„ვინ არ იცის ჩვენს დროში
განცხადებათა მნიშვნელობა?
ხალხთა ცხოვრებაში
განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს,
ვითარცა „პური ჩვენი არსობისა“, -
გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897
წელი
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ნახო, ან სად შეიძლება გაერთო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ტფილისში? რომელ სასტუმროში შეიძლება გაჩერდნენ, მაგალითად, „და-ძმა ვარდროპნი, რომლებიც ჩვენში ქართული ენის შესასწავლად ჩამოვიდნენ“?
სად შეიძლება გამოეწყო „უკანასკნელის ფასონების“ ტანისამოსში, სად გაიკრიჭო და გაიპარსო თმა-წვერი, სად იყიდო „რევოლვერი“, გაკოხტავებულმა და გადიდგულებულმა კი სად გაისველო ყელი - „დანიაში“, თუ „პურ-ღვინოში“? ყველგან გპირდებიან „შინაურ საჭმელ-სასმელს, როგორც ევროპიულს, ისე ჩვენებურს“. აქ რომ მოათავებ მოლხენას, მერე იქნებ საღამოს „ტანცებზეც“ მოგინდეს გავლა...

მეორე ამბავია, რამდენად გაგწვდება ჯიბე ამ ყველაფერზე. ფული თუ არ გყოფნის, შენი რა მიდის - ფინანსურ პირამიდაზე ჯერ არაფერი გსმენია, „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ირწმუნებიან - „დიდი ცოდნისა და ხარჯის გარეშე, ყველა ადვილად და პატიოსნურად იშოვნის 400 მანეთს, მხოლოდ ჩქარა გამოგზავნეთ თქვენი ადრესიო“.

თუკი მაინც გეძვირა, იქნებ რომელიმე ბაღში შეგევლო კულა გლდანელის და
ნესტორ ესებუას ჭიდაობის სანახავად? ან თუნდაც დიდუბეში, დოღის
საყურებლად? ნაძალადევის პირდაპირ დანიშნულ ბურთაობას უკვე ვეღარ
მიუსწრებ იმიტომ, რომ „ბურთი სწორედ 5 საათზედ გავარდება“.

არა, დოღი და ჭიდაობა ყოველთვის მოესწრება, ჯობს „ტფილისში უნახველი
უშველებელის ტანის 18 წლის კაცი“ იხილო, ან „გრძნეული და მბრძანებელი
გველებისა, ინდოელი ქალი მისს პასტრელი“, თუნდაც „ლიუმიერის
კინემატოგრაფი - ცხოველი ფოტოგრაფიული სურათები“, ბოლო-ბოლო,
გოლოვინის პროსპექტზე აისეირნებ, სადაც აფრიკაში დაჭერილ ცოცხალ
სირაქლემას ნახავ, ან მადათოვის კუნძულზე გადახვალ და ფეცის დიდ
მუზეუმში გამოფენილ, „100-მდე სხვა-და-სხვა საგანს“ დაათვალიერებ.

ამ ეპოქის ტფილისის მცხოვრები, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა
წერა-კითხვა, სადმე, ერევნის მოედანზე, ან იარმურკაზე მაინც შეიტყობდი
იმ სარეკლამო განცხადებების შინაარსს, რაც სხვებს პრესაში
ამოეკითხათ...
ფაქტია, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ
პრესაში უამრავი სარეკლამო განცხადება, მარკეტინგული ხრიკი და რიგ
შემთხვევებში - სარეკლამო კამპანიაც კი გვხდებოდა. კრეატიული
მედია-მენეჯერები, პოტენციური დამკვეთების დასაინტერესებლად, გაზეთში
მრავალფეროვან კლიშეებსაც ათავსებდნენ, რითაც მეწარმეებსა თუ სერვისის
მიმწოდებლებს საკუთარი პროდუქციის სარეკლამო განცხადების გაფორმება
შეეძლოთ. ამ და სხვა ხერხებით, პირდაპირ თუ ირიბად, იმდროინდელ
საქმოსნებს საკუთარ გაზეთში სარეკლამო განცხადებების გამოქვეყნების
აუცილებლობაში არწმუნებდნენ.

სარეკლამო განცხადებების მიხედვით, იყიდება ყველაფერი, პროდუქტიც და
სერვისიც: ყოველდღიური მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები,
ფოტოგრაფიული ხელობის კურსები, ქონების, სიცოცხლის დაზღვევისა და
სამედიცინო სერვისები:
„კონფექტები რუსთაველი“ - თითოეული „კონფექტი“
შეხვეულია ქაღალდში, რომელზედაც დაბეჭდილია საუკეთესო და ანდაზად
გადაქცეული ლექსები „ვეფხვის ტყაოსნიდგან“ და წვეულებებში შეადგენენ
საუცხოვო შესაქცევარსა;
ყინული - სრულიად სუფთა, ფილტრით დაწმენდილის
წყლისაგან მომზადებული, სასმელსა და საჭმელში სახმარებლად;
საქალო ჰიგიენური ბალიშები;
რძის ფქვილი ნესტლესი - ძუძუ-მწოვარა ბავშვთა
საზრდოებლად;
ფხვნილი თმისა და ბალნის მოსაცილებლად;
სატუალეტო საშუალება დედათათვის;
მრავალ-გვარი ამერიკანული კლეონკები სტოლის
გადასაფარებლად;
ელექტრონის ზარები;
შობის ხის სრული მორთულობა.


პარალელურად, იმდროინდელი მეწარმეები აქტიურად იცავენ საკუთარ
პროდუქციას გაყალბებისგან და მომხმარებლებს აფრთხილებდნენ, რომ მხოლოდ
და მხოლოდ მათი სამარკო ნიშნის მქონე პროდუქცია შეიძინონ.

დიდი ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო ტიპის პროდუქციას,
ახლადგამოცემულ წიგნებს, მათ შორის, თარგმნილ ლიტერატურას, რომელთა
შესახებ განცხადებები არა მხოლოდ რეკლამის, არამედ ახალი ამბების
სახითაც კი გვხვდება.

თავისთავად საინტერესოა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც
სარეკლამო განცხადებების ავტორთა ფანტაზია, იმდროინდელ ეპოქაზე მეტად,
დღევანდელ რეალობასთან უფრო ახლოსაა. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია
1898 წელს, „ბათომში, სანდროს მიერ აღებული სასტუმრო „ლონდონის“
შესახებ [დროში მცირედი აცდენით] გამოქვეყნებული „თიზერი“ და
რეკლამა:

ასევე, სარეკლამო ტექსტებისა და მათი ვიზუალური მხარის
მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთ-ერთი გამორჩეული სარეკლამო კამპანია
ცნობილი ქართველი მეცენატის, მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელებს
უკავშირდება. აღნიშნული კამპანიის რელევანტურობა და ეფექტურობა უფრო
ცხადად ჩანს, თუკი გავიხსენებთ, რომ 1914 წელს, რუსეთის იმპერატორმა
ნიკოლოზ მეორემ „მშრალი კანონი“ შემოიღო. ბუნებრივია, ეს კანონი
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოზეც ვრცელდებოდა.
1915 წელს, გაზეთის რამდენიმე ნომერში, აღნიშნული კომპანია ერთსა და
იმავე ილუსტრაციას იყენებს, ტექსტი კი მუდმივად იცვლება -
„ბასიაკობის“ გასაკიცხი ჩვეულების ნაცვლად, რომელიც ღვინის ბოთლზე
მიწოლილი, დაბეჩავებული კაცის მწარე ხვედრით არის გამოსახული,
გამაგრილებელი სასმელის წყლის ბოთლის გვერდით, მხნე, ფხიზელი
მთხრობელი დგას, რომელიც დაწვრილებით გვიამბობს, თუ რა დადებითი
შედეგი მოჰყვა ღვინის აკრძალვას; როგორ უნდა გაარჩიო ამ კომპანიის
ეტიკეტი - ყალბისაგან; „რამ დაღუპა კნიაზები, რამ გახადა ყველა ბანკის
მონათ“ და ა.შ.

დასასრულს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიც არ უნდა
ვიკვლიოთ, ან ვისაუბროთ ამ პერიოდის სარეკლამო სფეროსა და იმდროინდელ
ტენდენციებზე, ენა და ხასიათი, რითაც ძველი ქართული სარეკლამო
განცხადებები იწერებოდა, ნებისმიერ მთხრობელზე უკეთ აღწერს
ყველაფერს.





29 იანვარს კი, პირველმა არხმა,
რომლის ვებგვერდიც ზოგჯერ შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ვებგვერდში აგერიოთ (იხ. ფოტო), გადაწყვიტა, ცილისწამების თემისთვის
გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ ერთი მთლიანი ბლოკი დაეთმო.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც
გამოიარა რამდენიმე ისეთი პერიოდი, თითქმის ასეული წლის განმავლობაში,
რეპრესიები, რომელიც ძირითადად, როგორც წესი, ეფუძნება
სახელმწიფოებრივ რანგში აყვანილ ცილისწამებებს. მიუხედავად ამისა,
ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული უზარმაზარი გამოცდილებისა, რატომღაც
გადავწყვიტეთ 2004 წელს, რომ მოგვეხდინა ცილისწამების დეკრიმინალიზება
და შევედით ახალ ერაში, როდესაც დაუსჯელი ცილისწამებების, რეპრესიების
ეპოქაში ვცხოვრობთ დღეს“, - ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც
პირველი არხის წარმომადგენელმა გააკეთა გადაცემაში და რომელსაც გარდა
ლოგიკური გამართულობისა, პრობლემა აქვს ფაქტების სრულიად უკუღმა
დანახვაშიც.






"გასაოცარი დემოკრატიის"
ქვეყნებში თანამდებობის პირები, ქვეყნის მმართველები,
პრესკონფერენციებს მართავენ და შერჩევით არ ეძახიან მედიას, რადგან
არსებობს ანაგარიშვალდებულება ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან. ასეთ
ქვეყნებში არ ამადლიან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხს, არ ჩნდებიან
მხოლოდ იმ არხზე, სადაც "ნეგატივი" არ დახვდებათ. თუნდაც უხერხულ და
უსიამოვნო კითხვებზე პასუხი იქ საჯარო პირების სამსახურის ნაწილია,
იმიტომ, რომ ჟურნალისტები აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე
სთხოვენ პასუხს. საჯარო პირები მონოლოგის რეჟიმში არ საუბრობენ, არ
მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტებთან მათ უნდა წაიყვანონ დისკუსია - ზუსტად
იციან მედიის როლი.
სწორედ ასეთი პარადოქსული სინდრომის
ნიშნების არ დანახვა შეუძლებელი იყო რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია
რუსთავი 2-ის ეთერში, ერთმანეთის მიყოლებით, სასულიერო პირებთან
ჩაწერილი ინტერვიუების ყურებისას. 22 სექტემბერს, შაბათის კურიერის
წამყვანმა ნოდარ მელაძემ შერონ სტოუნის სასტუმროს ნომრის შემდეგ,
ალბათ ყველაზე დიდი ექსკლუზივი მოიპოვა - ჯერ ბოდბელ ეპისკოპოსთან და
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსთან,
თუმცა, რუსთავი 2-მა ანტიკური ანდაზის
„ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ პრინციპით იმოქმედა და
სახელისუფლებო კანდიდატურის ჩრდილის მიყენებას სწორედ იმ ინსტიტუციის
წარმომადგენლების დახმარებით შეეცადა, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ,
რუსთავი 2-ს ანათემაზე გადასცემენ ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე.
კურიერი P.S.-ში სიუჟეტის, სახელად
ჟურნალისტი: თუ არ
ვცდები ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ვრცლად საუბრობთ
ტელეეთერში...
სწორედ ერთ-ერთ ასეთ
მოცემულობად უნდა მივიღოთ Facebook Live-იც, რომელმაც შეიძლება
ითქვას, რომ გლობალურად შეცვალა ციფრული მედიასაშუალებების მუშაობის
სტილი, ტემპი და პასუხისმგებლობები, განსაკუთრებით მიმდინარე ახალი
ამბების გაშუქებისას. Facebook Live თავდაპირველად, 2015 წელს,
შეზღუდულად, მხოლოდ ცნობილი ადამიანებისათვის დაემატა სოციალურ ქსელს.
2016 წლიდან კი, ამ ფუნქციის გამოყენება, ეტაპობრივად, ყველა
მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახდა, მათ შორის მედიებისთვის.
მედიებმა რამდენიმე მიზნით დაიწყეს Facebook-ზე Live-ების გაშვება.
მაგალითად NPR გამოყოფს Facebook Live-ების მნიშვნელობას ე.წ.
Breaking News-ების დროს ადგილიდან რეპორტინგის, გადაცემების
სტუმრებსა და წამყვანებს შორის ინტერაქციის, აუდიტორიისთვის
სხვადასხვა მოვლენის კულისებს მიღმა შეხედვის შესაძლებლობის, ერთგვარი
სიურპრიზის ელემენტების შემოტანისა და შთამბეჭდავი ვიზუალური
ეფექტებით რეპორტინგის გამდიდრების კუთხით.
ასეთი ჩართვების შინაარსიც
რომ დავივიწყოთ, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი თავად Facebook
Live-ების ტექნიკური მომზადებაა. ალბათ არავინაა დაზღვეული ისეთი
შეცდომებისაგან, როდესაც პირდაპირ ეთერში კამერა ისე კანკალებს, რომ
მაყურებელს შეიძლება თავბრუ დაეხვას, ან როდესაც მოვლენის ნაცვლად,
ჟურნალისტის სხეულის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ, ან როდესაც რეპორტიორს
კამერის შეტრიალება ავიწყდება და მის შეშფოთებულ და ოდნავ გაწელილ
სახეს ვხედავთ კადრში ან როდესაც ტრანსლირება ყოველ 10 წამში ერთხელ
წყდება. თუმცა, ასეთი შემთხვევების სიხშირე, რაც ერთობ
დამახასიათებელია ყველაზე სერიოზული მედიასაშუალებებისთვისაც კი
საქარათველოში, ხაზს უსვამს იმას, რომ Facebook Live-ებისთვის
მომზადება ჯერაც არ მიიჩნევა სერიოზულ საქმედ ზოგიერთი
ჟურნალისტისთვის.


