საქართველო
კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი დღეს, 1 ნოემბერს განიხილა. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და ჟურნალისტის მიმართ პირადი თავდებობისა და გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აფგან სადიგოვის თავდებობის მზადყოფნას გელა მთივლიშვილი, მარიამ ნიკურაძე და ნინო კახიაშვილი გამოხატავდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ადასტურებს აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში წარდგენილი ბრალდების აშკარა უსაფუძვლობას და, მეორე მხრივ, აჩვენებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის გამო მისი დისკრიმინაციული დევნის დასაბუთებულ ვარაუდს. „ამასთან, ორგანიზაციამ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გაქცევის და მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის არგუმენტის არარელევანტურობას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, აზერბაიჯანის მხარე სადიგოვს ედავება 6000 მანათის გამოძალვას ერთ-ერთი ჩინოვნიკისგან. საქმე ეხება ინციდენტს, სადაც ამ ჩინოვნიკმა საკუთარი დაბადების დღე „კანონიერი ქურდის“ გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნა.

„აზერბაიჯანის გამოძიების მტკიცებით, სადიგოვმა აგვისტოში დაურეკა ჩინოვნიკს გამოძალვის მიზნით. თუმცა, ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ვიდეომასალა ჯერ კიდევ ივლისში აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და მას უკვე მრავალი ადამიანი იცნობდა, რაც გამორიცხავს კომპრომატის რეალურ შესაძლებლობას.

ანუ ადამიანს, რომელსაც გაჩუმებისთვის ათიათასობით დოლარს სთავაზობდნენ და არასდროს გაჩუმდა, ახლა ედავებიან იმაში, რომ თურმე უკვე გავრცელებული ვიდეოთი ანუ კომპრომატის არ არსებობის პირობებში ჩინოვნიკს 6000 მანეთს არათმევდა.  როგორი ირონიულია!“წერს მიქელაძე.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და  42-ე დღეა შიმშილობს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა. 

„შეშფოთებულები ვართ საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი როლით“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. RSF-ის ცნობითვე, მალკევიჩი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელია.

საქართველოში ყოფნის ფაქტს ადასტურებს თავად მილკევიჩიც. მისი თქმით, ის საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი იყო.

ალექსანდრ მალკევიჩს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონიც. რუსი პროპაგანდისტი გასულ წელს ცხინვალშიც იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა

მალკევიჩი ტელეკომპანია „სანქტ-პეტერბურგის“ დამფუძნებელია. ის ასევე, იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრიც. რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრ მალკევიჩი ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშაა. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერის დილას, შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, სტეფან გოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავდა, ის საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად მოდიოდა. რამდენიმე დღით ადრე, 22 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმაც დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. IPI-ის ინფორმაციით, რეი ბეისლის 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა.

 
კატეგორია - საქართველო



26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი 50-მდე შემთხვევაში შეეშალათ. უბნებთან მყოფი პირები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ძირითადად „TV პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს აყენებდნენ. ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის წევრებიც. არჩევნების დღეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეეშალა. 

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეტაპობრივად ატყობინებს „მედიაომბუდსმენი“. ჟურნალისტებისა და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 31 ოქტომბრის განცხადებით, ჟურნალისტებთან დაკავშირებული 17 ინციდენტიდან 13 შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

 
  • 09:09 - ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს [დავით ჭაბაშვილი და აგილ რუსტამოვი]. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძესაც.
  • 09:39 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა.
  • 19:41 - გვანცა ჩხიკვაძესა და გიორგი კიკვაძეს ხელი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
  • 10:31 - „TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების უფროსმა, ედუარდ შარაძემ დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის სამართლის დამნაშავედ წარსდგება“. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი დოლენჯაშვილთან ერთად, შეეშალა ოპერატორ ნიკო კოკაიასაც.
  • 11:10 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა [ქეთა ციცქიშვილი და დავით ბადაგაძე]  და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს [მარიამ გაფრინდაშვილი და  პაპუნა ხაჩიძეს] უცხო პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.
  • 11:31 - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახმეტაში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ, ტელეფონი წაართვეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდა „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტი ლადო ქუთათელაძეც. 
  • 11:50 - Cnews-მა გამოაქვეყნა, რომ ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს ქუთაისში 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • 11:56 - რადიო „მარნეულმა“ დაწერა, რომ მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.
  • 14:11- რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.
  • რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტ თიკო დევაძეს გადაღების უფლება შეუზღუდეს  მარნეულის 74-ე საარჩევნო უბანზეც. 
  • 14:17 - „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფს: მარიამ მაკასარაშვილსა და ნუკრი ქაფიაშვილს კახეთში, ქვემო ხოდაშენში, თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს.
  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [სოფო ნიაური და დავით ბერაძე] ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზეც. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
  • 14:31 - „მრავალკუთხედმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია მედიის წამომადგენელს, დიტო ბელქანიას  დაუპირისპირდა. 
  • 14:35 - „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
  • 14:50 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში თავს დაესხნენ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს: ია გულიაშვილსა და ლევან დვალს.
  • „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს [თენგო გოგოტიშვილი და იაგო გოგილაშვილი] პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროშიც. ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მერის წარმომადგენელმა სოფელ ბოდბეში, ბაჩუკი კოჭლამაზიშვილმა კამერას ხელი ააფარა და ცდილობდა, ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა. 
  • 15:02 - მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ [თეა ვაშალომიძე და ბაჩანა ოქროპირიძე] და „ფორმულას“ [თამარ თედიაშვილი და ლერი როგავა] გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • განახლება: „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. 

    ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.

  • 15:15 - „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც. 
  • „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს [დავით მანია და ირაკლი შენგელია] პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზეც. კომისიის თავმჯდომარემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, გადამღები ჯგუფის უბნიდან გაძევებას ცდილობდა. 
  • 16:00 - ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ არა პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება, ის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზრდებოდა.
  • 16:26 - „პუბლიკამ“ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ონლაინ გამოცემის რეპორტიორს, მინდია გაბაძეს გლდანში, 59-ე საარჩევნო უბანთან. გაბაძესთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, თამუნა ჩქარეულს და „პუბლიკასთვის“ მომუშავე ფრილანსერ ჟურნალისტს, შაკო ბრეგაძეს. 
  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს.
  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.
  • 17:26 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა, რომ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს. „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.  
  • 17:47 - „TV პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვაზისუბანში ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ. 
  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [გიორგი დვალიშვილი, ლაშა ჯიოშვილი] პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს სოფელ ტინისხიდი (გორი). გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.
  • 20:24 - „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, რომ ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარი წაქაძეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. წაქაძესთან ერთად იმყოფებოდა ოპერატორი ბექა ქორჩილავაც.
  • „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 5 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. 
  • „OC მედიის“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.
  • 26 ოქტომბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ 7 ჟურნალისტს: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. გამოცემის რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, ჟურნალისტს ადამიანიც კი მიუჩინეს, რომელიც ნებისმიერი გადაადგილებისას მას წინ უდგებოდა, რომ არაფერი გადაეღო. 
  • ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა.
  • ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. 
  • თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უბნის კართან, დაახლოებით 10 მეტრში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, სკანდირებდნენ ფრაზას - “„ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს“.
  • ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ სხვა ჟურნალისტებსაც: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.
  • „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებისთვის (თეო ქავთარაძე და ქეთი თუთბერიძე) ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე. თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ დააფიქსირეს ფაქტი, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა. 
  • არჩევნების დღეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა „ალიქ მედიის“ 4 წარმომადგენელს სოფელ ხოჟორნისა და კულიკამის საარჩევნო უბნებზე.  რედაქციის ინფორმაციით, „ალიქ მედიის“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „ალიქ მედია“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტს დაურეკეს და აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. რედაქციის თქმით, ჟურნალისტთან რამდენჯერმე დარეკეს და ტონი მუქარასაც შეიცავდა. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროვებს. 
  • qartli.ge-ს ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს არჩევნების გაშუქებისას ხელი შეუშალეს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე მუშაობისას. საბა წიწიკაშვილის თქმით, სოფელ პატარა გარეჯვარში, კონკრეტული ახალი ამბავის (დამკვირვებლები აცხადებდნენ, თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო უბანთან, რუსულნომრიანი მანქანიდან, ფულის დარიგება) გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ეძახდნენ, გარეთ გასვლის შემდეგ კი, მას სოფლის გამგებელი, ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, სოფლის გამგებელმა დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. მისმა მეუღლემ კი, განუცხადა, რომ სოციალურ ქსელში ამ ამბის გამოქვეყნების შემდეგ, ხალხი მას შეურაცხყოფას აყენებდა. მას შემდეგ, რაც გამგებელმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, წიწიკაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მოჰყვნენ. მეორე შემთხვევა კი, სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საბა წიწიკაშვილის საარჩევნო უბნიდან გაძევება სცადეს. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, - ამბობს ჟურნალისტი.
  • თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს.


არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის დამატებითი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „მედიაჩეკერის“ ფეისბუკ გვერდზე ან დაგვირეკეთ: 557 992 490 

 
კატეგორია - საქართველო
Photo DAVID MDZINARISHVILI


პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ღრმად შეშფოთებულნი არიან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ინციდენტების გამო.

6 საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს თავს ესხმოდნენ, დაზიანდა მათი აღჭურვილობაც. მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ, ცილს სწამებდნენ და უწოდებდნენ „აგენტებსა“ და „ქვეყნის მტრებს“. როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ჟურნალისტებზე თავდამსხმელები ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ ან მათი წარმომადგენლები.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ორი უცხოელი ჟურნალისტის, რეი ბეისლისა და  სტეფან გოსის საქართველოში არშემოშვების ფაქტებზეც, რომლებიც ქვეყანაში 26 ოქტომბრის არჩევნების გასაშუქებლად ჩამოდიოდნენ.

განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თავდასხმები და შეზღუდვები უნდა განიხილებოდეს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესების კონტექსტში, რაზეც საუბარია ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრების საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის შესაფასებლად მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში. საქართველოში ვიზიტით მყოფმა მისიამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და გამოიყენება მექანიზმებისა და ბერკეტების ფართო სპექტრი დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციისა და ჩახშობისათვის.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება პრესისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე. ჟურნალისტების მუშაობა აუცილებელია, რათა გამოავლინონ არასათანადო ქმედებები არჩევნებამდე და არჩევნების დროს და დაეხმარონ მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში“, - ვკითხულობთ პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

პრესის თავისუფლების ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ARTICLE 19 Europe, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), OBC Transeuropa (OBCT) და Free Press Unlimited (FPU) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე თავდასხმები და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. 6 ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შემაშფოთებელი პრაქტიკა უნდა დაასრულოს.

გარდა ამისა, ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმ პლატფორმა X-ზე  დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეი ბეისლის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც ბეისლიმ დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა.

26 ოქტომბერის დილას კი, შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, სტეფან გოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავდა, ის საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად მოდიოდა. სტეფან გოსი IFJGlobal-ის აკრედიტებული ჟურნალისტია. მის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი გოსსაც იმავე მიზეზით უთხრა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.


ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: ჟურნალისტებზე თავდასხმა, საქმიანობაში ხელშეშლა და შევიწროვება - SJP-ის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

 
 
კატეგორია - საქართველო



„ევროპის ფონდმა“ ჯილდოს - „საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისათვის“ 2024 წლის გამარჯვებულები დაასახელა. 

ფონდის განცხადებით, ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის, ვისაც მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა, „ევროპის ფონდმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო დააწესა. 

„ჯილდო მიზნად ისახავს გამოავლინოს და წაახალისოს ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებმაც არაერთი საჭირბოროტო საკითხი გამოააშკარავეს და ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ“.


2024  წლის გამარჯვებული ავტორები:


ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის გადაეცა გელა მთივლიშვილს ფილმისთვის - დანაშაული შოვში


„მთის ამბების“ ამ უმნიშვნელოვანესმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ წარმოაჩინა სამსახურეობრივი გულგრილობის დამღუპველი შედეგები და დაადგინა, რომ ბუნებრივი კატასტროფა შოვში, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროგნოზირებადი იყო; ამის შესახებ ინფორმაცია კი ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.  დოკუმენტების, გეოლოგიური რუკების და საექსპერტო კვლევების ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ, მთის ამბებმა გამოავლინა, რომ ხელისუფლების უმოქმედობის და დანაშაულებრივი გულგილობის გამო, საკურორტო ზონას ევაკუაციის გეგმა, უსაფრთხოების ზომები და ადეკვატური ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა; სრულად არ იყო მდინარე ბუბაზე დამცავი ჯებირი აგებული. სტიქიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი საათების განმავლობაში, სამაშველო ოპერაციები დაყოვნებით და არაკოორდინირებულად მიმდინარეობდა, მაშველებს არ ჰქონდათ სათანადო აღჭურვილობა, რათა სტიქიის შედეგებს გამკლავებოდნენ. ეს გაბედული ჟურნალისტური გამოძიება აკისრებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაში მყოფებს და ამავდროულად, გვიამბობს იმ ტრაგედიის მსხვერპლთა სათქმელს, რომლის  თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

მეორე ჯილდო გადაეცა აიდან იუსუფსა და ნათია მიქელაძეს ჟურნალისტური გამოძიებისათვის - სანქციებისგან თავის არიდება: როგორ მონაწილეობს საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში” (აიფაქტი)


ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების ფარული სქემა. გამოძიებამ აჩვენა, რომ 2022 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ორმაგი დანიშნულების ნივთები, როგორიცაა დრონები, GPS მოწყობილობები და კომპიუტერული ჩიპები, კვლავ მიეწოდებოდა რუსეთს ისეთი ქვეყნების გავლით, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები. აღმოჩნდა, რომ 2023-2024 წლებში, 10,7 მილიონ დოლარად შეფასებული ეს კრიტიკულად მნიშნველოვანი მარაგი მიემართებოდა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაზე უკრაინასთან მიმდინარე ომში. გამკაცრებულ კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებების საპირისპიროდ, IFact-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა სანქციების აღუსრულებლობის შემთხვევები. აღნიშნული ნამუშევარი წარმოაჩენს გლობალური ვაჭრობისა და ანგარიშვალდებულებასთან  დაკავშირებულ სირთულეებს.


მესამე ჯილდო გადაეცა TV პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ასევე,  სტუდია მონიტორის ჟურნალისტებს, ზურაბ მოდებაძესა და ნინო ზურიაშვილს.


მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა სახელმწიფო სახსრების  ბოროტად გამოყენების შემთხვევები და წარმოაჩინა, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არარსებულ სამუშაოებზე დასაქმებული ფიზიკური პირების ანაზღაურებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოძიებამ აჩვენა, რომ მუნიციპალური არაკომერციული იურიდიული და საჯარო სამართლის სუბიექტების დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამ პიროვნებებს, რომლებიც ხშირად სამსახურშიც კი არ ჩნდებიან, სავარაუდოდ, მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, კერძოდ, საპროტესტო აქციებისას და ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის პოტენციური სტრატეგიას წარმოადგენს.

ზურაბ მოდებაძისა და ნინო ზურიაშვილის გამოძიებამ „სისტემა ხალხის წინააღმდეგ“ გამოავლინა თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება უკანონო დაკავებებს,  ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჟურნალისტურმა გამოძიებამ წარმოაჩინა პოლიციის მიერ ცრუ ჩვენებების საფუძველზე აქტიური მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაკავების შემთხვევები.  გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება დაკავებებს საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმებისათვის, რაც ერთგვარი მსუსხავი ეფექტია  საპროტესტო მოძრაობებზე. ამის პარალელურად კი, მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებს უძღვებიდნენ, უვადოდ დაინიშნენ.

ჟიურის განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა სამხრეთის კარიბჭემ და მისმა ჟურნალისტებმა -  ნუკა სტეფნაძემ,  თაკო ფეიქრიშვილმა და თემო ინასარიძემ, მცირე ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გაწეული გამორჩეული ძალისხმევისა და მონდომებისთვის. 

შეზღუდული რესურსებისა და რთული გარემოს მიუხედავად, ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიებების შესანიშნავი სერია, რომლებმაც გამოააშკარავეს არაერთი დარღვევა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კორუფციის და საბიუჯეტო რესურსების არასათანადო ხარჯვის შემთხვევები. მათ მიერ გაწეულმა შრომამ გაახმოვანა ადგილობრივი თემების წინაშე მდგარი პრობლემები, რომლებიც სხვა შემთხვევაში საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.

კატეგორია - საქართველო


„ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა“ (SJP) საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 22 ჟურნალისტსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დაშინების მცდელობაც. 

„ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა“ ოფიციალურ განცხადებაში 10-მდე მედიასაშუალების წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებს აღწერს.

 
კატეგორია - საქართველო


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით კი, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კვალიფიკაციით.

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მაღალი საფრთხის შემცველ, ძალადობრივ გარემოში უწევდათ მუშაობა. 

„მათ მიმართ აგრესიას ავლენდნენ როგორც უშუალოდ უბანზე მყოფი პირები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და, ზოგ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, და დამკვირვებლები, ისე უბნის მიმდებარედ მობილიზებული, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული არაუფლებამოსილი პირები.

ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა. მათ აძევებდნენ საარჩევნო უბნებიდან, ზოგ შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც, და არ აძლევდნენ უბნებსა თუ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღების საშუალებას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ  აძლევდნენ კომენტარს და მათ შეკითხვებს არ პასუხობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები.

ჟურნალისტები და ოპერატორები ხდებოდნენ სამიზნე მაშინ, როცა ისეთი დარღვევების დოკუმენტირებას ცდილობდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა გზით ზემოქმედებას ასახავდა.

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ. პოლიცია 112-ზე შესულ შეტყობინებებზე ხშირად ან საერთოდ არ რეაგირებდა, ან დროულად არ რეაგირებდა.

ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ განცდა, რომ პოლიცია მათ ძალადობისგან დაიცავდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ, მომეტებული საფრთხის გამო, უბნებზე მუშაობის შეწყვეტაც მოუხდათ.    

მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის სიხშირე და შემთხვევათა მსგავსება, ქარტიას აძლევს საფუძველს რომ დაასკვნას, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ის იყო წახალისებული", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, მედიის 55 წარმომადგენლის უფლებები 33 შემთხვევაში დაირღვა. ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ შემთხვევებით დაინტერესებისა და მათი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.  

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიაომბუდსმენი“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მედიის სამუშაო პირობებს აფასებს. ანგარიშის მიხედვით, არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესი კი, უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი იყო. 

„საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”". 

როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები გადაღების ადგილს ტოვებდნენ. 

„ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა“.

„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული. თბილისის უბნებზე კი, ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევაც, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.

როგორც ორგანიზაცია წერს, აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. „არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა“. 

“მედიაომბუდსმენმა” 25 და 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით კი, მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა. ამ ფაქტების შესახებ ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეტაპობრივად ატყობინებდა. ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.


„მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და მოახდინოს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.

„არჩევნების დღეს მინიმუმ 50 ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა და ხელშეშლა ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქეები ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციას და მოაკლდებიან შესაძლებლობას სრულად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 

ეს რეალობა ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითცენზურის გაძლიერებას და ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიამენეჯერებზე მორალურ და პროფესიულ ზეწოლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კეთილსინდისიერებას“, - წერს „მედიაომბუდსმენი“.

კენჭისყრის დღეს მომხდარი ხელშეშლების ფაქტების შესახებ დეტალურად ნახეთ

 
კატეგორია - საქართველო


26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი 22 შემთხვევაში შეეშალათ. უბნებთან მყოფი პირები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ძირითადად „TV პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს აყენებდნენ. ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის წევრებიც. 


არჩევნების დღეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი მედიის 40-მდე წარმომადგენელს შეეშალა. 


ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე


  • 09:09 - ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დავით ჭაბაშვილს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძეს.
  • 09:39 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძეს ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. სავარაუდოდ ქართული ოცნების აქტივისტმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა.
  • 10:31 - „TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების უფროსმა, ედუარდ შარაძემ დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის სამართლის დამნაშავედ წარსდგება“.
  • 11:10 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ქეთა ციცქიშვილს და მარიამ გაფრინდაშვილს უცხო პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.
  • 11:31 - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახმეტაში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ, ტელეფონი წაართვეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. 
  • 11:50 - Cnews-მა გამოაქვეყნა, რომ ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს ქუთაისში 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • 11:56 - რადიო „მარნეულმა“ დაწერა, რომ მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.
  • 14:11- რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.
  • 14:17 - „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფს: მარიამ მაკასარაშვილსა და ნუკრი ქაფიაშვილს კახეთში, ქვემო ხოდაშენში, თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს.
  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [სოფო ნიაური და დავით ბერაძე] ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზეც. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
  • 14:31 - „მრავალკუთხედმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია მედიის წამომადგენელს, დიტო ბელქანიას  დაუპირისპირდა. 
  • 14:35 - „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
  • 14:50 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში თავს დაესხნენ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს: ია გულიაშვილსა და ლევან დვალს.
  • 15:02 - მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ [თეა ვაშალომიძე და ბაჩანა ოქროპირიძე] და „ფორმულას“ [თამარ თედიაშვილი და ლერი როგავა] გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • 15:15 - „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი სავარაუდოდ კომისიის წევრებმა შეუშალეს.
  • 16:00 - (დაახლოებით) დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ არა პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება, ის გადაიზრდებოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
  • 16:26 - „პუბლიკამ“ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ონლაინ გამოცემის რეპორტიორს, მინდია გაბაძეს გლდანში, 59-ე საარჩევნო უბანთან. გაბაძესთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, თამუნა ჩქარეულს და „პუბლიკასთვის“ მომუშავე ფრილანსერ ჟურნალისტს, შაკო ბრეგაძეს. 
  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს.
  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.
  • 17:26 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა, რომ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილი. „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.  
  • 17:47 - „TV პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვაზისუბანში ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ. 
  • 20:24 - „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, რომ ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარი წაქაძეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს.

„მედიაომბუდსმენმა“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 13 შემთხვევაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით უკვე მიმართა.

არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის დამატებითი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „მედიაჩეკერის“ ფეისბუკ გვერდზე ან დაგვირეკეთ: 557 992 490 

კატეგორია - საქართველო



პრორუსულმა ტელევიზიამ - „ალტ-ინფო“ ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ალტ-ანალიტიკის“ სპეციალური ეთერის ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ქარდავამ განაცხადა:

„ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძელებს მუშაობას იმ მარტივი მიზეზთა გამო, რომ თქვენ იცით, თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით. პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე ეს ტელევიზია და, ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლის შემოწირულობებით და სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით და მოვუწოდებთ მაყურებლებს, რომ მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია. ეს ძალიან რთულია. რესურსებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია. ამიტომ, მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა“.

გიორგი ქარდავას თქმით, თუ რა ფორმატით გააგრძელებენ „პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას“, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

გადაწყვეტილებას „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. „ცესკოს“ მონაცემებით, მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ 16 სექტემბერს დასანქცირებულ პირებს შორის პრორუსულ  ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშიაც არიან. ასევე, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ myvideo.ge-მ „ალტ-ინფო“ არხების ჩამონათვალიდან ამოიღო.

 
კატეგორია - საქართველო


26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან მუშაობისას პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს ხელი 16 შემთხვევაში შეეშალათ. უბნებთან მყოფი პირები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ძირითადად „TV პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს აყენებდნენ. არჩევნების დღეს ჯამში მედიის 25 წარმომადგენელი დაზარალდა.

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე


  • 09:09 - ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დავით ჭაბაშვილს.
  • 10:31 - „TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების უფროსმა, ედუარდ შარაძემ დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის სამართლის დამნაშავედ წარსდგება“.
  • 11:10 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ქეთა ციცქიშვილს და მარიამ გაფრინდაშვილს უცხო პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.
  • 11:31 - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახმეტაში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ, ტელეფონი წაართვეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.
  • 11:50 - Cnews-მა გამოაქვეყნა, რომ ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს ქუთაისში 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • 11:56 - რადიო „მარნეულმა“ დაწერა, რომ მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.
  • 14:11- რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.
  • 14:17 - „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფს კახეთში, ქვემო ხოდაშენში, თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს.
  • 14:31 - „მრავალკუთხედმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია მედიის წამომადგენელს, დიტო ბელქანიას დაუპირისპირდა. 
  • 14:35 - „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
  • 14:50 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში თავს დაესხნენ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს: ია გულიაშვილსა და ლევან დვალს.
  • 15:02 - მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • 16:26 - „პუბლიკამ“ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ონლაინ გამოცემის რეპორტიორს, მინდია გაბაძეს გლდანში, 59-ე საარჩევნო უბანთან. გაბაძესთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, თამუნა ჩქარეულს და „პუბლიკასთვის“ მომუშავე ფრილანსერ ჟურნალისტს, შაკო ბრეგაძეს. 
  • 17:26 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა, რომ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს. „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.  
  • 17:47 - „TV პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვაზისუბანში ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ. 
  • 20:24 - „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, რომ ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარი წაქაძეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
  •  


„მედიაომბუდსმენმა“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 13 შემთხვევაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით უკვე მიმართა.

არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის დამატებითი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „მედიაჩეკერის“ ფეისბუკ გვერდზე ან დაგვირეკეთ: 557 992 490