22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ,
სანამ გვიან არ არის.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია
- https://sinatle.media/
გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად:
#GE76TB7548536080100013
#GE06BG0000000609779465
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და მედიის თავისუფლების
საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი (RFoM) აცხადებენ ერთკვირიან
ტრენინგს - მტრული გარემო და ცნობიერების ამაღლება
(HEAT) ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ
კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთსა და მოლდოვაში მუშაობენ.
ტრენინგი 12-17 მაისს ავსტრიაში, გოცენდორფში, „ავსტრიის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრში“ Austrian Armed Forces International Centre (AUTINT) ჩატარდება.
სასწავლო კურსში მონაწილეობის ხარჯები სრულად ანაზღაურებადია, სამუშაო ენა ინგლისურია, განაცხადის შევსების ვადა კი -14 მარტი.
სასწავლო კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში პრესის თავისუფლების
მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კონკურსისთვის - „ევროკავშირის პრიზი
ჟურნალისტიკაში 2025“განაცხადების მიღება
გამოაცხადა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის
ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
კონკურსი გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს:
განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/
კონკურსი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით დაარსდა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის წესები „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების უფრო მტკიცედ დამკვიდრებას ქართულ მედიაში.