროკავშირის დიპლომატს სიმონ ვანდერბრუკსლიეტუველ უფლებადამცველს რეგინა ეგოროვა-ასკეროვას, პუტინისა და ქართული ოცნების კრიტიკოსს რუს აქტივისტს ვლადიმერ ტეტერევს, რუმინელ კომიკოს ვიქტორ პატრაშკანსაც შეეხო“.

MDF-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დასავლური მედიის ან კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტების არშემოშვების ტენდენციის პარალელურად, კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტებს რუსეთიდან საქართველოში არც სამუშაოდ, არც დასვენების მიზნით ჩამოსვლის მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. 

„მათ შორის, ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, ბოლო 3 წელიწადში საქართველოს 2-ჯერ ესტუმრა. ბოროდინას გარდა, კანონი ოკუპაციის შესახებ ალექსანდრ მალკევიჩსაც აქვს დარღვეული. ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ძებნილ მალკევიჩს კავშირები ჰქონდა ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინთანაც“. 

რუსი პროპაგანდისტები საქართველოში:

ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წლის მაისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია ZVEZDA NEWS-ის ჟურნალისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარლამენტის კედლებზე სტეპან ბანდერას ფოტოები იყო გაკრული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „მითების დეტექტორმაც“ გადაამოწმა.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ჩამოსული იყვნენ რუსული სამთავრობო მედიების Russia Today-სა და TASS-ის ჟურნალისტებიც. 

„Russia Today-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, რომ მათი კორესპონდენტი ჩართვისას სწორედ რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ამასთანავე TASS-ის ფოტოგრაფმა, მიხაილ ტერეშენკომ World Press Photo-ს ფოტოკონკურსში სწორედ თბილისში, საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა“. 



ქარტია: თვითმმართველობის სხდომები საჯაროა და ჟურნალისტისთვის ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია


ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „აჭარა თაიმსის“ დაფუძნებელსა და ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს დაცვის სამსახუის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„ჩვენ ვიყოფებოდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც საკრებულოს სხდომის მიმდინარეობა უნდა გადაგვეღო, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მერიის თანამშრომლებმა ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად გამოგვაგდეს“, - ამბობს სულხან მესხიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

მესხიძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ხედავდა, თუმცა მას რეაგირება არ ჰქონია.

ფიზიკურ დაპირისპირებას სიცრუე უწოდეს ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში. მათი თქმით, მესხიძემ „ხმამაღალი ტონით სცადა სხდომის არევა“, რის გამოც სხდომათა დარბაზი დატოვებინეს.

„როგორც სხდომაზე დამსწრეებმა გვითხრეს, ჟურნალისტი შეუშვეს ჩვეულებრივად სხდომათა დარბაზში, მიუთითეს პრესისთვის გამოყოფილ ადგილას დამჯდარიყო, მაგრამ თავიდანვე არ დაემორჩილა მითითებას სულხან მესხიძე და ხმამაღალი ტონით სცადა სხდომის არევა. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რამდენჯერმე მითითების შემდეგ, იგივე რომ გაიმეორა, დაცვის თანხლებით დაატოვებინეს დარბაზი…რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, ეს სიცრუეა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით და სწრაფად გამოიძიოს მომხდარი.

ქარტიის განცხადებით, ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას სულ უფრო ხშირად არ აძლევენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ზღუდავენ. 

„შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ საქმიანობას“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა და ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს“.

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის გაძევების ფაქტს გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“:

„კოალიცია მკაცრად გმობს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ ძალადობას და მისი სხდომიდან გაძევების ფაქტს. ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე“.

კოალიციის განცხადებით, საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია. ხოლო, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და ზღუდავს საზოგადოების ინფორმირების უფლებას. 

 
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებს კამერებით დღესაც არ უშვებდნენ

ფოტო : ნუცა ბახუტაშვილი


თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტო, ვიდეო გადაღების უფლებას დღეს, დილითაც მხოლოდ იმ ჟურნალისტებს აძლევდნენ, რომლებსაც პროცესების გაშუქების ნებართვა ჰქონდათ. მედიის სხვა წარმომადგენლებს კი, რომლებსაც სასამართლოს შენობაში შესვლა კამერებით სურდათ, არ უშვებდნენ. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ნუცა ბახუტაშვილი ერთ-ერთია, 

რომელიც დღეს, დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში არ შეუშვეს. „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ბახუტაშვილი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს პრესსამსახურისგან ითხოვდნენ პასუხებს, თუმცა მათ განმარტება, რატომ არ უშვებდნენ თავდაპირველად ან შემდეგ ვინ მიიღო სასამართლოში შეშვების გადაწყვეტილება, არ მიუღიათ. 

„ფორმულას“ ჟურნალისტის თქმით, ამოქმედდა „ახალი წესიც“, რაც დღემდე, მისი ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში, არ შეხვედრია:

„როცა შევდივართ სასამართლოს შენობაში, მანდატურის სამსახური ითხოვს ჩვენს პირად მონაცემებს, პირად ნომერს, სახელ-გვარს და ხელმოწერას. აი, ამ მონაცემების შევსების შემდეგ, უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავით სასამართლოს შენობაში აპარატურით“.

დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აპარატურით არ შეუშვეს „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი, ეკუნა ლემონჯავაც.

„შეგვეძლო შესვლა, თუმცა კამერისა და ფოტო აპარატის გარეშე. სასამართლოში დაიშვებოდნენ მხოლოდ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ. 

ეს ჩვენთვის სამუშაოს შესრულებას ართულებდა და ხელს გვიშლიდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხდომათა დარბაზიდან გამოვდივართ ჩართვებზე რამდენიმე წუთით, იქვე დერეფანში ვერთვებით და ისევ უკან ვბრუნდებით. გარდა ამისა, დერეფანში კომენტარები კეთდება, დერეფანში ვწერთ ადვოკატებსა და პროკურორებს. 

ჩვენ გავაპროტესტეთ ეს ყველაფერი, თუმცა ახსნა-განმარტება ოფიციალური, რატომ აიკრძალა, ან აიკრძალა თუ არა საერთოდ, ან რა ვადით, არ მიგვიღია.

მოგვიანებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მედიასაშუალებებს სასამართლოში ტექნიკის შეტანა შეგვეძლო. შესაბამისად, არც ამ გადაწყვეტილების მიზეზია ჩვენთვის ცნობილი“. 

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა რომ მედიის წარმომადგენლების მონაცემები ჩაიწერეს, ამას ამბობს ეკუნა ლემონჯავაც: „ისიც არ ვიცით, ერთჯერადია თუ სხვა დროსაც ასე დაინერგება“.

აქამდე არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება არ ჰქონდათ, ფოტო-ვიდეო კამერებით სასამართლოს შენობაში, დერეფნებში, სხდომათა დარბაზებთან ყოფნა, გადაღება  და მუშაობა შეეძლოთ.

რატომ შეცვალა სასამართლომ აქამდე არსებული პრაქტიკა და რატომ არ უშვებენ სასამართლოს შენობაში კამერებით მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც სხდომების გაშუქების ნებართვა არ აქვთ, - ამის გარკვევას „მედიაჩეკერი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურთან მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს. 

----------

პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღების უფლების მისაღებად მედიის წარმომადგენელმა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს. სასამართლოს მითითებით, „პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა“. ნებართვის გაცემა კი სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე ხდება.

სასამართლო სხდომის გაშუქების საკითხს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, შესაბამისი ჩანაწერი მხოლოდ საერთო საეთერო მაუწყებლებს ეხებათ. პროცესის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს და თუ ის ამ უფლებამოსილებას არ იყენებს, გადაღების უფლებით სარგებლობა სხვა მაუწყებელს შეუძლია. 

---------

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს „თვითნებური და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება“ დაგმო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და შსს-ს მოუწოდა, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება მისცეს.

გუშინ, 22 მაისს, ონლაინ და სატელევიზიო მედიისთვის კამერების შეტანის აკრძალვას უკანონოს უწოდა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“: 

„ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მედიის საქმიანობა საქართველოში უკიდურესად შეზღუდულ და რთულ გარემოში ხორციელდება“. 

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა, ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. დღეს, დილით კი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა. 14 მაისს, ოქრუაშვილიც სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. 

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
თალიბანს სურს, მედიაში აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება


თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA ავრცელებს.

პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“,  თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.

 
მე თქვენ გადანაშაულებთ

 

პროლოგი

29 აპრილს, დილის 9 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა, რომელიც მეკითხებოდა ჩვენს კიდევ ერთ მეგობართანაც ხომ არ შევიდნენო. შევიდნენ, ანუ სახლში ჩხრეკაზე, რომელიც არავინ იცის რით დასრულდება, დაპატიმრებით თუ უბრალოდ ტექნიკის კონფისკაციით. რატომღაც ისე ხდება, რომ ქუჩაში, მიტინგის დროს დარბევაზე მეტად ეს სახლში შევარდნები უფრო მაშინებს. დედაჩემი, რომელიც 30-იან წლებში გაიზარდა, სულ მიყვებოდა, როგორ აშინებდათ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა, კარზე კაკუნის ხმა ჩხრეკაზე მისული ხალხის, დაპატიმრების… ამას ძალიან ხშირად გვიყვებოდა, სხვა ტრავმებთან ერთად, როგორც ჩანს, დედას შიშები იღვიძებს, როდესაც ვხედავ ახლობლების, ნაცნობების, თანამოაზრეების სახლში მისულ დღევანდელ „ენკავედეს“ და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემთანაც მოვლენ. არც მათ დააშავეს რამე და არც მე, მაგრამ ჩვენ ხომ „უცხო ქვეყნის ჯაშუშები“ ვართ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში. 


მედია და რეალობა

28 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“, დოკას კინოკლუბში ირანული ფილმი აჩვენეს წმინდა ლეღვის თესლი, სადაც ასეთი ეპიზოდია: გარეთ ადამიანებს სცემენ, არბევენ, წამლავენ, აპატიმრებენ… ქალს უნდა გაიგოს, რა ხდება ქალაქში, ტელევიზორს რთავს და კონცერტი მიდის. ეს ირანის რეალობაა. 

29 აპრილს, მასობრივი ჩხრეკების ფონზე, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, დეტალებს არ მოვყვები, მხოლოდ ერთ მონაკვეთს გამოვყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოხსენების შემდეგ, რომელშიც მან მაუწყებლის წარმატებებზე ისაუბრა (ასეთი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებში გექნებათ ნანახი, ქარხნის დირექტორი რომ გასული კვარტლის მიღწევებს უამბობს მის ზემდგომს), ბორდის წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს და დაამატეს: 

იხილეთ ვიდეო: 

ეს ახალი გადაცემაა „ხალხური“. ამ პროექტის შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მისი ანოტაციაც და გადაცემებიც აქ შეგიძლიათ იხილოთ. გეტყვით, რომ მშვენიერი, გადასარევი ხალხური მუსიკა ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსამზადებელ პერიოდში, გასულ ზაფხულს „ხალხურის“ ჯგუფმა შემოიარა მთელი საქართველო, საუკეთესო სასტუმროებში გაჩერდა, თან დაჰქონდათ დიდი სცენა, აპარატურა… ამ პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ოდნავ გაცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. 

თუმცა, კარგი მუსიკა ნამდვილად ისმის, იქაც კარგი კონცერტი იყო, ირანულ ფილმში, ტელევიზორში რომ გამოჩნდა, მაგრამ კონტექსტი აქაც და ირანშიც ამ კონცერტებისგან განსხვავებულია. 

დღევანდელ დღეს ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს პროპაგანდასა და გასართობ გადაცემებზე. რუსეთის ტელევიზიაც ხომ ამით არის ცნობილი?!  სანახაობა ნებისმიერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია, ამიტომაც არ იშურებს ვასილ მაღლაფერიძე ხალხის ფულს მათი გართობისთვის. წლებია ამ ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება გადაცემაზე - „მასტერ შეფი“. ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა, მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 369,924-ს შეადგენდა, ამ ბავშვებს ეკრანზე გემრიელად მომზადებული საჭმლის სანახაობას სთავაზობენ.  

იცით, ეს გადაცემები რისთვის არის? 

„სამართალდამცავები“ გარეთ რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს დაარბევენ, აქტივისტების სახლებში შეიჭრებიან, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო რომ გაიზრდება, ადამიანებს ისევ სცემენ, დაასახიჩრებენ და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ დროს იმაზე უნდა ინერვიულოს, ვინ გაიმარჯვებს კახეთის, იმერეთის თუ მცხეთა-მთიანეთის ჯგუფი. ვისი სიმღერა თუ კერძი აჯობებს?! შეხედავს სცენაზე ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ წამყვანებს, მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდები იზრუნებენ, იკაშკაშებს და იბრწყინებს ეკრანი, რომლის მეორე მხარეს ჩვენ ვისხდებით, რომელთაც კი, კარზე კაკუნის გვეშინია, მაგრამ უკან მაინც არ ვიხევთ და არ ვჩუმდებით. 

მესმის, ამ ადამიანებისთვის უცხოა ეს განცდა, რადგან მათ წინაშე საფრთხე არ არის, კარგად იქცევიან, რეჟიმის მოლაპარაკე თავები მათ უღიმიან, ხელს ართმევენ, მადლობას უხდიან შესანიშნავი გადაცემებისთვის... ისინიც ფიქრობენ: მე ხომ არაფერს ვაშავებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, არც მე მომწონს ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ოჯახს - პურს, საზოგადოებას კი სანახაობას ვაჭმევ. დიახ, სწორედ მათზე დგას რეჟიმი, არა მის ერთგულ მონა-მორჩილებზე, არამედ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ჩუმად არის და „თავის საქმეს აკეთებს“, აი, ასე:

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ისეთი, ვისაც არ მოსწონს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ამას არც მალავს, ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებს მონაწილეობას, ზოგი პირად საუბრებში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ეს ადამიანები შემდეგ მიდიან სამსახურში, მაყურებელს ართობენ და ფიქრობენ, რომ ამით არაფერს აშავებენ. 

ძვირფასო მეგობრებო, მსახიობებო, ჟურნალისტებო, იუმორისტებო… მე თქვენ გადანაშაულებთ რეჟიმის მხარდაჭერაში, მის გაძლიერებასა და თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის, ონისე ცხადაძისა და სხვების უკანონო პატიმრობის გამართლებაში. დიახ, თქვენი თანამშრომლობა რეჟიმთან ამ ადამიანების პატიმრობის გამართლებაა. ყველა, ვინც დღეს პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობთ და ღია ეთერში არ ლაპარაკობთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ამ ბოროტების მონაწილეები ხართ, რადგან ბოროტება ხშირად არა სიძულვილით და დაუნდობლობით არის ჩადენილი, არამედ უპასუხისმგებლობით. ასეთია ჰანა არენდტის მიერ მოყოლილი „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბოროტება ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების ჩუმ მორჩილებაში არსებობს.  


ეპილოგი

29 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ მის ბინაში პირველი შეჭრისა და ჩხრეკის შემდეგ, დიდხანს კარზე კაკუნის შიში ჰქონდა. ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანამ კონტექსტიდან ამოიღო და ქარდად აქცია. „იმედის“ თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, რა იგულისხმა ილიამ, ისინი ახლა ძალაუფლების ვერტიკალში არიან და იფიქრეს, ეს სიტყვები ილიას აკნინებს, მათ არ იციან, რომ დედაჩემს და მის თაობას მთელი ცხოვრება გაჰყვა სადარბაზოს კიბეებიდან მომავალი ნაბიჯების და კარზე კაკუნის ხმის შიში. 

კი, ჩვენც ასე ვიქნებით და დღეს, როდესაც ერთმანეთით ვამაყობთ, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გვაბედნიერებს, ერთად ვშფოთავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამორალურად გამოიყურებით ეკრანზე მოლაზღანდარე, ბრჭყვიალა მოლაპარაკე თუ მომღერალი თავები! 










ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
ყველგან რადიკალები, არსად ივანიშვილი


არცერთი კითხვა ბიძინაზე


უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?! ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ - ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას 68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა, რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე, წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“. 



საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა ნამდვილად აქტუალურია...

მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა: 

შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება. 

  • არ გიქმნით უხერხულობას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორი ვიზიტი, როცა ორივეჯერ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით აღმოჩნდით, როგორიცაა: „ჰამასი”, „ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა“. ინაუგურაციაზე კი, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო, სულაც ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას“? 
  • რამდენად თავსებადია ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება? მათ შორის, მათთვის ანაკლიის პორტის გადაცემა, ბოლო-ბოლო „ესაქმებათ თუ არა ამერიკელებს შავ ზღვაში“? (ეს ივანიშვილის ცნობილი ციტატის პერიფრაზია, რაც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა).

„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები, მტრები, ჩალის ფასი“

კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა, გეკითხა ჟურნალისტს აქ:

  • ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ ახლა ომში უნდა ვიყოთ ჩართული?
  • როგორ ჯდება თქვენს ,,ომის“ თეორიაში, რომ მოლდოვას საქართველოზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი და მას ბრძოლაში ჩართვა არ მოუწია? 
  • ამბობთ, რომ ევროპარლამენტი მისი ბოლო რეზოლუციითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს. სინამდვილეში, „რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სანქცია დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ჩამონათვალში ხართ თქვენც და „პირველი არხის“ ხელმძღვანელობაც. 

ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია, სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა ივანიშვილი. 

ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე. 

  • „პირველი არხის“ მაყურებელი იმსახურებდა იმის გახსენებას, სინამდვილეში, როგორ იქცეოდნენ მოგვიანებით სწორედ სისასტიკის გამო სანქცირებული ძალოვანები, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც პირდაპირ ჩართული იყო დარბევაში და რუპორით აგინებდა მომიტინგეებს. 
  • კობახიძისთვის წამყვანს რამდენიმე ინციდენტზე საუბრისას უნდა შეესწორებინა და მოეყვანა მშრალი ფაქტები, მათ შორის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის განცხადებიდან: 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე  შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით  450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, - ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო, მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ ძალადობად ჩაითვალოს )

აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.

არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!

„მოსყიდულები, დაფინანსებულები, კოლექტიური ნაცები, აგენტები“...

ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე რეალური სივრცის რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.

აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“, როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?

ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია. 

მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის: 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.

  • აქვე ვკითხავდი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ოცნება“ იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომლებიც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გამო გადაუდებელი და სასიცოცხლო დახმარების გარეშე დარჩნენ.

ლეგიტიმაცია

კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს, რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

  • არჩევნებამდე რატომ არ უთხრეს ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაჩერებას გეგმავდნენ? ექნებოდათ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა?

დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა. 

ჭიათურა 

ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის გარეშე.

კონტექსტი

„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს „ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას, ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე მივიდა. 

ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის გვერდს. 

მაგალითად:

მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს“. 

აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს, ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას - ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა. 



P. S. 

ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!

 
როგორ შევასრულოთ პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“


„პირველი არხის“ ჟურნალისტების მეთოდია მუდმივად ციტატებით საუბარი. მაგალითად, გადაცემის წამყვანი დაიწყებს უზარმაზარი ტექსტის კითხვას და სულ ბოლოს დააყოლებს: „განაცხადა ქვეყნის პრემიერმა“, „განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ“ ან სხვ.  ეს ტექსტი იმდენად დიდი ხნის წინ არის დაწყებული, რომ წარმოუდგენელია მსმენელმა გაარჩიოს კონკრეტულად რომელი სიტყვა ეკუთვნოდა „პრემიერს“ და რომელი „მოამბის“ წამყვანს. არის კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც გინდა პარტიის გზავნილი ისე გააჟღერო, რომ „ნეიტრალურად“ დარჩე. აი, მაგალითად, 18 მარტის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი „დაყადაღებული ფონდების“ შესახებ, რომლის ავტორებიც არიან: 



ინფორმაცია ამგვარია: 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე 5 საქველმოქმედო ფონდი დააყადაღა. 

დავალება ასეთია - მაყურებელს გავაგებინოთ, რომ 5 ფონდი ქვეყანაში ძალადობრივ წინააღმდეგობას აფინანსებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ახლა მივყვეთ სიუჟეტს ქრონოლოგიურად და ვნახოთ, როგორ ასრულებს ამ დავალებას პროპაგანდისტული მედია, რომელსაც კანონი ავალდებულებს იყოს დაბალანსებული და წარმოაჩინოს საქმის მეორეც მხარეც. 

სიუჟეტი იწყება სიტყვებით, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს: „რაში დაიხარჯა 5 ორგანიზაციის: „ნანუკას ფონდის“, ნიკა გილაურის ფონდის - “ფროსფერითი ჯორჯია”, ფონდი „ერთმანეთსთვის“, „სირცხვილიასა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ 2 მილიონ ლარზე მეტი? პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი ნაწილი - ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის და ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა”. 

ამას ამტკიცებს პროკურატურა. ჟურნალისტის მიზანი უნდა იყოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი და გაარკვიოს რამდენად შეესაბამება პროკურატურის ბრალდება სიმართლეს. რას აკეთებს ამისთვის? 

პირდაპირ ეთერში კითხულობს ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებლის, გუგა ხელაიას ფეისბუკ პოსტიდან აი ამ ფრაგმენტს: „პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. „ერთმანეთისთვის“ მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს, ჩემი ჩათვლით, ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში”. 

გუგა ხელაიას პოსტში არის სიტყვებიც, რომელიც პირდაპირ პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რაში დაიხარჯა ფული? თუმცა, ეს ნაწილი სიუჟეტში ვერ მოხვდა: „ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად“.

შემდეგი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც სატელეფონო კომენტარს აკეთებს და ადასტურებს, რომ შეძენილი აქვს აირწინაღებიც მაშინ, როდესაც მისი გამოყენება არ იყო აკრძალული. სხვა არანაირი ინფორმაცია „ნანუკას ფონდის“ შესახებ არ ჩანს. ჟურნალისტი მაყურებელს არ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც ეს ფონდი არსებობს, რომ ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უკანასკნელ პერიოდში, გარდა აირწინაღებისა, ეხმარება პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და გაუმკლავდნენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მოკლედ, ძირითადი მესიჯი „ნანუკას ფონდის“ შესახებ იყო, რომ კი, აირწინაღები ნამდვილად შეიძინა. 

მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ სად დაიხარჯა „სინამდვილეში“ 2 მილიონი ლარი, ფონდების დაყადაღების საქმის მთავარი ფიგურანტი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სცემს: „ამაზრზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ, თითქოს, ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს. ეს არის დიდი ტყუილი. ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ კანონგარეშე ქმედებებს”. 

ამის შემდეგ თათია მაყაშვილი ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, გვიამბობს: „ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები არა თუ კანონს არღვევდნენ, არამედ პირიქით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამიტომ 5 ფონდისთვის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურ ინტერესს ატარებს“. არც ამ სიტყვებში ჩანს, რა ფუნქცია ჰქონდა გილაურის ფონდს. ოპოზიციის განცხადებიდან ამოღებული ციტატა პრაქტიკულად მტკიცებულებაა იმისა, რომ დიახ, „უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“. ამას ელენე ხოშტარიას სიტყვებიდან ამოღებული ფრაგმენტიც ადასტურებს: „უკვე აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბა თანხები. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის”. აქ სადმე ჩანს კონკრეტულად რაში მდგომარეობს დახმარება, იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დასვა ჟურნალისტმა? არა. 

ამას მოჰყვება კიდევ ორი ოპოზიციონერის კომენტარი. პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მათ უჭირთ, რადგან ვერ აჩერებენ გულწრფელ პროტესტს, „ნანუკას ფონდის“ დაკავება არის 21-ე საუკუნის ჩვეულებრივი ინკვიზიცია“. ფიქრია ჩიხრაძე, „ლელო“: „პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლოვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს”. პასუხი მთავარ კითხვაზე არც აქ ჩანს. 

სიუჟეტის მეორე ნახევარი ცხადია, მთლიანად „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს მოიცავს, სადაც ისინი გვარწმუნებენ, რომ „ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა ფონდების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ფინანსდებოდა”, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და თავის სიტყვებს გურამ მაჭავარიანის სინქრონით ამყარებს. მას მოჰყვებიან გიორგი ვოლსკი და ირაკლი კირცხალია. საინტერესოა, რომ სადაც მომჩივანი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“, საქმეს პროკურატურა იძიებს და მოპასუხეები ფონდების წარმომადგენლები არიან, რატომ გადის სიუჟეტში მმართველი პარტიის 3 წევრის კომენტარი, თანაც დასკვნით ნაწილში? ამაზე პასუხს თავად ირაკლი კირცხალია სცემს: „ასე რომ მათი ფიქრები ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის, იმიტომ რომ საქმე არის აღძრული”.

დასასრულს თათია მაყაშვილი ვრცელ ციტატას გვიკითხავს პროკურატურის განცხადებიდან და სიუჟეტს ამ სიტყვებით ასრულებს: „პროკურატურის განცხადებით, დაყადაღებული ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეძენა”. 

ერთი სიტყვით, კითხვას, რომელიც დასაწყისში დაისვა - რაში იხარჯებოდა საქველმოქმედო ფონდების ფული,  პასუხი ისევ პროკურატურამ და ვატო შაქარიშვილმა გასცეს, დანარჩენი რესპონდენტები უარყოფდნენ პროკურატურის ბრალდებას, მაგრამ „არ გვითხრეს“, რაში მდგომარეობდა სიმართლე. უფრო სწორედ გვითხრეს, მაგრამ ეს სიუჟეტში არ მოხვდა. 

მაგალითად, ფონდი „ერთმანეთისთვის“ დარეგისტრირდა 2024 წლის 23 დეკემბერს, თუკი ჟურნალისტი დაინტერესდებოდა, მიიღებდა პასუხს, რომ ფონდი ყოველთვიურად ურიცხავდა პოლიტპატიმრებს თანხებს, მათ ოჯახებს ეხმარებოდა საჭიროებისამებრ და რამდენიმე პატიმარს, რომლებიც ოჯახის მარჩენალი იყო, ბანკის სესხი დაუფარეს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ფონდი 2010 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებლები არიან: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“, „უფლებები საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საფარი“. მიმდინარე მოვლენების პერიოდში ფონდი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდა.

ფონდი „ფროსფერითი ჯორჯია“ შემოსული თანხის განაწილების დეტალებს (2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით) ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც აქვეყნებს. აქ ამომწურავი პასუხია კითხვაზე, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დაისვა, მაგრამ „მოამბის“ ჟურნალისტს ის არ აინტერესებს. 

შემდეგ განცხადება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“:   

„ნანუკას ფონდის“ შესახებ ზემოთაც აღვნიშნე და მის მიერ გაწეული დახმარებები იმდენად საჯაროა, მასზე ინფორმაციის მოძიება მინიმალურ მონდომებას საჭიროებს, იმ მონდომებას, რომელიც „მოამბის“ ჟურნალისტებს არ გააჩნიათ. 

იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის, ბლოგისა თუ სიუჟეტის დასაწყისი და დასასრული სიტყვები თუ კადრები მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მაყურებელი თუ მკითხველი სწორედ ამას იმახსოვრებს, მეც მინდა, მკითხველის ყურადღება იმ დეტალზე გავამახვილო, რომელიც მთელ სიუჟეტს ლაიტმოტივად  სდევდა თან. მოგეხსენებათ, სატელევიზიო სიუჟეტში გამოსახულებას არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე სიტყვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორი კადრებით აფორმებს „მოამბის“ ჟურნალისტი თავის სიტყვებს. 

ეს არის მთავარი პასუხი, ასე უნდა იმუშაოს სამთავრობო მედიამ, რომელსაც დაავალეს, რომ ხალხს გააგებინოს - ფონდები მომიტინგეების შეიარაღებას ემსახურებოდა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეიქმნაო. ეს არის პარტიის შეკვეთა და ამას ზედმიწევნით ასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო გამოშვება და მისი ჟურნალისტები. 

სათაურში ჩვენ დავსვით კითხვა, როგორც შევასრულოთ პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“? ძირითადად, სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებით, რომელიც მედიის ტონს ზომავს, „პირველი არხი“ ნეიტრალურობით გამოირჩევა, რადგან „მოამბეში“ იშვიათად ისმის ჟურნალისტის მიერ პირველ პირში გაკეთებული შეფასებები, მაგალითად, ისე, როგორც ეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხდება. თუმცა, დასმული კითხვები, პასუხებიდან ამოღებული ციტატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კადრები მაინც ჟურნალისტის სუბიექტური შეფასებაა, სადაც სუბიექტი უმეტესწილად არა თავად ის, კონკრეტული ჟურნალისტი, არამედ ქვეყნის მმართველი პარტიაა.



მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ