"იმედის სიუჟეტი"
მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ,
ერთი მხრივ, არიან კონკრეტული არკეთილსინდისიერი ადამიანები,
რომლებსაც, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი საერთოდ არ აქვთ
და რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობენ მოსახლეობას
200 ლარიან დახმარებაზე განაცხადის დარეგისტრირებას. მეორე მხრივ კი,
“ამორალურ” საქციელს ჩადის “ნაციონალური მოძრაობაც”, რომელმაც “იკადრა
ის, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტა ბავშვების
დახმარებებთან, კომპენსაციებთან დაკავშირებით”.
“კურიერმა” მოიპოვა საქმეში
არსებული ჩვენებები, სადაც დეტალურად არის აღწერილი გალის ქუჩაზე
მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები. საქმეში ფიგურირებს
სუფრის დანა და ყავარჯენი. მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ამბობს,
რომ საქმის გარჩევა პირველად თავად ცოტნე გამსახურდიამ დაიწო. ასევე,
ირკვევა, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირები ქვეყნის
დატოვებას ცდილობდნენ. მათ შორის არის გიორგი სოლოღაშვილი, რომლის
დაკითხვის ოქმი ასევე მოიპოვა სალომე ბოკუჩავამ. სწორედ ის ისაუბრებს
ყველა დეტალზე. სალომე, რა ირკვევა ჩვენებებიდან, რას მოყვა ჩხუბი და
რატომ დაიწყო უთანხმოება” - ამ კითხვით წამყვანი გადადის
ჟურნალისტთან, რის შემდეგაც, ჟურნალისტი აგრძელებს წამყანის ნარატივს
და მაყურებელს არწმუნებს, რომ გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში
ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, ცოტნე გამსახურდიამ
კი კონფლიქტი თავად გაამწვავა.
სიუჟეტის ძირითადი ნაწილი აგებული
იყო მოწმეთა ჩვენებებზე. ავტორმა, აღნიშნულ ჩვენებებზე დაყრდნობით,
საზოგადოებას ქრონოლოგიის მიხედვით მოუყვა 19 დეკემბერს მომხდარის
შესახებ. რის შემდეგაც მაყურებელმა მოისმინა ბრალდებულების
ადვოკატების შეფასებები. სიუჟეტის დასკვნით ნაწილში კი, ცოტნე
გამსახურდიას ადვოკატის და ოჯახის წევრების კომენტარები გავიდა,
რომლებიც მომხდარის სავარაუდო ვერსიაზე და გამოძიებასთან დაკავშირებით
არსებული კითხვების შესახებ საუბრობდნენ.
გადაცემის წამყვანმა ირაკლი
ჩიხლაძემ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარუდგინა მაყურებელს: “ნაციონალური
მოძრაობა” სიცრუის ტირაჟირებისთვის ყველა პლატფორმას იყენებს, მათ
შორის საერთაშორისო კონფერენციებსაც. ქართველებს სტუმარ-მასპინძლობა
რომ არ გვეშლება, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ ყოფილი
ხელისუფლების წარმომადგენლები ძველი კავშირების გამოყენებით იმდენსაც
ახერხებენ, რომ სტუმარმა მასპინძელი ლანძღოს და მისი საქმიანობა თუ
ფინანსური კაპიტალის წარმომავლობა დააყენოს ეჭვქვეშ. თან ამას იმ
ადამიანების დახმარებით აკეთებენ, რომელთა აზრსაც საკუთარ ქვეყანაში
დიდი პოლიტიკური ფასი უკვე აღარ აქვს. მეტიც, ისინი დეკლალირებულად,
ანტიტრამპისტები არიან და საკუთარ პრეზიდენტსაც იგივე მესიჯებით
ებრძვიან”.
ავტორი სიუჟეტს იწყებს ამერიკის
პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქება-დიდებით, მისი პოლიტიკურად რთული
წინასაარჩევნო გზის გახსენებით და ტრამპისა და ჯონ მაკკეინს
კონკურენციის განხილვით. შემდგომ კი მაყურებელს 10 სექტემბრს
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის”
მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ
მოვლენებს ახსენებს:
სინამდვილეში, 10 სექტემბერს
საერთაშორისო კონფერენციაზე არეულობა და ხმაური მაშინ დაიწყო, როდესაც
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, სავარაუდოდ, „ობიექტივის“
ჟურნალისტთან ერთად სასტუმრო “რუმსში” მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ
იგი მონაწილეთა სიაში არ იყო, აცხადებდა, რომ სრული უფლება ჰქონდა
დასწრებოდა კონფერენციას, დევიდ კრამერი კი მას კონფერენციის
დატოვებისკენ მოუწოდებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა,
საბოლოოდ, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება
მიეცა.
ფილმში ავტორი რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობების მიმოხილვას 2004 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი
ხელისუფლების მოსვლიდან იწყებს და იმ შეცდომებსა თუ ქმედებებს აღწერს,
რაც მისივე შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან
მიმართებით და ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში
მიზანმიმართულად განახორციელა. ასე მაგალითად, ფილმიდან ვიგებთ, რომ
2004 წელს ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოგვარებული, ან უფრო
ზუსტად, მოგვარების გზაზე დამდგარი კონფლიქტები ჩაიბარა, მაშინდელმა
მთავრობამ კი, სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მექანიზმი და ადგილობრივ
მოსახლეობასთან ურთიერთობების დათბობა-გაღრმავების ერთადერთი
საშუალება ერგნეთის ბაზრობა გააუქმა, რითაც სააკაშვილი-ოქრუაშვილის
[ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას
იკავებდა] ტანდემმა „კონფრონტაციის გზა“ აირჩია და ოსურ მხარეს
პირდაპირ ანიშნა, რომ „ოფიციალური თბილისის არჩევანი შერიგების და
დაახლოების პოლიტიკა აღარ არის“.
ფილმის მიწურულს დრო უკვე უშუალოდ
აგვისტოს ომის დეტალების განხილვას ეთმობა, საიდანაც ვიგებთ, რომ
სააკაშვილისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „გარე მტრის
საქართველოში შემოჭრა“ იყო საჭირო, რისთვისაც ისეთი სამხედრო ოპერაცია
უნდა დაგეგმილიყო, რომელზე რეაგირებაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი
იქნებოდა, რისთვისაც „სააკაშვილის ხელისუფლებამ დემონსტრაციული,
ფართომასშტაბიანი ოპერაცია განიზრახა“.
ფილმში რუსეთი არა
კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის
წარმოჩენილი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ერთი აგრესიული აქტორის
მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში მშვიდობისმყოფელის
სტატუსით ჩართულიყო. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული
კონტექსტი. არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი
მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა.
პირიქით, საპირწონედ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვისმენთ, სადაც
ის ამბობს, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი
არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს
მისწრაფება ნატოსკენ“.
12 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ მალხაზ
მაჩალიკაშვილის შესახებ გავიდა სიუჟეტი სათაურით „ტერორიზმი თუ შურისძიების სურვილი -
რას გეგმავდა და რას ედავებიან მალხაზ მაჩალიკაშვილს“. მასალას
წინ უძღოდა 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ
აქტს გეგმავდა. “იმედის” სიუჟეტში გამოყენებული კადრებით,
საარქივო მასალებითა და ჟურნალისტის ტექსტით მალხაზ მაჩალიკაშვილი
წარმოჩენილი იყო როგორც პოტენციური ტერორისტი და რეალური საფრთხე
საზოგადოებისთვის.
სიუჟეტი დაიწყო 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ
მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით
(რომელსაც იგი ემოციურს უწოდებს), სადაც იგი ამბობდა, რომ სუს-ში
თავის აფეთქება ჰქონდა განზრახული. ამგვარი, ემოციური განცხადებები
მასალის ავტორმა მაყურებელს არაერთხელ შესთავაზა.
გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი ხშირად იყენებდა ისეთ სიტყვებსა და
ფრაზებს, როგორიცაა: ფაქტია, გასაკვირი არ არის, უცნაურია - რაც
მაყურებელს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ის ინფორმაცია, რასაც
ჟურნალისტი ამგვარ სიტყვებით აღწერდა, უკვე დამდგარი, ან
დადასტურებული ფაქტი იყო.
„მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა რომ ხშირად უკონტროლოა,
ეს ბევრჯერ ნახეთ. თუმცა, არც ესაა გასაკვირი. ერთ წელზე მეტია,
შვილის გარდაცვალების გამო, პასუხს ითხოვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ
ემოციიდან დანაშაულამდე იმაზე ვართ დამოკიდებული, გააკონტროლებს თუ
არა საკუთარ საკუთარ სურვილებს, ან შეუშლის თუ არა ხელს მას
სახელმწიფო უსაფრთხოება დანაშაულებრივი განზრახვების აღსრულებაში”, -
ამბობს ჟურნალისტი და სიუჟეტის მიმდინარეობისას მაყურებელს კიდევ
არაერთხელ ახსენებს, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაჩალიკაშვილის
ემოციურ მდგომარეობასა და თვითკონტროლის უნარზეა დამოკიდებული.
მაგალითად, „რთულია განცდა, დამოკიდებული იყო იმაზე, როდის ვეღარ
მოერევა თავს ამ განცხადებების ავტორი, როცა ღიად საუბრობს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქებასა და კონკრეტული ადამიანების
განადგურებაზე“.
ამავე მასალაში ავტორი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ ზემო მაჩხაანში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის
მამის საფლავი დანაშაულისთვის საკმაოდ მოსახერხებელ ადგილასაა, რაც
ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დანაშაული ნამდვილად იგეგმებოდა.
ადგილის შესაბამისობას იგი მხოლოდ ტყის სიახლოვით ხსნის, თუმცა, ვინ
ან რა ადასტურებს ამას, მასალაში არ ჩანს.
სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი ისევ მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ
სუს-ის დამსახურებით, ქვეყანა ტერორისტულ აქტებსა და საერთაშორისო
დონეზე სახიფათო ქვეყნის სტატუსს გადაურჩა.
თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის ტერორისტულ დაჯგუფებასთან
კავშირის შესახებ მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ გამოძიების
ვერსია და მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებული
მტკიცებულებები - დნმ-ის კვალი ხელყუმბარაზე, სატელეფონო ანძების
ამონაწერი, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერა უცნობთან და
ვიდეოკადრები, რომლებიც მის ჩატაევთან კავშირზე და მისი მხრიდან
ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერაზე ამცნობდა მაყურებელს. ასევე,
ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის
ოჯახების ნათესაურ კავშირზეც .
თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ გაცხადებულ მძიმე
ბრალდებებზე (კავშირი ტერორისტებთან), მაყურებელმა ოჯახისა და
ადვოკატისგან პასუხი ვერ მოისმინა. ისინი მხოლოდ იმ ნაწილში სცემდნენ
კითხვებს პასუხს, არის თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული
აქტის ჩამდენი (ოჯახთან დაკავშირებული ბოლო ბრალდება).
მასალაში არ იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი იურისტი და ანც სხვა
კომპეტენტური რესპონდენტი, რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა
არგუმენტირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რეალურად შეიცავდა თუ არა
ტერორისტული აქტის ორგანიზების ნიშნებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული
ჩანაწერი და რეალურად არის თუ არა საზოგადოებისთვის საფრთხე მალხაზ
მაჩალიკაშვილი, რა შთაბეჭდილებაც სიუჟეტმა დატოვა.
სიუჟეტიდან სასტუმროს ე.წ.
საპრეზიდენტო ოთახის არსებობაც შევიტყეთ, რომელშიც ღამეს ცნობილი
ვარსკვლავები ათევენ. ისიც გავიგეთ, რომ “ამ აპარტამენტების
სტუმრებს კაბინეტი, პირადი საუნა, მინისავარჯიშო დარბაზი და რაც
ყველაზე მთავარია, საუკეთესო პანორამული ხედი აქვთ ზღვასა და
ტყეზე”.
“პარაგრაფიდან” სიუჟეტში აქცენტი
უკვე შეკვეთილისა და ზოგადად რეგიონისთვის “ბლექ სი არენას”
მნიშვნელობასა და მისგან მომდინარე სიკეთეებზე გადადის. ვიგებთ, რომ
მისი ამუშავებიდან მალევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მშენებლობის
ბუმი დაიწყო და მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე წელში, თითქმის გაათმაგდა,
მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც.
24 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” კვირის
გადაცემებში, ერთი-ერთი მთავარი თემა, გასული წლის ივლისში, ხადას
ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის
საქმეს ეხებოდა. ორივე არხმა კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური
გადაცემა აღნიშნული თემით დაიწყო. რუსთავი 2-მა საკითხს თითქმის 20,
იმედმა კი - დაახლოებით 11 წუთი დაუთმო. თითქმის იდენტური იყო ორივე
არხის მიერ სიუჟეტისთვის შერჩეული სათაურიც. “რუსთავი 2-მა” ამბავი
“მკვლელობის აღიარებად” დაასათაურა, “იმედმა” კი მასალას ასეთი სახელწოდება შეურჩია - “მალხაზ
კობაურის აღიარებითი ჩვენება და საგამოძიებო ექსპერტიზის ამსახველი
ფოტომასალა”.
სიუჟეტების სახელწოდებიდან გამომდინარე, არც მასალის სულისკვეთება და
პათოსია რთულად გამოსაცნობი - “სასამართლოს განაჩენის გარეშე,
ფაქტობრივად, დამნაშავედ შერაცხული კობაური” - მსგავსი შინაარსის
ქვეტექსტი იკითხებოდა თემაზე ორივე მაუწყებლის მიერ მომზადებულ
მასალაში.
იგივე დამოკიდებულება ჩანდა წამყვანების ტექსტებშიც:
გიორგი გაბუნია, "რუსთავი 2": “მარტის პირველი
რიცხვებიდან სასამართლო ყველაზე სასტიკი დანაშულის საქმის განხილვას
იწყებს. ერთ დღეში გამქრალი სმიტების ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვი,
მისი დედა და მამა. ისინი სასტიკად ჩახოცეს ხადას ხეობაში. თქვენ ახლა
ნახავთ კადრებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ, თქვენ პირველად
მოისმენთ როგორ აღიარებს მკვლელობას საქმის მთავარი ბრალდებული, ის
საკუთარი პირით ყვება რა მოხდა იმ დღე, როგორ შეხვდა მთაში ჩასულ
ამერიკელებს, როგორ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი, როგორ მოკლა მამა და
შემდეგ ატირებული ბავშვი. თუმცა, ის არაფერს ამბობს ბავშვის დედაზე,
ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ქალიც მოკლულია და თანაც, სწორედ
ბრალდებულის მიერ, სავარაუდოდ, გაუპატიურებული”.
ირაკლი ჩიხლაძე, "იმედი": “გადაცემას ვიწყებ
სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალებით, რომელიც ჩვენ ერთი
თვის წინ, ექსკლუზიურად მხოლოდ წერილობითი დოკუმენტებით გიჩვენეთ.
დღეს კი ნახავთ იმ ფოტოკადრებს, რაც საქმის მასალებში იყო. ახლა
შესაძლებლობა გაქვთ პირველად მოუსმინოთ ბრალდებულის აღიარებითი
ჩვენების ვიდეოჩანაწერს, რომლის შემდეგაც მან საგამოძიებო
ექსპერიმენტში მიიღო მონაწიელობა და სამართალდამცავებს დანაშაულის
ადგილი და ბავშვის ცხედარი აჩვენა”.
♦ რა გავიგეთ
“რუსთავი 2-ის” სიუჟეტიდან
წამყვანის ტექსტის შემდეგ, სიუჟეტის დაწყებამდე სტუდიაში
მასალის ავტორი შემოდის, რომელიც მაყურებელს საქმეზე პროკურატურის
პოზიციას აცნობს. ჟურნალისტი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების
ვერსიით, დანაშაულის ჩადენის მოტივი სექსუალური იყო, ქალის
გაუპატიურების მიზნით, კობაურმა მამა-შვილი რაიან და ქალებ სმიტები
დაახლოებით 500 მეტრის იქით გაიტყუა და დახოცა, შემდეგ ლორა სმიტთან
დაბრუნდა, გააუპატიურა და წყალში დაახრჩო.
ამის შემდეგ, წამყვანი ჟურნალისტთან აზუსტებს, შესაძლებელი იყო თუ არა
კობაურს სამი გასროლა ისე განეხორციელებინა, რომ ქალს ხმა არ გაეგო.
აღნიშნულზე ჟურნალისტი მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული
ექსპერიმენტის მიხედვით, იმავე პრინციპით განლაგებულმა ადამიანებმა
საცდელად გასროლილი 12 ტყვიიდან ვერცერთი გასროლის ხმა ვერ გაიგეს,
რაც ჩანჩქერის ხმაურით აიხსნება.
პროკურატურის ვერსიის შემდეგ, მასალის ავტორი მაყურებელს უკვე დაცვის
მხარის ვერსიას სთავაზობს და ამბობს, რომ დავის მხარის მტკიცებით,
ქალის გაუპატიურების კვალი არ არსებობს: “თუმცა, ფაქტია რომ არსებობს
გენეტიკური მასალა, რომელიც კობაურს ეკუთვნის და აღმოაჩინეს ლორა
სმიტის სხეულში”.
ჟურნალისტი ბრალდებულის მიერ ჩვენების პირველადი ვერსიის შეცვლის
შესახებაც საუბრობს, რომლის მიხედვითაც კობაურს სმიტების ოჯახის
არცერთი წევრის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
მასალის ავტორისგან მკვლელობის საქმის დაცვის მხარისეული ვერსიის
მოსმენის შემდეგ, წამყვანი მის პირად შეფასებას გვთავაზობს და ამბობს:
“ამ მომენტისთვის, რაც შენგან მოვისმინე, პროკურატურის ვერსია უფრო
რეალისტურად ჟღერს, ვიდრე დაცვის ვერსია. არ ვიცი, რა თქმა უნდა, მე
ვერ ვიმსჯელებ სინამდვილეში რა მოხდა”, - რაც თავის მხრივ, საქმესთან
მიმართებით, მაყურებელში წინასწარ განწყობებს უკვე აყალიბებს და
საქმეზე ჯერ არდამდგარი განაჩენის მიუხედავად, ბრალდებულს მართალია
არაოფიციალურად, მაგრამ უკვე დამნაშავის სტატუსს ანიჭებს.
კობაურის საქმეზე “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებული სიუჟეტიდან
შევიტყეთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის უსასტიკეს მკვლელობაში
ეჭვმიტანილი მწყემსი პოლიციაში მისი დაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით
12 წუთში, ემოციებს ვეღარ იკავებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,
თუმცა საკუთარ საქციელს ნანობს.
“კობაურს სანანებელი ბევრი და ძალიან დიდხანს ექნება, თუ ისტორია,
რომელსაც ის პოლიციელს უყვება, მის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით
ჩადენილი დანაშაულის მართლაც გულწრფელი აღიარებაა და არა ზეწოლის
შედეგად მოპოვებული ჩვენება, როგორადაც ეს ვიდეომასალა მის ადვოკატს
მიაჩნია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.
სიუჟეტში ასევე მოცემულია ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციები და
მათი არგუმენტები. ნაჩვენებია მალხაზ კობაურის პირველი დაკითხვის
ვიდეოფრაგმენტები, სადაც ის ჩადენილ დანაშაულს იხსენებს და
გამომძიებელს მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
სიუჟეტში ყურადღება ისეთ ინტიმურ ასპექტებზეც არის გამახვილებული,
რასაც დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს, მათი დეტალიზებული
გადმოცემა კი კონკრეტული პირის/პირების პირადი სივრცისა და ცხოვრების
თავისუფლებას არღვევს.
♦ რა გავიგეთ
"იმედის" სიუჟეტიდან
თითქმის იდენტური დამოკუდებულება და შინაარსი იკითხება სმიტების
ოჯახის მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებული
მასალიდან.
ჟურნალისტი გვაცნობს, რომ კობაური გამოძების პროცესში რამდენჯერმე
გამოიკითხა, პირველადი დაკითხვის ამსახველ ვიდეოკადრებში, ის
სამართალდამცველებს აღიარებით ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ მან
“ორი ადამიანი მოკლა - მამა-შვილი”.
ჟურნალისტი შეფასებებში გადადის და ამბობს, რომ “კობაური ამ ჩვენების
ერთ ნაწილში, ერთ ფრაგმენტში იტყუება, მეუღლის და შვილის მკვლელობა
ლორა სმიტს არ უნახავს, ლორა სმიტი მეუღლეს და შვილს ჩანჩქერზე არ
გაყოლია, შესაბამისად, ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს. კობაური
ცრუობს როცა აცხადებს, რომ ქალი გაიქცა და რეაქცია არ ჰქონია შვილის
მკვლელობაზე”.
ჟურნალისტი მაყურებელს საქმეში დაცული ფოტომასალის შესახებაც უყვება,
რომელიც უშუალოდ სმიტების მიერ არის გადაღებული და რომელზეც კობაური
სანადირო თოფით ჩანს.
“ამ ფოტოებით დასტურდება, რომ კობაური მარტო მოქმედებდა, მას არ
ჰყავდა თანამზრახველი, და შესაბამისად, მკვლელობაც მარტო ჩაიდინა.
გამოძიებით მოპოვებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ იმ
ტერიტორიაზე სადაც მკვლელობა მოხდა, სხვა უცხო პირი არ ყოფილა”, -
განმარტავს ის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მსჯელობა “რუსთავი 2”-ის
მიერ მომზადებულ მასალაშიც იყო განვითარებული.
“რუსთავი 2-ის” მსგავსად, “იმედის” სიუჟეტშიც ასევე მოცემულია
ფარგმენტები ბრალდებული კობაურის პირველადი ჩვენებიდან, რომლის
მიცედვითაც ის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ყვება. ასევე
ბრალდებისა და დაცვის მხარის საპირისპირო პოზიციები, ინტიმური
მომენტების ნაკლები დეტალიზებისა და ზედმეტი ინფორმაციის გარეშე.
თუმცა, საბოლოო ჯამში, ბრალდებულის მიმართ წინასწარი გაწყობების
შექმნისა და ბრალდების მხარის პოზიციის დაცვის ქვეტექსტი აქაც ჭარბად
იგრძნობა.
♦
რეზიუმე
საკითხის აქტუალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან
გამომდინარე, თემისადმი მედიის ინტერესი და მისი გაცოცხლება, სრულიად
ლოგიკური და აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მასალის იმგვარი ფოკუსით
მომზადება, სადაც ერთი მხარის პოზიციის ცალსახა დაცვის მცდელობა და
ამავრდოულად, სასამართლო განაჩენის დადგომამადე, ბრალდებული პირისთვის
უკვე დამნაშავის სტატუსის მორგების ქვეტექტი იკითხება, ეთიკური
ჟურნალისტიკის სტანდარტებს სცდება.
ამასთან, ნებისმიერი მასალა კონკრეტული თემის შესახებ გარკვეული
სიახლის მატარებელი უნდა იყოს, რაც ამ შემთხვევაში ვერცერთი ზემოთ
განხილული სიუჟეტიდან ვნახეთ. ამასთან, კონკრეტული მაუწყებლის მხრიდან
ისეთი ინტიმური დეტალების გასაჯაროებაც მოხდა, რაც ადამიანის პირად
სივრცეში შეჭრაა და სხვა არაფერი.
როგორც ცნობილია, სმიტების მკვლელობის საქმეზე გორის რაიონული
სასამართლო განხილვას მარტის დასაწყისიდან შეუდგება. საქმეზე საბოლოო
გააჩენს 12 ნაფიცი მსაჯული გამოიტანს. ბრალის დამტკიცების
შემთხვევაში, მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა
ემუქრება.
იქამდე კი, სანამ სასამართლო ოფიციალურ ვერდიქტს გამოცხადებს,
ნებისმიერ ბრალდებულს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს, რომლის
მიხედვითაც - “თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის
სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ
მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის
დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო
გარანტიის დაცვით”.
არჩევნების პირველი ტურის შედეგების
გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა
ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობა დააანონსა.
საგანგებო რეჟიმი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ოპოზიციური
საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნეგატიური
შინაარსის მქონე მესიჯების უფრო ინტენსიურად გაჟღერებით და სათერო
ბადეში ახალი სატელევიზიო ტოქშოუს „იმედი Live”-ის დამატებით
გამოიხატა.
არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების
წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი
ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით
სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე
მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის
წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით
წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.
10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი
სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში,
პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის
სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც
არ დაუსვამს შეკითხვა ქალაქის მერისათვის
პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე. სამაგიეროდ კახი კალაძემ
საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის
მისეულ შეფასებებსა თუ ქალაქის მერიისა და მმართველი გუნდის
გეგმებზე.
„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული
ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა
და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას
ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ
გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ
სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული
მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის]
ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება
არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი
არჩევანიც.“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და
გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს -
„მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული
პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს,
როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე
ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის
ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული
ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.
გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა
და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის
გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური
პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული
გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა
მასალა, რომელშიც უფრო დეტალურად შეგიძლიათ
იხილოთ, თუ რა თემებს და როგორ აშუქებენ არხის გენერალური დირექტორი
და მისი თანაწამყვანი. თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს გადაცემა
არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად
გადის ეთერში და უფრო და უფრო რადიკალური გახდა.
რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო
გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა
და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის
გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით,
აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით
ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მათ ნებაზე ზეგავლენის
მცდელობების შესახებ ამბების მოძიება და გაშუქება. ასევე,
საინფორმაციო გამოშვება განსაკუთრებულად უთმობდა ყურადღებას
ხელისუფლებისადმი და სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებულად
კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების გაშუქებას, იქნებოდა ეს არასამთავრობო
სექტორი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები თუ
ერთ დროს ქართული ოცნების აქტიური მხადამჭერები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას სხვადასხვა
ბრალდებას უყენებენ.
რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ
„არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე
სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“,
სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის
კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი
გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“.
არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი,
თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი
უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების
სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“,
„ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი
თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.
ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი
2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად
სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა
თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს
შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი
მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო
მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები
(რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა
ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში
სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი
კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი
ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც
კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური
საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე,
ზურაბ ჯაფარიძე).

სეზონის ბოლო გადაცემაში საქართველოს
მოქმედ პრეზიდენტს ტყუილშიც დასდეს ბრალი. ერთ-ერთმა სტუმარმა,
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადაა, რომ გიორგი მარგველაშვილმა
მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოში
ხელისუფლების ცვლილებით დაინტერესდნენო. “ნატოს სამიტზე არავის
აინტერესებს, რატომ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება”, - აღნიშნა
მან. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი “ქვეყნისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობის მქონე კანონპროექტებს” ვეტოს მხოლოდ იმიტომ ადებდა, რომ
გუნდისთვის ეჩვენებინა თუ როგორი თვითმყოფადი პიროვნებაა. წამყვანის
შეფასებით კი, “გასული ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ასრულებდა
მუხრუჭის როლს პოლიტიკურ პროცესში. აფერხებდა მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ხელსაყრელ მომენტში თესავდა
ინტრიგას საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე”. რაიმე არგუმენტი ამ
მოსაზრებების გასამყარებლად არც სტუმრებს უთქვამთ და არც წამყვანს
მოუთხოვია,
პარალელურად
„პალიტრამედიის“ სხვადასხვა პლატფორმებზე გაჩნდა მასალები, რომლებიც ნიკა მელიას დისკრედიტაციას
ემსახურება. 7 მაისს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მასალა
სახელწოდებით - "ვის ებრძვიან მელიები ანუ "სიბრიყვე სიცრუისა",
რომელშიც გამოცემამ ფოტომანიპულაციებს მიმართა.

