„გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე“, - „იმედი“ ომბუდსმენსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიმართავს
18.04.2024

ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. „იმედი“ სამართალდამცველებს მოუწოდებს,  ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს. მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„იმედმა“ გუშინ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები