2020 წელს გამოსული წიგნები ჟურნალისტიკაზე [ნაწილი II]
19.02.2021
პროფესიული ლიტერატურის რეკომენდირების წამყვანი ვებ პორტალი, Bookauthority.org 2020 წლის მნიშვნელოვანი წიგნების სიას აქვეყნებს. "მედიაჩეკერი" გაგაცნობთ 10 წიგნს, ამ პორტალზე დაყრდნობით, რომლებიც 2020 წელს გამოქვეყნდა და რომლებიც მედიასფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მოგვითხრობს.  

იხილეთ მასალის I ნაწილი - პირველი 5 წიგნის შესახებ.

ამ მასალაში კი მომდევნო ხუთის შესახებ გიამბობთ.

⇒ Sports Journalism

პატრიკ ოშბურნი და კრის ლემბი ამერიკული სპორტული ჟურნალისტიკის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე გვიყვებიან. წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალეს სპორტი და მისი გაშუქების სტილი ტექნოლოგიამ, რელიგიამ, სოციალურმა მოძრაობებმა, იმიგრაციამ, რასიზმმა, სექსიზმმა, სოციალურმა მედიამ, ათლეტებმა და სპორტულმა კომენტატორებმა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სპორტის გაშუქების სახეცვლას შეუწყო ხელი, ბოლო 40 წლის განმავლობაში სპორტული რეპორტიორი ქალების რიცხვის ზრდაა. ავტორები ასევე განიხილავენ სპორტული ჟურნალისტიკის ეთიკას და იმას, თუ როგორ განსხვავდებოდა ხშირად სპორტის გაშუქება სხვა, არასპორტული ახალი ამბების გაშუქებისგან და რა გავლენა იქონია ინტერნეტმა ახალი წესების შემუშავებაზე.

⇒  Dark Mirror - ედვარდ სნოუდენი და ამერიკული სადაზვერვო სახელმწიფო

პულიცერის პრიზის სამგზის მფლობელი და ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერის, Angler-ის ავტორი, ბარტონ გელმანი ედვარდ სნოუდენზე ახალ წიგნს აქვეყნებს, რომელიც მისი სნოუდენთან და მის მასალებთან იშვიათი წვდომის შედეგად დაიწერა.

ედვარდ სნოუდენმა გლობალური დებატები 2013 წელს გამოიწვია, როდესაც მან გელმანს, ლორა პოიტრასს და გლენ გრინვალდს საკნდალური, საიდუმლო არქივები გადასცა, სადაც ამერიკის მთავრობის მიერ მოქალაქეების ნებისმიერი სახის კომუნიკაციასთან წვდომას ამხელდა. იმ წელს მათ პულიცერის პრიზი გაიყვეს საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის. გელმანისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მან განაგრძო იმ მასალების კვლევა, რაც ნოუდენმა გადასცა და უფრო ღრმად დაიწყო ამერიკის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის ძიება.

Dark Mirror არის ამბავი, რომლის მოყოლაც გელმანმა აქამდე ვერ შეძლო. წიგნში ასახულია საგამოძიებო რეპორტინგის მომნუსხველი შიდა ქრონიკები და სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურების მუშაობის მექანიზმის სიღრმისეული კვლევა. ავტორი კულისებს მიღმა ამბებსაც გვიყვება, თუ როგორი იყო მუშაობის პროცესი, რა დილემების წინაშე იდგა, რა ხდებოდა მოსკოვის სასტუმროს ოთახებში, Post-ის რედაქტორებისა დ იურისტების ლაბირინთებში, Silicon Valley-ს აღმასრულებელების კაბინეტებში და რა ეწერა ანონომური ანგარიშებიდან გამოგზავნილ დაშიფრულ მესიჯებში.

წიგნში ასევე აღწერილია, როგორი ზეწოლისა და მუქარების ფონზე მოუხდა გელმანს მუშაობა და როგორ ცდილობდნენ მისი მასალების მოპარვას უცხოური სადაზვერვო სამსახურები.

⇒  Objectively Engaged Journalism

წიგნი ერთგვარი მოწოდებაა ახალი ჟურნალისტური ეთიკის შექმნისკენ დღევანდელ პრობლემურ მედია სფეროში. ავტორი ამტკიცებს, რომ მედია არც ნეიტრალური უნდა იყოს და არც პარტიზანული, არამედ ჩართული უნდა იყოს ეგალიტარული დემოკრატიის დაცვაში. მისი აზრით შესაძლებელია, რომ პროფესინალმა და მოქალაქე ჟურნალისტრებმა შეინარჩუნონ ობიექტურობა ისე, რომ თან ხელი შეუწყონ დეზინფორმაციით, ფეიკ ნიუსებითა და ექსტრემიზმით სავსე გლობალური საჯარო სივრცის გაუმჯობესებას.

ისტორიიდან, ეთიკიდან და მედიის გამოწვევებიდან გამომდინარე სტივენ ვარდი უარყოფს ნეიტრალურობის და „მხოლოდ ფაქტების“ იდეას და განმარტავს, თუ როგორ არის ეს კონცეპტები დაფუძნებული მცდარ დუალისტურ აზროვნებაზე, რომლის ფესვებიც ღრმადაა გამჯდარი დასავლურ კულტურაში. ის გვთავაზობს პრაგმატული ობიექტურობის თეორიას და აღნიშნავს, რომ ჟურნალსტიკა კულტურის ინტერპრეტირებისას უნდა ხელმძღვანელობდეს ობიექტურობის იმ ფორმთ, რომელიც კარგად აცნობიერებს ადამიანურ შესაძლებლობებსა და ლიმიტებს.

⇒  Metro Dailies in the Age of Journalism

ინტერნეტ ეპოქაში ყოველდღიური გაზეთების გაქრობას ჯერ კიდევ ათწლეულების წინ ვარაუდობდნენ. მაშინ, როდესაც ბეჭდური მედია რეკლამისა და ტირაჟის ნაკლებობას განიცდის, მისი გადარჩენა მხოლოდ ორიგინალურ, უნიკალურ რეპორტაჟებზეა დამოკიდებული. თუმცა, ყოველდღიურ გაზეთებს იდენტობის კრიზისის პრობლემა უდგათ: ერთმანეთს ეჯახება ტრადუციული ბეჭდური ჟუნალისტიკის ფორმალობები და დეტალებზე ორინეტირებულობა და ციფრული ჟურნალისტიკის არაფორმალურობა და სითამამე.

მერი ლო ნემანიკი 5 საშუალო ზომის ქალაქის გაზეთის მაგალითზე განიხილავს, თუ როგორ ახდენენ ადაპტაციას ეს გამოცემები და როგორ იცვლება ნიუსრუმის პრაქტიკები ახალ რეალობში. ავტორი წარმოგვიდგენს როგორც წარმატებულ, ისე წარუმატებელ შემთხვევებს. ის განიხილავს, რა ხდება მაგალითად, როდესაც მფობელები ჟურნალისტებს ნებას აძლევენ, თავად მართონ გაზეთი და როგორ უზრუნველყოფენ ისინი ხარისხიანი მედია პროდუქციის წარმოებას საგაზეთო გილდიების დახმარებით.

მეორეს მხრივ კი გვაჩვენებს, რა შედეგია მაშინ, როდესაც ხშირია დროებითი განთავისუფლებები და დაფინასნების შემცირება და როგორ საფრთხეს უქმნის ეს ხარისხსა და სტანდარტებს. ნემანიკი ინტერგრირებულ მიდგომას ემხრობა, სადაც ბეჭდური და ონლაინ რეპორტინგი ერთმანეთს აბალანსებს და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალურ ჟურნალისტიკას. ავტორი მიიჩნევს რომ ასეთ შემთხვევაში ყოველდღიურ ბეჭდურ გამოცემემებს მომავალი ექნებათ.

⇒  Newsmakers- ხელოვნური ინტელექტი და ჟურნალისტიკის მომავალი

იქნება თუ არა ხელოვნური ინტელექტის (AI), ალგორითმებისა და ჭკვიანი მანქანების მასიური გამოყენება ჟურნალისტიკის დასასრული იმ ფორმით, როგორიც ის დღეს არსებობს, თუ პირიქით მისი გადამრჩენელი გახდება? ფრანჩესკო მარკონი, რომელიც Associated Press- სა და Wall Street Journal-ს AI– ს დანერგვაში დაეხმარა, წიგნში Newsmakers ამ ტექნოლოგიების პოტენციალზე ახალ პერსპექტივას გვთავაზობს. ის განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და ნიუსრუმებს ისარგებლონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით და განავითარონ ამბის თხრობისა და მკითხველთან ურთიერთობის ახალი გზები.

მარკონი აანალიზებს AI- ს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით: დაწყებული ფინანსური პუბლიკაციებით, სადაც შემოსავლებზე რეპორტს ალგორითმებით წერენ, დამთავრებული საგამოძიებო რეპორტაჟებით, სადაც მონაცემთა ბაზას ასევე ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს და შემდეგ მის ახალ ამბებსა და სოციალური მედიაში განთავსების ფორმასაც განსაზღვრავს.

Newsmakers ამტკიცებს, რომ AI- მ ავტომატირების ნაცვლად შეიძლება გააძლიეროს და მოამარაგოს ინდუსტრია, რაც ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად მოამზადონ ახალი ამბები და გამოინთავისუფლონ დრო უფრო სიღრმისეული, ანალიზისთვის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ