სოციალურ ქსელებში ასაკის ვერიფიკაციის კონფიდენციალურობის გამოწვევები
02.05.2023
აშშ-ში იუტას შტატში, დაამტკიცეს ორი ახალი კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს მშობლის თანხმობით ასაკის ვერიფიკაციას და შეზღუდული საათების დაწესებას "მოზარდის გასაკონტროლებელი" აპლიკაციით.

რა ხდება?

2024 წლის 1 მარტიდან, არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებზე მხოლოდ დაბადების თარიღის მითითებით ვეღარ დარეგისტრირდებიან და საჭირო იქნება, დამადასტურებელი დოკუმენტის, მაგალითად, პირადობის მოწმობა.

  • მშობლებს ექნებათ წვდომა მათი შვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებსა თუ სხვა ტიპის მასალებზე.
  • ახალ კანონში ასევე აღნიშნულია, რომ იუტას შტატის არასრულწლოვნებს არ ექნებათ წვდომა სოციალურ ქსელებზე საღამოს 10:30 დილის 6:30-მდე.
  • მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ სხვა შტატებშიც, მათ შორის არკანზასში, კონექტიკუტსა და მინესოტაში.
  • დამატებით, წარდგენილია ფედერალურ დონეზე დასამტკიცებლად ეროვნული კანონპროექტიც.
  • ამ ეტაპზე, სოციალური ქსელებისთვის ასაკობრივი ვერიფიკაციის მოთხოვნის დამატების საკითხს ევროკავშირიც განიხილავს.

რატომ გახდა საჭირო ასაკობრივი ვერიფიკაცია?

ამ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება პირდაპირ კავშირშია ბავშვებსა და ახალგაზრდებზე სოციალური ქსელების ნეგატიურ გავლენასთან, განსაკუთრებით, კიბერბულინგის, ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტისა და დამოკიდებულების გამოწვევების გათვალისწინებით.

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელებში ასაკის დადასტურება მოზარდებს ზიანისგან დაიცავს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

სოციალური მედიის პლატფორმებზე, მოზარდებს ასაკის დასადასტურებლად დასჭირდებათ ოფიციალური დოკუმენტებისა და მათ დასამოწმებლად სახის ამომცნობის გამოყენება.

  • "იმის დადასტურება, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ასაკი ნამდვილია, შეუძლებელია სათითაოდ გადამოწმების გარეშე" - ამბობენ, ციფრული უფლებების დაცვით ორგანიზაცია EFF (Electronic Frontier Foundation)-ში.
  • "არამხოლოდ მოზარდების, არამედ თითოეული ჩვენგანის კონფიდენციალურობა დგება საფრთხის ქვეშ" - აღნიშნავს,EFF-ის ციფრული სტრატეგიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეისონ კელი.

დამატებით, პრობლემურია, ამ სისტემის შტატებში დანერგვის ნაწილი, საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე, ზოგადად ინტერნეტის თავისუფალი, ბუნებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით.

"ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იუტას შტატის მოსახლეობაზე, თუმცა, სოციალურმა ქსელებმა შეუძლებელია იცოდნენ, ვინ არის იუტას მაცხოვრებელი და ვინ არა, მათი ვინაობის წინასწარი გადამოწმების გარეშე" - თქვა, TechFreedom-ის წარმომადგენელმა, არი კონმა ორგანიზაციის განცხადებაში - "ეს კანონი იქნება ყველა შტატის საერთო მანდატი და იუტას ამის დაწესების უფლება არ აქვს".

კანონს აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ის ვერ აგვარებს სოციალური მედიის მიერ ზიანის მიყენების მთავარ მიზეზს, რასაც ზოგადად ამ პლატფორმების მუშაობის პრინციპია.

მათი აზრით, ინტერნეტის რეგულირება და მართვა მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშეც შესაძლებელია და ამ თემას ფართო დისკუსია სჭირდება.

ავტორი : ონიკ ჯეიმს კრიკორიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ