კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ტელეკომპანია "დოჟდს", რომელმაც რუსეთში დაბლოკვის შემდეგ ლატვიიდან მაუწყებლობდა, 6 დეკემბერს ლატვიის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ლიცენზია გაუუქმა.

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია "დოჟდი" სამშობლოში მალევე დაიბლოკა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ.

არხის ირგვლივ არაერთი ბრალდება ისმის, მენეჯმენტი კი ცდილობს აუდიტორია თავის სიმართლეში დაარწმუნოს.

ბრალდებები “დოჟდის” წინააღმდეგ

რუსეთიდან განდევნილმა დამოუკიდებელმა ტელეკომპანია “დოჟდმა” სხვა რუსული დამოუკდებელი მედიასაშუალებების მსგავსად თავშესაფარი ლატვიაში იპოვა და შეწყვეტილი მაუწყებლობაც ივლისში ლიცენზიის მიღების შემდეგ განაგრძო.

თუმცა, ჯერ კიდევ ივლისში ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსი ჟურნალისტების ლატვიაში გადასვლა ქვეყნის ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებასა და დაზვერვასთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავდა.

პირველი მოწოდება ლატვიაში “დოჟდის” დახურვის შესახებ აგვისტოში გავრცელდა, როდესაც ლატვიელმა რეჟისორმა, ალვის ჰერმანისმა ტელეკომპანია გააკრიტიკა რიგის მერთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ. თუმცა, მაშინ მედიაექსპერტებს არხის მხრიდან დარღვევა არ აღმოუჩენიათ.

ჯარიმა

2022 წლის 2 დეკემბებერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია “დოჟდი” 10 000 ევროთი დააჯარიმა.

დაჯარიმება გამოიწვია:

  • ეთერში რუკის ჩვენებამ, რომელზეც ყირიმი რუსეთის ნაწილად იყო წარმოჩენილი.
  • რუსეთის ჯარის მიმართ ფრაზა “ჩვენი არმიის” გამოყენებამ.

მაშინ მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს თავმჯდომარემ, ივარს აბოლინსმა, განმარტა, რომ ბოლო თვეებში ეს არხის მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო და მესამე ასეთი შემთხვევა შეიძლებოდა, არხისთვის ლიცენზიის გაუქმებით დასრულებულიყო. ივარს აბოლინსს არ დაუზუსტებია, რა იყო არხის "პირველი დარღვევა".

წამყვანთან დაკავშირებული სკანდალი

უკრაინელი აქტივისტების მწვავე კრიტიკა გამოიწვია 1 დეკემბერის საღამოს “დოჟდის” პირდაპირ ეთერში გაჟღერებულმა სიტყვებმა.

გადაცემის “აქ და ახლა” წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა მოუწოდა ყველას, ვისაც "აქვს ინფორმაცია და მტკიცებულებები რუსეთში სამხედრო მობილიზაციის, ფრონტზე სამხედროების პირობების შესახებ, ან ვისაც უნდა ისაუბროს რუსეთის არმიის პრობლემებზე", დაკავშირებოდნენ არხს სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მისამართზე.

  • "ჩვენთვის მოწერილი ბევრი ისტაორია ქვეყნდება და იმედი გვაქვს… რომ ბევრ, მათ შორის, სამხედროს, დავხმარებოდით აღჭურვილობითა და ელემენტარული საჭიროებებით ფრონტზე, რადგან ისტორიები, რომლებსც ნათესავები ჰყვებიან და ვაქვეყნებთ, გულწრფელად, საშინელია.” - თქვა წამყვანმა.

ტელეკომპანიის ბოდიში

2 დეკემბერს, გამთენიისას “დოჟდის” მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ "ტელეგრამზე" ტელეწამყვანის “შეცდომაში შემყვანი” ფრაზის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ "ტელეკომპანია არ დახმარებია, არ ეხმარება და არ დაეხმარება რუსეთის არმიას."

ამასთანავე რედაქციამ პირდაპირი ეთერის ჩანაწერიდან ალექსეი კოროსტელევის ფრაზა ამოიღო, ხოლო ტელეწამყვანი ალექსეი კოროსტელევი გაათავისუფლა.

მომხდარს გამოეხმაურნენ ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათ შორის ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ “დოჟდი” რუსეთში უნდა დაბრუნდეს, მის თანამშრომლებს კი ლატვიის ბინადრობის უფლება შეუჩერდეთ.

იმავე დღეს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “დოჟდის” გადაცემაში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გათავისუფლებულმა ტელეწამყვანმა, ალექსეი კოროსტელევმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული და რუსი ჯარისკაცებისთვის დასახმარებლად არაფერი გაუგზავნია.

  • “ვწუხვარ თუ არა მშიერი, ყველასგან მიტოვებული მობილიზებულების გამო? დიახ. პუტინი კარგი ადამიანია? არა. ახლა “დოჟდს” პრობლემები აქვს. არ მინდა არხის დახურვის მიზეზი გავხდე. თუ ჩემი გათავისუფლება ტელეკომპანიას გადაარჩენს და ჩემს კოლეგებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, ამას არ ვეწინააღმდეგები და ვიღებ ყოველგვარი ფარული წყენის გარეშე.” - წერს ტელეწამყვანი.

6 დეკემბერს ლატვიის მაუწყებელთა მარეგულირებელმა “დოჟდის” მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა და ეს გადაწყვეტილება “ეროვნული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს” დაუკავშირა.

“დოჟდის” პასუხი ბრალდებებზე

რუსული ტელევიზიის მიმართ სამ ძირითად ბრალდებას ბოლო დღეებში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ტელეწამყვანმა, ეკატერინე კოტრიკაძემ და მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ უპასუხეს:

1. რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში - დიზაინერის შეცდომა ტექნიკური შეცდომა და უყურადღებო მონტაჟი.

2. “ჩვენი არმია” - “ნათქვამი იყო რუსი სამხეროების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში. დიახ, ჩვენ ვართ რუსული პასპორტის მფლობელები და ვამუწყებლობთ რუსული აუდიტორიისთვის. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი არმიის შესახებ, რომელიც მეზობელ ქვეყანაში უდანაშაულო ხალხს ხოცავს.” - ამბობს კოტრიკაძე.

3. ტელეწამყვანის განცხადება რუსული არმიის დახმარებაზე - “ჩვენი წამყვანის კომენტარი სხვადასხვანაირად არის ინტერპრეტირებული. “ტვიტერზე” ვნახე ზოგი ამბობდა, რომ “დოჟდი” რუსულ არმიას უკრაინაში აღჭურვილობას უგზავნის. “დოჟდს” არასდროს გაუგზავნია, უგზავნის და გაუგზავნის აღჭურვილობას, ტანსაცმელს, იარაღს, საკვებს ან ნებისმიერ რამეს რუსულ არმიას ფრონტზე თუ მის მიღმა. “დოჟდი” არ გეგმავს ჩაერთოს ასეთ აქტივობაში სხვა ნებისმიერი არმიის მიართ.” - ამბობს ტიხონ ძიადკო.

ძიადკოს განმარტებით, ნახენები ელექტრონული ფოსტის მისამართი ინფორმაციის შესაგროვებლად სექტემბერში, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების დაანონსების შემდეგ შექმნეს, რათა ამ პროცესის შესახებ მაყურებლისგან ინფორმაცია მიეღოთ. ალექსეი კოროსტელევი კი ეთერში, მომდევნო სტუმრის შემოსვლამდე დროის შესავსებად "დაუწერელი ტექსტით საუბრობდა, და შეცდომა დაუშვა".

“დოჟდი” გათავისუფლებულ წამყვანს დაბრუნებას სთხოვს

6 დეკემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც "დოჟდს" ლიცენზია შეუჩერდა, არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ “ტელეგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ ტელეწამყვანს ალექსეი კოროსტელევს ბოდიში მოუხადა და დაბრუნებისკენ მოუწოდა.

“დოჟდის” დირექტორმა არხზე დაბრუნება სთხოვა წამყვანებს, მარგარიტა ლიუტოვასა და ვლადიმირ რომენსკისაც, რომლებმაც “დოჟდი” კოროსტელევის გათავისუფლების პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კატეგორია: რესურსები
თუკი ძილის წინ ან დღის ნებისმიერ დროს საათობით ხართ მობილურის ეკრანთან და “ფეისბუქის”, “ინსტაგრამის”, “ტიკტოკის” ან სხვა სოციალური ქსელების პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით ნახულობთ, პოსტების ქვეშ კომენტარებსაც კითხულობთ, თან ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია არაფერში გადგებათ და ამდენი ხნით ინტერნეტის გამოყენება გავნებთ, მაგრამ “სქროლვას” თავს მაინც ვერ ანებებთ, მარტო არ ხართ.

ამ ფენომენის აღსაწერად ცალკე ტერმინიც კი არსებობს. “დუმსქროლინგი” - ინტერნეტში ნეგატიური ამბების განუწყვეტლივ თვალიერება. ტერმინი, სავარაუდოდ, 2018 წლიდან არსებობს, თუმცა პოპულარობა პანდემიის პერიოდიდან მოიპოვა.

ეს ჩვევა ადამიანისთვის დამაზიანებელია და შესაძლოა ნეგატიური ფიქრები და უმიედობის გრძნობა გამოიწვიოს. როგორც ფსიქოლოგი ამელია ალადო NPR-თან ამბობს, “დუმსქროლინგი” ადამიანებს ნეგატიურობის წრეში ითრევს, რაც შფოთვას აუარესებს.

რა იწვევს “დუმსქროლინგს”?

გამოცემა Insider-ის ინფორმაციით, ინტერნეტში ინფორმაციის შეუჩერებლად თვალიერების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მათ შორის:

  • ნეგატიურობისკენ მიკერძოება: ადამიანის მიდრეკილება მიაქციოს ყურადღება, შეისწავლოს ან გამოიყენოს უარყოფითი ინფორმაცია.
  • გაურკვევლობა: როდესაც ადამიანს სურს ინფორმაცია მიიღოს თემაზე, რომელიც მისთვის ბუნდოვანია ან რომელზეც, რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს.
  • შფოთვა: ზოგიერთი ადამიანი “დუმსქროლინგს” შფოთვის სამართავად იყენებს, თუმცა ამ ქცევამ თავად შეიძლება გამოიწვიოს მეტი შფოთვა.
  • რაღაცის გამოტოვები შიში (FOMO): “დუმსქროლინგი” შესაძლოა ასოცირდებოდეს რაღაცის გამტოვების შიშთან და რწმენასთან, რომ ადამიანი ფხიზლად უნდა იყოს, რათა რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოტოვოს.
  • თვითკონტროლის ნაკლებობა: თავშეკავების ნაკლებობა სოციალური ქსელების გამოყენების დროს.

ინფორმაციის შეუჩერებლად თვალიერების სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს რთული მომენტების დროს ცოდნაში უსაფრთხოების განცდით, ასევე სოციალური მედიის პლატფორმების მუდმივად განახლებადი ინფორმაციის დიზაინით.

“დუმსქროლინგი” აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ქცევებს იმეორებს, რადგან ადამიანები ინტერნეტში ინფორმაციას არა მხოლოდ ცუდი ამბის, არამედ დადებითი ამბებისთვისაც ათვალიერებენ.

  • “ჩვენ შეპყრობილი ვართ ჰორიზონტზე კარგი ამბის გამოჩენის შესაძლებლობით. თუნდაც უბრალოდ საყვარელი ლეკვის ვიდეოს პოვნით დროებითი კმაყოფილებისთვის.” - ამბობს ფსიქოლოგი ჯეიდ ვუ, რომელიც “დუმსქროლინგს” აზარტულ თამაშ “სლოტს” ადარებს, სადაც ადამიანი თამაშს მოგების იმედით განაგრძობს მოუხედავად იმისა, რომ წაგების შანსი უფრო მეტია.
  • “დუმსქროლინგით” დაკავებული ადამიანისთვის წაგება ნეგატიური ამბების ნახვას და მასთან დაკავშირებული უარყოფითი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ეფექტის გავლენას ნიშნავს.

ახალი ამბების კითხვა მნიშვნელოვანია, თუმცა ინფორმაციის გადაჭარბებულად მიღებამ და ნეგატიურ ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილებამ შესაძლოა ძილის პრობლემები გამოიწვიოს, გავლენა იქონიოს მუშაობის უნარზე ან ხელი შეუშალოს ადამიანებს ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარებაში.

თუკი ადამიანი მუდმივად დასტრესილია და ვერ ისვენებს, ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა დაავადებების გამოწვევის რისკი გაზარდოს.

როგორ შევწყვიტოთ საათობით “სქროლვა”?

ფსიქოლოგები “დუმსქროლინგის” დასძლევად რამდენიმე რჩევას გამოყოფენ:

  • დააყენეთ ტაიმერი, დააწესეთ შეზღუდვები ინტერნეტში ინფორმაციის თვალიერებაზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში, ამიტომ გამოსავალი არა ინტერნეტის გამოყენების სრულად აკრძალვა, არამედ ზღვარის დაწესებაა.
  • მობილურის ჩართვისას თავს შეახსენეთ რატომ იყენებთ მას, რომელი ინფორმაციის პოვნას ცდილობთ, შემდეგ კი თქვენ თავს პერიოდულად ჰკითხეთ: ვიპოვე ის რაც მჭირდებოდა?
  • ინტერნეტში თვალიერების ნაცვლად მეტი დრო ისეთ რამეზე დახარჯეთ, რაც პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს, იქნება ეს ნაყინის მირთმევა თუ მეგობრებთან საუბარი.
  • გაიჩინეთ ჰობი. ადამიანები ხშირად სოციალურ ქსელებს მოწყენილობის შესამსუბუქებლად იყენებენ, რაც შეიძლება “დუმსქროლინგში” გადაიზარდოს. თუკი მოიწყენთ, ეცადეთ იმ აქტივობით დაკავდეთ, რომელიც გსიამოვნებთ და მოწყენილობის დაძევაში დაგეხმარებათ.
  • ვარჯიში “დუმსქროლინგთან” გამკვალვების კარგი გზაა, რადგან განწყობას აუმჯობესებს, ამცირებს შფოთვას და სტრესის ჰორმონებს, ხოლო ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას. ექსპერტების რეკომენდაციით, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის კარგია კვირაში 150 წუთით საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა.
კატეგორია: რესურსები
“კაცი, რომელიც ისწრაფვის გადაარჩნოს ჩვენი პლანეტა და მოგვცეს ახალი, რომელზეც დავსახლდებით: კლოუნი, გენიოსი, შოუმენი…” - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ჟურნალი Time მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს ახასიათებს.

ილონ მასკთან წლებია ასოცირდება ელექტროავტომობილები, რაკეტები, კრიპტოვალუტა, ხელოვნური ინტელექტი, თამამი, პირდაპირი და ზოგჯერ საკამათო განცხადებები სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, რომელიც ახლა უკვე მისი საკუთრებაა.

მილიარდერმა “ტვიტერი” 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა და მის გარდაქმნას გეგმავს. როგორც თვითონ ამბობს, "ცივილიზაციითვის ერთიანი ციფრული სივრცის" შექმნა სურს, სადაც ძალადობის გარეშე იქნება შესაძლებელი განხვავებულ შეხედულებებზე საუბარი.

ქვეთავები:
1. ილონ მასკი და Twitter
2. ვინ არის ილონ მასკი?
3. მილიარდერის იდეები
4. გზა აშშ-მდე
5. პირველი კომპანია
6. გზა მილიარდებამდე
7. მასკი, უკრაინა, რუსეთი და სტარლინკი
8. მასკი - კრიტიკა და ბრალდებები
9. მასკი, გაერო და მსოფლიო სურსათის კრიზისი
10.“ღარიბი მილიარდერი”
11. ილონ მასკი და პოლიტიკა

ილონ მასკი და Twitter

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ “ტვიტერი” ფინანსური სარგებლისთვის არ შეუძენია და ეს ნაბიჯი კაცობრიობის დასახმარებლად გადადგა.

  • “ტვიტერი უნდა გახდეს მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო. ეს არის ჩვენი მისია.” - წერს მასკი. ჯერ კიდევ ბუნდოვანია როგორ გარდაიქმნება ერთ-ერთი პოპულარული სოციალური ქსელი, რომლის შეძენიდან ერთ კვირაში კომპანიაში მასობრივი შემცირებები დაიწყო.

“ტვიტერიდან” გაათავისუფლეს სამუშაო ძალის ნახევარი, დაახლოებით 3,700 თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით. შემცირებები შეეხო ინჟინერიის, უსაფრთხოების, კონტენტის მოდერაციისა და გაყიდვების დეპარტამენტებს.

“სამწუხაროდ, არჩევანი არ გვაქვს, როდესაც კომპანია 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს დღეში. ყველა გათავისუფლებულს შევთავაზეთ 3 თვის ანაზღაურება, რაც კანონით მოთხოვნილზე 50%-ით მეტია.” - განმარტავს ილონ მასკი.

ახალა მედიის ყურადღება “ტვიტერზე” და მისი ახალი მფლობელის, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის შემდგომ ნაბიჯებზეა მიპყრობილი.

მასკი სოციალურ ქსელში გამომწერების მოდელის დანერგვას გეგმავს, თვეში ნებისმიერი მომხმარებელი ვერიფიკაციის ნიშანს თვეში 8 დოლარად მიიღებს.

ილონ მასკი ამბობს, რომ “ტვიტერზე”:

  • "ფართომასშთაბიანი ვერიფიკაცია ჟურნალისტიკის დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს და გააძლიერებს ხალხის ხმას."
  • სახელის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს ვერიფიკაციის ნიშნის დროებით დაკარგვას.
  • "ტვიტერი" მალე დაამატებს ტვიტებზე გრძელი ფორმატის ტექსტის მიმაგრების შესაძლებლობას, "რაც დაასრულებს ჩანაწერების ამსახველი "სქრინშოტების" აბსურდულობას."
  • შესაძლებელი გახდება ყველა ფორმის კონტენტის მონეტიზაცია.
  • ანგარიშები, რომლებიც ვინმეს განასახიერებს "პაროდიის” მკაფიოდ მითითების გარეშე სამუდამოდ გაუქმდება გაფრთხილების გარეშე.

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი წლებია მედიის ყურადღებას იპყრობს. ილონ მასკის ისტორია სამხრეთ აფრიკიდან იწყება.

ვინ არის ილონ მასკი?

ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში, ინჟინერი მამისა და მოდელი დედის ოჯახში დაიბადა. პატარაობიდანვე ბევრს კითხულობდა, 10 წლის იყო, როდესაც პროგრამირება დაიწყო, რადგან კომპიუტერული თამაშები მოსწონდა. 12 წლისამ კოდი დაწერა ვიდეოთამაშისთვის Blastar, რომელშიც კოსმოსური ხომალდი უცხოპლანეტელებს ებრძვის. ეს კოდი ილონმა ჟურნალ PC and Office Technology-ს 500 დოლარად მიჰყიდა.

მასკი ამბობს, რომ მისი ბავშვობა ბედნიერი არ ყოფილა. ამაზე გავლენა სკოლაში ბულინგმა და 8 წლის ასაკში მშობლების განქორწინებამ იქონია. დღეს მამასთან კონტაქტი აღარ აქვს. მისთვის მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი და მამას, ეროლ მასკს “ბოროტ ადამიანად" ახასიათებს.

ილონს ბავშვობიდანვე ბევრი იდეა ჰქონდა. “5-6 წლის რომ ვიყავი, თავი გიჟი მეგონა, რადგან ცხადი იყო, რომ სხვა ადამიანების გონება, მუდმივად იდეებით არ ფეთქდებოდაო.”- ამბობს მასკი ჯო როგენის პოდკასტში.

მილიარდერის იდეები

  • 2016 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ სურს მარსზე ადამიანებმა იცხოვრონ. მისი გეგმის მიხედვით, ადამიანების მარსზე გაშვება 2024 წელს უნდა შეძლოს.
  • მასკი დარწმუნებულია, რომ მარსზე გადასვლა ერთ დღესაც ნახევარ-მილიონ დოლარზე ან 100 000 დოლარზე ნაკლები ეღირება.
  • მასკის თქმით, მარსზე გადასვლის ფასი “იმდენად დაბალი იქნება, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადასვლა შეძლოს.”
  • მილიარდერს ისიც აქვს ნათქვამი, რომ სურს მარსზე მოკვდეს.
  • მასკის წარმოდგენით, მომავალში არავინ გეტყვის რა გააკეთო, რობოტები შესარულებენ ყველა სამუშაოს, მომსახურება და საქონელი კი უხვად იქნება, შესაბამისად ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ ენდომებათ.
  • "არავინ იქნება შენი უფროსი. არ ვგულისხმობ ქაოსს, არამედ არავის გავლენისა და კონტროლის ქვეშ არ იქნები. გექნება თავისუფლება რაც გინდა ის აკეთო იმ პირობით, რომ ეს სხვებს არ დააზიანებს" - ამბობს მასკი.
  • ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ილონ მასკს ადარდებს “მოსახლეობის კოლაფსია”.

“თუ დედამიწისთვის საკმარისი ხალხი არ იქნება, მაშინ ნამდვილად არ იქნება საკმარისი ხალხი მარსისთვის” - დაწერა ტვიტერზე მასკმა 2022 წლის იანვარში.

შობადობის შემცირებასთან ერთად მასკი ეგზისტენციალურ საფრთხებად მიიჩნევს უკონტროლო ხელოვნურ ინტელექტს და რელიგიურ ექსტრემიზმს.

ზოგიერთი მილიარდერისგან განსხვავებით ილონ მასკს არ აინტერესებს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების თემა და არც “უკვდავების წყაროს” ეძებს.
  • "სიმართლე ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა აზრს არ იცვლის. ისინი უბრალოდ კვდებიან. თუ ისინი არ მოკვდებიან, ჩავრჩებით ძველი იდეებში და საზოგადოება წინ არ წავა", - ამბობს მილიარდერი Business Insider-თან.

მასკი აქტიურად იყენებს “ტვიტერს” და არ ერიდება სკამათო აზრების დაფიქსირებასაც. კოვიდ პანდემიის დროს რამდენჯერმე გაავრცელა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

  • 2020 წლის სექტემბერში მასკი ამბობდა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, რადგან ის და მისი შვილები დაავადების რისკის ქვეშ არ იყვნენ, თუმცა მომდევნო წელს აღიარა, რომ მას და მის შვილებს ვაქცინა გაკეთებული აქვთ.

გზა აშშ-მდე

17 წლის ილონ მასკმა სამხრეთ აფრიკა დატოვა და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა. მეორე მხრივ, იცოდა, რომ კანადელი ემიგრანტი უფრო მარტივად მიიღებდა ამერიკის მოქალაქეობას, ვიდრე სამხეთ აფრიკელი. ილონის დედა კანადელია, მისი ნათესავებიც კანადაში ცხოვრობდნენ ამიტომ ილონი ჩრდილოთ ამერიკაში ჩავიდა, ბიძაშვილის ფერმაში მუშაობა დაიწყო და ონტაიროში “ქუინსის უნივერსიტეტში” ჩაირიცხა.


მოგვიანებით მასკი აშშ-ში “პენსილვანიის უნივერსიტეტში” სასწავლებლად გადავიდა და ფიზიკისა და ეკონომიკის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მისი მომდევნო ნაბიჯი კალიფორნია იყო, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტში ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე მიიღეს, თუმცა 24 წლისამ ორი დღის შემდეგ სწავლა შეწყვიტა და ძმასთან ერთად სილიკონ ველზე ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.

პირველი კომპანია

“ვფიქრობდი, რომ ინტერნეტი იქნებოდა რაღაც, რაც ძირეულად შეცვლიდა მსოფლიოს და მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი” - იხსენებს ილონ მასკი. თავდაპირველად კომპანიის შექმნაზე არ უფიქრია და კომპიუტერული მომსახურების კომპანია Netscape-ში დასაქმება სცადა, თუმცა მათგან პასუხი არასდორ მიუღია.

“[Netscape-ის] ფოიეში დორის გატარება ვცადე, მაგრამ ძალიან მორცხვი ვიყავი ვინმესთან სასაუბროდ. ასე რომ, უბრალოდ ფოიეში ვიდექი, ვცდილობდი გამეგო იყო თუ არა იქ ვინმე, ვისაც გავესაუბრებოდი და ეს უბრალოდ არ შემეძლო. ძალიან მეშინოდა ვინმესთან საუბრის, ამიტომ დავტოვე იქაურობა.”

ამის შემდეგ ილონმა გადაწყვიტა სტენფორდში სწავლა შეეჩერებინა და კომპანიის შექმნა ეცადა, თუ არ გამოუვიდოდა სწავლას დაუბრუნდებოდა.

ილონ მასკმა, მისმა ძმამ, კიმბალმა და მეგობარმა გრეგ კურიმ 1995 წელს კალიფონიაში, პალო ალტოში თავიანთი სტარტაპისთვის ოფისი იქირავეს. იმის გამო, რომ ერთდროულად ოფისისა და სახლის ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ძმები ოფისშივე ცხოვრობდნენ, შხაპს ადგილობრივ სავარჯიშო დარბაზში იღებდნენ, მეზობლის ინტერნეტს იყენებდნენ და სწრაფი კვების ობიექტში იკვებებდონენ.


ძმები მასკების კომპანია Zip2, რომელიც გაზეთებს ინტერნეტ პროგრამას სთავაზობდა, 4 წლის შემდეგ კომპანია Compaq-მა 300 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. აქედან ილონ მასკს 22 ამერიკული მილიონი დოლარი შეხვდა.




გზა მილიარდებამდე

Zip2-ის გაყიდვის შემდეგ ილონ მასკმა ახალი მიზანი: ფინანსურ სექტორში, ტრადიციული საბანკო სისტემის ტრანსფორმაცია დაისახა. ასე შექმნა X.com, რომელიც მოგვიანებით PayPal-ად იქცა და 2002 წელს eBay-მ შეიძინა, საიდანაც მასკმა 180 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

30 წლის მასკი პლანეტა მარსით დაინტერესდა, რუსეთში საბჭოთა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საყიდლად ჩავიდა, რათა შემდეგ ის რაკეტის გამშვებად გარდაექმნა, თუმცა ამ ბიზნესით დაინტერესებული მილიონერი სერიოზულად არ მიიღეს. მოსკოვში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მასკი მიხვდა, რომ რაკეტები ძალიან ძვირი ღირდა და გადაწყვიტა 2002 წელს შეექმნა კომპანია, რომელიც რაკეტებს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად დაამზადებდა. ასე შეიქმნა SpaceX.

ამ კომპანიის პირველი სამი რაკეტა წარუმატებლად გამოსცადეს - სამივე აფეთქდა. წარმატებული მხოლოდ 2008 წელს, მეოთხე რაკეტის გაშვება აღმოჩნდა.

  • 2012 წელს SpaceX პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც რაკეტა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნა.
  • NASA-მ SpaceX-თან 12 ფრენის სანაცვლოდ 1.6 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.
  • მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნის იდეამ გაამართლა 2015 წელს, როდესაც SpaceX-ის რაკეტა კოსმოსიდან მიწაზე წარმატებით დაეშვა.
  • 2018 წელს კი ილონ მასკმა კოსმოსში რაკეტით Tesla-ს საკუთარი ავტომობილი გაუშვა.
  • 2015 წლიდან მასკის კომპანიამ სატელიტური ინტერნეტ სისტემის შესაქმნელად “სტარლინკზე” მუშაობა დაიწყო.
  • 2020 წელს SpaceX პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც ადამიანები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვა.

ილონ მასკმა PayPal-დან მიღებული თანხის ნაწილი, 6.3 მილიონი ამერიკული დოლარი ინვესტიციის სახით 2004 წელს ორი ამერიკელი ინჟინერის წამოწყებულ სტარტაპში Tesla Motors-ში ჩადო. 4 წლის შემდეგ ელექტროავტომობილების კომპანია “ტესლას” აღმასრულებელი დირექტორი გახდა და ამავე წელს გამოუშვა პირველი ავტომობილი.

ამჟამად ილონ მასკის ქონება 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ის 6 კომპანიის თანადამფუძნებელი ან ხელმძღვანელია, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბების მშენებელი კომპანია Boring company-ის, კოსმოსური რაკეტების კომპანია SpaceX-ის, ელექტროავტომობილების კომპანია Tesla-ს, ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის, ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-სა და სოციალურ ქსელ Twitter-ის.

მასკი, უკრაინა, რუსეთი და სტარლინკი

ილონ მასკი არ ერიდება საერთაშორისო მოვლენებში ჩართვასაც. მაგალითად, მისი შეთავაზებით, ჩინეთმა ტაივანში “სპეციალური ადმინისტრაციული ზონა” უნდა ჩამოაყალიბოს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაწყებული ომის მიმდინარეობისას კი მასკმა უკრაინას სატელიტური ინტერნეტის უზრუნველასყოფად “სტარლინკის” ტერმინალები გაუგზავნა, რაც უკრაინული ჯარისთვის კომუნიკაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა.

2022 წლის 3 ოქტომბერს მულტიმილიარდერი უკრაინაში ომის სამშვიდობო წინადადების შეთავაზებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც:

  • ყირიმი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.
  • ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით ხელახლა ჩატარდეს.
  • არჩევნები და რუსეთი გავიდეს ტერიტორიიდან თუ ეს ხალხის ნება იქნება.
  • უკრაინა კი ნეიტრალური დარჩეს.

ილონ მასკის ამ შეთავაზებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კრემლიდან, თუმცა უკრაინელებისგან კატეგორიული უარი მიიღო. მათ შორის იყო, გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრი მელინკი, რომელმაც მასკის ამ შეთავაზებას უცენზუროდ უპასუხა.

  • ამ განცხადებებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკრაინას SpaceX-მა “სტარლინკის” დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი გადასცა, რაც მასკის თქმით, მის კომპანიას 80 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა და ეს თანხა წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

13 ოქტომბერს CNN-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბერში Spacex-მა პენტაგონს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინისთვის სატელიტური მომსახურების თანხის გადახდას შტატების თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, ილონ მასკმა დაწერა, რომ ანდრი მელინკის რეკომანდაციას ითვალისწინებდა.

მომდევნო დღეს კი მასკმა თქვა, რომ Spacex-მა პენტაგონიდან თხოვნა უკან გამოიხმო და მისი კომპანია უკრაინის მთავრობის დახმარებას უფასოდ გააგრძელებდა.

მასკი - კრიტიკა და ბრალდებები

ილონ მასკის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ წლების განმავლობაში სხვადასხვა ბრალდება ისმის, მათ შორის “ტესლაში” ტოქსიკური სამუშაო გარემოს, დისკრიმინაციის, რასიზმის, სექსიზმისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.

Business Insider-ის ინფორმაციით, SpaceX-მა კომპანიის ბორტგამცილებელს 250 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა, რათა ილონ მასკის მხრიდან სექსუალური შევიწროვების შემთხვევის შესახებ გაჩუმებულიყო. მასკმა გამოცემის ამ მასალას “პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა.

მასკთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასამართლო დავა ცილისწამების თემას ეხებოდა. 2018 წელს ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების დასახმარებლად მასკმა ტაილანდში “ტესლას” ინჟინრები და წყალქვეშა ნავი გაგზავნა, თუმცა სამაშველო ოპერაციაში მისი დახმარება არ გამოუყენებიათ.

  • 63 წლის ბრიტანელმა მყვითავმა და მღვიმის ექსპერტმა, ვერნ ანსვორთმა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, მასკის ამ ჟესტს CNN-თან ინტერვიუში “პიარ სვლა” უწოდა და თქვა “ წყალქვეშა ნავი ერთ ადგილას გაეკეთებინა.”
  • მასკმა ამ განცხადებას რამდენიმე ტვიტით უპასუხა, მათ შორის ვერნ ანსვორთს “პედოფილი” უწოდა, მოგვიანებით, კი როცა ცნობილი გახდა, რომ ექსპერტი სასამართლო დავას გეგმავდა, მასკმა თავის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს სიტყვები სიბრაზისგან დაწერა.
  • 2018 წლის დეკემბერში ილონ მასკმა სასამართლო დავა მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ მასკმა ბრიტანელ ექსპერტს ცილი არ დასწამა. ილონმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ ფრაზა “პედო კაცი” მის მშობლიურ ქვეყანაში გავრცელებულია.

მასკი, გაერო და მსოფლიო სურსათის კრიზისი

ილონ მასკმა მედიის ყურადღება მიიპყრო გაეროსთვის 6 მილიარდი დოლარით დახმარების შეთავაზების დროს. 2021 წლის 26 ოქტომბერს “სი ენ ენმა” გამოაქვეყნა მასალა სათაურით “ გაეროს სურსათის ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ილონ მასკის ქონების 2%-ს შეუძლია მსოფლიოს შიმშილის პრობლემის გადაჭრა.”

  • მასკმა ამ სტატიის შესახებ ტვიტვს 2021 წლის 31 ოქტომბერს უპასუხა, რომ თუკი მსოფლიო სასურსათო პროგრამა ზუსტად აღწერდა, როგორ გადაჭრიდა 6 მილიარდი დოლარი შიმშილის პრობლემას, Tesla-ს აქციებს გაყიდდა და თანხას ორგანიზაციას გადაურიცხავდა.
  • ორგანიზაციის დირექტორმა დევიდ ბისლიმ იმავე დღეს უპასუხა მასკს, რომ სტატიის სათაური არასწორი იყო, 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოს შიმშილის პრობლემას ვერ გადაჭრიდა, თუმცა ის პრევენციას გაუწევდა გეოპოლიტიკურ არასტა.ბილურობას, მასობრივ მიგრაციას და გადაარჩენდა შიმშილის ზღვარზე მყოფ 42 მილიონ ადამიანს.
  • 15 ნოემბერს ბისლიმ “ტვიტერზე” 6.6 მილიარდი დოლარის დახარჯვის გეგმა გამოაქვეყნა და ილონ მასკი მონიშნა, თუმცა მასკისგან პასუხი აღარ მიუღია.

ილონ მასკს ექსცენტრიულ და არაპროგნოზირებად ადამიანად ახასიათებენ, ამაზე მისი გადაწყვეტილებები, ტვიტები, გაზიარებული მიმები და Soundcloud-ზე გამოქვეყნებული საავტორო მუსიკა მეტყველებს.

მილიარდერმა 2021 წელს კომედიური შოუს SNL-ის მონოლოგის დროს თქვა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს, რაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა.



“ღარიბი მილიარდერი”

ილონ მასკმა 2012 წელს, მაშინ როცა 2 მილიარდ დოლარს ფლობდა, პირობა დადო, რომ თავისი ქონების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარდა. მილიარდერის ქონებას ძირითადად მისი აქტივები შეადგენს, მას მედიაში “ნაღდი ფულით ღარიბ მილიარდერად” (cash poor billionaire) მოიხსენიებენ.

  • ილონ მასკს აქვს თავისივე სახელობის ფონდი, რომელიც გრანტებით მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის, კოსმოსური, პედიატრიული კვლევების, მეცნიერებისა და ინჟინრული განათლების, ასევე “კაცობრიობისთვის სასარგებლო ხელოვნური ინტელექტის” განვითარების მიმართულებით პროექტებს.

2021 წელს ილონ მასკმა ქვემოქმედებისთვის “ტესლას” 5,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გასცა. ამ ინფორმაციის გასაჯაროვებამდე Forbes-ის შეფასებით მასკი ნაკლებად ქველმოქმედ მილიარდელებს შორის იყო.

თუმცა, მისმა ამ ნაბიჯმა სპეკულაციები გამოწვია, რადგან ამ ქველმოქმედების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

  • “თუ მეგა-მილიარდერი თავისი ქონების 2.4%-ს ქველმოქმედებას შესწირავს, მაგრამ არცერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ იღებს ფულს, ითვლება ეს რეალურად ფილანთროპიად?” - წერს ჟურნალი Fortune ილონ მასკის შესახებ.
  • Forbes-ის ვარაუდით, შესაძლოა ეს თანხა ე.წ დონორებისთვის განკუთვნილ (DAF) ფონდში გადარიცხა, ამ ანგარიშზე თანხის დადება ქველმოქმედების მიზნით წლებით შეიძლება, სარგებელი კი ის არის, რომ მასკი აქციების ამ ანგარიშზე განთავსებით გადასახადებზე შეღავათს მიიღებს.
  • მეორე სცენარით, კი შესაძლოა მასკმა თანხა თავისივე ფონდში ჩარიცხა.

ამ მასშტაბურ ქველმოქმედებამდე, მასკს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედების სახით 280 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა გაცემული.

ილონ მასკი და პოლიტიკა

ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა 2002 წელს მიიღო.

  • 2014 წელს საკუთარ თავს “ნახევრად დემოკრატი, ნახევრად რესპუბლიკელი” უწოდა.
  • 2018 წელს თქვა, რომ “დამოუკიდებელ” ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული.
  • 2020 წლის არჩევნებში მხარდაჭრა გამოუცხადა დემოკრატების კანდიდატს ენდრიუ იანგს და დამოუკიდებელ კანდიდატს, რეპერ კანიე უესტს, თუმცა ხმა ჯო ბაიდენს მისცა.
  • 2022 წლის მაისში მასკმა დაწერა, რომ “დემოკრატები დაყოფისა და სიძულვილის პარტიად იქცნენ”, მათ მხარს აღარ დაუჭერს და ხმას რესპუბლიკელ კანდიდატს მისცემს.

“მხარს ვუჭერ რესპუბლიკური პარტიის მემარცხენე ნახევარს და დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ნახევარს” - ასე დააზუსტა მასკმა თავისი პოლიტიკური განწყობები 2022 წლის აგვისტოში.

მასკი ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პარიზის შეთანხმებიდან (კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება) გასვლის შემდეგ თეთრი სახლის ბიზნეს საბჭო დატოვა.

  • მილიარდერი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი მომდევნო საარჩევნო ვადისთვის ზედმეტად მოხუცია და რესპუბლიკელი რონ დესანტისისკენ იხრება.
  • მასკმა არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
  • მილიარდერის ქონებასთან შედარებით მწირია მისი შემოწირულობები პოლიტიკური პარტიების მიმართ. 2004 წლიდან ჯამში მხოლოდ 100 000 ამერიკული დოლარი აქვს გადარიცხული დემოკრატებისა და რესპუბლიკელებისთვის.
კატეგორია: ინტერვიუ
Time’s most influential innovator shares how her team is getting ready for the tough winter in Ukraine.

Early in the morning, when it was about to start Russia’s full-scale invasion of Ukraine Sevgil Musaieva woke up, just 20 minutes prior to Putin’s announcement of the infamous ‘special military operation’ and 40 minutes before the start of the full-scale invasion. Seven months later she would already be named one of the world’s 100 most influential People of 2022 by Time magazine, and she would already experience grief and everyday struggle for survival as a journalist covering the war in her homeland.

“I was asking myself, what can I do? because it was understandable that it would be an existential war, it would be a war for the right of our country to exist and I understood the right answer to this question is my profession. Because Journalism plays such an important role during the war and during the crisis”- she tells me.

I met Sevgil at an international media conference in Tbilisi, Georgia. A country where 20% of its territory is occupied by Russia and has been invaded by Russian forces several times. We both know what it’s like to be a journalist in a country facing threats from the Kremlin every single day.

Sevgil is editor-in-chief of Ukraine’s one of the biggest independent online media outlets “Ukrainska Pravda”. It was co-founded by Georgian-Ukrainian Journalist Georgy Gongadze in 2000. 6 months later he was killed.

Sevgil has been attending media conferences and explaining the real situation of the war since the 24th of February while leading a team of journalists and working nonstop on the coverage of the full-scale invasion. I managed to find a silent room at the crowded conference venue to have a conversation with her. Sevgil recalls the first days of the invasion, shares her point of view on international coverage of the war, and tells us the stories of how journalism helped save lives.

You are probably the best person to ask this question right now. What is the role of journalism in war?

I remember how in the first days of the war with panic, with everything, people were afraid to go to the bed without news, they were afraid to go to sleep without understanding “what will be tomorrow morning”, it was fear and panic.

And I know how easily people can be manipulated because I remember it was the 28th of February, unfortunately, the southern part of our country was already captured by Russians and I received a call from a friend of mine from Mariupol and he asked only one question, “Is Kyiv surrendered already?” and I was trying to explain that “No” but unfortunately people in Mariupol knew from occupiers that Kyiv was already surrendered, everyone surrendered and Russians also captured other regions.

You as a journalist can just provide information and information means a lot. I know thousands of stories of people, who were without news, without connection and then they suddenly had this connection and they texted their relatives, their mothers, and fathers, with only one simple message. They didn’t ask about the political situation, they only texted: “I’m alive, Everything is okay, we escaped occupation” - the simplest words in the world.

But journalists can also help people and it was with me during this war, it was not only about providing information, it was about the evacuation of people from occupied territories, and it was also about even providing food.

For example, I remember the first days of the war when one prenatal center in Kyiv asked me “could you please ask our mayor, we can’t reach him, our women don’t have food” and you have this short connection, it was only one hour and the situation was okay, so we provided food.

It literally helped save lives. Sometimes, unfortunately, it does not. Sometimes you can’t help, you can do nothing and you also feel guilty about such situations but in situations when you can help, you help.

You just recalled the moment when the full-scale invasion started. What was the first decision as editor-in-chief of “Ukrainska Pravda”?

No panic. I asked my team not to panic, of course, it was difficult and very challenging because people were thinking about their relatives, their kids, and their own safety.

I remember the first editorial meeting I organized that morning at 11 AM and I said just one simple sentence: “We need to do our best because if Ukraine will be defeated, there will be no “Ukrainska Pravda”, no state, just nothing, we’ll lose our country” — that’s why we did our best, we are working 24/7, providing information, providing help with humanitarian aid because in the first days of the war in Kyiv it also was a big problem and I remember how one of the authorities told me that hunger could help occupiers and I remember how I wrote thousands of businessmen in Kyiv and other regions, they provided food, tons of bread and other products.

In the beginning, many people thought that Kyiv would be captured, you probably had the chance to leave, what made you stay?

You know, after seven months of the war, only two members of our team left Ukraine. One went to university, he became a student, and our editor left because she has young kids, and has to take care of them. It was her decision as a mother because you have to decide what’s your role in this. Are you a soldier, are you a journalist, are you a citizen, are you a mother? and it’s an extremely complicated and very difficult choice for each Ukrainian.

Part of our team stayed in the western part of Ukraine and when it became safer in Kyiv all of our team decided to come back. It was actually my decision to relocate the team because I was thinking ‘in case of a blackout, we will not have access to the internet, without electricity we will not be able to do our job’ and that’s why I decided to relocate our team and it helped us but as soon as there was a chance to come back the whole team returned to Kyiv.

Of course, we think about a security plan for this winter because winter will be very difficult for Ukraine. Russia will attack our electricity plants, our energy sector, and critical infrastructure so we have a security plan, I don’t want to mention a lot of details but we should be ready that we will provide news no matter how difficult it will be.

What is something you learned about your profession during these difficult times?

I have three important takeaways from this war. The first one: be with people, the second one: do not harm, and the third one is: truth helps you win. I can explain each one.

Be with your people — at the beginning of the war I started every single day with one short message for the audience and my readers “how are you?” people wrote thousands of responses and it helped not only them but also gave us information about critical points in different regions because you can imagine, it’s a frontline of two thousand kilometers, you can’t explore and cover everything.

For example, I learned that Kherson was already seized by the Russian army from our readers because they sent me a video of Russian tanks that already occupied important buildings in the city. The main point is that we are still in connection with these people and they text me every single day from occupied territories. They are the only source of information, they share stories with us about repressions, referendums, and jails that Russians opened in occupied territories.

The second one is don’t harm — during the war mistake measures human life, and you need to think about it. I don’t even want to describe all the difficult decisions we have made during this war because sometimes it literally measures human life.

The third one, truth helps you win — this war is not only about the right of our country to exist, it’s not only the war between future and past, it’s not only the war for the future of democracy but it’s also a war between truth and lies.

We see how Russia uses propaganda tools every single day, and at the same time, as an independent journalist, you have your principles, you have your rules, and you follow them. Meanwhile, Russia does absolutely terrible things. They lie every single day. They lie even about the victims of their attacks. For example, they killed more than 1000 civilians in Bucha, Borodyanka, and other places. And they lied that Bucha was staged. They lied that it was Western propaganda.

And it is painful, you know the truth because in Bucha they killed a 70 years old unarmed man, the father of your colleague. And in Irpin you lost your classmate. My friend, documentary filmmaker Brent Renaud was killed by Russians in Irpin at the beginning of March and he was the first American citizen who died during this war. This is really sad, but only truth helps you and only truth gives us this important support from the Western audiences, from Western partners, because they see that we don’t use this practice. We follow rules, we follow principles. We fight for freedom of speech and for democracy and it makes the difference between us and between Russians and they understand it.

Covering the war in your own country and facing grief on a daily basis can be tough, how do you deal with these emotions as a journalist?

I think that you can’t hide your emotions. Of course, I have a kind of an agreement with myself that, I will think about every single trauma I received during this war after it finishes, but it is hard because I already lost four of my friends during this war, among them colleagues.

And that’s something you cannot accept. It’s not statistics. Every single story, every single destiny is important. I think that what helped me go through this is also empathy. Without empathy, I think it will be difficult, because, you have to feel this pain, you have to be with people.

I understand that if I tell the story of every single victim of this war, it’ll never be just the statistics.

what is the main challenge for Ukrainian media right now?

Just to survive. It’s the main challenge for our country and for us too, of course, we struggle with our financial models, it’s difficult times for us, and thanks to our readers, thanks to our donors, we are able to continue our work.

The second one, of course, you have a difficult decision every single day about whether you are a citizen or are you a journalist, and I understand a lot of my colleagues who left their jobs and went to the front line and joined the army. Even our colleagues from “Ukrainska Pravda” joined the Army. They were brilliant journalists, but they decided that they would be more effective and useful on the battlefield, and it’s a tragedy of this war because Ukraine loses brilliant people in this war. Ukraine loses artists and journalists, Ukraine loses the soul of our nation, brilliant people who can continue to create, continue to protect.

I will never forgive Russians and Russia because they stole our future.

What is the connection with Russian Journalists? Did it change?

No. of course, I have some colleagues, and even when they ask something I can respond to them but I feel a lot of pain and for me it’s uncomfortable.

They lost their profession in their country because all independent media in Russia is closed or escaped country and they now are located in other European cities, they’re not able to continue to do a job in their own country.

Was there anything you think would’ve been better if journalists in Ukraine were prepared for before the full-scale invasion?

No one could imagine what would happen, the brutality and the size of this war. I’ve never imagined it. I think that maybe if we had more protection, and equipment, it would have been much easier because, at the beginning of the war, a lot of Ukrainian journalists didn’t have protection. They didn’t have the best helmets or anything and a lot of European companies, donors, and organizations sent us this equipment and we were able to continue our work. So it was a big problem and it is strange that after eight years of war we were not ready and there was not enough equipment.

Does “Ukrainska Pravda” try to access the Russian audience to break through the disinformation wall?

We continue our Russian version coverage. A lot of Ukrainian media outlets closed the Russian version after the beginning of the invasion. We understand that it will be the wrong decision because still a lot of Russian people read our coverage from different territories. So we have the Russian version and people can visit it and use it. So, no other collaboration projects with Russian journalists or launching other media. We don’t have that plan.

When you’re covering the war you see the flood of disinformation and you got to be fast, but also accurate. How do you manage that?

We have our rules and principles, and we published them, It’s a public document, and we follow those rules and principles on a regular basis. Of course, disinformation plays an important role, and we’ve had this experience for the last eight years. We live in circumstances of an informational war already, and this experience helped us. We learned a lot from the last eight years. We also have a lot of sources of information. We have a lot of authorities that can even unofficially explain things and we have a lot of soldiers, and militaries on the front line, and they provide us with information from the field.

If we receive some information from different sources. We check it, and we verify this information with different sources, so as many sources we have, it’s better.

The Time magazine named you one of the most influential people of the year, what this title has changed for you?

Nothing, nothing. Of course, I’m joking that now I have photos with Hollywood stars but thanks to this opportunity because it gives me now the chance to speak about Ukraine and to explain the real situation. So it helps and I do my best because it’s a big responsibility to have the opportunity to speak on behalf of your country and all Ukrainian journalists.

You definitely observe international coverage of the war, President Zelensky always tries to keep the focus on the war, how would you assess the coverage of the war in international media?

At the beginning of the war, there were more than one thousand journalists in Ukraine, and they covered this war from different regions. A lot of them came to Lviv where it was a safe place.

At the same time, I understand that the main source of information, for example, for American authorities, even for President Biden, was not “Ukrainska Pravda”, I know that in the State Department they read “Ukrainska Pravda”, and they trust us. But President Biden learns news about Ukraine from The New York Times, The Washington Post, and The Wall Street Journal maybe, and it’s very important to keep attention on Ukraine and keep Ukraine on the front pages.

I’m very happy that this year, a lot of international media organizations opened their offices in Ukraine. The Washington Post launched its bureau. The Wall Street Journal and The New York Times will open and I’m happy that they, unfortunately, as a result of this brutal war international media have changed the lens they watched Ukraine before because they saw Ukraine from the Russian lens, they usually opened bureaus in Moscow.

When I have an opportunity, and I know a lot of international journalists and foreign reporters, I’m trying to explain some things, I’m trying to explain, correct wording. For example, no word “separatist”. No words like “separatist territories” and other stuff and they actually listen.

Georgians understand what is going on right now in Ukraine to some extent because we have kind of similar experience with Russia. What would you say to Georgian journalists?

First of all, don’t be afraid is the main motto of these times. It personally helps me every single day. The second one — you have to be ready to work in critical situations. You need a security plan, equipment, and a plan for the relocation of your office. It literally helps to survive and to save lives.

How can other journalists help Ukrainian media right now?

To tell the truth about the war in Ukraine. Maybe show solidarity with Ukrainian journalists and maybe write stories about Ukrainian refugees.
კატეგორია: რესურსები
ბოლო თვეებია ანდროიდსა და ios-ზე სოციალური მედიის პლატფორმების რეიტინგების სათავეში აპლიკაცია BeReal გამოჩნდა.

2022 წლის 25 ივლისს BeReal-მა ios-ზე უფასო აპლიკაციების სიაში გადმოწერებით პირველი ადგილი დაიკავა და პოზიცია სექტემბრამდე შეინარჩუნა.

“იყავი ნამდვილი” - ასე ითარგმნება აპლიკაციის სახელი, რომელიც თავის მისიაზეც მიანიშნებს.


ფრანგული კომპანიის განაცხადი ასეთია:

  • “ჩვენ ვქმნით პირველ სოციალურ ქსელს, სადაც ადამიანები სპონტანურად აზიარებენ თავიანთ რეალურ ცხოვრებას.”
  • “ყოველდღე, სხვადასხვა დროს ჩვენი ყველა წევრი ერთდროულად იღებს შეტყობინებას, რათა გადაიღოს და გააზიაროს ფოტო 2 წუთში.”
  • “აქ არ არის ფილტრები, არ არის გამომწერები, არიან მხოლოდ მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ [ფოტოებს] BeReal-ზე, აქ აღმოაჩენთ თქვენი მეგობრების რეალურ ცხოვრებას და დაუახლოვდებით მათ.”

რა არის BeReal?

ფოტო გაზიარების ეს პლატფრომა სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებული კონცეფციით მუშაობს:

  • მისი ყველა მომხმარებელი ერთდროულად დღეში მხოლოდ ერთხელ იღებს შეტყობინებას, რის შემდეგაც 2 წუთი აქვს, რათა წინა და უკანა კამერით ერთდროულად გადაიღოს ფოტო და გაუზიაროს მხოლოდ მეგობრებს ან საჯაროდ გამოაქვეყნოს.
  • ფოტოების დამუშავება და ფილტრების დამატება აპლიკაციაში შეუძლებელია.
  • მომხმარებელი ვერ ნახავს სხვების პოსტებსაც მანამ, სანამ თვითონ არ გააზიარებს ფოტოს.
  • თუ მომხმარებელი შეტყობინების მიღებისთანავე ფოტოს არ გამოაქვეყნებს, მოგვიანებით მაინც შეძლებს ფოტოს გადაღებას, თუმცა გამოქვეყნებისას გამოჩნდება, რამდენი ხნით დააგვიანა ფოტოს ატვირთვა.
  • ფოტოს გამოქვეყნებამდე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება.
  • ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციაში დაათვალიეროს მეგობრებისა და უცნობი ადამიანების გამოქვეყნებული ფოტოები და მათ “ემოჯებით” უპასუხოს. BeReal-ს აქვს “რეალური ემოციის” - RealMoji ფუნქციაც, რომელიც რეალური ფოტოთი ემოციის გამოხატვას გულისხმობს.
  • აპლიკაციაში არ ჩანს ვის რამდენი გამომწერი ჰყავს. “BeReal არ არის ადგილი გამომწერების მოსაგროვებლად” - წერია კომპანიის ვებგვერდზე.



BeReal-ში მეგობრების პოვნა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
  • კონტაქტების აპლიკაციისთვის გაზიარებით, რათა ნახოთ ვის აქვს BeReal-ის ანგარიში.
  • მეგობრის პროფილის გვერდის ბმულის დაკოპირებით.
  • აპლიკაციაში სახელით მოძებნით.

მომხმარებლები დღის ერთადერთ შეტყობინებას ყოველდღე სხვადასხვა დროს იღებენ და დროის თავად შერჩევა არ შეუძლიათ.

ყოველი ახალი შეტყობინების მიღებისას წინა პოსტი აუდიტორიისთვის ქრება და მხოლოდ მომხმარებლის კალენდარში არქივის ფორმით ინახება.

ამ ეტაპზე BeReal რეკლამებისგან თავისუფალია.

ვინ დგას BeReal-ის უკან?

აპლიკაცია სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის, რომლის ოფისიც პარიზშია რეგისტრირებული.

BeReal ფრანგმა დეველოპერებმა: კომპანია GoPro-ს ყოფილმა თანამშრომელმა ალექსის ბერიეტმა და კევინ პეროუმ 2019 წლის დეკემბერში შექმნეს.

სოციალური მედიის პლატფრომის შემოსავლის წყარო ინვესტორები არიან.

TechCrunch-ის ინფორმაციით, BeReal-ის ღირებულება €600 მილიონი ევროა.

BeReal-ის აღმავლობა

  • კომპანია Sensor Tower-ის კვლევით, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, BeReal-ს მსოფლიოს მასშტაბით 53 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს.
  • თუმცა ამავე კომპანიის ინფორმაციით, BeReal-ს ყოველდღიურად ანდორიდის მომხმარებლების მხოლოდ 9% იყენებს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპლიკაციის მომხმარებლების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ამერიკელი ახალგაზრდები არიან, უფრო მეტად იყენებენ iPhone-ს.
  • Techcrunch-ის წყაროს ინფორმაციით კი ოქტომბრისთვის, აპლიკაციას 20 მილიონი დღიური მომხმარებელი ჰყავდა, როცა ივლისში მათი რიცხვი მხოლოდ 7.9 მილიონი იყო.

alt

მონაცემები აჩვენებს, რომ BeReal-ის მომხმარებლების რიცხვი სწრაფად მზარდია. ხშირად ამ აპლიკაციის პოპულარობას Clubhouse-ის ისტორიას ადარებენ, რომლის ბუმი პანდემიის პერიოდში დაიწყო და პოპულარობა მალევე დაკარგა. თუმცა, BeReal-ს Clubhouse-სთან შედარებით უფრო ძლიერი თავდაპირველი ზრდა აქვს.


alt

BeReal-ზე საუბრობენ სხვა სოციალურ ქსელებშიც, მაგალითად ჰეშთეგ #BeReal-ს TikTok-ზე 3 მილიარდამდე ნახვა აქვს.

აპლიკაციაზე საუბრობენ ტრადიციულ მედიაშიც, მაგალითად, პლატფორმის შესახებ სკეჩი მოამზადა ცნობილმა ამერიკულმა კომედიურმა შოუმ Saturday Night Live-მა.




BeReal-ის პერსპექტივა



აპლიკაციის წესებში წერია, რომ მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს პირობას: BeReal არ გამოიყენოს სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის. კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე წაშალოს ან დროებით შეაჩეროს წვდომა კონტენტზე, რომელიც უკანონოა ან არ შეესაბამება პირობებს.

  • ამ მოცემულობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ BeReal-ის შემოსავლის წყარო რეკლამები გახდეს.
  • Financial Times-ის ინფორმაციით, აპლიკაცია განიხილავს ფასიანი ფუნქციებისა და გამოწერის მოდელის დანერგვას.
  • შესაძლოა სამომავლოდ ვიხილოთ ვიდეოს გამოქვეყნების ფუნქციაც. როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერია, ამჟამად, BeReal მხოლოდ ფოტოების გაზიარების პლატფრომაა, მაგრამ არ გამორიცხავენ, მომავალში ეს ფუნქცია დაამატონ.
  • აპლიკაციის არასარეკლამო მიზნისთვის გამოყენების დათქმის მიუხედავად, პლატფორმის ათვისებას უკვე ცდილობს რამდენიმე კომპანია, მათ შორის e.l.f. Beauty და Chipotle.
  • BeReal სხვა მსგავს კომპანიებს (Facebook, Instagram, Tik-Tok), ჯერ საგრძნობ კონკურენციას ვერ უწევს, თუმცა კონკურენტებმა უკვე დაიწყეს მსგავსი ფუნქციების დამატება.
  • მაგალითად, Instagram-მა 2022 წლის ივლისში “ორმაგი კამერის” ფუნქცია დაამატა, აგვისტოში კი BeReal-ის მსგავსი ფუნქციის IG Candid Challenges-ის დატესტვა დაიწყო.
  • TikTok -მა კი 2022 წლის სექტემბერში ცალკე აპლიკაცია TikTok Now გამოუშვა.

BeReal-ის სამომავლო გამოწვევებზე კომპანია Meta-ს (ყოფილი “ფეისბუქი”), დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც ისაუბრა The Verge-თან ინტერვიუში:

“სოციალური მედიის განვითარების გზაზე არის მხიარული, გასართობი ელემენტი და შემდეგ პროფესიონალიზებული ელემენტი - ეს მუდმივი სწრაფის გზაა სიახლეებისკენ, თავიდან ეს ყველაფერი ავთენტურია - იქნება ეს სტატუსის ან პროფილის ფოტოს განახლება… თუმცა შემდეგ ამას ეჩვევი და პლატფორმა უფრო პროფესიონალური ხდება. BeReal ამის საინტერესო მაგალითია, მაგრამ გამოწვევა იქნება, როგორ გაუმკლავდებიან მუდმივი განახლების საჭიროებას."
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ერთ-ერთი პოპულარული და გავლენიანი სოციალური ქსელის “ტვიტერის” მფლობელი გახდა.

  • კომპანია Tesla-სა SpaceX-ის ხელმძღვანელმა “ტვიტერი” 44 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყიდა.
  • “ ჩიტი გათავისუფლებულია” - ამ ტვიტით მიანიშნა მასკმა კომპანიის შესყიდვის შესახებ 28 ოქტომბრის დილას. “ტვიტერის” ლოგო ლურჯი ჩიტია.
  • 28 ოქტიმბრიდან “ტვიტერის” აქციები საფონდო ბირჟაზე აღარ გაიყიდება.
ილონ მასკის მიერ “ტვიტერის” შეძენა კომპანიაში გარდაუვალ ცვლილებებს გამოიწვევს. ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა მასკი სოციალურ ქსელთან მიმართებით მუდმივად ახსენებს “სიტყვის თავისუფლებას”.

ილონ მასკის პირველი გადაწყვეტილება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, “ტვიტერის” შესყიდივისთანავე მასკმა კომპანიის ხელმძღვანელები გაათავისუფლა.

საუბარია კომპანიის აღმასულებელ, ფინანსურ და იურიდიულ დირექტორებზე, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს "ტვიტერის" სან-ფრანცისკოს მთავარი ოფისიდან გაიყვანეს.

მასკი ამბობს, რომ სოციალური ქსელი “კაცობრიობის დასახმარებლად” შეიძინა და სურს “ცივილიზაციას საერთო ციფრული თავშეყრის ადგილი ჰქონდეს”

  • ილონ მასკმა “ტვიტერის” აქციების შესყიდვა ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში დაიწყო.
  • მარტში ცნობილი გახდა, რომ ის კომპანიის 5%-იანი წილი მოაგროვა და მომდევნო თვეს “ტვიტერის” ყველაზე დიდი აქციონერი გახდა.
  • აპრილის ბოლოს მასკმა “ტვიტერის” შესყიდვის შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მომდევნო თვეებში აზრი შეიცვალა და თქვა, რომ კომპანიის შეძენა აღარ სურდა.
  • ივლისში “ტვიტერმა” ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა მილიარდერს მიღწეული შეთანხმება შეესრულებინა.
  • ოქტომბერში მასკმა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესი შეჩერებულიყო, კომპანიის შეძენის გეგმები განაახლა.
  • სასამართლომ მხარეებს შეთანხმების დასრულებისთვის ვადა 28 ოქტომბრამდე მისცა.

რას ამბობს ახალი მფლობელი?

ილონ მასკმა “ტვიტერის” ყიდვისთანავე, თავის გვერდზე რეკლამის განმთავსებლებს ვრცელი წერილით მიმართა.

წერილში მილიარდერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სოციალური ქსელი შეიძინა:

  • ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს ერთიანი ციფრული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დებატები განსხვავებულ შეხედულებებზე ჯანსაღი წესით, ძალადობის გარეშე.
  • “ტვიტერი არ მიყიდია იმისთვის, რომ მეტი ფული ვიშოვო, ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ვეცადო დევახმარო კაცობრიობას, რომელიც მიყვარს”
  • „ტვიტერი, ცხადია, ვერ გახდება ყველასთვის თავისუფალი ადგილი, სადაც ყველაფრის თქმა შედეგების გარეშე იქნება შესაძლებელი”
  • “პლატფორმა უნდა იყოს თბილი და მიმღები ყველას მიმართ.”

მასკის თქმით, “ტვიტერის” მომხმარებლების საჭიროებისთვის რეკლამები რელევანტური უნდა გახდეს. ასეთი რეკლამები კონტენტი იქნება, რომელიც გაართობს ან ინფორმაციას მიაწოდებს მომხმარებლებს იმ სერვისის, პროდუქტისა თუ მედიკამენტის შესახებ, რომლის არსებობაზე არც იცოდნენ, თუმცა მათთვის საინტერესოა. ნაკლებად რელევანტურ რეკლამებს კი მასკი “სპამს” უწოდებს.

მანამდე, 4 ოქტომბერს მასკმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ სოციალური ქსელის ყიდვა დააჩქარებდა “ყველაფრის აპლიკაციის” შექმნას.

The Guardian-ის ინფორმაციით, “ყველაფრის აპლიკაციაში” ილონ მასკი, სავარაუდოდ, ჩინური მრავალფუნქციური პლატფორმის WeChat-ის მსგავს აპლიკაციას გულისხმობს.

“ტვიტერზე” მოსალოდნელია დაბლოკილი ადამიანების დაბრუნებაც, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რომელიც “ტვიტერმა” 2021 წლის 8 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე ტრამპის მხარდამჭერების მიერ მიტანილი შტურმის შემდეგ დაბლოკა. კომპანიის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა ტრამპის ტვიტების მიერ ძალადობის წაქეზების რისკი.

ილონ მასკმა “ტვიტერის” ამ გადაწყვეტილებას “სულელური” უწოდა. მასკი წარსულში აკრიტიკებდა “ტვიტერის” კონტენტის მოდერაციის პოლიტიკას და ის პლატფრომაზე ადამიანების სამუდამოდ დაბლოკვის წინააღმდეგია.

თუმცა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი ანგარიშის აღდგენის შემთხვევაში ის “ტვიტერზე” დაბრუნებას არ აპირებს და თავის პლატფორმა Truth Social-ზე დარჩება.

სხვა სოციალური ქსელების მფლობელებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებენ, ცნობილია, რომ ილონ მასკი 2022 წლის შუალედურ არჩევნებში აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს.

მასკის დაპირებით, “ტვიტერზე” შეეცდება “დაამარცხოს სპამები, ბოტები და რეალური ადამიანების ავთენტურობა დაადასტუროს”.

გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკმა ინვესტორებს უთხრა, რომ “ტვიტერის” სამუშაო ძალის 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს, თუმცა ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ მასკმა კომპანიაში პირველი ვიზიტის დროს თანამშრომლებს უთხრა, რომ ამ რაოდენობით ადამიანების შემცირებას არ აპირებს. “ტვიტერს” ამ ეტაპზე 7,500 თანამშრომელი ჰყავს.
კატეგორია: რესურსები
სოციალურ ქსელში ხშირად შევხვდებით ფოტოებს, რომლებიც შესაძლოა კონტექსტიდან ამოღებული იყოს და არ ასახავდეს იმას, რასაც მისი გამავრცელებლი წერს. ჟურნალისტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის კი არსებობს არაერთი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია გადავამოწმოთ ასეთი ინფორმაცია.

ფოტოთი ძებნის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი პროგრამა InVID-ია. მას რეკომენდაციას უწევს დეზინფორმაციის მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეინ ლიტვინენკო.

InVID-ის დამატება უფასოდ Chrome-ისა და Firefox-ის ბრაუზერებზეა შესაძლებელი. ეს ინსტრუმენტი სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევთ ფოტოთი ინფორმაცია 7 საძიებო სისტემაში მოძიოთ.

როგორ გამოვიყენოთ InVid?

2022 წლის 19 ოქტომბერს “ტვიტერზე” ვერიფიკაციის მქონე ანალიტიკოსმა, რომელსაც ამ ეტაპზე 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მისი თქმით, უკრაინაშია გადაღებული. იმისთვის, რომ გავარკვიოთ ვინ შეიძლება იყოს ამ ფოტოს პირველწყარო და რეალურად ახალია თუ არა, შეგვიძლია გამოვიყენოთ InVID-ის დამატება.

alt

1. გავხსნათ InVID-ის დამატება და ავირჩიოთ Open toolbox.

alt

2. გადავიდეთ ფოტოს (Images) გრაფაზე და ავირჩიოთ Magnifier.

alt

3. ავტვირთოთ ფოტო რომლის გადამოწმებაც გვინდა ან მივუთითოთ მისი ბმული.

alt

4. InVID გვთავაზობს ფოტო 7 სხვადასხვა საძიებო სისტემაში მოვძებნოთ.

alt

5. თითოეული ვარიანტის შემოწმების შემდეგ ვიგებთ, რომ ეს ფოტო სოციალურ ქსელებში წლების განმავლობაში ცირკულირებს.

alt


6. ყველაზე ძველი ვერსია კი Reddit-ზე იძებნება.

alt

ამრიგად, InVID-ის გამოყენებით, რამდენიმე წუთში გავარკვიეთ, რომ ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში 2022 წელს გავრცელდა, რეალურად წლების წინ არის გადაღებული.
კატეგორია: ინტერვიუ
ბოლო წლებში დეზინფორმაცია კიდევ უფრო გაძლიერდა და განსხვავებული ფორმები მიიღო, მსოფლიოს ნიუსრუმებში გაჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებიც დეზინფორმაციის გამოააშკარავებაზე მუშაობენ. შეიცვალა გაშუქების ხერხები და შეიცვალა ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზებიც. ამ თემაზე დეზინფორმაციის მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეინ ლიტვინენკო გვესაუბრა.

მოკლედ, ჯეინ ლიტვინენკოზე:

  • ჯეინ ლიტვინენკო უფროსი მკვლევარი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტში.
  • ის, თითქმის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ტექნოლოგიური გუნდის უფროს რეპორტიორად გამოცემა BuzzFeed News-ში.
  • 2020 წელს მიიღო The Digital Publishing Award-ისგან ჯილდო და “დეზინფორმაციის გამოაშაკარავებაში გლობალურ ლიდერად” დასახელდა.

მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები

  • “ბევრი რეპორტიორი ონლაინ გამოძიების უნარებს აღიქვამს ისე, თითქოს ეს სხვისი გასაკეთებელია. სინამდვილეში, ინფორმაციის გადამოწმების საბაზისო უნარები ყველა რეპორტიორს უნდა ჰქონდეს.”
  • “პროპაგანდა და დეზინფორმაცია ქმნის სოციალურ განხეთქილებას და დისკუსია გადააქვს ომის არაჰუმანურობიდან ისეთ რამეზე, რაც პოლიტიკურ ფეხბურთს უფრო ჰგავს.”
  • “ჟურნალისტებისგან და ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამვრცელებლებს აქვთ ფუფუნება, იყვნენ ადაპტირებული ტექნოლოგიასთან.”
  • თუ ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ დეზინფორმაცია ძირითადად ყალბი ანგარიშებიდან ვრცელდებოდა, დღეს პროპაგანდისტები ნამდვილი ადამიანები არიან.
  • ბევრად მარტივია ებრძოლო სოციალური ქსელის ყალბ ანგარიშებსა და დეზინფორმაციის გამავრცელებელ ვებგვერდებს. ნამდვილ, გაცხადებულ პროპაგანდისტ "ინფლუენსერებთან" ბრძოლა გაცილებით რთულია.
  • “ვხედავთ პროპაგანდისტებს, რომლებიც თავიანთ თავებს ჟურნალისტებს უწოდებენ.”
  • “არიან ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის გავრცელებას თავიანთ საქმედ აქცევენ და ყველა ქვეყანას, ყველა რეგიონს ეყოლება თავისი ხალხი, რომლებიც ამას აკეთებენ და არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი გამიზნულად ავრცელენენ პროპაგანდას.”
  • “როდესაც სოციალური მედიის კომპანიებზე ვსაუბრობთ, ზოგადად ინდივიდუალურად ვსაუბრობთ მათზე, მაგრამ ინფორმაცია ერთი პლატფორმიდან მუდმივად სხვა პლატფორმებზე ვრცელდება.”

როგორ შეცვალა დეზინფორმაციის ინსტრუმენტები ბოლო წლებში?

დეზინფორმაციის კვლევა 2016 წლის ნოემბერში დავიწყე, მაშინ ცრუ და ჰიპერპარტიული ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც დეზინფორმაციის ქოლგის ქვეშ ვაერთიანებ, ვებგვერდებზე იყო განთავსებული. ეს იყო ტექსტის ფორმით და ვებგვერდები ჰგავდა ახალი ამბების მედიის ვებგვერდებს. იყო ბევრი ყალბი ანგარიშიც, რომლებიც სოციალურ ქსელებს იყენებდნენ, განსაკუთრებით აშშ-ის კონტექსტში, მაგრამ გლობალურადაც.

ახლა დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის პროპაგანდა დიდწილად ვიზუალურია და გავლენიანი პირებისგან მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ახალი ამბების, კრიზისის, საპროტესტო აქციის, ომის, ან ბუნებრივი კატასტრიფის დროს ცრუ ინფორმაციის დიდი ნაწილი დაფუძნებულია ფოტოზე ან ვიდეოზე, რომლებიც კონტექსტიდანაა ამოღებული და შემდეგ ყალბ კონტექსტში ჩასმული.

ასევე ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც რეპუტაცია და აუდიტორია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნეს. თუ აქამდე ეს ანონიმურად იყო მართული, ან მხოლოდ ფინანსურად მოტივირებული საინფორმაციო კამპანიები არსებობდა (რასაც, რა თქმა უნდა, დღესაც ვხვდებით), ახლა უფრო შესაძლებელი გახდა იყო პროპაგანდის გამავრცელებელი ადამიანი - პროპაგანდისტი "ინფლუენსერი".

ეს კი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ხუთი წლის წინ: ყალბი ანგარიშებისა და ვებგვერდების წაშლა მარტივადაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით ვხედავთ თუნდაც არასრულყოფილ ნაბიჯებს სოციალური მედია კომპანიების მიერ, რომლებიც ყალბ ანგარიშებთან ბრძოლას ცდილობენ.

თუმცა ბევრად უფრო რთულია, როდესაც ადამიანი ხდება პროპაგანდის გამავრცელებელი გავლენიანი პირი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სოციალური მედიის კომპანიების ზოგიერთ სტანდარტს, რეალურ ადამიანებს იმავენაირად არ პასუხობენ, როგორც ყალბ ანგარიშებს.

ჟურნალისტებისგან და ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებლებს აქვთ ფუფუნება, იყვნენ ადაპტირებული ტექნოლოგიასთან.

თუ ხუთი ან ათი წლის წინ, როდესაც პრობლემა კარგად გამოკვლეული და გაშუქებული არ იყო და ამაზე ბევრი არ საუბრობდა, დეზინფორმაციის გამავრცელებლებს შეეძლოთ თავიანთ პლატფორმებზე ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ. ახლა მათ უწევთ ცოტა მეტი შემოქმედებითობის გამოჩენა.

ვინ არიან პროპაგანდის გამავრცელებელი გავლენიანი პირები?

ეს რთული კითხვაა. ბევრ ასეთ ადამიანს ვხედავთ და თუ გვსურს, ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ ომზე გავამახვილოთ, დეზინფორმაცია ბევრი განსხვავებული მიმართულებიდან მოდის. ამის ერთ-ერთი მაგალითია თავად რუსეთი და, რა თქმა უნდა, რუსული ოფიციალური არხები.

ეს მოიცავს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც სოციალურ ქსელსა და ტრადიციულ მედიას იყენებენ თავიანთი გზავნილების გასავრცელებლად. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ რუსეთის საელჩოს ანგარიშები “ტვიტერზე” პროპაგანდის დიდი გამავრცელებლები არიან, ზოგიერთ შემთხვევში ისინი რეპორტიორების წინააღმდეგ შევიწროვების კამპანიებსაც კი უძღვებიან და ამას ისე აკეთებენ, რომ სოციალური მედიის პლატფორმები არ პასუხობენ.

ტრადიციული მედიის გარდა ვხედავთ, რომ რუსეთი გაეროს პლატფორმას პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. ასევე ვხედავთ პროპაგანდას, რომელიც რუსეთის არმიასთან არის დაკავშირებული. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პრობლემაა, რადგან ვხედავთ პროპაგანდისტებს, რომლებიც თავიანთ თავებს ჟურნალისტებს უწოდებენ და ხშირად ისინი არიან პირველი ან ერთადერთი ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას მათგან იღებ და ოკუპირებულ ტეროტორიებზე შესვლა და ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება არ შეგიძლია.

ერთი კონკრეტული შემზარავი შემთხვევაა, რომელიც გონებაში ჩამრჩა. მარიუპოლში იყო ქალი, რომელსაც სხეულზე სვასტიკის ნიშანი ჰქონდა ამომწვარი. პირველები, ვინც ეს ფოტოები გამოაქვეყნეს რუსი პროპაგანდისტები იყვნენ და ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს ან ომის დანაშაულების გამომძიებლებს არ შეგვეძლო მარიუპოლში წასვლა, რათა გაგვერკვია რა მოხდა სინამდვილეში. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი სიტუაციაა, როდესაც რთულდება ზუსტი ინფორმაციის მიღება, მაშინ, როცა პროპაგანდისტებს აქვთ თავისუფალი წვდომა ტერიტორიაზე.

გარდა რუსეთის დაწყებული ომისა და რუსი პროპაგანდისტებისა, არსებობენ თუ არა დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი გავლენიანი პირები საერთაშორისო დონეზე?

არიან ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის გავრცელებას თავიანთ საქმედ აქცევენ და ყველა ქვეყანას, ყველა რეგიონს ეყოლება თავისი ხალხი, რომლებიც ამას აკეთებენ და არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი გამიზნულად ავრცელენენ პროპაგანდას. ვფიქრობ, ეს ორი განსხვავებული სუბიექტია.

ვხედავთ ბევრ პოლიტიკოსსაც, რომლებიც პოლიტიკური სარგებლისთვის იყენებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნარატივებს. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში კი ბევრი ცნობილი ადამიანი და სპორტსმენი ან საჯარო სფეროს წარმომადგენელი ვნახეთ, რომლებიც კონკრეტულად პროპაგანდის გაამავრცელებლები არ არიან, მაგრამ გააძლიერეს ასეთი ნარატივები. ეს კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი აუდიტორიისთვის, რომლებზეც ამ ინფორმაციამ გავლენა იქონია. ორივე ეს შემთხვევა მიმდინარე პრობლემაა.

რა გავლენა აქვს სოციალურ მედიას როგორც დეზინფორმაციის გავრცელებაში, ისე მასთან ბრძოლაში?

სოციალური მედია კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა, მაგრამ ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. ეს აუდიტორია შეიძლება იყოს ჩვენი ოჯახის წევრები, დიდი საერთაშორისო აუდიტორია ან რაიმე შუალედი მათ შორის. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პროპაგანდის პრობლემა მხოლოდ სოციალურ მედიაში არ არის. ვიცით, რომ ამ კუთხით ტრადიციული ტელევიზია, განსაკუთრებით ოლიგარქების მფლობელობაში არსებული ტრადიციული ტელევიზია, დიდი პრობლემაა. ასევე შეიძლება დიდი პრობლემა იყოს რადიოსადგურებსა და გაზეთებში. თუმცა, სოციალურ მედიას შეუძლია სხვადასხვა აუდიტორია ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშიროს, რასაც ვერ ახერხებს ტრადიციული მედია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოციალური მედია საშუალებას აძლევს ბევრად უფრო ახალ აუდიტორიას ისეთი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინაშე აღმოჩნდეს, რომელის წინაშეც აქამდე ტრადიციული არხებით არ აღმოჩენილა. ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში სოციალური მედიის კომპანიები არ იღებენ ზომებს ამ ახალი აუდიტორიის პროპაგანდისგან და დეზინფორმაციისგან დასაცავად.

ვიცით, რომ ამ კომპანიების ეფექტი უზარმაზარი და ძალიან ძლიერია. ვიცით, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს გენოციდს, გააუარესოს ომი და ამავდროულად, რესურსების განაწილება, რომელსაც ეს კომპანიები ირჩევენ არ არის მიმართული ამის თავიდან აცილებისკენ.

მხოლოდ აკადემიური კვლევებიდან ვიცით, როგორ მუშაობს ამ კომპანიების ალგორითმები, რაც გარკვეულ სურათს გვაძლევს, მაგრამ ეს ალგორითმები მუდმივად იცვლება. ამავე დროს ისინი მოგებას იღებენ ონლაინ რეკლამების საშუალებით ამ დისკუსიებიდან და მეტ აუდიტორიას იზიდავენ. ასე რომ, კონტენტის მოდერაცია და თვალყურის დევნება არ არის ისე ძლიერი, როგორც საჭიროა იმ საფრთხეების განეიტრალებისთვის, რასაც ეს კომპანიები წარმოადგენენ.

მრავალი წელია დეზინფორმაციას აშუქებთ, რომელი პლატფორმა გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყველაზე მეტად?

ყველა მათგანი.

ერთნაირ დონეზე?

დიახ, ყველა რეგიონს და ყველა თაობას, ყველა გენდერსაც კი აქვს პლატფორმა, რომელსაც ანიჭებს უპირატესობას.

მაგალითად, ქალები კაცებზე მეტად ანიჭებენ უპირატესობას “ინსტაგრამს”, ახალგაზრდა თაობა “ტიკტოკს” უფრო ირჩევს, ვიდრე “ფეიბუქს”. თუმცა, როდესაც ამ კომპანიებზე ვსაუბრობთ, ზოგადად ინდივიდუალურად ვსაუბრობთ მათზე, მაგრამ ინფორმაცია ერთი პლატფორმიდან მუდმივად სხვა პლატფორმაზე გადადის.

მაგალითად, ადამიანები ჩამოტვირთავენ “ტიკტოკ” ვიდეოს, შემდეგ კი “ინსტაგრამზე”, “ფეისბუქზე” ან “ტვიტერზე” ატვირთავენ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პლატფორმა ექსკულუზიურად უარესია (დეზინფორმაციის გავრცელების მხრივ), რადგან ინფორმაციის დინება ამ პლატფორმებს შორის ძალიან თავისუფალია და ისე იზოლირებული არაა, როგორც შეიძლება სატელევიზიო არხები არიან.

როგორ მუშაობს დეზინფორმაცია და პროპაგანდა ომის დროს?

პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიების დიდ ნაწილს ველზე მყოფი პროპაგანდისტები ქმნიან, ეს მასალა კი შემდეგ სოციალურ და ტრადიციულ მედიაში ვრცელდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომის დროს პროპაგანდასა და დეზინფორმაციას დიდი როლი აქვს დიპლომატიურ ურთიერთობებშიც.

მაგალითად, ავიღოთ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები რომლებიც ვრცელდება პროპაგანდისტულ არხებზე ძალიან მორგებული გზავნილებით და გამიზნულია კონკრეტულ რეგიონზე, ქვეყანაზე ან თუნდაც ქვეყნის ამომრჩეველზე. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ უფრო გამოხატულია ომის დროს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინისთვის დიპლომატია მთავარი ფაქტორია ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისთვის, ისე როგორც საზღვარგარეთ მყოფი ლტოლვილების მხარდაჭერის მისაღებად.

რა არის დეზინფორმაციის გავრცელების რეალური შედეგი?

გარდა დიპლომატიური საკითხისა, ეს არის ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლების საკითხი, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული. არსებობს გარკვეული ნამდვილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება იქ, მაგრამ ძალიან რთულია ზუსტი ინფორმაციის მიღება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ ნარატივებს პოტენციალი აქვს წარმართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ძალიან საშიშია.

უფრო ფართო დონეზე, პროპაგანდა და დეზინფორმაცია ქმნის სოციალურ განხეთქილებას და დისკუსია გადააქვს ომის არაჰუმანურობიდან ისეთ რამეზე, რაც პოლიტიკურ ფეხბურთს უფრო ჰგავს. ვფიქრობ, ეს შეიძლება მართლაც საშიში იყოს, რადგან როგორც კი ხალხი დაივიწყებს, როგორია ომი ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის და დაიწყებს მის პოლიტიკურ ნარატივად აღქმას, ეს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის პოლიტიკურად ძალიან საშიში გახდება.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმეგ ჰიბრიდული ომია. ორივე მხარეს აქვს კომუნიკაციის სტრატეგია, როგორ დაახასიათებთ ამ სტრატეგიებს და როგორ შეცვალა ამან ომის ტრაექტორია?

პირველ რიგში, ვფიქრობ, ომი მხოლოდ მიწაზე ომი არაა, არამედ პროპაგანდის ომიცაა. ის, რაც უკრაინაში ომს გამოარჩევს, სოციალური მედიის გამოიყენებაა, განსხვავებით მეორე მსოფლიო ომისგან, როცა პროპაგანდის სხვა არხები არსებობდა. ბევრი რამ უცვლელია, მაგრამ ბევრი რამ განსხვავდება.

ერთია ის, რომ თავად უკრაინელები ცდილობენ სხვა უკრაინელებს, დიასპორასა და მსოფლიოს ესაუბრონ, შექმნან სამოქალაქო დიპლომატია და გავლენა იქონიონ მთავრობებზე, რომ შეძლონ იარაღის მიღება. ვნახეთ, რომ ეს განსაკუთრებით ეფექტური იყო ომის დასაწყისში, როდესაც დიპლომატები მეუბნებოდნენ, რომ “უკრაინელების მიმართ ასეთი პოპულარული მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო ჩემი ამომრჩევლის ან ხალხისგან, რომელსაც წარმოვადგენ, ვერ შევძლებდით უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის დონეზე მისვლასო.”

ვფიქრობ, ამ წარმატების დიდი ნაწილი უკრაინული კომუნიკაციის სტრატეგიაა, რომელსაც არც კი ვიცი შეიძლება თუ არა სტრატეგია ეწოდოს, რადგან ბევრი ადამიანი უბრალოდ ამბობს “აი ეს ხდება ჩემს თავს, ეს არის ჩემი ამბავი, გთხოვთ ვინმემ მომისმინეთ” - რასაც გავლენა აქვს ადამიანებზე.

რას იტყვით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაციაზე? მახსოვს პრეზიდენტ ზელენსკის ცნობილი ვიდეო თავის გუნდის წევრებთან ერთად. ეს, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტმა მიმართვა “სელფის” კამერით ჩაწერა და გამოაქვეყნა.

დიახ, ვფიქრობ, ზელენსკის სტრატეგიამ ნამდვილად იქონია დიდი გავლენა სოციალურ მედიაში. მახსოვს ვკითხულობდი, რომ ომის პირველ დღეებში ის მსოფლიოს სხვა ლიდერებს შეტყობინებებად უგზავნიდა ფოტოებსა და ვიდეოებს ადგილიდან, რომ ენახებინა რა ხდებოდა მის ქვეყანაში.

ვფიქრობ, ახლა რუსეთი ძალიან ცდილობს ზელენსკის პოპულარობის განადგურებას. ისინი ამას პროპაგანდისტული გზავნილებით სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ. მაგრამ ამას რუსეთი ჯერ კიდევ სრულმასშტაბიან შეჭრამდე აკეთებდა და ეს არის ის, რასაც არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან და საკუთარ ხალხთან, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთანაც აკეთებენ.

მნიშვნელოვანი ახალი ამბის გავრცელების შემდეგ იზრდება ამბის მიმართ ინტერესი და მატულობს დეზინფორმაციაც. რა უნდა გაითვალისწინონ ახალი ამბების მომხმარებლებმა და რეპორტიორებმა ამ დროს?

ბევრი საბაზისო რამ არის, მაგალითად, იმის ნახვა თუ როდის შეიქმნა სოციალური მედიის ანგარიში, რომელიც მასალას აქვეყნებს, რა გამოუქვეყნებია წარსულში - ეს განსაკუთრებით “იუთუბს” ეხება, თუმცა სხვა პლატფორმებზეც ვრცელდება.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებმა შექმნან საკუთარი სანდო ინფორმაციული ეკოსისტემები. ყურადღება მიაქციონ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რომელთა მასალებსაც პატივს სცემენ, გამოიწერონ ისინი სოციალურ მედიაში ინდივიდუალურად. ეს ხელს შეუწყობს დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

როგორია იმის გარკვევის პროცესი თუ ვინ დგას კონკრეტული დეზინფორმაციის უკან?

რთულია, ხშირად ეს 10-წუთიანი გამოძიება არ არის. ბევრ ღია წყაროს ინსტრუმენტს იყენებ, რათა გაარკვიო მაგალითად, ეს ვიდეო აქამდე თუ გამოქვეყნებულა, სოციალური მედიის რომელი ანგარიშები აძლიერებენ ამ მასალაზე ჩართულობას, არსებობს თუ არა ეს ვიდეო სხვა პლატფორმებზე? - ეს რეალური საგამოძიებო პროცესია, რასაც ერთ დღეში ვერ გააკეთებ და ვერც ერთ დღეში ისწავლი ამის კეთებას. თუმცა, ვხედავთ, ბევრი ნიუსრუმი დიდ ინვესტიციას დებს ამ კონკრეტულ უნარებში.

ბევრ ნიუსრუმსა და აკადემიკოსს ასწავლით ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოძიებას. რა არის ამ მხრივ მთავარი გამოწვევა მედია პროფესიონალებისთვის?

ვფიქრობ, ბევრი რეპორტიორი ონლაინ გამოძიების უნარებს აღიქვამს ისე, თითქოს ეს სხვისი გასაკეთებელია. სინამდვილეში, ინფორმაციის გადამოწმების საბაზისო უნარები ყველა რეპორტიორს უნდა ჰქონდეს. ისევე, როგორც ყველა რეპორტიორს უნდა შეეძლოს საბაზისო იურიდიული დოკუმენტის წაკითხვა ან წყაროების მოძიება. ეს არის ის, რაც ყველა ჟურნალისტს სჭირდება, მათ უნდა იცოდნენ გეოლოკაციის საფუძვლები, ფოტოს მიხედვით ძიება, ვებსაიტების დომეინის შესახებ ინფორმაცის გარკვევა.

ამას ვერ გავექცევით, რადგან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ტრადიციულ ჟურნალისტიკას, როდესაც შეგეძლო მხოლოდ ტელეფონი აგეღო და ვინმესთან დაგერეკა, რაც ასევე მნიშვნელოვანი უნარია, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა რეპორტიორმა უნდა გაიაროს ძალიან მარტივი ტრენინგი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ რეალობაში და თავს ვერ აარიდებ საფრთხეებს, სირთულეებს და გაშუქების იმ ტიპს, რაც საჭიროა ციფრული რეალობისთვის.

ახსენეთ, რომ ეს იცვლება და ნიუსრუმები მეტ ინვესტიციას დებენ ასეთ ტრენინგებში.

ეს ძალიან იცვლება. ხუთი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ რეპორტიორები სატელიტურ კომპანიებს დაურეკავდნენ უახლესი სატელიტური სურათებისთვის. ხუთი წლის წინ ვიზუალური საგამოძიებო ჯგუფების უმეტესობა არ არსებობდა. ეს იყო ნიშა ტექნოლოგიებით შეპყრობილი ადამიანებისთვის.

უზარმაზარი ბუმი ვნახეთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკულ მედიაში, ისე საერთაშორისო დონეზე და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება, რადგან ტრადიციული და ციფრული გაშუქების ერთობლიობა როგორც უკრაინის ომში, ისე ბევრ სხვა კრიზისში, იქნება ეს გარემოსდაცვითი კრიზისები, პროტესტი თუ არჩევნები, წარმოუდგენლად ძლიერი კომბინაციაა.

რომელი ყალბი ამბავი ცირკულირებს მუდმივად ან ყოველთვის ბრუნდება?

თითქმის ყველა ასეთი ამბავი ყოველთვის ბრუნდება და მეორდება. გარდა ძალიან სერიოზული დეზინფორმაციისა, არის ერთი უვნებელი ყალბი ამბავი, რომელიც 12 წელია ტრიალებს. ყოველ ჯერზე, როცა ქარიშხალია, ვიღაც აქვეყნებს გზაზე მცურავი ზვიგენის ფოტოს. ვფიქრობ, ამას გასართობად აკეთებენ, ზოგჯერ მეტი აუდიტორიიის მისაზიდად. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, მართლაც ცურავდა ზვიგენი ქუჩაში. ეს ინფორმაცია რეალობად იქცა. ფლორიდაში ქარიშხლისა და წყალდიდობის დროს, პატარა ზვიგენი კერძო სახლის გარეთ ცურავდა. ნამდვილი სიურპრიზი იყო მისი რეალურ ცხოვრებაში ნახვა.

რომელია სერიოზული და საზიანო ყალბი ამბავი, რომელიც ასევე მუდმივად ვრცელდება?

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ყოვლისმომცველი და საზიანო - ლტოლვილების საწინააღმდეგო ნარატივებია.

თითოეულ ქვეყანასა და რეგიონში ამ ნარატივს განსხვავებული მახასიათებელი აქვს. აშშ-ში დემონიზებულები არიან სამხრეთ ამერიკელები. ევროპაში ხალხი ახლო აღმოსავლეთიდან, ახლა ვხედავთ, რომ უკრაინელების დემონიზებაც ხდება. ეს ნარატივები მრავალი წლის განმავლობაში ძალიან ეფექტურია და ყველაზე მეტად მაწუხებს, რადგან ეს არის ის, რაც პოლიტიკურად მოგებიანია და რაც მუდმივად არსებობს.

რომელ ინსტრუმენტებსა და ხერხებს გაუწევ რეკომენდაციას დეზინფორმაციის ამოსაცნობად?

შეამოწმეთ ანგარიში, რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას. ისწავლეთ სურათის მიხედვით ძიება, განსაკუთრებით Google-ის გარეთ. არსებობს ბრაუზერზე შესანიშნავი დამატება InVID, რომელიც საშუალებას მოგცემთ სურათით ინფორმაცია ეძებოთ სხვა საძიებო სისტემებში.

რიგითი მომხმარებლისთვის რჩევაა, უბრალოდ შეეცადეთ იყოთ კრიტიკული იმის მიმართ, რასაც ხედავთ. ყველაზე ექსტრემალური მაგალითია, თუ ფონზე ხედავთ პალმის ხეს და ვინმე ამბობს, რომ ეს უკრაინაა. ეს ალბათ უკრაინა არ არის.

არაუშავს თუ დაიჯერებთ დეზინფორმაციას და პროპაგანდას. ეს ყველას ემართება. მაგრამ არის განსხვავება რაღაცის ნახვას, მასზე რეაგირებასა და თქვენი აუდიტორიისთვის გაზიარებასა და მასზე არ რეაგირებას შორის. ასე რომ, თუ რაიმეს აზიარებთ, უმჯობესია დარწმუნებული იყოთ, რომ ეს რეალურია.

როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება დეზინფორმაცია მომავალში?

ჩემთვის არაკომფორტულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ვიტყვი, რომ პრობლემის მოგვარების გზა ჯერ არ ჩანს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება ფინანსურად მოგებიანია, ხოლო სოციალური მედიის კომპანიებს არ აქვთ ამაზე სისტემური, ეფექტური რეაქცია. სანამ ეს არ მოხდება პრობლემა გაგრძელდება, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აუდიტორია გაიზრდება, და უფრო და უფრო მეტად დაგვაზიანებს.

იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება, მაგრამ თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლაა, ვფიქრობ, წინ რთული წლები გველოდება.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღეებიდან, ინგლისურენოვანი გამოცემა The Kyiv Independent საერთაშორისო საზოგადოებისთვის ომის შესახებ ამბების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა.

  • 2022 წლის 24 თებერვლიდან ერთი კვირის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოცემის სარედაქციო სვეტიდან ამონარიდი წაიკითხა.alt
  • 23 მაისს, ამავე გამოცემის მთავარი რედაქტორი, ოლგა რუდენკო, ჟურნალ Time-ის გარეკანზე გამოჩნდა. 
 
მოკლე დროში The Kyiv Independent-მა საერთაშორისო აღიარება და მილიონობით ადამიანის, მათ შორის კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის, მხარდაჭერა მოიპოვა.

რედაქცია

2021 წლის 8 ნოემბერს, უკრაინაში ყველაზე ძველი ინგლისურენოვანი გამოცემა “კიევ პოსტი”, რომელიც არსებობის 26 წელიწადს ითვლიდა, მფლობელმა დროებით დახურა. გათავისუფლებული ჟურნალისტები მაშინ ამბობდნენ, რომ “კიევ პოსტის” მესაკუთრის ეს ნაბიჯი ნიუსრუმზე სრული კონტროლის მოპოვებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ემსახურებოდა.

3 დღის შემდეგ “კიევ პოსტის” 30-მა ყოფილმა თანამშრომელმა ახალი გამოცემა - “კიევ ინდიფენდენტი” შექმნა და მთავარ რედაქტორად “კიევ პოსტის” ყოფილი მთავარი რედაქტორის მოადგილე ოლგა რუდენკო აირჩია.

“დამოუკიდებელი “კიევ პოსტის” სარედაქციო ჯგუფმა უარი თქვა გაჩუმებაზე. თუკი არ შეგვეძლო “კიევ პოსტის” ბრენდის გადარჩენა, შეგვეძლო მისი ღირებულებები გადაგვერჩინა” - წერს “კიევ ინდიფენდენტის” რედაქცია და თავის ღირებულებებს ასე აყალიბებს:

  • ახალი გამოცემა მოემსახურება თავის მკითხველსა და საზოგადოებას და არავის სხვას.
  • გამოცემა არ იქნება დამოკიდებული მდიდარ მფლობელზე ან ოლიგარქზე. გამოცემა დამოკიდებული იქნება მკითხველებისა და დონორებისგან დაფინანსების მოზიდვაზე და შემდგომ, კომერციულ საქმიანობაზე.
  • ნიუსრუმი გადაწყვეტს და განსაზღვრავს გამოცემის სარედაქციო პოლიტიკას საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა გარედან დაუშვებელია.
  • გამოცემა ყოველთვის ნაწილობრივ მაინც იქნება თავისი ჟურნალისტების საკუთრება.
  • გამოცემა შეეცდება, მიაღწიოს ფინანსურ მდგრადობას მომავალში დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

დღეს გამოცემა 33 თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის არიან ჟურნალისტები, რედაქტორები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, მენეჯერები და მარკეტერები. თუმცა მათი უმრავლესობა (75%) სარედაქციო გუნდის წევრია, დანარჩენები ორგანიზაციის ბიზნეს განვითარებაზე მუშაობენ. სარეკლამო მიმართულებით კი კომპანია გარე გაყიდვების სააგენტოსთან მუშაობს.

"კიევ ინდიფენდენტი” ორგანიზაციული თვალსაზრისით ძალიან ახალგაზრდაა, ჟურნალისტური ტრადიცია კი მრავალწლიანი აქვს. ნიუსრუმი ამჟამად ორგანიზაციის უდიდესი ნაწილია. ეს იყო ახალი ორგანიზაციის ხერხემალი, როდესაც ნიურუმი "კიევ პოსტიდან" "კიევ ინდიფენდენტში" გადმოვიდა.", - გვეუბნება გამოცემის განვითარების ხელმძღვანელი და The Fix Media-ს თანადამფუძნებელი ზახარ პროტსიუკი, რომელსაც თბილისში, “ინტერიუსის” საერთაშორისო კონფერენციაზე ვესაუბრეთ.

ფინანსები

ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, “კიევ ინდიფენდენტს” ფინანსურად არ უჭირს. გამოცემამ მუშაობა თავდაპირველად კანადის მთავრობის დახმარებით, გრანტით დაიწყო, თუმცა დღეს მათი შემოსავლის მთავარი წყარო მკითხველისგან მიღებული თანხაა, რომელიც ერთჯერადი და მუდმივი შემოწირულობებისგან შედგება.

  • “კიევ ინდიფენდენტის” gofundme-ის გვერდზე ამ დროისთვის მილიონ-ნახევარ ფუნტ სტერლინგზე მეტია შეგროვებული, ვებგვერდზე ჩანს, რომ ზოგიერთი მხარდამჭერი მინიმალურ თანხას, მაგალითად 7 ფუნტს რიცხავს, ზოგი კი 50 000 ფუნტ სტერლინგს.
  • გამოცემას აქვს Patreon-ის გვერდიც, სადაც მკითხველს თანხის სანაცვლოდ დამატებით ექსკლუზიურ მასალებს სთავაზობს. აქ ამჟამად გამოცემას 7 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ყოველთვიურად $71,168 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

altმედიასაშუალებამ Patreon-ის გვერდი დაფუძნებისთანავე, ნოემბერშივე შექმნა. ერთი თვით ადრე, სანამ ოფიციალური ვებგვერდი ექნებოდათ. მათ იმ პერიოდში უკვე დააგროვეს 500 რეგულარული შემომწირველი.

“ამ ეტაპზე ფული ჩვენი მთავარი პრობლემა არაა. დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მკითხველებისგან, რაც კომფორტულ, უსაფრთხო გარემოს გვიქმნის. ჩვენ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს მომდევნო წელს სამუშაოდ და ვიცით, რომ არაფერი გვემუქრება” - ამბობს ზახარ პროტსიუკი.

ომის გაშუქება თავდაცვის საშუალებებთან და გაზრდილ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამ მხრივ გამოცემამ აღჭურვილობის ნაწილი თავად შეიძინა, დახმარების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა ორგანიზაციისგან მიიღო.

ზახარ პროტსიუკი ამბობს, რომ მკითხველისგან მიღებული თანხის ძირითად შემოსავლად ქცევა იმითაცაა განპირობებული, რომ “კიევ ინდიფენდენტის” ძირითადი აუდიტორია უკრაინის გარეთაა. მკითხველების მესამედი აშშ-დანაა, სადაც ახალ ამბებში თანხის გადახდის კულტურა განვითარებულია. თუმცა ეს კულტურა ნელ-ნელა ყალიბდება უკრაინაშიც.

“რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, 2020 წლიდან ბევრმა მედია პროექტმა დაიწყო გამომწერების პროგრამის შექმნა, მათ შორის “უკრაინსკა პრავდამ” და “ნოვაია ვრემიამ”. მაშინ ბაზარზე პირველად გამოჩნდა ასეთი მოდელები. ახალ ამბებში თანხის გადახდის კულტურა უკრაინაში ნელ-ნელა იცვლებოდა,” - ამბობს პროტსიუკი.

ვინ არის The Kyiv Independent-ის აუდიტორია?

აშშ-ის შემდეგ “კიევ ინდიფენდენტს” ყველაზე მეტად გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ეცნობიან. პირველ ათეულშია ინდოეთიც.

გამოცემას ბევრი გავლენიანი და ცნობილი ადამიანიც უჭერს მხარს.

“ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, “კიევ ინდიფენდენტმა” საკუთარი თავი ნამდვილად გააცნო დასავლურ სამყაროს. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს და ვიცით, რომ ისინი “კიევ ინდიფენდენტს” კითხულობენ. მაგალითად, ინტერვიუ გვქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, და მან თქვა, რომ ხშირად ეცნობა ამბებს ჩვენთან.” - ამბობს პროტსიუკი.

თუმცა, უკრაინაში ინგლისურად ბევრი სხვა გამოცემაც აქვეყნებს მასალას. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიასაშუალება “უკრაინსკა პრავდა”. ინგლისურ ენაზე სთავაზობს მასალებს საერთაშორისო აუდიტორიას “კიევ ინდიფენდენტის” “წინაპარი გამოცემა” “კიევ პოსტიც”, რომელმაც მუშაობა 2021 წლის დეკემბერში განაახლა.

“არიან უფრო პატარა, ნიშური მედიასაშუალებებიც, რომლებსაც ინგლისურენოვანი ვერსიები აქვთ. ვიტყოდი,რომ უკრაინული მედიის უმრავლესობამ სცადა ინგლისურენოვანი ვერსიების დამატება, რადგან ბაზარზე პოტენციალს ხედავენ და დარწმუნებული ვარ, “კიევ ინდიფენდენტი” მათთვის იმის პოტენციალის მაგალითია, რასაც შეიძლება მიაღწიონ”, - გვეუბნება გამოცემის განვითარების ხელმძღვანელი.

მაშინ რამ განაპირობა გამოცემის ასეთი წარმატება?

ზახარ პროტსიუკის აზრით, წარმატების მიღმა რამდენიმე ფაქტორია:

  • გამოცემა მხოლოდ ინგლისურენოვანია და ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს იცავს.
  • გამოცემა 24 თებერვალს უკვე მუშაობდა, ხოლო სხვა დიდმა გამოცემებმა ინგლისურად გაშუქება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს.

“სისწრაფემ და მონდომებამ თავისი გააკეთაო” - ამბობს პროტსიუკი - “ვფიქრობ, ჩვენი შემთხვევა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ხარისხიანმა ჟურნალისტიკამ დაამტკიცოს, რომ წარმატების მთავარი ფაქტორია.”

სოციალური მედია

“კიევ ინდიფენდენტისთისთვის” სოციალური ქსელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამოცემას ყველაზე დიდი აუდიტორია “ტვიტერზე” ჰყავს.

გარდა ამისა:
  • “ინსტაგარამზე” - 68 ათასი.
  • “ფეისბუქზე” - 64 ათასი.
  • “ტელეგრამზე” - 52 ათასი.

მათ ახლახან შექმნეს “ლინკდინის” გვერდიც და სამომავლოდ “ტიკტოკის” ათვისებასაც გეგმავენ .

“ახლახანს დავიწყეთ ვიდეო დეპარტამენტის შექმნა. 2 თვის წინ შემოგვიერთდა ანნა იაკუტენკო ვიდეოს მიმართულების ხელმძღვანელად. ახლა ვიწყებთ ვიდეო კონტენტის წარმოებასაც და “ტიკტოკს” ვუყურებთ. ადრე თუ გვიან, ამ პლატფორმაზეც ვიქნებით.” - ამბობს ზახარ პროტსიუკი - გამოცემისთვის ვებგვერდი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა. ახალ ამბებს “ტვიტერზე” ვებგვერდის ბმულის გარეშე ვაქვეყნებთ და ბევრი ადამიანი, ვინც გვკითხულობს, გვიცნობს და ფინანსურად მხარს გვიჭერს, ჩვენს ვებგვერდს იშვიათად სტუმრობსო.

“კიევ ინდეფენდენტს” განსხვავებული მიდგომა აქვს ახალი ამბების გამოქვეყნებისას. გარდა იმისა, რომ “ტვიტერზე” ინფორმაციას ბმულების გარეშე, ცალკე პროდუქტად ავრცელებს. მსგავს ფორმატს იყენებს ვებგვერდის მთავარ გვერდზეც, სადაც News Feed-ის განყოფილებაში ამბებს მოკლედ, ერთ აბზაცად, ცალკე ბმულის გარეშე აქვეყნებს.

“ეს ფორმატი ვებგვერდიდან ტრაფიკს არ გვაძლევს, მაგრამ მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფად აშუქებ. ომის პირობებში სწრაფი და ზუსტი უნდა იყო. ვფიქრობ, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, რომ კონტენტის სტრუქტურა და მისი მოხმარების სიჩქარე ხელსაყრელი იყო ბევრი ადამიანისთვის, რათა სწრაფად გაეგოთ რა ხდებოდა. რუსეთის შემოჭრისას ადამიანები შოკში იყვნენ და კონტენტის მოხმარება მუდმივად სურდათ, ახალი ამბების ასეთ პატარა ნაჭრებად მიწოდება კი ამისთვის კარგი ფორმატი აღმოჩნდა.”, - განმარტავს პროტსიუკი.

alt

“კიევ ინდიფენდენტის” გუნდი ცდილობს, სოციალური მედიის პლატფორმები მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს.

თუ გაქვთ ერთი პლატფორმა, რომელიც სხვა პლატფორმებზე [ჩართულობით] მაღლა დგას. გააანალიზეთ რატომ, ეცადეთ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოთ ეს პლატფორმა, რადგან სწორედ მას მოაქვს თქვენთვის ყველაზე დიდი შედეგი. ეს პლატფორმა კი სხვა პლატფორმების გასაზრდელად გამოიყენეთ.” - ასეთი სტრატეგიით შექმნა “კიევ ინდიფენდენტმა” “ტელეგრამის” არხი “ტვიტერის” გვერდის გამოყენებით.

გამოცემაში კარგად ესმით ისიც, რომ მხოლოდ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ვერ იქნები, რადგან ამ პლატფორმებზე სტრუქტურულ და ალგორითმის ცვლილებებს თავად ვერ აკონტროლებ, ეს კი ყოველთვის სარისკოა. ამიტომ ისევ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ვებგვერდის განვითარება.

“კიევ ინდიფენდენტის” მიზანია ვებგვერდი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს. ახლანდელი ვერსია დროებითია და სამომავლოდ კიდევ შეიცვლება. ამ ეტაპზე გუნდი ვებგვერდზე გამომწერების პროგრამის ჩაშენებაზე მუშაობს, რის შემდეგაც გამომწერებს არა გარე პლატფორმებიდან გადმოიყვანს, არამედ პირდაპირ გამოცემის ვებგვერდიდან დააკავშირებს.

მთავარი გამოწვევა

მცირე დროში 10 ათასიდან დან 2 მილიონ მკითხველამდე გაზრდამ “კიევ ინდიფენდენტის” გამოწვევებიც შეცვალა. ზახარ პროტსიუკი ამბობს, რომ ახლა მათი მიზანია, ამ ყველაფერს დაეწიონ ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

ამისთვის, ბოლო სამ თვეში ორგანიზაციამ 10 ახალი თანამშრომელი დაიქირავა და სამომავლოდ კიდევ ათ ადამიანს დაასაქმებს. ამ ეტაპზე ეძებენ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს, რომელიც მთელ გუნდს შექმნის.

“ადამიანების დაქირავება ყოველთვის პრობლემა იყო ინგლისურენოვანი ნიშის მედიაში. მარტივი არაა ადამიანების პოვნა, რომლებსაც ესმით უკრაინის კონტექსტიც და აკმაყოფილებენ იმ დასავლურ, ინგლისურ სტანდარტებს, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. შედარებით მარტივია არასარედაქციო კადრების აყვანა”, - განმარტავს ზახარ პროტსიუკი.

ზახარი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაციის მთავარი გამოწვევებია:

  • გუნდის უსაფრთხოება.
  • გუნდის სტრუქტურა.
  • გუნდისა და აუდიტორიის ზრდა.

“რათა დავრწმუნდეთ, რომ “კიევ ინდიფენდენტმა” ხანგრძლივ პერსპექტივაში რელევანტურობა და დიდი აუდიტორია შეინარჩუნოს. ორგანიზაციული გამოწვევაა იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანები, რომლებიც უკრაინას და მასთან ერთად “კიევ ინდიფენდენტს” აღმოაჩენენ, ჩვენთან დარჩნენ”

რას აკეთებს გამოცემა ამ მიზნის მისაღწევად?

  • გამოცემა მკითხველებს სთავაზობს საინფორმაციო ბიულეტენებს ელექტრონული ფოსტით, რათა მკითხველისგან მიიღონ ინფორმაცია და შემდეგ ახალი ამბებით დაუბრუნდნენ.
  • სარედაქციო თვალსაზრისით, მკითხველებს უფრო ფართო კონტექსტი შესთავაზოს: “ეს არამხოლოდ ძირითადი დეტალებია უკრაინის შესახებ, არამედ ის, თუ როგორ არის უკრაინა რელევანტური აღმოსავლეთ ევროპის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების კონტექსტში.”- ამბობს ზახარ პროტსიუკი.

მაგალითად, გამოცემამ დაიწყო პოდკასტი Power Lines, რომელიც უკრაინის შესახებაა, თუმცა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ეხება აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში.

შესაბამისად, გამოცემის კონტენტი უფრო ფართო აუდიტორიისკენაა მიმართული - მედიასაშუალება ცდილობს ახალი სამიზნე აუდიტორიის ათვისებას შესაბამისი სარედაქციო პროდუქტების შექმნითაც. მაგალითად, აუდოტორიას სთავაზობენ საინფორმაციო ბიულეტენს ბელარუსის შესახებაც.

“ხანგრძლივ პერსპექტივაში გვინდა ჩვენი ამბები უკრაინაზე უფრო იყოს ფოკურისრებული, მაგრამ ასევე გვსურს, აღმოსავლეთ ევროპის ამბებით დაინტერესებული აუდიტორია “კიევ ინდიფენდენტზე” მოვიზიდოთ”, - ამბობს ზახარ პროტსიუკი.
კატეგორია: ინტერვიუ
ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელის განვითარების ფონზე მედიასაშუალებებს უფრო და უფრო კონკურენტულ გარემოში უწევთ არსებობა. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რთულდება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება დამოუკიდებელი მცირე ზომის მედია ორგანიზაციებისთვის.

საერთაშორისო მედიისა და მარკეტინგის კონსულტანტი, კომპანია “ნიუსგეინის” თანადამფუძნებელი, მიშელ ფოსტერი და“ინტერნიუსის” მედია ბიზნესის დირექტორი ჯეისონ ლამბერტი გვესაუბრებიან, როგორ უნდა შეინარჩუნონ მედიასაშუალებებმა ფინანსური სტაბილურობა და მეტი შემოსავალი გამოიმუშავონ.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მედია აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში?

ჯეისონ ლამბერტი: შეგვიძლია დავიწყოთ იმ პრობლემებით, რომლებიც საინფორმაციო მედიაზე გავლენას მთელ მსოფლიოში ახდენს. რა თქმა უნდა, არის ფინანსური პრობლემები, ბევრ მედიასაშუალებას გაუჭირდა ტრადიციული ბიზნეს მოდელებიდან ციფრულ ბიზნეს მოდელებზე გადასვლა. გაიზარდა ციფრული პლატფორმების ეფექტურობა, შესაბამისად, შემოსავლები, რომლებსაც საინფორმაციო მედიასაშუალებები იღებდნენ ახლა სხვაგვარად ნაწილდება. ამასთან ერთად წინ წამოიწია ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა, რაც აუდიტორიის, ჩართულობისა და შემოსავლების დიდ ნაწილს იღებს და ბევრ სივრცეს არ ტოვებს საინფორმაციო მედიისთვის. ამ ყველაფერთან ერთად არის გამოწვევები ამ კონკრეტულ რეგიონშიც.

მიშელ ფოსტერი: რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს რუსულენოვან მოსახლეობაში ნაციონალისტური განწყობების შექმნას, რათა ხალხს ჰქონდეს ერთგავრი ბრაზი და ისტორიული წყენა რუსეთის “სიდიადის” დაკარგვის მიმართ. უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში ვხედავთ, რომ ამ დიდხნიანმა დეზინფორმაციამ არამარტო პრესის, არამედ, ზოგადად, რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ამან შეაფერხა ბიზნეს მოდელებიც, არამხოლოდ უკრაინისთვის. ამას გავლენა აქვს მოლდოვაში, საქართველოში და ყველგან, რადგან რუსული ინტერვენციის შიში იზრდება.

ასე, რომ ბევრი პრობლემა, რომლის წინაშეც აქ დგას მედია, გლობალურადაც ვხედავთ და ეს ძლიერდება გადაჭარბებული დეზინფორმაციით, კონფლიქტის საფრთხის წინაშე.

როგორ უნდა გამოიმუშავონ ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა შემოსავალი, რეკლამის გაყიდვის ტრადიციული გზების მიღმა?

ჯეისონ ლამბერტი: დივერსიფიცირებით. ხშირად, ისინი ვერ გამოიმუშავებენ ჟურნალისტური საქმიანობის შესანარჩუნებელ საკმარის თანხას პატარა აუდიტორიიდან, ამიტომ ხშირად ვხედავთ, რომ შემოსავლის დივერსიფიკაციას მიმართავენ. ამჟამად 25 განსხვავებულ გზას ვაკვირდებით, რომლითაც მედია კომპანიებს შემოსავლის მიღება შეუძლიათ. მათ შორის, სპონსორობა, შემოწირულობები, გამოწერები და ა.შ.

არსებობს მომხმარებლიდან მიღებული შემოსავლის მოდელები, თუმცა ამას ადგილობრივი მედიის შესაფერის მოდელად ვერ ვხედავთ, ეს უფრო ნაციონალურ დონეზე მომუშავე მედიის მოდელია, ვიდრე პატარა ადგილობრივი მედიასაშუალების.

რა შეიძლება გააკეთონ მცირე ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების მქონე მედიასაშუალებებმა შემოსავლების გასაზრდელად?

მიშელ ფოსტერი: ვფიქრობ, მთავარია შეზღუდული რაოდენობის მრავალფეროვანი შემოსავლის წყაროების განვითარება. ეს განსხვავდება ბაზრის მიხედვით და ნამდვილად მოითხოვს ადგილობრივი ბაზრის ცოდნას.

ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოვდივართ, ეს შეიძლება იყოს პოდკასტი, თუმცა მედიის კარგი მენეჯერები ნამდვილად იცნობენ თავიანთ ბაზარს და იციან რა მოერგება მათ ორგანიზაციას. ასე რომ, არის შესაძლებლობები, თუმცა იმის, რომ მხოლოდ სარეკლამო შემოსავლებით შეიძლება შენარჩუნდეს პატარა მედია ორგანიზაცია, ალბათ, 20 წლის წინ სჯეროდათ.

ჯეისონ ლამბერტი: ასევე ერთ-ერთი მთავარი და განმასხვავებელი ფაქტორია ნდობა. მაგალითად, [უკრაინული გამოცემის] “უკრაინსკა პრავდას” აუდიტორია სწრაფად გაიზარდა, რადგან ის რუსეთის უკრაინაში შეჭრისას ინფორმაციის მთავარი წყარო იყო ბევრისთვის, ეს იმიტომ, რომ სანდო მედიასაშუალებაა.

“სიმართლე გეხმარება გამარჯვებაში” - ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტ სევგილ მუსაიევასთან - გაიგეთ მეტი “უკრაინსკა პრავდას” შესახებ

რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია და როგორი შეიძლება იყოს ციფრული მედია მომდევნო 10 წელიწადში?

მიშელ ფოსტერი: საკმაოდ დიდ განსხვავებას ვხედავთ ბაზარზე დიდ და პატარა მოთამაშეებს შორის. დიდი დაშორებაა წარმატებულ საინფორმაციო მედიასაშუალებებს შორის უფრო განვითარებულ დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყნებსა და ზოგიერთ განვითარებად ან იმ ქვეყნებში, სადაც მედიას შეზღუდვებში უწევს მუშაობა.

ჩვენ აღარ ვართ საწყის ციფრულ ფაზაში. გაციფრულება 28 წელია მიმდინარეობს. ეს ადამიანების მთელი თაობაა, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალების ადაპტირება შენელებულია.

ჯეისონ ლამბერტი: “ფეისბუქი” და “გუგლი” უკვე 18 და 24 წელია არსებობენ.

არაპოპულარულია ამის თქმა, მაგრამ დიდმა პლატფორმებმა ახალი ამბების მედიასაშუალებებს აჯობეს აუდიტორიის მიზიდვაში. ახლა, ცხადია, რომ ადამიანებს მეტი გასართობი სჭირდებათ. ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ახალი ამბებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები მზად არიან გადაიხადონ თანხა კონტენტისთვის, თუმცა არა სერიოზული, საინფორმაციო მასალისთვის. ასე, რომ ეს სივრცე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.

საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დიდი ნაწილი გრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზეა დამოკიდებული. რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ შემოსავლის მიღება თავადაც მოახერხონ? რადგან გარატირებული არაა, რომ გრანტები და დაფინანსება მომდევნო წლებშიც ექნებათ.

ჯეისონ ლამბერტი: გარანტირებულია, რომ ადრე თუ გვიან, მედიასაშუალებების გრანტები დასრულდება, ყველაზე კარგი, რაც გრანტით მხარდაჭერილ გამოცემებს შეგვიძლია უთხრათ არის: ახლა არის დრო ექსპერიმენტებისთვის, შექმნან ფინანსური გეგმები, სცადონ სიახლეები.

ვფიქრობ, დამფინანსებლებსა და დონორებს, რომლებთანაც კომუნიკაცია გვაქვს, რაღაც მომენტში სურთ შეწყვიტონ თანხის გაცემა, მათ ცვალებადი დღის წესრიგი აქვთ და უნდათ დაინახონ, რომ ოდესმე ეს სამუშაო დასრულებულია ან უკვე შეასრულეს მისია.

ასე რომ, ფინანსური გეგმის შექმნა, ექსპერიმენტების შესაძლებლობა, ზოგ შემთხვევაში წარუმატებლობა ნორმალურია. არცერთ ჩვენგანს არ აქვს სრული სურათი იმისა, თუ რა ხდის მედია კომპანიას მდგრადსა და წარმატებულს განსხვავებული ბაზრების კონტექსტში. ამაზე ვმუშაობთ.

ასე, რომ საუკეთესო რჩევაა: გაითვალისწინეთ, რომ დაფინანსება დასრულდება, სცადეთ სიახლეები, არა მხოლოდ რისკის დივერსიფიკაციისთვის, არამედ შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

მიშელ ფოსტერი: ასევე, ვხედავთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ასეთ გარდამავალ პერიოდში სცადეს სიახლეები: სცადეს ეპოვათ სამიზნე აუდიტორიის ახალი სეგმენტები, რათა კონტენტი მათზე მოერგოთ; სცადეს ახალი ბიზნეს სტრატეგიები. შედეგად, მათმა უმრავლესობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა კონტენტი და აუდიტორია.

ვფიქრობ, ამ დაფინანსებული პერიოდის ერთ-ერთი რეალური სარგებელი არის ის, რომ ადამიანებს აქვთ შანსი სცადონ სიახლეები და ისწავლონ როგორ იყვნენ წარმატებულები.

ჯეისონ ლამბერტი: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება. გამოიყენეთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, შექმენით წარმატების ისტორია. ასე რომ, დაფინანსებული პერიოდი შეიძლება იყოს ინვესტიციისკენ მიმავალი გზა, რადგან როდესაც თანხას იღებ დაინტერესებული მხარისგან უნდა აჩვენო, რომ გააკეთებ იმას, რასაც ამბობ, რომ შეგიძლია სწორად განკარგო თანხა და მიაღწიო მოსალოდნელ შედეგს.

ბევრ ინოვაციას ვხედავთ ქართული მედიიდან. მჭიდროდ ვმუშაობთ ამ სფეროს ექსპერტებთან და ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ იმ ენერგით, რომელიც ამ სექტორში იხარჯება.

მიშელ ფოსტერი: მაგალითად, ერთ-ერთ პატარა მედია ორგანიზაციაში, დაფინანსების ნაწილი დრონის საყიდლად გამოიყენეს. სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მუშაობენ და დრონით გადაღებულ ამ ვიდეოს გაშუქებისთვის იყენებენ, თუმცა ასევე გამოიყენეს ადგილობრივი ბიზნესისთვის ინოვაციური რეკლამის შესაქმნელად. ეს მცირე დეტალია, მაგრამ მათთვის ახალ შემოსავალს ნიშნავდა. ამასთანავე გააუმჯობესეს გაშუქებაც.

როგორ შეიძლება ფინანსური მდგრადობა შეინარჩუნონ დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ისეთ ქვეყნებში, სადაც ცენზურა და ხელისუფლებისგან ზეწოლაა?

მიშელ ფოსტერი: ვფიქრობ, დონორების ერთ-ერთი მოტივატორი დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისას არის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა სანდო ადგილობრივ ჟურნალისტიკაზე და ეს როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ დონორების დაფინასება მთავრდება. ამიტომ ვხედავთ, რომ ჟურნალისტები თავიანთ აუდიტორიას ავითარებენ, იყენებენ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა, მაგლაითად, Substack. ჰყავთ გამომწერები და ეს შესაძლოა მცირე ბიზნესმოდელად იქცეს. რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ განავითარონ თავიანთი ბრენდი, მოიპოვონ ნდობა, თუმცა ეს შეიძლება წინსვლის ერთ-ერთი გზა იყოს.

მცირე ზომის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში გვინახავს ისეთი მრავალფეროვანი შემოსავლის წყაროები, როგორებიცაა ბარის მსგავსი შეკრების ადგილის გახსნა, ტექნოლოგიურ საკითხებზე კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება.

ინტერნეტის სამყაროში ყველა უნდა იყოს კონტენტის შექმნელი. ბიზნესკომპანიებს უნდა ჰქონდეთ ვებგვერდები. ყველას უნდა შეეძლოს დაწერილი კონტენტის შექმნა, ამიტომ ჩვენმა ზოგიერთმა პარტნიორმა თავიანთი კლიენტებისთვის წერითი უნარებისა და ამბის თხრობის სასწავლო პროგრამები შეიმუშავა. ასე რომ, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა შემოსავლის წყაროს ნაზავი, რომლითაც სუბსიდირდება ახალი ამბების კონტენტის შექმნა.

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ვხედავთ, რომ ჟურნალისტები დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას, იყენებენ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Youtube. ასეთ დროს, როგორ შეიძლება შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა?

მიშელ ფოსტერი: პირველ რიგში აუდიტორია და ნდობა უნდა განავითარონ. შექმნან აუდიტორია, რომელიც ენდობა და რომელსაც მოეწონება მათი კონტენტი. ამიტომ უნდა დაიწყონ საბაზისო საფეხურებით: როგორ იპოვონ აუდიტორია, როგორ გაანალიზონ მონაცემები, როგორ გაარკვიონ აუდიტორიის ინტერესები და ა.შ

ამის შემდეგ შესაძლოა შექმნან საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც თავის მხრივ შექმნის გამომწერებს ან შემოწირულობებს. ნახონ სპონსორები, დაიწყონ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა. ხშირად ეს იმ უნარებს მოითხოვს, რომლებიც ბევრი ჟურნალისტის ძირითად უნარებს სცილდება, ამიტომ, თუ ამ მიმართულებით აპირებენ წასვლას, მზად უნდა იყვნენ გაზარდონ მონაცემების გამოყენება.

ბევრ მედიასაშუალებას არ ჰყავს ცალკე კადრები, რომლებიც სოციალური მედიის მიმართულებით მონაცემებს სრულყოფილად გაანალიზებენ, ამის მიზეზი ხშირად მცირე ბიუჯეტია. მედია მენეჯერებსა და ჟურნალისტებს კი შესაძლოა არ ჰქონდეთ ის ცოდნა, რაც საჭიროა აუდიტორიის გასაზრდელად. რას ფიქრობთ ამაზე?

მიშელ ფოსტერი: იმისთვის, რომ ციფრულ გარემოში კონკურენტუნარიანი იყო მონაცემთა ანალიზის უნარები უნდა გქონდეს. ის ორგანიზაციები, რომლებსაც ეს არ აქვთ, ვერ იქნებიან წარმატებულები.

ჩვენ ძალიან კონკურენტულ სივრცეში ვართ. აუდიტორია გართობის, მედიის, დეზინფორმაციის, სოციალური მედიის პლატფორმებს შორის არის გახლეჩილი. თუ არ იცი ვინ არის შენი აუდიტორია და რა არის შენი უპირატესობა კონკურენტულ ბაზარზე, განადგურდები.

რომელ ციფრულ ხელსაწყოებს ურჩევდით მედიასაშუალებებს აუდიტორიის საჭიროებების უკეთესად შესასწავლად?

მიშელ ფოსტერი: დასაწყისისთვის კარგია Google Analytics, შემდეგ უნდა გადავიდნენ სოციალურ ქსელებში და გაანალიზონ მონაცემები.

ჯესიონ ლამბერტი: ასევე CrowdTangle და Social Blade, რომელიც ძირითადად “იუთუბის”, “ინსტაგრამისა” და “ტვიტერისთვის” გამოიყენება.

მიშელ ფოსტერი: Social Blade კარგი ხელსაწყოა, რადგან შეგიძლია კონკურენტებსაც შეხედო. ასევე სასრგებლო ხელსაწყოა SemRush საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის.

ჯეისონ ლამბერტი: ნიუსრუმისთვის გამოსადეგია Chartbeat, IO technologies, Smartocto და Parse.ly.

მიშელ ფოსტერი: თუმცა, თუკი პატარა ორგანიზაციას წარმოადგენ, შესაძლოა ზოგიერთ ამ ხელსაწყოზე წვდომა არ გქონდეს, მაგრამ ყველას შეუძლია Google-ის News Consumer Insights-ის გამოყენება, რაც დაგეხმარება აუდიოტორიის სეგმენტებად გადანაწილებაში: რიგითი ვიზიტორები, ერთგული ვიზიტორები და გულშემატკივრები. ეს ცოდნა კი შეუფასებელია.

ერთგულება ახალი ამბების მოხმარების ერთ-ერთი მთავარი საზომია. ასე რომ, ნიუსრუმებს აქვთ ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია და გეხმარება გაიცნო აუდიტორია საკუთარ პლატფორმებზე.

რამდენად აქვთ პოტენციალი ადგილობრივ მედიასაშუალებებს მუშაობა დაიწყონ საერთასორისო აუდიტორიისთვის?

მიშელ ფოსტერი: ეს უკვე ხდება ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ სადაც დიდი დიასპორებია. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს სომალიში და აფრიკის ნაწილებში, ასევე მიანმარში, რადგან მათი კონტენტით დაინტერესებული აუდიტორია მათი ქვეყნების ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და, ფაქტობრივად, ამ აუდიტორიას უფრო მეტი სარეკლამო ღირებულება აქვს, ვიდრე აუდიტორიას თავიანთ ქვეყანაში.

ჩვენ გვინახავს როგორ მისწვდა ადგილობრივი კონტენტი საერთაშორისო აუდიტორიას. ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის რეგიონული კონტენტის პროდიუსერის საჭიროებაა, ორგანიზაციის ან ნაციონალური დონის პლატფორმის, რომელიც ამ კონტენტს საერთაშორისო ახალი ამბების ბაზარზე გაიტანს. მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ, დონორებისგან დაფინანსებული ეთნიკური უმცირესობები ქვეყნის კონკრეტულ ნაწილებში ქმნიან საინფორმაციო კონტენტს, რომელიც გადადის ეროვნულ დონეზე კარგად ბრენდირებულ, სანდო საინფორმაციო ორგანიზაციებში და შემდეგ BBC-ზე, Al Jazeera-სა და სხვა მედიასაშუალებებში, რითაც საბოლოოდ აღწევს უფრო დიდ აუდიტორიას.
კატეგორია: ინტერვიუ
7 თვეზე მეტია, ჟურნალისტები უკრაინაში განგაშის სიგნალების ფონზე, მუდმივი საფრთხის დროს მუშაობენ. მედიის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დიდია. მაგალითად, სწორედ ჟურნალისტების დახმარებით გაიგო სიმართლე მსოფლიომ ბუჩის ტრაგედიის შესახებ, რომელსაც რუსეთი დადგმულს და ყალბს უწოდებს.

განსაკუთრებით ემოციურია საკუთარ ქვეყანაში ომის გაშუქება უკრაინელი ჟურნალისტებისთვის. მათ შორისაა სევგილ მუსაიევა, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გამოცემის “უკრაინსკა პრავდას” მთავარი რედაქტორი. სევგილს თბილისში “ინტერნიუსის” საერთაშორისო მედია კონფერენციაზე შევხვდით.

“უკრაინსკა პრავდა” 2000 წელს ქართველ-უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის დაარსებული ონლაინ გამოცემაა. ეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს აწვდის გადამოწმებულ ინფორმაციას ომის შესახებ.

სევგილი ჟურნალმა “თაიმმა” 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის “ინოვატორების” კატეგორიაში დაასახელა. მუსაიევა ამ ინტერვიუში გვიზიარებს ბოლო 7 თვეში მიიღებულ გამოცდილებას.

როგორია ჟურნალისტიკის როლი ომში?

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც ომი დაიწყო დილით ადრე, დაახლოებით 4:30 საათზე გამეღვიძა, 40 წუთით ადრე რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და 20 წუთით ადრე პუტინის განცხადებამდე. ჩემს თავს ვეკითხებოდი “რა შემიძლია გავაკეთო?” რადგან გასაგები იყო, რომ ეს ეგზისტენციალური ომი იქნებოდა, ეს იქნებოდა ომი ჩვენი ქვეყნის არსებობის უფლებისთვის. მივხვდი, რომ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი ჩემი პროფესია იყო, რადგან ჟურნალისტიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ომისა და კრიზისის დროს.

მახსოვს პანიკით მოცული პირველი დღეები. ხალხს ეშინოდა ახალი ამბების გარეშე დაძინების, იმის ცოდნის გარეშე, თუ “რა იქნება ხვალ დილით”, შიში და პანიკა სუფევდა.

ვიცი, როგორ მარტივად არის შესაძლებელი ადამიანებზე მანიპულაცია, რადგან მახსოვს 28 თებერვალი იყო, იმ დროს, რუსებს, სამწუხაროდ, უკვე დაკავებული ჰქონდათ ჩემი ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, მარიუპოლელმა მეგობარმა ტირილით დამირეკა. მეკითხებოდა, კიევი უკვე დანებდაო? მე კი ვცდილობდი ამეხსნა, რომ არა, მაგრამ, სამწუხაროდ, მარიუპოლში ოკუპანტები ავრცელებდნენ ხმას, რომ კიევი უკვე დანებდა და რუსეთს სხვა რეგიონებიც დაკავებული ჰქონდათ.

ასე, რომ ამ კონფერენციის სახელიც “ინფორმაციას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა” [საუბარია, „ინტერნიუსის“ მიერ თბილისში ორგანიზებულ მედია კონფერენციაზე] სწორედ ამაზეა.

როგორც ჟურნალისტს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება შეგიძლია და ეს ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. მე ათასობით ადამიანის ამბავი ვიცი, რომლებიც ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო კავშირის გარეშე იყვნენ დარჩენილები და, როცა კავშირი აღდგა, თავიანთ ნათესავებს, დედებსა და მამებს ერთ მარტივ ტექსტს სწერდნენ: “ცოცხალი ვარ, ყველაფერი კარგადაა, ოკუპაციას თავი დავაღწიეთ”. მათ არ აინტერესებდათ პოლიტიკური ვითარება, მხოლოდ ამ სიტყვებს უგზავნიდნენ შეტყობინებად.

თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ჟურნალისტებსაც შეუძლიათ ადამიანების დახმარება და ამ ომის დროს ეს მუდამ თან მდევს.

ჟურნალისტიკა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ იყო, ეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუაციას და საკვების მიწოდებასაც კი გულისხმობდა. მაგალითად, მახსოვს ომის პირველ დღეებში კიევის ერთმა პრენატალურმა ცენტრმა მთხოვა მერისთვის მეთქვა, რომ ცენტრში ქალებს საკვები არ ჰქონდათ და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ერთი საათის შემდეგ მათ საკვები მივაწოდეთ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით დაეხმარა სიცოცხლის გადარჩენას. ზოგჯერ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, ზოგჯერ არ შეგიძლია დახმარება და შემდეგ დანაშაულის გრძნობა გაწუხებს, მაგრამ როცა დახმარება შეგიძლია, ეხმარები.

თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტი. რა იყო პირველი სარედაქციო გადაწყვეტილება?

ჩემს გუნდს ვთხოვე პანიკას არ აჰყოლოდნენ, რა თქმა უნდა, ეს რთული იყო, რადგან ადამიანები თავიანთ ნათესავებზე, ბავშვებსა და თავიანთ უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ. დაგვეხმარა ჩვენი გადანაწილების გეგმაც, რადგან გუნდის ნაწილი ქვეყნის სხვა რეგიონებში უკვე გადანაწილებული იყო, ამან ხელი შეგვიწყო კიევში მყოფი გუნდის წევრების გადანაწილებაშიც.

მახსოვს, პირველ სარედაქციო შეხვედრაზე, რომელიც დილის 11:00 საათზე დავგეგმე, მხოლოდ ერთი მარტივი წინადადება ვთქვი: “ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, აღარ იარსებებს “უკრაინსკა პრავდა”, აღარ იარსებებს სახელმწიფო, აღარაფერი, ჩვენს ქვეყანას დავკარგავთ.”

როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე ხარ, არც კი მინდა ამას გამოწვევა ვუწოდო, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასაც ვგულისხმობ… ამიტომაც გავაკეთეთ ჩვენი მაქსიმუმი, 24/7-ზე ვმუშაობთ, ინფორმაციას ვაწვდით, ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვუწევთ, რადგან ომის პირველ დღეებში კიევში ეს დიდი პრობლემა იყო.

მახსოვს, როგორ მითხრა ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შიმშილი ოკუპანტებს დაეხმარებაო, რის შემდეგაც კიევსა და სხვა რეგიონებში ათასობით ბიზნესმენს მივწერე, და მათ მოსახლეობას ტონობით პური, მაკარონი და სხვა პროდუქტი მიაწოდეს.

ომის დროს ბევრი ადამიანი ქვეყანას ტოვებს, ეს შანსი, ალბათ, შენც გქონდა, მაგრამ კიევში დარჩი. თავიდან ბევრი ფიქრობდა, რომ კიევს დაიკავებდნენ. რატომ გადაწყვიტე დარჩენა?

ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ ჩვენი გუნდის მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა უკრაინა. ერთი სტუდენტი გახდა, უნივერსიტეტში წავიდა, ხოლო ჩვენმა რედაქტორმა იმიტომ დაგვტოვა, რომ პატარა ბავშვები ჰყავს და მათ უნდა მოუაროს. ეს მისი, როგორც დედის გადაწყვეტილება იყო, რადგან უნდა გადაწყვიტო რა არის შენი როლი ამ დროს. ჯარისკაცი ხარ, ჟურნალისტი, მოქალაქე თუ დედა? და ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა თითოეული უკრაინელისთვის.

ჩვენი გუნდის ნაწილი უკრაინის დასავლეთით რჩებოდა და, როდესაც კიევში ვითარება შედარებით უსაფრთხო გახდა, ყველამ დაბრუნება გადაწყვიტა. გუნდის გადანაწილება ჩემი გადაწყვეტილება იყო, ვფიქრობდი, რომ კომუნიკაციის გათიშვის შემთხვევაში, ინტერნეტზე წვდომა არ გვექნებოდა, ელექტროენერგიის გარეშე მუშაობას ვერ შევძლებდით და ამიტომაც გადავწყვიტე გუნდის სხვა რეგიონებში გადანაწილება. როგორც კი დაბრუნების შანსი გაჩნდა, მთელი გუნდი კიევში დაბრუნდა.

რა თქმა უნდა, ამ ზამთრისთვის უსაფრთხოების გეგმაზე ვფიქრობთ, რადგან ეს ზამთარი უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება. რუსეთი თავს დაესხმება ჩვენს ელექტროსადგურებს, ენერგო სექტორს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ასე, რომ გვაქვს უსაფრთხოების გეგმა, არ მინდა ბევრი დეტალი ვახსენო, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, გავავრცელოთ ახალი ამბები, რაც არ უნდა რთული იყოს ეს.

რა გასწავლა ამ რთულმა პერიოდმა, როგორც ჟურნალისტს?

სამი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე ამ ომიდან. პირველი: იყავი ხალხთან, მეორე - არ ავნო და მესამე - სიმართლე გეხმარება გამარჯვებაში. თითოეულს ავხსნი.

იყავით ხალხთან - ომის დასაწყისში ყოველ დღეს ჩემი მკითხველისა და აუდიტორიისთვის მოკლე შეტყობინებით ვიწყებდი: “როგორ ხართ?” - ათასობით ადამიანი პასუხობდა ამ შეკითხვას და ეს არამარტო მათ ეხმარებოდა, არამედ ჩვენც გვაძლევდა ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონში კრიტიკული ვითარების შესახებ.

ფრონტის ხაზი ორიათას კილომეტრზეა გადაჭიმული, შეუძლებელია მისი სრულად დაფარვა და ყველაფრის გაშუქება. მაგალითად, ჩვენი მკითხველებისგან შევიტყვე, რომ ხერსონი რუსეთის არმიას უკვე დაკავებული ჰქონდა, რადგან მათ გამოგვიგზავნეს რუსული ტანკების ამსახველი ვიდეო, რომლებსაც ქალაქის მნიშვნელოვანი შენობები უკვე დაკავებული ჰქონდათ. რაც მთავარია, ჩვენ ისევ კონტაქტზე ვართ ამ ხალხთან და ისინი ყოველდღე მწერენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ისინი ინფორმაციის ერთადერთი წყარო არიან, გვაწვდიან ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეპრესიების, რეფერენდუმებისა და რუსების შექმნილი ე.წ ციხეების შესახებ.

მეორე, არ ავნო - ომის დროს შეცდომა ადამიანის სიცოცხლის საზომია, ამაზე უნდა დაფიქრდე, არც კი მინდა აღვწერო ყველა ის რთული გადაწყვეტილება, რომლებიც ომის დროს მივიღეთ, მაგრამ ზოგჯერ ეს მართლაც ადამიანის სიცოცხლის საზომია.

მესამე, სიმართლე გეხმარება გამარჯვებაში - ვფიქრობ, ამ ომის ბირთვი, მთავარი ელემენტი არ არის მხოლოდ ის, რომ ეს არის ომი ჩვენი ქვეყნის არსებობის უფლებაზე, ეს არ არის ომი მხოლოდ მომავალსა და წარსულს შორის, ეს არ არის ომი მხოლოდ დემოკრატიის მომავლისთვის, არამედ ეს ასევე არის ომი სიმართლესა და სიცრუეს შორის.

ვხედავთ, როგორ იყენებს რუსეთი პროპაგანდის იარაღებს ყოველდღიურად. ამავე დროს კი, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტს გაქვს პრინციპები, წესები და მისდევ მათ. მეორე მხრივ, რუსეთი აბსოლუტურად საშინელებებს სჩადის. ისინი ყოველდღიურად იტყუებიან, თავიანთი თავდასხმების მსხვერპლებზეც კი. მაგალითად, ბუჩაში, ბოროდიანკასა და სხვა ადგილებში მათ ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და ცრუობენ, რომ ბუჩას ამბები დადგმული იყო, რომ ეს თითქოს „დასავლური პროპაგანდაა“ და ა.შ.

მტკივნეულია როცა იცი სიმართლე, რადგან ბუჩაში მათ შენი კოლეგის 70 წლის შეუიარაღებელი მამა მოკლეს, ხოლო ირპინში ჯგუფელი დაკარგე. ჩემი მეგობარი დოკუმენტალისტი ბრენტ რენო რუსებმა ირპინში მარტის დასაწყისში მოკლეს, ის იყო აშშ-ის პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ომის დროს დაიღუპა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე გვეხმარება და გვაძლევს მნიშვნელოვან მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორებისგან, რადგან ისინი ხედავენ, რომ ჩვენ რუსულ პრაქტიკას არ ვიყენებთ. ჩვენ ვიცავთ წესებს, პრინციპებს, ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს განგვასხვავებს რუსებისგან.

საკუთარ ქვეყანაში ომის გაშუქება და ყოველდღიურად მწუხარების წინაშე ყოფნა შესაძლოა რთული იყოს ადამიანისთვის, როგორ უმკლავდებით ამ ემოციებს, როგორც ჟურნალისტი?

ვფიქრობ, ვერ დამალავ ემოციებს. რა თქმა უნდა, ჩემს თავთან ერთგვარი შეთანხმება მაქვს, რომ თითოეულ ტრავმაზე ვიფიქრებ, რომლებიც ამ ომის დროს მივიღე. მაგრამ რთულია, რადგან ამ ომში ოთხი მეგობარი უკვე დავკარგე - მათ შორის, კოლეგები. ასეთ რამეს ვერასდროს შეეგუები. ეს სტატისტიკა არ არის, ვფიქრობ, თითოეული ისტორია, თითოეული ბედისწერა მნიშვნელოვანია.

მაგრამ, რაც დამეხმარა, ემპათიაა. ემპათიის გარეშე რთული იქნება, უნდა იგრძნო ტკივილი, უნდა იყო ხალხთან ერთად და ვიცი, რომ თუკი ომის თითოეული მსხვერპლის ისტორიას მოვყვები, ის არასდროს იქნება მხოლოდ სტატისტიკა.

რა არის მთავარი გამოწვევა უკრაინული მედიისთვის ახლა?

უბრალოდ უნდა გადავრჩეთ. ეს არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და მედიისთვისაც, რა თქმა უნდა, გვიჭირს ფინანსურად, ჩვენთვის რთული დროა. მკითხველებისა და დონორების წყალობით შეგვიძლია ჩვენი საქმის გაგრძელება.

მეორე გამოწვევაა ის, რომ ყოველდღიურად რთული გადაწყვეტილების წინაშე ხარ: მოქალაქე ხარ თუ ჟურნალისტი? მე მესმის ჩემი ბევრი კოლეგის, რომლებმაც სამსახურები დატოვეს, ფრონტის ხაზზე წავიდნენ და არმიას შეუერთდნენ. “უკრაინსკა პრავდადან” კოლეგებიც შეუერთდნენ ჯარს. ისინი არაჩვეულებრივი ჟურნალისტები იყვნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მათი ბრძოლის ველზე ყოფნა უფრო ეფექტიანი და გამოსადეგი იქნებოდა.

ეს ამ ომის ტრაგედიაა, რადგან უკრაინა კარგავს არაჩვეულებრივ ხალხს, კარგავს ხელოვანებს, ჟურნალისტებს. ერის სულს, არაჩვეულებრივ ხალხს, რომელსაც შეუძლია განაგრძოს შემოქმედება, თუმცა ქვეყნის დაცვას ბრძოლის ხაზზე აგრძელებენ.

ვერასდროს ვაპატიებ ამას რუსებს და რუსეთს, რადგან მათ მომავალი წაგვართვეს.

როგორი ურთიერთობა გაქვს რუს ჟურნალისტებთან? რამე შეიცვალა?

არა, რა თქმა უნდა, მყავს კოლეგები და მაშინაც კი, როდესაც ისინი რამეს მეკითხებიან ვპასუხობ, მაგრამ ძალიან მტკივა და არაკომფორტულად ვგრძნობ თავს.

მათ დაკარგეს თავიანთი პროფესია საკუთარ ქვეყანაში, რადგან ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება რუსეთში ან დახურულია ან ქვეყნიდან გაიქცნენ და ახლა ევროპულ ქალაქებში არიან. მათ არ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება საკუთარ ქვეყანაში.

არის რამე, რისთვისაც, ფიქრობ, სჯობდა ჟურნალისტები მზად ყოფილიყვნენ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე?

არავის შეეძლო წარმოედგინა რა მოხდებოდა, ამ ომის სისასტიკე და ზომა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ, ვფიქრობ, ომის დასაწყისში თავდაცვის მეტი აღჭურვილობა რომ გვქონოდა უკეთესი იქნებოდა. ბევრ უკრაინელ ჟურნალისტს არ ჰქონდა თავდაცვის საშუალებები, ჩაფხუტები, არაფერი. ბევრმა ევროპულმა კომპანიამ, დონორმა, ორგანიზაციამ გამოგვიგზავნა ეს ყველაფერი და შევძელით მუშაობის გაგრძელება. ასე, რომ ეს დიდი პრობლემა იყო და უცნაურია, რომ წინა ომიდან 8 წლის შემდეგ ამისთვის მზად არ ვიყავით და საკმარისი აღჭურვილობა არ გვქონდა.

ცდილობს “უკრაინსკა პრავდა” რუსულ აუდიტორიამდე მისვლას და დეზინფორმაციის კედლის გარღვევას?

ჩვენ განვაგრძობთ ვებგვერდის რუსულ ვერსიას. რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ბევრმა უკრაინულმა მედიამ დახურა რუსულენოვანი ნაწილი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბევრი რუსი კითხულობს ჩვენს მასალას სხვადასხვა ტერიტორიიდან. ასე რომ, გვაქვს რუსული ვერსია და ადამიანებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. არ ვგეგმავთ სხვა კოლაბორაციულ პროექტებს რუს ჟურნალისტებთან ან სხვა მედია პროექტის დაწყებას.

როდესაც ომს აშუქებ ბევრ დეზინფორმაციას აწყდები, ამავე დროს მნიშვნელოვანია სისწრაფე და სიზუსტე. როგორ ახერხებთ ამას?

ჩვენი წესები და პრინციპები გვაქვს, ეს საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტია და ამ წესებს რეგულარულად ვიცავთ. რა თქმა უნდა, დეზინფორმაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამის გამოცდილება 8 წელია გვაქვს. ჩვენ უკვე საინფორმაციო ომის პირობებში ვცხოვრობთ და ეს გამოცდილება დაგვეხმარა. ბევრი ვისწავლეთ ბოლო 8 წელიწადში.

“უკრაინსკა პრავდას” ასევე ეხმარება ის, რომ ინფორმაციის ბევრი წყარო გვყავს. არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაოფიციალურად შეუძლიათ აგვიხსნან რაღაცები და გვყავს სამხედროები ფრონტის ხაზიდან, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას ადგილიდან.

თუკი მივიღებთ ინფორმაციას სხავადასხვა წყაროდან, დამატებით ვამოწმებთ სხვა წყაროებთან, ასე, რომ რაც მეტი წყარო გვყავს, მით უკეთესი.

ჟურნალმა “თაიმმა” წლის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაგასახელა, რა შეცვალა ამან შენთვის?

არაფერი. ვხუმრობ ხოლმე, რომ ახლა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად მაქვს ფოტოები. თუმცა, მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის, რადგან ეს მაძლევს საშუალებას უკრაინაზე ვისაუბრო და რეალური ვითარება ავხსნა. ასე, რომ ეს მეხმარება და ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი ქვეყნისა და უკრაინელი ჟურნალისტების სახელით საუბრის შესაძლებლობა გაქვს.

პრეზიდენტი ზელენსკი თავის გამოსვლებში მუდმივად ცდილობს ყურადღება ამ ომზე შენარჩუნდეს. როგორ შეაფასებ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაშუქებას საერთაშორისო მედიაში?

ომის დასაწყისში ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო უკრაინაში, ისინი სხვადასხვა რეგიონიდან მუშაობდნენ. ბევრი მათგანი ლვოვში იყო, უსაფრთხო ადგილას. მესმის, რომ ინფორმაციის მთავარი წყარო მაგალითად, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, თუნდაც პრეზიდენტ ბაიდენისთვის “უკრაინსკა პრავდა” არ იყო, თუმცა ვიცი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში კითხულობდნენ ჩვენს მასალებს და გვენდობიან. მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის შესახებ ახალ ამბებს შესაძლოა “ნიუ იორკ თაიმისდან”, ვაშინგტონ პოსტიდან” და “ვოლ სთრით ჯურნალიდან” ეცნობოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაზე ყურადღების შენარჩუნება და უკრაინის გამოცემების პირველ გვერდებზე ყოფნა.

მიხარია, რომ წელს ბევრმა საერთაშორისო მედია ორგანიზაციამ გახსნა ოფისები უკრაინაში, მაგალითად, “ვაშინგტონ პოსტმა“. “ვოლს სთრით ჯურნალი” და “ნიუ იორკ თაიმსი” აპირებენ, თავიანთი ბიუროები გახსნან. მიხარია ისიც, რომ, სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის შედეგად საერთაშორისო მედიამ შეცვალა ფოკუსი რომლითაც აქამდე უკრაინას უყურებდა, რადგან ისინი უკრაინას რუსული ფოკუსით ხედავდნენ და როგორც წესი ბიუროებსაც მოსკოვში ხსნიდნენ.

ბევრ საერთაშორისო ჟურნალისტს ვიცნობ, როდესაც შესაძლებლობა მაქვს ვცდილობ სწორი ფრაზეოლოგია ავუხსნა, მაგალითად, ვეუბნები, რომ არასწორია სიტყვა “სეპარატისტის”, “სეპარატისტული ტერიტორიების” გამოყენება და რაც მთავარია, ისინი მისმენენ.

ქართველებს გარკვეულწილად ესმით რა ხდება ახლა უკრაინაში, რადგან მსგავსი გამოცდილება გვაქვს რუსეთთან. რას ეტყოდი ქართველ ჟურნალისტებს?

პირველ რიგში, არ შეგეშინდეთ. ეს ამ პერიოდის მთავარი ლოზუნგია და ყოველდღიურად პერსონალურად მეხმარება. მეორე - უნდა იყოთ მზად კრიტიკულ სიტუაციებში სამუშაოდ, უნდა გქონდეთ უსაფრთხოების გეგმა, აღჭურვილობა, გეგმა გუნდის გასანაწილებლად. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენაში დაგეხმარებათ.

როგორ შეუძლიათ ამ მომენტში სხვა ჟურნალისტებს უკრაინული მედიის დახმარება?

გააშუქეთ სიმართლე უკრაინაში ომის შესახებ. შეიძლება სოლიდარობის გამოჩენა უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ და უკრაინელი ლტოლვილების შესახებ ამბების დაწერა. ვიცი, საქართველოში ბევრი უკრაინელი ლტოლვილია. ასევე ვიცი, რომ ზოგიერთი ქართველი კოლეგა თანხის შემოწირულობის კამპანიებითაც დაგვეხმარა, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2021 წლის აპრილის ბოლოს “ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელმა ტომ ელისონმა თანამშრომლებს “ფეისბუქის” განვითარების გეგმის შესახებ წერილი გაუგზავნა. ამ წერილის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობა გეგმავს “ფეისბუქის” მთავარი გვერდი ე.წ ფიდი უფრო მეტად დაემსგავსოს “ტიკ-ტოკის” მთავარ გვერდს.

ტომ ელისონის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი გამოცემა The Verge-მა მოიპოვა და იმ ცვლილებების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რასაც შესაძლოა “ფეისბუქზე” ველოდოთ.

რა შეცვლება “ფეისბუქზე”?

მოკლედ: “ფეისბუქზე” შესვლისას “ფიდზე” გამოჩნდება ისეთი პოსტებიც, რომელთა ავტორები შესაძლებელია გამოწერილი არ გვყავდეს, აპლიკაცია რეკომენდაციას გაუწევს ჩვენთვის უცხო ანგარიშების გამოქვეყნებულ კონტენტს.

მესენჯერი კი როგორც წლების წინ, ისევ “ფეისბუქის” აპლიკაციაში დაბრუნდება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გეგმავს “ფეისბუქი” დოკუმენტში აღწერილი ცვლილებების გატარებას.

რა არის “ფეისბუქის” ახალი ამოცანა?

“ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელი ტომ ელისონი ამბობს, რომ პლატფორმის ახალი ამოცანაა შექმნას ისეთი ტექნოლოგია, რომლითაც მომხმარებლები ახალი კონტენტის ნახვასა და აღმოჩენას შეძლებენ. ამ მიზანს კი “ფეისბუქში” ფრაზით discovery engine (აღმოჩენის ძრავი) მოიხსენიებენ.

აპლიკაციას სამი ახალი პრიორიტეტი აქვს:

  • Reels-ების (მოკლე ფორმატის, ვერტიკალური ვიდეოები) წინ წამოწევა- ისინი მომხარებლებს შეხვდება “ფიდზე”, “ჯგუფებში” და აპლიკაციის სხვა განყოფილებებშიც.
  • რეკომენდაციის მაღალი დონის სისტემის შექმნა - რომელიც, კომპანიის გეგმით, უპასუხებს მომხმარებლის ინტერესებს, ამოიცნობს ტრენდულ და ორიგინალურ კონტენტს, შეაფასებს მილიარდობით პოსტს და პასუხისმგებლიან რეკომენდაციას გაუწევს მომხმარებლებს.
  • კონტენტის მესიჯებით გაზიარების გაძლიერება.

როგორი იქნება “ფეისბუქი” ვიზუალურად?

აპლიკაციის მთავარ გვერდზე ანუ “ფიდზე” შეგვხვდება “სთორები” და მოკლე ფორმატის ვერტიკალური ვიდეოები -“რილსები”, მას მოჰყვება ის პოსტები, რომლებსაც აპლიკაციის სისტემა რეკომენდაციას გაუწევს, როგორც “ფეისბუქიდან”, ისე “ინსტაგრამიდან”.

  •  “ფიდი” ვიზუალურად უფრო დატვირთული გახდება.
  •  შეგვხვდება მეტი ვიდეო.
  •  უფრო თვალსაჩინო და გამარტივებული იქნება ამ კონტენტის მეგობრებისთვის “მესენჯერით” გაზიარება.
  •  “ინბოქსი” ისევ აპლიკაციაში დაბრუნდება და მარჯვენა, ზედა მხარეს განთავსდება.

“ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელს სურს, რომ პლატფორმა “უფრო სუფთა და მარტივად გამოსაყენებელი” გახდეს.

ტომ ელისონი ამბობს, რომ discovery engine-ის იდეა “ფეისბუქისთვის” არც ისეთი რადიკალური ცვლილებაა, როგორც ეს შეიძლება ჟღერდეს.

  • ”ჩვენ ყოველთვის ვაპირებთ პრიორიტეტი მივანიჭოთ იმას, რის გაზიარებაც გსურთ თქვენს მეგობრებთან. მთავარი, რაც შეიცვლება, არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძალიან ბევრი შეზღუდვის დაწესებას იმაზე, თუ როდის და სად ვაჩვენოთ რეკომენდებული კონტენტი ფიდში, რასაც წარსულში ვაკეთებდით.”
  • დღეს, “ფეისბუქის” “ფიდზე” კონტენტის მხოლოდ 11%-ია ისეთი გვერდებისა თუ პროფილებისგან, რომელთა მიმდევრებიც არ ვართ.
  •  ამ კონტენტის უმეტესობა კი ჩვენს მთავარ გვერდზე არა ხელოვნური ინტელექტის, არამედ ხალხის გაზიარებების მიხედვით ხვდება.

არ შეიცვლება - ჯგუფები, რომლებსაც “ფეისბუქი” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ერთადერთი ცვლილება აქ ის იქნება, რომ “რილსები” ჯგუფებშიც გამოჩნდება.

სად ვნახავთ მეგობრების პოსტებს?

“ფიდზე” მეგობრებისა პოსტებს ისევ შევხვდებით, თუმცა ის შერეული იქნება “დაუკავშირებელ” კონტენტთან ანუ “სთორებთან”, “რილსებთან” და იმ გვერდების პოსტებთან, რომლებიც გამოწერილი არ გვაქვს.

თუმცა, “ფეისბუქში” მუშაობენ პროექტზე, რომელითაც მომხარებლებს წვდომა ექნებათ თავიანთი გამოწერილი გვერდების, ჯგუფებისა და მეგობრების კონტენტის ქრონოლოგიურ “ფიდზეც”.

რა ხდება “ინსტაგრამზე”?

“მეტას” კიდევ ერთი პლატფორმა “ინსტაგრამზე” ამ სიახლეების ნაწილი უკვე დაიგეგმა.

  • “ინსტაგრამი” უკვე აქტიურად უჩვენებს თავის მომხმარებლებს “რილსებს” იმ გვერდებიდან, რომლებსაც არ იწერენ.
  •  აქ უკვე ხელმისაწვდომია ორი ქრონოლოგიური “ფიდის” - გამოწერილი და ფავორიტი გვერდების ფუნქცია.
  •  “ინსტაგრამი” უპირატესობას ანიჭებს ორიგინალურ და არა პლატფორმებიდან გადაზიარებულ ან თავიდან გამოქვეყნებულ კონტენტს.
  •  უკვე დაიწყო მობილურის ეკრანზე კონტენტის უფრო დიდ ზომებში ჩვენების ტესტირება.
  • პლატფორმაზე“რილსების” ხანგრძლივობა 60-დან 90 წამამდე გაიზარდა და დაემატა ინტერაქტიული სტიკერები.
  •  “ფიდზე” კი პოსტების „აპინვის“, ანუ მაღლა ამოწევის ფუნქცია გაჩნდა.

“ტიკ ტოკთან” კონკურენცია

“აშკარაა, “მეტა” აცნობიერებს, იმისთვის, რომ TikTok-ს კონკურენცია ნამდვილად გაუწიოს, მან უნდა გაიმეოროს TikTok-ის მთავარი გვერდის For You-ს მაგიური გამოცდილება.”, - წერს The Verge-ის რედაქტორის მოადგილე ალექს ჰიტი “ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელთან საუბრისა და მისი წერილის გაცნობის შემდეგ.

  •  ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი ქსელს “ტიკ ტოკს” 3.6 მილიარდზე მეტი გადმოწერა აქვს.
  • გასულ წელს, TikTok-ის გადმოწერები/ჩამოტვირთვები 20%-ით უსწრებდა “ფეისბუქის”,“ინსტაგრამს“ კი 21%-ით.
  •  2022 წლის პირველ სამი თვეში კი iPhone-ის მომხმარებლები საშუალოდ 78%-ით მეტ დროს ატარებდნენ “ტიკ ტოკზე”, ვიდრე “ფეისბუქზე.

მართალია “ფეისბუქს” ყოველთვიურად 2.94 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა The Verge-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელს გასულ წელს პირველად შეუმცირდა ყოვედღიური მომხმარებლები. კომპანიიდან გამოჟონილი დოკუმენტებით ჩანს, რომ მისი მომხმარებლების ასაკი მატულობს და მცირდება თინეიჯერი ფეისბუქმომხმარებლების რიცხვი.

“ფეისბუქის” ზოგიერთი თანამშრომელი აპლიკაციის სამომავლო გეგმისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ “ფეისბუქი” თავის მთავარ მიზანს - მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კავშირს შორდება.

თუმცა, “მეტას” ხელმძღვანელობის თქმით, “ფეისბუქზე” გატარებული დროის ნახევარს ადამიანები ვიდეოების ნახვაში ატარებენ და ხშირად კონკრეტული განზრახვის გარეშე ხსნიან აპლიკაციას, და „ახალი გეგმის კარგად განხორციელების შემთხვევაში კი ადამიანების დაკავშირების შესაძლელობები გაძლიერდება“.
კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, კავკასიის ინივერსიტეტის პროფესორი და "ევრონიუსის" ევროპული საბჭოს წევრი მარინა ვაშაყმაძე. მას მედიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 12 წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 



ამ ეპიზოდში მარინა გვიყვება მედიაში თავისი პირველი ნაბიჯების, გამოცდილებისა და პროფესიული გაკვეთილების შესახებ. საუბრობს სტუდენტებზე, ევროპულ, ჟურნალისტურ ღირებულებებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მარინა გვიზიარებს ხედვებს იმაზე, თუ რა არის მთავარი მედიის სფეროში დასახული მიზნის მისაღწევად, რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს და როგორი უნდა იყოს ნიუსრუმის ხელმძღვანელი.



პოდკასტში მოისმენთ, რატომ არასდროს ჩქარობს დასკვნის გაკეთებას “ვისგან რა დადგება” და რატომ ფიქრობს, რომ ჟურნალისტური განათლება აუცილებელია. 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: საქართველო
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საქართველოსთვის ევროკომისიამ მხარი არ დაუჭირა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია ქვეყანას მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსი კი მიენიჭოს, როდესაც რამდენიმე პრიორიტეტს დააკმაყოფილებს.


რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ევროკომისიის წამოყენებული ერთ-ერთი პირობაა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის.

პრიორიტეტების სია საქართველოსთვის

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველოს შემუშავებულია პრიორიტეტების სია, რომლის საფუძველზეც საქართველოთვის შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცენ.

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება
  • ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა
  • ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება, ეს ეხება სასამართლო რეფორმასაც
  • პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება
  • თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის

როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ:

  • ევროპული პერსპექტივის მიღება საქართველოსთვის დიდი მიღწევაა, ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი წინსვლისთვის.
  • საქართველოზეა დამოკიდებული რა დრო დასჭირდება ამას. რაც უფრო მალე გადადგამს ქვეყანა საჭირო ნაბიჯებს, მით უფრო მალე იქნება პროგრესიც.

ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროპულმა საბჭო გადაწყვეტს მიენიჭება თუ არა ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთმა ამერიკული მედიასაშუალებები გააფრთხილა, რომ აკრედიტაციას დაკარგავენ, თუკი აშშ-ში რუსი ჟურნალისტებისადმი მოპყრობა არ გაუმჯობესდება.

ინფორმაციას სააგენტო Reuters და “ამერიკის ხმა” რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რა ხდება? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ის სანქციების სიაში სამი რუსული სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიასაშუალებაც მოხვდა. შეზღუდვებს მოსკოვი მედიის თავისუფლებისადმი უპატივცემულობად მიიჩნევს და საპასუხო ზომებზე საუბრობს.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა 6 ივნისს ამერიკული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
  • შეხვედრას The Wall Street Journal-ის, CNN-ის, Associated Press-ის, NPR-ისა და Alhurra TV-ის წარმომადგენლები დაესწრენ.
ზახაროვამ თქვა, რომ აშშ-ში მყოფი რუსი ჟურნალისტების პრობლემები ვიზების განახლებას, დაბლოკილ საბანკო ანგარიშებს და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოებიდან შევიწროებას მოიცავს. მისი თქმით, სანქციების გამო ბევრი რუსული კომპანია ამერიკაში მომუშავე ჟურნალისტების ანაზღაურებას ვერ ახერხებს.

ზახაროვას გაფრთხილება

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ამერიკელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ:

  • თუკი რუსი ჟურნალისტები შეერთებულ შტატებში თავისუფლად მუშაობას ვერ შეძლებენ, მაშინ ამერიკელი რეპორტიორები რუსეთში იმავე სირთულეებს გადააწყდებიან. შესაძლოა გაუუქმედეთ აკრედიტაცია, შეექმნათ სავიზო და საბანკო პრობლემები.
  • თუ აშშ-ში რუსი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, ამერიკელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ. ზახაროვას განმარტებით, რუსეთს ამის გაკეთება არ სურს, მაგრამ იძულებული იქნება.
  • ამერიკეულ ჟურნალისტებს რუსეთში აკრედიტაცია და ვიზები მხოლოდ სამი თვით გაუხანგრძლივდებათ და თუ ამერიკული მხარე არ გააუმჯობესებს რუსი ჟურნალისტებისადმი მოპყრობას, ამერიკელ ჟურნალისტებს რუსეთში მუშაობა აეკრძალებათ.

ვაშინგტონის პასუხი

რუსეთის ამ გაფართხილების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მედია პოლიტიკაზე საუბრობენ.

  • ომის დაწყების შემდეგ კრემლმა დაბლოკა არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ქვეყნის შიგნით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდა.
  • რუსეთში შემოიღეს ე.წ ფეიკების კანონი, რომლითაც იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.
  • კანონდარღვევის შემთხვევაში კი რუსეთის მოქალაქე დაისჯება ჯარიმით ან 15 წლამდე პატიმრობით.
  • რუსეთის ოფიციალური უწყებები არ იყენებენ სიტყვებს “შეჭრა” და “ომი”, უკრაინაში დაწყებულ ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ შტატები განაგრძობს ვიზების გაცემას კვალიფიციური რუსი ჟურნალისტებისთვის და აშშ-ში მომუშავე არცერთი რუსი ჟურნალისტისთვის საგარეო პრესცენტრის აკრედიტაციები არ გაუუქმებიათ.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ნობელის პრემიის ლაურეატი რუსი ჟურნალისტის, დმიტრი მურატოვის ნობელის მედალი ნიუ-იორკში Heritage Auctions-ზე 20 ივნისს გაიყიდება. “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორის მიზანი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაა.  


აქუციონის დეტალები

მურატოვის ნობელის მედალი აქუციონზე 20 ივნისს, ლტოლივლთა საერთაშორისო დღეს გაიყიდება.

აუქციონის სახლი უარს ამბობს საკომისიოს მიღებაზე და მედლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მთლიანად გაეროს ბავშვთა ფონდში UNICEF-ში, უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. 

Heritage Auctions-ს აქამდე ნობელის რამდენიმე მედალი აქვს გაყიდული, მათ შორის დნმ-ის ერთ-ერთი აღმომჩენის ფრენსის კრიკის მედალი, რომელიც 2013 წელს 2.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 

მურატოვის ამ გადაწყვეტილების შთაგონება ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელი ფიზიკოსი ნილს ბორია, რომელმაც 1939 წელს ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ, ფინელების დასახმარებლად თავისი მედალი აუქციონზე გაიტანა.

მურატოვის გეგმები

დმიტრი მურატოვი ამბობს, რომ YouTube არხის შექმნას გეგმავს და იმედოვნებს, რომ "ნოვაია გაზეტას" გამოცემას ომის დასრულების შემდეგ განაგრძობს. 

"ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად გამოცემას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს.

თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო “ნოვაია გაზეტამ” გადარჩენის მიზნით ჯერ ომის გაშუქება, შემდეგ კი მთლიანად მუშაობა შეაჩერა.

კონტექსტი

  • “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი მარტში აუქციონის სახლებს მოუწოდებდა მისი ცნობილი ჯილდო გასაყიდად გაეტანათ.
  • დმიტრი მურატოვს გამოხატვის თავისუფლებისათვის გაბედული ბრძოლისათვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გასულ წელს ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან ერთად გადასცეს.
  • დმიტრი მურატოვი სიტყვის თავისუფლებას თავისი საქმიანობით რუსეთში ათწლეულებია იცავს. ის დამოუკიდებელი გაზეთის "ნოვაია გაზეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის რედაქტორად 1995 წლიდან მუშაობს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
YouTube-მა პლატფორმიდან უკრაინის შესახებ წესების დარღვევით განთავსებული 70 000-ზე მეტი ვიდეო და 9 000 არხი წაშალა. მათ შორის ვიდეოები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას “გათავისუფლების მისიად” მოიხსენიებდნენ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

რა ხდება?

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი არხები, მათ შორის რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის, არხი წაშალა. რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან დაკავშირებულ არხებს კი დროებით ვიდეოების ატვირთვა შეუზღუდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ წაშლილი კონტენტისა და არხების უმრავლესობა კრემლის ნარატივს ატარებდა.

YouTube-ის წარმომადგენელი ნილ მოჰანი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ :

  • პლატფორმაზე ავტორიტარული არხების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში, რუსეთში, ასევე პოლონეთსა და უკრაინის მიმდებარე ქვეყნებში.
  • მხოლოდ უკრაინაში ომის შესახებ ახალი ამბების კონტეტს 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
  • კომპანიას აქვს შესაბამისი პოლიტიკა ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს მოიცავს მნიშვნელოვანი ძალადობრივი მოვლენების უარყოფასაც: იქნება ეს ჰოლოკოსტი თუ უკრაინაში მიმდინარე ომი.
  • ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკა გამოიყენეს და უკრაინაში ომის შესახებ კონტენტის წესების დარღვევას “უპრეცედენტო მოქმედებით” უპასუხეს.

Youtube რუსეთში

Youtube იმ რამდენიმე უცხოური სოციალური მედიის პლატფორმას შორისაა, რომელიც რუსეთს არ დაუბლოკავს.

მას რუსეთში 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ქვეყანაში ვიდეოს გაზიარების ყველაზე დიდ ვებგვერდად რჩება.

  • „YouTube არის ადგილი, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ომის შესახებ ცენზურის გარეშე მიიღონ”, - ამბობს ნილ მოჰანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პლატფორმაზე რუსეთის მასშტაბით რეკლამების განთავსება აიკრძალა. Youtube-მა დაბლოკა რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული არხებიც, მათ შორის Russia Today და Sputnik.

რუსეთის მთავრობამ კი ტექ კომპანიების აკრძალვების საპასუხოდ სოციალური ქსელები: Facebook და Instagram დაბლოკა, Twitter-ზე კი წვდომა შეზღუდა.

კრემლის მხრიდან YouTube-ის მიმართ “უკანონო” კონტენტის არ წაშლის გამო გართხილებებისა და ჯარიმების მიუხედავად, რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პლატფორმის დაბლოკვას არ აპირებენ, რადგან ამით “რუსი მომხმარებელი დაზარალდება”.
კატეგორია: პოდკასტი
 
"პირველი ნაბიჯების"  ამ ეპიზოდის სტუმარია POLITICO Europe-ის შტატგარეშე კორესპონდენტი დათო ფარულავა.

ის გამოცემისთვის ვიდეო რეპორტაჟებსა და ილუსტრაციებზე მუშაობს. ამავე დროს დათო შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია.

დათო გვიყვება ჟურნალისტიკაში სპეციალიზების მნიშვნელობაზე, საქართველოში მედია ბაზარსა და დასავლური მედიის სპეციფიკაზე. ის გვიზიარებს რჩევებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და მედია გამოცემებში მოსახვედრად.

ეპიზოდი ჩაწერილია მაშინ, როდესაც დათო POLITICO Europe-ში ჯერ კიდევ სტაჟიორი იყო.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში გაიცნობთ Demnagram-ის შემქმნელს და მოდის სახლ “ბალენსიაგას” გუნდის წევრს საბა ბახიას.

“დემნაგრამი” 4 წელიწადზე მეტია “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორის, ქართველი დიზაინერის დემნას შემოქმედების შესახებ სიახლეებს ავრცელებს.

საბა გვიყვება “დემნაგრამის” ისტორიასა და მის განვითარებაზე, როგორ მოხვდა “ბალენსიაგას” გუნდში, მოდის ჟურნალისტიკასა და ამ ინდუსტრიის გავლენაზე. საბა თავისი გამოცდილებით გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კონტენტის შემქნელებმა უნდა გაითვალისწინონ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე. მისი ფილმი “სოვდაგარი” Netflix-ზე პირველი და ჯერ ერთადერთი ქართული დოკუმენტური ფილმია.

“სოვდაგარმა” გაიმარჯვა კანადის Hot Docs-ისა და Sundance-ის კინოფესტივალებზე.

ამ ეპიზოდში თამთა გვიყვება კინოდოკუმენტალისტიკაზე, 1500-ლარიანი ბიუჯეტის ფილმის “ნეტფლიქსამდე” გავლილ გზასა და რჩევებზე, როგორ უნდა მოხვდე კინოფესტივალებზე და რა უნდა გაითვალისწინო თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა.
 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
9 მაისს ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული პრემიის - პულიცერის 2022 წლის გამარჯვებულები გამოცხადდნენ.

წელს პულიცერის სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს მიენიჭათ.

პულიცერის საბჭოს განმარტებით, სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომის დროს, სიმამაცის, გამძლეობისა და ჭეშმარიტი გაშუქებისადმი ერთგულებისთვის მიენიჭათ.

„დაბომბვების, გატაცების, ოკუპაციისა და მათ შორის ჟურნალისტების სიკვდილის მიუხედავადაც კი, აგრძელებენ ამ საშინელი რეალობის ზუსტი სურათის ჩვენებას ურაინისა და მსოფლიოში ჟურნალისტების პატივისაცემად“ - ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე.




პულიცერის პრემიის 2022 წლის გამარჯვებულები:


  1. საზოგადოებრივი სამსახური (Public Service) - ვაშინგტონ პოსტი
  2. Breaking News Reporting – Miami Herald-ის თანამრომლები
  3. საგამოძიებო რეპორტინგი - Tampa Bay Times-ის თანამშრომლები - კორი ჯონსონი, რებეკა ვულინგტონი და ელი მიურეი
  4. Explanatory Reporting - Quanta Magazine-ის თანამშრომლები, განსაკუთრებით ნატალი ვოლჩოვერი
  5. ადგილობრივი რეპორტინგი (Local Reporting) - მედისონ ჰოპკინსი Better Government Association-დან და სესილია რეიესი Chicago Tribune-დან
  6. ნაციონალური რეპორტინგი (National Reporting) - The New York Times-ის თანამშრომლები
  7. საერთაშორისო რეპორტინგი - The New York Times-ის თანამშრომლები
  8. ფიჩერსი - ჯენიფერ სენიორი The Atlantic-დან
  9. კომენტარი - მელინდა ჰენებერგერი The Kansas City Star-დან
  10. კრიტიკა - სალამიშა ტილე, კრიტიკოსის მონაწილე, The New York Times
  11. სარედაქციო სვეტი - ლიზა ფალკენბერგი, მაიკლ ლინდენბერგერი, ჯო ჰოლი და ლუის კარასკო Houston Chronicle-დან
  12. სარედაქციო კარიკატურა - ფაჰმიდა აზიმი, ენტონი დელ კოლ, ჯოშ ადამსი და უოლტ ჰიკი ინსაიდერის, ნიუ-იორკში
  13. ახალი ამბების ფოტო - მარკუს იამი Los Angeles Times-დან
  14. ფოტოისტორია - ადნან აბიდი, სანა ირშად მატუ, ამიტ დეივი და გარდაცვლილი დანიელი სიდიკი „როიტერიდან“
  15. აუდიო რეპორტინგი - Futuro Media-ს თანამშრომლები, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი და PRX, ბოსტონი, მას.

გამარჯვებულების შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ ბმულზე
კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების"  ამ ეპიზოდის სტუმარია მსოფლიო სპორტში ცნობილი ხმა, სპორტის ჟურნალისტი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინგლისურენოვანი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი.

გიორგი პირველი ქართველი დიქტორია ოლიმპიურ თამაშებზე.
ის სხვადასხვა როლით პეკინის, ლონდონის, რიო დე ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიადებზე მუშაობდა.  ამ ეპიზოდში გიორგი ჭანიშვილი საუბრობს სპორტული ჟურნალისტიკისა და დიქტორობის თავისებურებებზე, სპორტის ჟურნალისტიკაში ქალების როლზე, სპორტულ ღონისძიებებზე მუშაობის გამოცდილებასა და შეცდომებით ნასწავლ პროფესიულ გაკვეთილებზე. 

გიორგი გვიყვება, ჟურნალისტიკიდან  პიარის სფეროში გადასვლაზე, როგორ მოხვდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში და რა არის საჭირო საერთაშორისო დონეზე დიქტორობისთვის.  ეპიზოდი ჩაწერილია 2021 წლის ზაფხულში, გიორგის ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი

"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი მაკა (მარგარიტა) ანთიძე, რომელიც 24 წლის განმავლობაში ახალი ამბების ცნობილ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და კავკასიის ბიურო ხელმძღვანელი იყო. 

მაკა გვიყვება ფიქსერობით დაწყებულ კარიერაზე, როგორ მოხვდა Reuters-ში და რატომ უთხრა თავდაპირველად უარი მათ შემოთავაზებას.
საუბრობს ჟურნალისტიკაში ზოგადი განათლების პრობლემაზე, ემოციურობაზე, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ პირველ სატელევიზიო ინტერვიუზე, ირაკლი ღარიბაშვილთან კამათსა და საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტის შეთავაზებაზე. 

მაკა ანთიძე გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მიუდგეთ რთულ რესპონდენტებს და რა უნდა გაითვალისწინოთ ჟურნალისტიკაში მიზნის მისაღწევად და როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი. 


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი

"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში, ჟურნალისტი თემო კიღურაძე კონფლიქტებისა და ომების გაშუქების დროს დაშვებულ შეცდომებსა და გამოცდილებაზე გვიყვება. 

თემოს, კარიერის განმავლობაში, საერთაშორისო მედიისთვის ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიის საზღვარსა და სხვა ცხელ წერტილებში უმუშავია. 

ის გვიყვება, როგორ მოხვდა შემთხვევით კონფლიქტების გაშუქების სფეროში, თავის პირველ გამოცდილებაზე 2008 წელს აგვისტოს ომში. იმაზეც, რა შეიძლება შეცვალოს არასწორ დროს ნათქვამმა "გამარჯობამ" ან "ოქეიმ". 

თემო გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოემზადოს ჟურნალისტი ომის გასაშუქებლად, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა საერთაშორისო მედიასთან.  მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


ამ ეპიზოდში ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი ნათია ხულუზაური საუბრობს ლონდონში ოფიციანტობიდან — "National Geographic საქართველოს" მთავარ რედაქტორობამდე განვლილ გზაზე, პერფექციონიზმზე, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის განსხვავებულ მიდგომებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ "National Geographic"-ისთვის მუშაობა გსურთ.

ნათია გვიყვება, რომელი შეცდომებიდან ისწავლა და რის მიხედვით არჩევს ადამიანებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt





"პირველი ნაბიჯები" - პროექტ 64-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.
კატეგორია: პოდკასტი
მესამე ეპიზოდის სტუმარია ნიკო ნერგაძე, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი.





ამ ეპიზოდში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი და "ნიკოს პოდკასტის" ავტორი ნიკო ნერგაძე გვიყვება პროფესიულ შეცდომებზე, უხერხულ მომენტებზე, რატომ არ უყვარს ვოქსპოპების ჩაწერა და რას ითვალისწინებს სხვების კრიტიკის დროს.

ნიკო საუბრობს ჟურნალისტიკაში ცნობისმოყვარეობის და ცნობადობის მნიშვნელობაზე, ჟურნალისტიკის რუტინულ მხარეზე, კომპრომისებზე და იმაზე, თუ რა არის ყველაზე კარგი გზა მედიაში (ნაცნობების გარეშე) დასაქმებისთვის.


"პირველი ნაბიჯები" - პროექტ 64-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt


კატეგორია: პოდკასტი
მეორე ეპიზოდის სტუმარია Fox News-ის პროდიუსერი ნანა საჯაია.






ამ ეპიზოდში ნანა გვიყვება ზუგდიდის კორესპონდენტობიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელევიზიის პროდიუსერობამდე გავლილ გზაზე.

“ჟურნალისტიკასთან თავის პირველ შეჯახებაზე”, მიზნის მისაღწევად 290 მცდელობაზე, ბევრ უარზე და თავდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.



„პირველი ნაბიჯები“ - პროექტ 64-ისა და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე „პირველი ნაბიჯების“ ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მიუხედავად იმისა, რომ TikTok-მა მარტში რუსეთიდან ახალი კონტენტის ატვირთვა აკრძალა, რუსმა პროპაგანდისტებმა შეზღუდვის გვერდის ავლით ომის მხარდამჭერი ვიდეოების გავრცელება მაინც შეძლეს.

დღეს კი TikToK-ზე შესულ რუსეთში მცხოვრებ ადამიანს ძირითადად რუსეთის ომის პროპაგანდისტული ვიდეოები ხვდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი? რუსეთის მთავრობის მიერ “ფეისბუქის”, “ტვიტერისა” და “ინსტაგრამის” დაბლოკვის შემდეგ “ტიკტოკი”, ფაქტობრივად, ერთადერთი გლობალური სოციალური მედიის პლატფორმაა, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, “ტიკტოკს” მნიშვნელოვანი როლი აქვს რუსეთში ომის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

რა მოხდა?

ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაცია, ციფრული უფლებების ჯგუფმა Tracking Exposed-მა “ტიკტოკის” ალგორითმისა და პოლიტიკის შესახებ კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ კომპანია თავის ქმედებების შესახებ გამჭვირვალე არ ყოფილა.

  • 6 მარტს “ტიკტოკმა” რუსეთში “ფეიკების” შესახებ მიღებული კანონის გამო “თავისი თანამშრომლებისა და მომხმარებლების დასაცავად” რუსეთიდან ახალი ვიდეოების ატვირთვების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
თუმცა, გაირკვა, რომ ეს შეზღუდვა 6 მარტის შემდეგ სრულად არ მოქმედებდა. მეტიც, 23-25 მარტს რუსეთიდან ვიდეოების ატვირთვა “ტიკტოკის” დესკტოპ აპლიკაციიდან შეუზღუდავად იყო შესაძლებელი.

  • 6 მარტამდე, სანამ “ტიკტოკი” აკრძალვაზე განაცხადებდა, პლატფორმაზე ომის საწინააღმდეგო და ომის მხარდამჭერი ვიდეოების თანაფარდობა თითქმის ერთნაირი იყო, აკრძალვის შემდეგ ომის თემაზე კონტენტიდან ვიდეოების 93.5% ომის მხარდამჭერი, 6.5% ომის საწინააღმდეგო იყო.
  • მკვლევარმა ორგანიზაციამ ისიც შეამჩნია, რომ აკრძალვადე ერთი დღით ადრე, უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციების ამსახველი ვიდეოები პლატფორმიდან, ფაქტობრივად, გაქრა.

დღეს, რუსეთიდან პლატფორმაზე ვიდეოების ატვირთვა უკვე შეუძლებელია. რუსეთში მცხოვრებ მომხმარებლებს არ აქვთ “ტიკ ტოკზე” რუსეთის გარეთ ატვირთულ კონტენტზე წვდომაც.

  • კვლევის მიხედვით, აკრძალვა, რომელიც “ტიკ ტოკმა” ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში შემოიღო, საბოლოოდ სრულად 25 მარტიდან შეიყვანა ძალაში.
  • შესაბამისად, დღეს რუსეთში “ტიკტოკზე” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ კონტენტიდან ის ვიდეოებია ხელმისაწვდომი, რომელიც 25 მარტამდე პლატფორმაზე გამოჩნდა - მათი უმრავლესობა კი ომის მხარდამჭერი შინაარსისაა.

“ტიკტოკის” პოლიტიკა?

“სტენფორდის ინტერნეტ ობესრვატორიის” დირექტორი ალექს სტამოსი ამბობს, რომ გლობალური სოციალური მედია პლატფორმები ავტორიტარულ ქვეყნებში დიდი ხანია დილემის წინაშე დგანან:

  • დაემორჩილონ ადგილობრივ რეპრესიულ კანონებს თუ სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპები დაიცვან?
  • მისი აზრით, რუსეთში “ტიკტოკმა” პირველი ვარიანტი აირჩია.

მეცნიერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “ტიკტოკის” გადაწყვეტილებას - ეს პოლიტიკური თუ ბიზნეს მიზნებითაა ნაკარნახები?

  • “ტიკტოკის” მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ია. ჩინეთისა და რუსეთის მთავრობებს კი ახლო ურთიერთობები აქვთ.

Tiktok-ის პოზიცია

„ტიკტოკის“ წარმომადგენლობა უარყოფს, რომ პლატფორმაზე კონტენტის პოლიტიკას ჩინური კომპანია ადგენს ან მასზე გავლენას ახდენს.

კომპანიის წარმომადგენლის, ჯეიმი ფავაცას განმარტებით, ოპერაციების შესახებ ყველა გადაწყვეტილებაზე სრული ავტონომია სინგაპურში მყოფ აღმასრულებელ დირექტორს აქვს, “ტიკტოკის” ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელი კი დუბლინიდან მუშაობს.

24 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით “ტიკტოკმა”:

  • ომის შესახებ 41,191 ვიდეო წაშალა, თითქმის 90% არღვევდა პლატფორმის პოლიტიკას საზიანო დეზინფორმაციის შესახებ.
  • 5,600 ვიდეოს დაამატა მითითება, რომ კონტენტი გადამოწმებული არ იყო.
  • რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიის 49 გვერდს შესაბამისი აღნიშვნა გაუკეთა.
  • წაშალა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით მოქმედი და შეცდომაში შემყვანი 6 ქსელი და 204 პროფილი.
  • წაშალა 400 000-მდე ყალბი პროფილი რუსეთში და 50 000-მდე ყალბი პროფილი უკრაინაში, შედეგად წაიშალა 400 000-მდე ვიდეო.

“ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტი უილ ორემუსი კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ “ტიკტოკმა” მხოლოდ რუსეთისთვის ალტერნატიული სამყარო შექმნა.

გასათვალისწინებელია, რომ „ტიკ ტოკის“ ნაცვლად მის მშობლიურ ჩინეთში “ტიკტოკის” ანალოგი აპლიკაცია Douyin-ია ხელმისაწვდომი, რომელშიც მხოლოდ ჩინური კონტენტი ქვეყნდება და ხელისუფლებისგან კონტროლდება.

კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთში სწორედ მსგავს ახალ აპლიკაციას ეყრება საფუძველი, თუმცა კომპანია ამას უარყოფს.
კატეგორია: საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, მედიის წარმომადგენლობის მიმართ დევნასა და ძალადობაზე და არასრულყოფილ მართლმსაჯულებაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი? 2021 წლის ანგარიშში მედიასთან მიმართებით დაახლოებით იმავე პრობლემებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას 2020 წელსაც ამახვილებდა. თუმცა ამ ანგარიშს ემატება მედიის წარმომადგენლებზე ფარული მიყურადება ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენები და მისი ორგანიზატორების დაუსჯელობა.

რა უნდა ვიცოდეთ? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში ეყრდნობა საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებსა და სხვა ინფორმაციას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოებს.

უფრო დეტალურად: საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაცია თვეების განმავლობაში ითხოვს ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორების დასჯას და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამავეს იმეორებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც:
  • სამართალდამცველებმა 5 ივლისს ვერ დაიცვეს მშვიდობიანი აქცია და ჟურნალისტები.
  • პრემიერის განცხადება „ღირსების მარშის მიზანშეუწონლობის“ შესახებ და რომ ის თითქოს სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გეგმა იყო - ძალადობის პროვოცირებაში ბრალს თბილისი პრაიდს სდებდა.
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ჩანდა, რომ მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ, მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.
  • საქმე არ აღძრულა ძალადობრივი აქციის უშუალო ორგანიზატორების, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ჟურნალისტზე თავდამსხმელების არასათანადო დასჯის სხვა შემთხვევებიც, მაგალითად:
  • 25 თებერვალს, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე
  • აპრილში „ფორმულას“ ორ თანამშრომელზე.
  • გავრცელებული ინფორმაცია „მთავარი არხის” ჟურნალისტის, ემა გოგოხიასადმი მესტიის მერის მხრიდან მოკვლის მუქარების შესახებ.

არასათანადო ანგარიშვალდებულება ძველი საქმეების მიმართ:

  • საქართველომ 4 წლის შემდეგაც სათანადოდ არ გამოიძია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე - Maydan TV-სთან ინტერვიუში ჟურნალისტი გამტაცებლებთან თანამშრომლობაში საქართველოს სამთავრობო ორგანოებს ადანაშაულებს.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს 2019 წლის 19-20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების არასათანადო გამოძიებაზეც.

მედიის მრავალფეროვნება (პლურალიზმი) შემცირდა

2020 წლის ანგარიშის მსგავსად, სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წელსაც მედიას აფასებს, როგორც „აქტიურს და მრავალფეროვანი ხედვების გამომხატველს“, და, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლების მიმართ

თუმცა მედიის პლურალიზმი შემცირებულია, რის მიზეზადაც, ანგარიშში რამდენიმე ფაქტორია მოყვანილი:
  • მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური მედიის მიმართ.
  • ბევრი ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ დაუშვეს მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებებზე და ვერ მიიღეს საჯარო ინფორმაცია საჯარო უწყებებისგან.
  • მთავრობას გავლენა აქვს მედიის ნაწილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ასევე საუბარია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობაზე“ - რაზეც, სახდეპის ანგარიშის მიხედვით, [საქართველოს] არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ შეშფოთებულები არიან.

2020 წლის მსგავსად ამ ანგარიშშიც საუბარია ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებისა და დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, რომლებიც „პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა“.
კატეგორია: პოდკასტი
პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. მისი სტუმარია „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი, გიორგი გოგუა.






„პირველი ნაბიჯები“ - პროექტ 64-ისა და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე „პირველი ნაბიჯების“ ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.



პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. მისი სტუმარია „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი, გიორგი გოგუა.

ის 12 წელიწადია ჟურნალისტია და არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემასთან უთანამშრომლია. National Geographic-ისთვის მისმა სტატიამ „გზაზე“ ევროკავშირის პრიზი მიიღო.

ამ ეპიზოდში გიორგი გვიყვება, რატომ აირჩია ჟურნალისტიკა, როგორ „მოკლა ახალი ამბების დღევანდელმა ფორმამ ეს პროფესია“, გამოცდილებას გვიზიარებს ფრილანსერობაზე, ფოტორეპორტიორობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ რჩევებზე, „ორი თემურის შემთხვევასა“ და იმაზე, თუ რით უნდა დაიწყოთ, თუ ჟურნალისტობა გინდათ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt
კატეგორია: რესურსები
დიდი ხანია მსოფლიოში მიმდინარე ომები შეიარაღებასა და ჯავშანტექნიკის გამოყენებას გასცდა. მხარეები მოწინააღმდეგის დასასუსტებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად ინფორმაციას, ინტერნეტს, ტექნოლოგიებს, ასევე ფსიქოლოგიურ და ბევრ სხვა ტაქტიკას იყენებენ. ასეა რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაშიც. ორივე მხარეს თავისი სტრატეგია აქვს.


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ:

  • უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება, სამხედრო ბრძოლა მიმდინარეობს ფრონტის ხაზებზე, უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად ზოგჯერ თავსი სმარტფონის წინა კამერით გადაღებული ვიდეოებით მოუწოდებს თანამოქალაქეებს, რუსებსა და დასავლელ მოკავშირეებს.
  • რუსეთში დაბლოკილია სოციალური ქსელების დიდი ნაწილი, თითქმის აღარ მუშაობენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სიტყვა “ომის” ხსენებისთვის ჟურნალისტებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რუსეთის ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ საერთაშორისო კომპანიები, ქვეყანა იზოლირებულია.
  • ეკონომიკური სანქციების პაკეტს კი დასავლეთის ქვეყნები უფრო და უფრო აფართოებენ.

2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომი ტრადიციულ ფორმებს ცდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს. ბევრი მას “ჰიბრიდულ ომად” მოიხსენიებს. მაგრამ რას ნიშნავს და ვინ იგებს ამ ომს?

რა არის ჰიბრიდული ომი?

ჰიბრიდული ომის უნივერსალური განმარტება არ არსებობს. თავდაპირველად ის ძირითადად სამხედრო შესაძლებლობების მქონე არასახელმწიფო აქტორებს მიემართებოდა.

ასეთ ომში სახელმწიფო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად არაოფიციალურ პირებს იყენებს. თუმცა 2000-იანი წლებიდან ეს ტერმინი გაფართოვდა.

ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ჰიბრიდულ ომში ხშირად მოიაზრებენ:

  • ოპონენტის წინააღმდეგ ერთდროულად განსხვავებული ტაქტიკების გამოყენებას.
  • თანამდეროვე ომში ტრადიციული და არატრადიციული მეთოდების, სტრატეგიების, ასევე თანამედროვე კონფლიქტების ფსიქოლოგიური და ინფორმაციული ასპექტების ერთობლიობას.
  •  ჰიბრიდული ომი აერთიანებს სამხედრო და არასამხედრო, ასევე ღია და დაფარულ საშუალებებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები, ეკონომიკური ზეწოლა, სამართლებრივი სისტემების ბოროტად გამოყენება, კორუფცია, რეგულარული და არარეგულარული ძალები.
  • ჰიბრიდული ომის დროს ზოგჯერ ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი ბუნდოვანია, ასეთი ომის მიზანია ფსიქოლოგიური და ფიზიკური უპირატესობების მოპოვება. ელექტრონული და კიბერ ოპერაციების, ფარული და ზოგჯერ ღია სამხედრო და სადაზვერვო ქმედებითა და ეკონომიკური ზეწოლით.
  • ჰიბრიდული ომის მოთამაშე ცდილობს დაასუსტოს ნდობა ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, შედეგად მთავრობა კარგავს ლეგიტიმურობას.
  •  ჰიბრიდული საფრთხეები ხშირად სამიზნე ან შიდა სახელმწიფოს პოლიტიკური საზოგადოების სისუსტეებზეა მორგებული.
  • მისი მიზანია ამ სისუსტეების გაღრმავება პოლარიზაციის შესაქმნელად და კიდევ უფრო გასამწვავებლად როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჰიბრიდული ომის კონცეფცია არც ისე ახალი ფენომენია, მეტიც ზოგიერთი აკადემიკოსი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული ომი იმდენი ხანია არსებობს, რამდენ ხანსაც ზოგადად ომები, თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჰიბრიდული ომის საფრთხეები ააჩქარა და გაზარდა მისი მასშტაბები.

ჰიბრიდული ომის განმარტებისას ამერიკელი ექსპერტი (American Enterprise Institute) ელიზაბეთ ბროუ გამოყოფს:

  • აგრესიის რუხ ზონას - “მტრული ქმედებების გამოყენება შეიარაღებული კონფლიქტის სფეროს მიღმა კონკურენტი ქვეყნის, პირის ან ალიანსის დასასუსტებლად“
  • თუკი ამას ემატება შეიარაღებული ბრძოლა ეს უკვე ჰიბრიდული ომია.
  • “სინამდვილეში ყველა ომი ახლა ჰიბრიდულია, რადგან მათ აქვთ ორივე სამხედრო და არასამხედრო განზომილებები, როგორებიცაა პროპაგანდა და ციფრული ომი.“ - ამბობს ის.

რუსული ჰიბრიდული ტაქტიკა უკრაინის ომში

რუსეთის უკრაინაში ჰიბრიდული ომი 2022 წელს არ დაწყებულა, “მარშალის ცენტრის” პროფესორი ჯემის კენეტ უიზერი წერს, რომ კრემლმა ყირიმის ანექსიისას ჰიბრიდული მეთოდები გამოიყენა. ეს ტექნიკები არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციებს, არამედ პოლიტიკური პროტესტის დაფინანსებას, ეკონომიკურ ზეწოლასა და კიბერ ოპერაციებს, განსაკუთრებით დეზინფორმაციის ინტენსიურ კამპანიას მოიცავდა.

დღეს დასავლეთში ჰიბრიდულ საფრთხეებად განიხილავენ რუსეთის ყველა მტრულ ქმედებას, მათ შორის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს.

რუსეთის მიდგომა ინფორმაციულ ომში, ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს არის ფსიქოლოგიური და კიბერ ოპერაციების ერთობლიობა.

პროფესორი უიზერი ამბობს, რომ რუსული ინფორმაციული ომი ცდილობს კვალის წაშლას სიმართლესა და სიცრუეს შორის და ალტერნატიული რეალობა შექმნას. ის ცდილობს დაასუსტოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ძირი გამოუთხაროს მთავრობების ლეგიტიმურობას.

  • მთავარი საბრძოლო სივრცე გონებაშია და შედეგად ახალი თაობის ომები დომინირებული იქნება ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ბრძოლებით. მთავარი მიზანია მძიმე სამხედრო ძალის განლაგების საჭიროება მინიმუმამდე შემცირდეს”, - ასე აფასებს თანამედროვე ომისადმი რუსეთის მიდგომას ლატვიელი ანალიტიკოსი იანის ბერზინში.

რუსეთის კიდევ ერთი ცნობილი ტაქტიკა - სპეციალურად მომზადებული ინფორმაციის გამოყენებაა, რომელიც მოწინააღმდეგეს იმ გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს, რომლებიც ინფორმაციის ინიციატორს წინასწარ აქვს განსაზღვრული - ეს რუსული სამხედრო დოქტრინის “მასკიროვკის” (შენიღბვის) მთავარი ელემენტი “რეფლექსიური კონტროლია”.

“რეფლექსიური კონტროლის” მეთოდები მოიცავს:

  • შანტაჟს
  • შენიღბვას
  • თაღლითობას
  • დეზინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს ოპონენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევას რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ.

პროფესორი უიზერი განმარტავს, რომ რუსული გადმოსახედიდან, “პერესტროიკა” და “ფერადი რევოლუციები”, ასევე ისეთი მრავალწევრიანი ორგანიზეციები, როგორებიც “საერთაშორისო სავალუტო ფონდი” და “მსოფლიო ბანკია” რუსეთის დესტაბილიზაციისთვის ჰიბრიდული ომის ელემენტებია.

დღეს, რუსეთის ჯარს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე საჰაერო იერიშები მიაქვს, მხარეები იყენებენ მძიმე არტილერიასა და შეიარაღებას, თუმცა ეს ომი მხოლოდ ფიზიკური არაა.

ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე:

  • უკრაინის თავდაცვის უწყებასა და ორ დიდ უკრაინულ ბანკზე რუსეთთან ან ბელარუსთან დაკავშირებული ჯგუფის მხრიდან კიბერშეტევები განხორციელდა.
  • იმავე დროს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე გამწვავდა დაპირისპირება რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ძალებს შორის.

ევროპის 27 ქვეყანაში კრემლის მხარდაჭერილი მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვის მიუხედავად, ონლაინ სივრცეში კვლავ ვრცელდებოდა და ვრცელდება:

  • პრორუსული კონტენტი: მათ შორის “ტიკტოკზე” ნახავთ ვიდეოებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის მხსნელად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი ნაცისტად წარმოაჩენს.
  • პრორუსული პროპაგანდისტული მასალები მასობრივად ვრცელდება „ტელეგრამით“.
  • სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის “ფეისბუქზე”, “ტვიტერზე”, “ინსტაგრამზე”, “ვკონტაქტესა” და “ადნაკლასნიკში” უცნობმა ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყალბი პროფილებისთვის ფოტოები შექმნეს. თავს დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებად აჩვენებდნენ და ყალბ ამბებს ავრცელებდნენ იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინას უღალატებს.
  • “მეტას” ინფორმაციით, ჯგუფს რუსეთსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში დონბასში ჰქონდა კავშირები.

რუსეთთან უპრეცენდენტო კიბერ კონფლიქტის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ზორამ მარტის დასაწყისში განაცხადა. მან ამ ყველაფერს ჰიბრიდული ომი უწოდა.

  • “ეს ისტორიაში პირველად ხდება და მჯერა, რომ კიბერ ომი მხოლოდ ჩვეულებრივი ომის დასრულებით შეიძლება დასრულდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მომენტის მოახლოებისთვის”.
  • უკრაინელებს შეუერთდა ჰაკერთა ცნობილი დაჯგუფება “ანონიმუსი” და რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა.

კრემლს საინფორმაციო ომის კიდევ ერთი ფრონტი ქვეყნის შიგნით აქვს.

  •  ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ათობით მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა.
  •  რუსეთში აღარ დარჩა კრიტიკული გამოცემები, რომლებიც უკრაინაში ომის თემას აშუქებენ, რადგან „სამხედრო სპეცოპერაციის” შესახებ ყველა ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალურ წყაროებს არ ეყდნობა, “ყალბ ამბად” მიიჩნევა და მისი გავრცელება თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ იგებს ინფორმაციულ ომს?

ამ მომენტისთვის რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. ომის დაწყებიდან ერთ თვეში მოსკოვს 5,223 ახალი სანქცია დაუწესეს. საერთო ჯამში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების რიცხვი 7 ათასს აჭარბებს.

უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო უპრეცედენტო სანქციებს ისტორიულად ნეიტრალური შვეიცარიაც შეუერთდა.

მაგრამ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა.

  • ქვეყანა დატოვეს ცნობილმა საერთაშორისო ბრენდებმა.
  • რუსეთი მოხსნეს საერთაშორისო სპორტული ღინისძიებებიდან, რითაც დანარჩენი მსოფლიოსგან კიდევ უფრო იზოლირებული რჩება.

“განსხვავებულ ომში საბრძოლველად დასავლეთის ძალისხმევა რუსეთის შეჭრამდე, მოსკოვის გეგმების შესახებ დაზვერვის ბრიფინგებით დაიწყო, რამაც პუტინს გაურთულა თავდასხმის ახსნა და მისი გამართლეობაო”, - ამბობს კვლევითი ორგანიზაცია “საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს” დირექტორი მარკ ლეონარდი.

სანქციების მიზანი პუტინზე უფრო და უფრო მეტი ზეწოლაა. თუკი რუსები ეკონომიკური საქნციების შედეგად სამშობლოში გაუარესებულ ვითარებას დაინახავენ, თავიანთ ბრაზს პრეზიდენტისკენ მიმართავენ.

როგორც გამოცემა, “ფაინენშალ თაიმსი” წერს, ზოგიერთი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ სადამსჯელო ზომების ყველა რუსისთვის დაწესებამ, განურჩევლად მათი შეხედულებებისა, შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების მიმართ ბრაზი და ნაციონალიზმის გაღვივება გამოიწვიოს.
  •  ეს სანქციები ქცევას შეცვლის თუ ქცევას დასჯის? - ამ რიტორიკულ კითხვას სვამს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე რობერტ ბლექვილი დასავლეთის მიღებული ზომების შეფასებისას.

ინფორმაციულ ომში აქტიურადაა ჩართული შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აქვეყნებს რუსული პროპაგანდისტული გზავნილების შესახებ ინფორმაციას და აბათილებს კრემლის მითებს.

დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის თეთრმა სახლმა ე.წ თაობა Z-თან (დაახლოებით, 1997-2012 წლებში დაბადებულები) თანამშრომლობა დაიწყო.
  • 10 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა 30 პოპულარულ “ტიკტოკერს” უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ბრიფინგი ჩაუტარა და მათს შეკითხვებს უპასუხა.

როგორ მოქმედებს უკრაინა?

ომის დაწყებიდან კიდევ უფრო გააქტიურდა უკრაინის საინფორმაციო და კომუნიკაციების სტრატეგია. რუსეთის შეჭრიდან მესამე დღეს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ “ტვიტერზე” დაწერა, რომ “აიტი არმიას” ქმნიდა და კიბერ ფრონტზე საბრძოლველად ადამიანებს ეძებდა.

მიხაილო ფედოროვმა დასავლურ ტექნოლოგიურ კომპანიებს სოციალური ქსელით მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ.

მათ შორის:

  • “ეფლის” აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ქუქს მოუწოდა დაებლოკა App Store რუსეთში.
  • მიმართა SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს სატელიტური კომუნიკაციის მოწყობილობების უკრაინისთვის გაგზავნის შესახებ, რამაც გაამართლა.
  • ფედოროვმა ღია წერილით მიმართა “გუგლსა” და “ნეტფლიქსს” მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედებისთვისაც.

ომამდე უკრაინის 31 წლის ვიცეპრემიერსა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს “ტვიტერზე” 100-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავდა, დღეს კი მისი მიდევრების რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

რატომ აგებს პუტინი ინფორმაციულ ომს?

შვედი ეკონომისტი ანდრეს ასლუნდს “ატლანტიკური საბჭოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ეს არგუმენტები მოჰყავს:

  •  რუსულ ყალბ რიტორიკას აღარ აქვს თანაბარი სივრცე საერთაშორისო მედიაში.
  •  წარუმატებელია პუტინის მიერ ომის გამართლების მცდელობები.
  •  ინფორმაციულ ფრონტზე დამარცხების რეალობის წინაშე მყოფმა პუტინმა უკან დაიხია და ახლა შიდა რუსულ აუდიტორიაზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.
  • დღევანდელობასა და 2014 წელს რუსეთის შეჭრას შორის განსხვავებაა: ბევრი საერთაშორისო კორესპონდენტის ყოფნა უკრაინაში. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინის შეჭრის გეგმების შესახებ ბრიფინგების დამსახურებით საერთაშორისო კორესპონდენტებმა უკრაინაში ჩასვლა ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს დაიწყეს.
  • თებერვალში კიევის მთავარი სასტუმროები სავსე იყო ჟურნალისტებითა და გადამღები ჯგუფებით. რეპორტიორები გავიდნენ რეგიონის ქალაქებშიც: ხარკოვში, ლვოვში, მარიუპოლსა და ოდესაში.
  • უკრაინაში საერთაშორისო მედიის უპრეცედენტო წარმომადგენლობამ ასობით ჟურნალისტს საშუალება მისცა თავად ენახა რეალობა. მანამდე უკრაინის ამბებს ძირითადად მოსკოვის ბიუროები აშუქებდნენ.
  • დასავლეთიდან ჩასული ჟურნალისტები თავისუფლები იყვნენ რუსული მიკერძოებისგან და რაც მთავარია არ იყვნენ დამოკიდებულები კრემლზე, განსხვავებით მოსკოვში მომუშავე კორესპონდენტებისაგან, რომლებმაც თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის უნდა შეინარჩუნონ რუსეთის სახელმწიფო აკრედიტაცია.
  •  მოსკოვის ბიუროებში დასაქმებულები ამის გამო ხშირად თვითცენზურითა და ტაბუდადებულ თემებზე თავის არიდებით მუშაობენ.
  • მართალია უკრაინულ მედიაში ოლიგარქების ინტერესები დომინირებს, თუმცა უკრაინის მედია ბაზარი პლურალისტულია, რამაც საერთაშორისო ჟურნალისტებს საშუალება მისცა ადგილობრივი კოლეგების ფართო სპექტრთან ეთანამშრომლათ, ქვეყანაში არსებული ვითარების სრული სურათის აღსაქმელად.
  • პუტინის განცხადება “ნაციზმის” აღმოფხვრაზე იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ებრაელია, ხოლო ულტრა მემარჯვენე პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, აბსურდია.
  • ამას ემატება უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო უყურებს.
  • მაშინ, როცა პუტინი გარიყულად იქცა, ზელენსკი გლობალურ გმირად გამოჩნდა. ზელენსკი არ არის იზოლირებული და არ აიძულებს კოლეგებსა და მედიის წარმომადგენლებს 10-მეტრიანი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დასხნენ.
  • უკრაინის ინფორმაციულ ომში კარგად მუშაობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ.
  •  უკრაინის არმია ინფორმაციას რეგულარულად და თანმიმდევრული გზავნილებით აახლებს. მათ მხარს უჭერს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებაც, რომლებიც ჯარის შესახებ განახლებებს აქვეყნებს „მიმებითა“ და პატრიოტული მესიჯებით.
კატეგორია: რესურსები
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის ზონაში საერთაშორისო ჟურნალისტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ასეთ დროს კი დიდ როლს ასრულებენ ადგილობრივი "ფიქსერები", რომლებიც უცხოელ ჟურნალისტებს მრავალმხრივ ეხმარებიან. თუმცა ხშირად ამ ადამიანებს, რომლებიც უცხოელ ჟურნალისტებს თავდაუზოგავად ეხმარებიან, მასალაში თანაავტორებადაც არ მოიხსენიებენ.

უკრაინაში რუსეთის ომის მე-20 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ფოქს ნიუსის” გადამღებ ჯგუფთან ერთად მყოფი 24 წლის უკრაინელი პროდიუსერი ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა დაიღუპა.

  • კუვშინოვა "ფოქს ნიუსის" რეპორტიორთან ბენჯამინ ჰოლთან და ოპერატორთან პიერ შაშევსკისთან ერთად იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელსაც 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას ემსხვერპლა პიერ შაშევსკიც.

საშა კუვშინოვა ამერიკული მედიასაშუალებისთვის ე.წ ფიქსერი იყო.

უცხო ქვეყნებიდან საერთაშორისო მედიის გაშუქებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ “ფიქსერებს” აქვთ.

ვინ არიან “ფიქსერები”?


შეიძლება ითქვას, რომ “ფიქსერი” შუამავალს ნიშნავს, რომელიც გარკვეულ საკითხებს აგვარებს. თუმცა ჟურნალისტიკაში ეს ტერმინი გულისხმობს:

  • ადგილობრივ მცხოვრებს ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ჟურნალისტები ქირაობენ, ამ ქვეყანაში მუშაობის გასაადვილებლად.
  • “ფიქსერები” კარგად იცნობენ ადგილობრივ გარემოს, ერკვევიან მოვლენების კონტექსტში, ითავსებენ თარჯიმნის როლს.
  • ხშირად, “ფიქსერები” თავადაც ჟურნალისტები არიან და დამატებით ჟურნალისტურ სამუშაოსაც ასრულებენ.
  • “ფიქსერები” უცხოელ რეპორტიორებს ეხმარებიან თავიანთი პროფესიული სამუშაოს შესრულებაში. ზოგჯერ ევალებათ სასტუმროს და მძღოლების დაჯავშნა, ინტერვიუების შეთანხმება, კონკრეტულ ადგილებზე წვდომის მოპოვება, მარშრუტების დაგეგმვა.
თუმცა, ეს ადამიანები კადრს მიღმა მუშაობენ. მათ სახელებსაც მომზადებულ ჟურნალისტურ მასალებში იშვიათად შეხვდებით.

“საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელი” წერს, რომ ის იშვიათი შემთხვევები, როდესაც “ფიქსერები” ჩრდილიდან გამოდიან არის, როდესაც მათ აკავებენ, იტაცებენ ან კლავენ.

პოტენციურად სახიფათო გაშუქებების დროს შესაძლოა “ფიქსერს” დაევალოს გუნდის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ამბის გამოქვეყნების შემდეგ კი შესაძლოა მათაც საფრთხე შეექმნათ, რადგან, როგორც ფრანგი ჟურნალისტი და “ფიქსერი” მარი ნუდაშერი ამბობს: “შენ ადგილობრივი ხარ. რესპონდენტებს შენი მობილურის ნომერი აქვთ.”

  • “ფიქსერებს” არ აქვთ დაზღვევა და ფიქსირებული ხელფასი. მათ სამუშაოს ძირითადად ნაღდი ფულით ანაზღაურებენ.
  • “გლობალური რეპორტინგის ცენტრის” 2017 წლის კვლევის მიხედვით, “ფიქსერების” დღიური ანაზღაურება $50-დან $400-მდე მერყეობს.

ავტორად მოხსენიება
“ფიქსერების” ნაწილისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რადგან უმეტეს შემთხვევებში მათი შრომა მასალის მიღმა რჩება და თანაავტორებად მითითებულები არ არიან.

  • ზოგიერთი მათგანისთვის ნაკლებად მისაღებია ტერმინი “ფიქსერი” და მის ნაცვლად “პროდიუსერს” იყენებს, რაც მათი აზრით, უფრო მეტ უფლებას ანიჭებთ კორესპონდენტთან ერთობლივად იმუშავონ ამბის შექმნაში.
  • “ფიქსერი” არასწორი ტერმინია, ისინი რეალურად ჟურნალისტები არიან და მათი საქმე გაშუქების იმავე ეთიკურ სტანდარტებს მოითხოვს”, - ამბობს The Philadelphia Inquirer კორესპონდენტი ენდრიუ მეიკუთი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მედია კომპანია "კონდე ნასტი" რუსეთში თავის ყველა გამოცემას აჩერებს.
ამერიკული მედია კომპანია "კონდე ნასტი" 20-ზე მეტ მედისასაშუალებას აერთიანებს, მათ შორის:
  • Vogue Russia
  • GQ
  • GQ Style
  • Tatler
  • Glamour
  • Architectural Digest
ყველა ეს გამოცემა რუსეთში მუშაობას შეწყვეტს.

მიზეზი: რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი, რომელიც მედიას აცენზურებს.

ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა

კომპანიის ხელმძღვანელი როჯერ ლინჩი ამბობს, რომ კანონი შეუძლებელს ხდის "კონდე ნასტის" თანამშრომლებმა კონტენტი ისე მოამზადონ, რომ საფრთხის რისკის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

რუსეთში “ვოგის გამოცემა” 1998 წლიდან დაიწყო.

სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც რუსეთში მუშაობას წყვეტენ:

რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ჟურნალისტებზე ზეწოლის გაზრდისა და “ყალბი ახალი ამბების” შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რუსეთში მუშაობა შეაჩერეს Bloomberg-მა, The New York Times-მა და “რადიო თავისუფლებამ”, ასევე რუსეთიდან გაშუქება შეწყვიტა CNN-მა, თუმცა არ დაუხურავს მოსკოვის ბიურო. ქვეყანაში მაუწყებლობა შეაჩერეს ABC-მ და CBS-მაც.

გასულ კვირას რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს BBC-ის თანამშრომლებმაც, თუმცა მოგვიანებით მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ინგლისურ ენაზე ამბების გაშუქებას განაგრძობს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დღითიდღე რთულდება რუსული დამოუკიდებელი მედიის მუშაობა, რუსეთის მოსახლეობისთვის კი ომის შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 9 დღე გავიდა. ამ პერიოდში რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში 20-მდე მედიასაშუალება დაბლოკა ან მასზე წვდომა შეზღუდა. მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ომის „ომად“ და შეჭრის „შეჭრად“ მოხსენიებაა.

ინფორმაციას ჩახშობა რუსეთში

4 მარტს რუსეთის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც:
  • სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ან 15 წლამდე, თუკი მიიჩნევა, რომ მას „მძიმე შედეგები მოჰყვება “.
  • „ყალბ ინფორმაციად“ რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ყველაფერს, ომის შესახებ, რაც რუსეთის ოფიციალური წყაროებიდან არ მოდის.
  • კანონპროექტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა მოაწეროს. კანონი შესაძლოა ხვალ ამოქმედდეს.

ვრცლად ამ თემაზე: როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიის გზავნილებს ომის შესახებ

კანონპროექტის მიღებიდან დაახლოებით 2 საათში: საინფორმაციო ვებგვერდმა Znak-მა მუშაობა შეწყვიტა.

მიზეზი: მედიის მუშაობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გამკაცრებული შეზღუდვები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთში ახშობენ „ტვიტერს“, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამსაც“, საიდანაც ათობით მილიონი რუსი ობიექტურ ინფორმაციას იღებს.
  •  „ინტენსიური ხდება მოსკოვის ძალისხმევა შეცდომაში შეიყვანოს და ჩაახშოს სასტიკი შეჭრის შესახებ სიმართლე. ეს ნაწილობრივი ბლოკირება რუსეთის მოქალაქეებს ზღუდავს როგორ და სად ნახონ და გააზიარონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ჭეშმარიტების მტკიცებულება.“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინაში ომის 9 დღის განმავლობაში, რუსეთში დაიბლოკა ან დაიხურა ოცამდე მედიასაშუალება

დაბლოკეს ტელეკომპანია „დოჟდის“ ვებგვერდი. მოგვიანებით არხმა სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.

„დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.

დახურული ან დაბლოკილი მედიის ჩამონათვალი:

  • რადიო „ეხო მოსკვის“ ვებგვერდი. დაიხურა უშუალოდ რადიოსადგურიც.
  • მედუზას“ ვებგვერდი.
  • „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ვებგვერდი. 
  • „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ვებგვერდი.
  • „დოიჩე ველეს“ ვებგვერდი.
  • პრაღიდან მომუშავე რუსულენოვანი არხის, Настоящее время-ს ვებგვერდი
  • „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის რეგიონული ახალი ამბების პორტალი Крым. Реалии
  • უკრაინული მედიასაშუალების “ინტერფაქს უკრაინის“ რუსულენოვანი ვებგვერდი.
  • რუსულენოვანი ჟურნალის The New Times-ის ვებგვერდი.
  • სტუდენტური ჟურნალის Doxa-ს ვებგვერდი. გამოცემა ახალი დომეინით იმუშავებს. 
  • უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის ვებგვერდი.
  • უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის ვებგვერდი.
  • უკრაინული საინფორმაციოს ვებგვერდი Korrespondent.net.
  • უკრაინული გამოცემის „უკრაინსკაია პრავდას“ ვებგვერდი.
  • ციმბირის ახალი ამბების ვებგვერდი tayga.info
  • რუსული მედიასაშუალება the-village.ru.
  • ქალაქ ტომსკის ტელევიზიის ТВ-2-ის ვებგვერდი tv2.today.
  • რუსეთის მთავრობა დაბლოკვით დაემუქრა „ამერიკის ხმის“ რუსულ ვებგვერდსაც, თუკი უკრაინაში შეჭრის შესახებ მასალას არ წაშლიდა, რაზეც რედაქციამ უარი თქვა. Globalcheck-ის მიხედვით, golosameriki.com რუსეთში მიუწვდომელია.
“რუს ხალხს უფლება აქვს იცოდეს სიკვდილის, ტანჯვისა და დესტრუქციის შესახებ, რომელიც მათმა მთავრობამ უკრაინელ ხალხს მიაყენა. მათ ასევე უფლება აქვთ იცოდნენ ამ უაზრო ომის თავიანთი ჯარისკაცების ადამიანური დანაკარგების შესახებ“ - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ გზად ვაშინგტონს რუსულენოვან მედიასაშუალებებთან და რუს აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს არჩეული.

CNN-ის ცნობით, ბოლო დღეებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სულ მცირე 7 ინტერვიუ მისცეს რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებებს.

დასავლეთის შეზღუდვები რუსეთის პროპაგანდისტული მედიაზე

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები შეეხო რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე მუშაობენ. შეზღუდვებს შეუერთდნენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც.
  • ევროკავშირმა აკრძალა Russia Today (RT), Sputink და მათი შვილობილი კომპანიები
  • ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში RT-სა და Sputink-ის, ასევე მათთან დაკავშირებული არხები დაბლოკა "იუთუბმა“.
  • „გუგლი“ აჩერებს ონლაინ რეკლამების რუსეთში გაყიდვას.
  • "მეტამ", "ტიკ ტოკმა" და "მაიკროსოფტმა" RT-ისა და სპუტნიკის ანგარიშების ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • “მეტამ” რუსულ სამთავრობო მედიებს საკუთარ პლატფორმებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ვოთსაპი) რეკლამების განთავსების ფუნქცია და მონეტიზაცია შეუზღუდა
  • რუსეთის ხელისუფლების კონტროლირებადი მედიის მასალების შემცველ პოსტების ხილვადობას ამცირებს "ტვიტერი".

ამ თემაზე:
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უკრაინაში დანიელი ჟურნალისტების დაჭრას ეხმაურება და ველზე მომუშავე რეპორტიორების უსაფრთხოების დაცვის მოწოდებით გამოდის.

რა მოხდა?

26 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ოხტირკაში დანიური ტაბლოიდის, Ekstra-Bladet-ის რეპორტიორი სტეფან ვაიკერტი და ფოტოგრაფი ემილ ფილტენბორგ მიკკელსენი დაბომბილი საბავშვო ბაღის გადასაღებად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
  • ჟურნალისტების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, ორივე მათგანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო.
  • ფოტოგრაფს სამი ტყვია ფეხებში, ჟურნალისტს კი ერთი ტყვია მხარში მოხვდა.
ორივე მათგანი ქალაქ პოლტავას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილური იყო, ამ დროისთვის კი უკრაინის ტერიტორიიდან ევაკუაცია მოახერხეს და დანიისკენ მიემგზავრებიან.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ( RSF) აცხადებს:

  • ვაიკერტი და მიკკელსონი პირველი ჟურნალისტები არიან, რომლებიც სერიოზულად დაშავდნენ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის გაშუქების დროს. მათი ჭრილობები შესაძლოა ფატალური ყოფილიყო.
  • მოვუწოდებთ ყველა მეომარ მხარეს აიღონ ვალდებულება პატივი სცენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილიდან ვითარების გაშუქებაში.
  • ჟურნალისტების გაშუქების გარეშე ამ ომის დანაშაულებები და მისი მსხვერპლი არ იარესებებდა. 
  • რაც უფრო იზრდება უკრაინაში ბრძოლის მასშტაბი, ჟურნალისტებისთვის ომის გაშუქება უფრო და უფრო სახიფათო ხდება.
  • რთულდება უკრაინის დასაცავად შემნილ ჯგუფებთან მიახლოება. ქუჩებში რუსი დივერსანტების ყოფნის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო იზრდება უცხო ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ უნდობლობა.
ორგანიზაციის ცნობით, 2014-2016 წლებში დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს ათი ჟურნალისტი დაიღუპა.

მეტი რჩევა ომში მყოფი ჟურნალისტებისთვის:
RSF-ის სახელმძღვანელო ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ.
„უკრაინის მასობრივი ინფორმაციიის ინსტიტუტის“ რჩევები საბრძოლო ზონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

RSF-ის 2021 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში უკრაინა 180-ც ქვეყანას შორის 97-ე, რუსეთი კი 150-ე ადგილს იკავებს.
კატეგორია: რესურსები
 „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელმა“ (IJNET) გამოაქვეყნა რჩევები ჟურნალისტებისთვის, „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის საერთაშორისო რეპორტიორთან ოსტაპ იარიშთან და კიევში მყოფ ფრილანსერ ჟურნალისტთან ტომ მუჩთან ერთად ჩატარებულ ვებინარზე დაყრდნობით.

დაინახეთ გლობალური გავლენა

შესაძლოა რუსეთის უკრაინაში შეჭრა შორეულ ამბად ჩანდეს, განსაკუთრებით, თუ ევროპაში არ იმყოფებით, მაგრამ მიმდინარე მოვლენებს პოტენციური ზეგავლენა ექნება გრძელვადიან გლობალურ შედეგებზე.

კონტექსტისა და ენის გაგება

ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ სწორად თარგმნის მნიშვნელობაზე.
  • არასწორი, გადაუმოწმებელი თარგმანი დეზინფორმაციის უნებურად გავრცელების რისკს ზრდის. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება და ნიუსრუმში კონფლიქტის მხარეების მშობლიური ენების მცოდნე ადამიანი არ მუშაობს.
ეს ომი ფიზიკურთან ერთად საინფორმაციოცაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა კონფლიქტის კონტექსტი გადმოსცენ.
  • შესაძლოა წარმოაჩინონ აგრესიული მხარის ხედვა, მაგრამ ისე, რომ მიუთითონ ვინ არის ვითარებაში აგრესორი. 
  • მკითხველისთვის ფაქტების მიწოდება ხელს უწყობს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, რომლის მიზანიც რუსეთის ქმედებების ჭეშმარიტი ბუნების დაფარვაა.

კონფლიქტის ჰუმანიზება/გაადამიანურება

ჟურნალისტებმა ომის გაშუქება მაქსიმალურად უნდა გაადამიანურონ.

ფაქტები და რიცხვები ამბავს ჰყვება, მაგრამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან ინტერვიუები მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო გაიაზრონ ომი და მისი შედეგები.

ტომ მუჩი განმარტავს:

  • ამბავი არ არის: „მე უცხოეთის კორესპონდენტი ვარ და მოქმედებების შუაგულში ვარ“, მაშინაც კი თუ ეს ზოგჯერ რედაქტორებს სურთ.
  • ამბავს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ადამიანური ელემენტი, მაგალითად, როცა განგაშის სიგნალები ირთვება და დაბომბვის დროს ადამიანები მეტროში შეჯგუფდებიან, ან ავტობუსებითა და მატარებლებით კიევიდან გასვლას და დასავლეთში გაქცევას ცდილობენ. ან ამბები ადამიანების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთში ქალაქებში არიან ჩარჩენილები.
  • ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა თავი უნდა აარიდონ მხოლოდ სენსაციური ან ძალადობრივი შემთხვევების გაშუქების მცდელობას.
„გირჩევთ, ხალხს მოეპყრათ, როგორც ადამიანებს და არა როგორც მხოლოდ ამბის მასალას“, - ამბობს ოსტაპ იარიში.

უსაფრთხოება გაშუქებისას

არცერთი ამბავი და კადრი არ ღირს სიცოცხლის ფასად.

ომის გაშუქებისას უსაფრთხოება უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
  • ჟურნალისტებმა, რომლებსაც უკრაინაში ომის ან სამომავლოდ კონფლიქტების გაშუქება უნდათ, მტრულ გარემოში მუშაობის ტრენინგი უნდა გაიარონ.
„სულიერად და ფიზიკურად მზად უნდა იყო მომენტისთვის, როდესაც შენთან ახლოს პირველად რაკეტა დაეცემა ან აფეთქება მოხდება. ისეთი ემოციური რეაქცია გექნება, რომელსაც ვერ იწინასწარმეტყველებ“, - ამბობს მუჩი.

მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების და უსაფრთოხების სხვა წესების საბაზისო ცოდნა.

„რაც უფრო ბევრჯერ გააშუქებ კონფლიქტს, მით უფრო მეტად გაიცნობ საკუთრ თავს და გაიგებ, სად არის შენი კომფორტის ზონები, გაიგებ როგორი ემოციური გამძლეობა და სტრესსა და ტრავმასთან გამკლავებს უნარი გაქვს“, - ამბობს ტომ მუჩი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჰაკერთა ჯგუფებმა უკრაინის მხარდასაჭერად რუსულ სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევები დაიწყეს.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „კიბეროპერაციაში“ საერთაშორისო ჰაკერთა მოძრაობა „ანონიმუსი“ მონაწილეობს. ჯგუფი მსოფლიოს სხვა ჰაკერებს რუსულ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმებისკენ მოუწოდებს.
  • „ანონიმუსს“სოციალურ ქსელში ოფიციალური ანგარიში არ აქვს. ჯგუფის აქტივობების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ანგარიშით ვრცელდება. მათ შორისაა @YourAnonNews, რომელსაც „ტვიტერზე“ ამ დროისთვის 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ვებგვერდები, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად გათიშეს:

„ანონიმუსის“ სახელით:

24 თებერვალი

  • რუსეთის სამთავრობო ვებგვერდები: kremlin.ru - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
  • governement.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი mil.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
25 თებერვალი
  • რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ვებგვერდი fas.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RT.com - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
  • რუსული ინტერნეტ პროვაიდერების ვებგვერდები: com2com.ru, ptt.ru , sovam.com - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია; relcom.ru - მუშაობს
  • რუსული კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი gazprom.com - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • გამოქვეყნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა 
26 თებერვალი 
  • გამოაქვეყნეს ბელარუსული იარაღის მწარმოებლის Tetraedr-ის 200გბ მოცულობის ელექტრონული ფოსტის მისამართები
27 თებერვალი
  • ჩეჩნეთის სამთავრობო ვებგვერდი chechnya.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • გამორთეს ციფრული სერვისების Tvingo Telecom-ის სისტემიდან გაზის მიწოდება.
28 თებერვალი
  • მედიასაშუალება mos.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსეთი საბაჟო სამსახურის ვებგვერდი customs.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსეთის ფედერაციის საჯარო სერვისების პორტალი gosuslugi.ru - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
  • რუსეთის საპენსიო ფონდის ვებგვერდი pfr.gov.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი Mil.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • ბელარუსის სამხედრო სამრეწველო კომიტეტის ვებგევრდი Vpk.gov.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • ბელარუსის კომუნიკაციისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს ვებგვერდი Mpt.gov.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა” რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალება დაბლოკა.

რა მოხდა?

მას შემდეგ, რაც „როსკომნადზორმა” უკრაინის ომის გაშუქება მედიას მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროების მიხედვით მოსთხოვა, უწყებამ რამდენიმე მედიასაშუალება დაბლოკა.

რუსული დამოუკიდებელი მედიის „დოჟდის“ ინფორმაციით რუსეთში დაბლოკილია:

1. პრაღიდან მომუშავე რუსულენოვანი არხის, Настоящее время-ს ვებგვერდი. არხი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ მონაწილეობითაა შექმნილი.

2. „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის რეგიონული ახალი ამბების პორტალი Крым. Реалии - დაბლოკვის მიზეზი მასალა სათაურით „პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა“

3. უკრაინული მედიასაშუალების Интерфакс-Украина-ის რუსულენოვანი ვებგვერდი - დაბლოკვის მიზეზი: მასალა უკრაინაში რუსი სამხედროების ნათესავებისა და მეგობრებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ. სააგენტოს უკრაინულენოვანი ვერსია ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია.

4. უკრაინული საინფორმაციო Гордон-ის ვებგვერდი

5. რუსულენოვანი ჟურნალის The New Times-ის ვებგვერდი

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა მედიას უკრაინაში ომის შესახებ გაშუქებისას მოთხოვნა 24 თებერვალს წაუყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის მედიასაშუალებებს 5 მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმა და მასალების დაბლოკვა ემუქრებათ.

წაიკითხეთ მეტი: როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიის გზავნილებს ომის შესახებ
კატეგორია: საქართველო
საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათას აბონენტს საკაბელო ტელევიზიაზე რუსული პროპაგანდისტული არხების ნაწილზე წვდომა შეუწყდება.

რა მოხდა?

მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების გაერთიანებამ „შპს ტივიჯიმ“ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყებისა და ევროკავშირში რუსული სამთავრობო მედიების დაბლოკვის შემდეგ, 5 პროპაგანდისტული არხის გათიშვა გადაწყვიტა:
  • RTR
  • RUSSIA24
  • რუსეთის პირველი არხი 
  • Russia Today
  • ალტ-ინფო „ტივიჯი“
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის 10 წევრი კომპანიისთვის მაუწყებლობის ტრანზიტს უზრუნველყოფს.

შესაბამისად, ეს 5 არხი 10 პროვაიდერს აღარ მიეწოდება.

შპს "ტივიჯის“ დირექტორის ბესიკ წაქაძის თქმით, არხები დაახლოებით 4 ათასამდე აბონენტს რამდენიმე რეგიონში გაეთიშება:
  • იმერეთში: ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია
  • გურიაში: ლანჩხუთი
  • სამეგრელოში: ზუგდიდი, სენაკი
  • ქვემო ქართლში: მარნეული
  • შიდა ქართლში: ხაშური, ქარელი
ბესიკ წაქაძის განმარტებით, არხების მიწოდებას დროებით იქამდე შეაჩერებენ, სანამ „რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას, ქართული არხები რუსულ პროპაგანდას“.

ასევე, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციით, Russia Today-სა და Sputnik-ის გათიშვის დაანონსების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ქსელ „სილქნეტზე“ რუსული არხები RTR და ORT გაითიშა. მოგვიანებით, კომპანიაში განმარტეს, რომ გათიშვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს გმობენ და ღია წერილებს ავრცელებენ.

რუსულ დამოუკიდებელ მედიაში საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე კორესპონდენტებმა და ექსპერტებმა რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრა დაგმეს. ღია წერილში, რომელსაც ამჟამად 100 ხელმომწერი ჰყავს, ჟურნალისტები წერენ:
  • „ომი არასდროს ყოფილა კონფლიქტის გადაწყვეტის მეთოდი და მას გამართლება არ აქვს“.
  • „კარიბის კრიზისის შემდეგ მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ახლოს გლობალურ კატასტროფასთან“.
  • „ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაწყებულ ხოცვა-ჟლეტას“ 
  • „პირობას ვდებთ, რომ სანამ შესაძლებლობა გვაქვს ვიქნებით გულწრფელები იმის შესახებ, რაც ხდება.“

ომი დაგმეს სამეცნიერო მიმართულების ჟურნალისტებმაც

150-ზე მეტი რუსი მეცნიერი და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტი ხელს აწერს ღია წერილს, სადაც წერია:
  • „ევროპაში ახალი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებელი მთლიანად რუსეთია. ამ ომს რაციონალური გამართლება არ აქვს. უკრაინის წინააღმდეგ ომი უსამართლოა.“
  • „ჩვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ. ბუნდოვანი ისტორიულ-ფილოსოფიური ფანტაზიებით ამოძრავებული რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის ომის გაჩაღება, მათი მეხსიერების ცინიკური ღალატია“.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე სხვადასხვა რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია. რთულ პირობებში მუშაობენ დამოკიდებელი რუსული მედიასაშუალებები.

კრემლის კონტროლი ინფორმაციაზე

რუსული დამოუკიდებელი მედიის „დოჟდის“ ინფორმაციით, კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელი ე.წ როსკომნადზორი ითხოვს:

  •  უკრაინის ომის გაშუქებისას მედია მხოლოდ ოფიციალურ რუსულ წყაროებს დააყრდნოს,
  • რადგან უწყების განცხადებით, ბოლო საათებში განსაკუთრებით იმატა „გადაუმოწმებელმა და არაზუსტმა ინფორმაციამ“.
  • „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის მედიასაშუალებებს 5 მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმა და მასალების დაბლოკვა ემუქრებათ.

რუსული კრიტიკული მედია ომის წინააღმდეგ

"ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა, ის წლებია მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს.

  • გაზეთის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რედაქტორმა და ნობელის პრემიის მფლობელმა მშვიდობის დარგში, დმიტრი მურატოვმა დღეს მიმართვა გაავრცელა:

მურატოვი ამბობს:
  • „ომი უკრაინასთან პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს.“
  • „მთავარსარდალი ხელში ატრიალებს "ბირთვულ ღილაკს”, როგორც ძვირადღირებული მანქანის “ბრელოკს”
  • "ნოვაია გაზეტას" შემდეგ ნომერს ორ ენაზე - უკრაინულ და რუსულ ენაზე გამოვცემთ. იმიტომ რომ, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად.“
  • „მხოლოდ გლობალურ ანტი-საომარ მოძრაობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა ამ პლანეტაზე."

„ნოვაია გაზეტას“ დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია.


მეტი ამ თემაზე: რუსი ჟურნალისტების ნაწილი გმობს ომს უკრაინასთან


რუსული სამთავრობო მედია, როგორც დეზინფორმაციის იარაღი

დეზინფრომაციასთან ბრძოლის პლატფორმა, NewsGuard გამოყოფს კრემლის კონტროლირებად სამ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებას რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე მუშაობენ.
  • NewsGuard-ის ანალიტიკოსები წლებია თვალყურს ადევნებენ კრემლისტურ ვებგვერდებს და მათ მიერ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს.
მათი ინფორმაციით, კრემლის სამი ძირითადი პროპაგანდისტული მედიასაშუალებაა:
  • RT.com
  • SputnikNews.com
  • TASS.com                
ვრცლად ამ ვებგვერდების მუშაობის მეთოდებზე წაიკითხეთ აქ.

უკრაინაში ვითარების ესკალაციის დაწყებისთანავე რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უფრო მეტად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომელიც ქმნიდა ომის დაწყების საბაბს ან ცდილობდა მის გამართლებას.

უკრაინასთან კონფლიქტის შესახებ ამ სააგენტოების მიერ გავრცელებული სამი ძირითადი პროპაგანდისტული გზავნილია:
  • მითი: დასავლეთმა მოაწყო გადატრიალება უკრაინის ხელისუფლების დასამხობად
  • მითი: უკრაინის პოლიტიკასა და საზოგადოებაში დომინირებს ნაცისტური იდეოლოგია
  • მითი: დონბასში ეთნიკურ რუსებს გენოციდს უწყობენ
ანალიტიკოსის, მადელინ როუჩის, განმარტებით:
  • რუსეთი უკრაინაში შეჭრამდეც აწარმოებდა ციფრულ ომს.
  • იყენებდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად,
  • რათა დაბნეულობა გამოწევია მოწინააღმდეგეებში და საჯაროდ გაემართლებინა შესაძლო სამხედრო კონფლიქტი.
NewsGuard კონფლიქტის განვითარებასთან ერთად, თვალს ადევნებს ახალ გზავნილებს და მეტი ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა კრემლის ინტერესების წინ წამოსაწევად.
კატეგორია: საქართველო
20 თებერვალს ღამით სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ძალადობის კადრები გავრცელდა. მედიის ნაწილმა ამბავი ზედაპირულად, უკონტექსტოდ და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებით გაავრცელა. 

რა პრობლემაა? ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ძალადობის ამსახველი კადრები, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გაავრცელა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამბობს:
  • ვიდეოში ღიად იდენტიფიცირებული არიან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე: სახეების დაფარვის მიუხედავად, დასახელებულია სახელები და გვარები.
  • კადრებში ისმის ჰომოფობიური ფრაზები და ბრალდებები.
  • მედიის მიერ ვიდეოს გავრცელებისას, არ ჩანს ჟურნალისტის მიერ ამბის გადამოწმების მცდელობა.


„მოძალადეების წისქვილზე წყლის დასხმა“


ხშირად, მედია ამბის სწრაფად გავრცელებას ანიჭებს უპირატესობას, ავრცელებს მას ფრაგმენტულად და ყურადღების მიღმა ტოვებს კონტექსტს და სრულ სურათს.

ამ სიჩქარეს კი ეწირება მაყურებლისთვის კონტექსტის მიწოდების ვალდებულება.
  • „თუკი მედია მაყურებელს კონტექსტს არ მიაწვდის და არ აუხსნის რატომ არის ეს ვიდეო რაიმე გაგებით მნიშვნელოვანი, ერთადერთი რასაც მისი გავრცელებით მოახერხებს ეს არის მოძალადეთა წისქვილზე წყლის დასხმა,“ - ამბობს მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე.
ეთიკის ქარტიის საბჭო წერს, რომ კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდი რისკი სწორედ ახალი ამბების მომზადების პროცესშია.
  • როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან.
  • ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
ქარტიის განცხადება.

ჰომოფობიური ნარატივი

როგორც გავრცელებულ თავდაპირველ ვიდეოში, ასევე მოგვიანებით, სასულიერო პირების განმარტებებში ჩანს ჰომოფობიური ნარატივი. “ვიდეოს პათოსია, რომ თითქოს ეკლესიის ნაწილი ცდილობს ამ ინსტიტუციის „განწმენდას“ „და ამ "განწმენდის" პროცესში პედოფილიას და ჰომოსექსუალობას ერთ განუყოფელ ცნებად წარმოაჩენს“ - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ქავთარაძის შეფასება:


  • „ამ ვიდეოს ასეთი ფორმით გავრცელება, ისევე როგორც მაგალითად, სასულიერო პირის, შალვა კეკელიას, კომენტარების ასეთი ფორმით გადმოცემა სხვა არაფერია თუ არა ამ ჰომოფობიური იდეის გავრცელებაში სასულიერო პირებისათვის დახმარების გაწევა მედიის მხრიდან.“
  • „მთელი ეს ჰომოფობიური ნარატივი, რომელსაც უკვე წლებია ინსტიტუციურად ეყრდნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც წესი, მედიის მხრიდან დიდად არის ხოლმე მხარდაჭერილი.“


ცნობისმოყვარეობა თუ საზოგადოებრივი ინტერესი?

„ეს კონფლიქტი თავისი არსით საზოგადოებრივი ინტერესის საგანი არ არის და ვერც იქნება მანამ, სანამ ამ ინტერესს მედია არ შესძენს“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ლაშა ქავთარაძის განმარტება:
  • სასულიერო პირები ისეთივე კერძო პირები არიან როგორც საერო პირები, მანამ სანამ ისინი საჯარო სივრცეში გარკვეულ მნიშვნელობას არ შეიძენენ.
  • შესაბამისად, მედიის ხელში იყო ის თუ როგორ გავრცელდებოდა ეს ამბავი საზოგადოებაში: ისე როგორც ეს მოძალადეს სურდა თუ ისე როგორც ეს საზოგადოების ინფორმირებას წაადგებოდა.
  • მედიამ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა, სურს თუ არა რომ მოძალადეს დაეხმაროს თავისი მიზნების მიღწევაში?
ფაქტია, მოძალადე გააზრებულად იქცევა, როდესაც იღებს ვიდეოს და შემდეგ მის რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებას ცდილობსო, ამბობს ქავთარაძე:
  • „მედიის გარკვეული ნაწილი ცდილობს ამ ვიდეოს ტირაჟირებით თითქოს აჩვენოს ეკლესიაში არსებული სისტემური ძალადობა, თუმცა, სინამდვილეში ამ ყველაფერს საპირისპირო ეფექტი აქვს“.
ამ თემაზე ვრცლად: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

როგორ მოიქცეს მედია ასეთ დროს?


  • მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
  • მედიამ არ უნდა დაუთმოს ეთერი ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას.
  • მედიას მხოლოდ მაშინ აქვს კრიმინალისა და ანტისოციალური ქმედების მონაწილე პირების იდენტიფიცირების უფლება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს.

ასეთ დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები:


  • დანაშაულის სიმძიმე
  • არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები
  • რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი, საზოგადოებამ იცოდეს პირთა ვინაობა
„მსგავსი მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს მსგავსი საკითხები.“, - წერია ქარტიის განცხადებაში.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე ჟურნალისტების მუშაობა გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ჩინეთში მედიას და სოციალურ ქსელებს ხელისუფლება აკონტროლებს.

თამაშების გახსნის დღეს, როდესაც ნიდერლანდელი რეპორტიორი შორდ დენ დააში სტადიონის გარეთ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სავარაუდოდ, ჩინელმა დაცვის თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს და კადრიდან გაიყვანეს. ვიდეო ინტერნეტში იმავე დღეს გავირუსდა.



  • მოგვიანებით, დააშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მის უცხოელ კოლეგებს ჩინეთის პოლიციამ მუშაობაში ხელი რამდენჯერმე შეუშალა.
  • “სამწუხაროდ, ეს სულ უფრო და უფრო ყოველდღიური რეალობა ხდება ჩინეთში ჟურნალისტებისთვის“ - წერს ნიდერლადური ტელეკომპანია NOS სოციალურ ქსელში.

პოლიტიკური კონტექსტი

  • პეკინის ოლიმპიადას რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაა, რასაც ოფიციალური პეკინი უარყოფს.
  • ადამიანის უფლებადამცველმა აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სპორტსმენებს ჩინეთში არსებული ვითარების შესახებ განცხადებებისკენ მოუწოდეს, მედიასაშუალებებს კი მიმართეს, არ გაეშუქებინათ ოლიმპიური თამაშები.
  • ჩინეთის ხელისუფლება აქტივისტებს მიკერძოებულობასა და სიცრუეში ადანაშაულებს.

პოლიტიკოსები, აქტივისტები და მედია


კომპანია NBC-ს, რომელსაც 2032 წლამდე ოლიმპიური თამაშების ექსკლუზიურად ტრანსლირების უფლება 7.75 აშშ მილიონ დოლარად აქვს შეძენილი, 30 ამერიკელი კანონმდებელი მოუწოდებდა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას ყურადღება ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაემახვილებინა.

შედეგად 4 თებერვალს, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის გაშუქების დროს, “ენ ბი სის“ ეთერში ჩინეთის საკითხებზე ექსპერტი იყო მიწვეული.

• არხზე ცერემონიის მიმდინარეობისას „უიღურები“ 16-ჯერ, „გენოციდი“ კი 8-ჯერ ახსენეს.

• ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას „ენ ბის სიზე“ 14-მა მილიონმა ამერიკელმა უყურა.

ეჭვები - კოვიდ ტესტებს ჟურნალისტების „გასანეიტრალებლად“ იყენებენ


ოლიმპიური თამაშების დროს, საერთაშორისო რეპორტიორებს მკაცრი პროტოკოლის დაცვა მოეთხოვებათ. მათ შორის კოვიდ-19-ზე ყოველდღიური ტესტირება, პირბადის ტარება, სპორტსმენების სპეციალურ ზონებში მეტალის გამყოფი ბარიერიდან ჩაწერა და ჯანდაცვის აპლიკაციის გამოყენება.

  • „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აზიის პროგრამის კოორდინატორი სტივენ ბატლერი ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე ეჭვქვეშ აყენებდა კოვიდპროტოკოლის გამჭვირვალობას.
  • ის ტესტის „დადებითი“ პასუხის ან „ინფიცირებულთან კონტაქტის“ საბაბით ჩინეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი ჟურნალისტის სავალდებულო კარანტინში გადაყვანის სცენარს განიხილავდა.

ჩინეთის უცხოელი კორესპონდენტების კლუბის (FCCC) ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში საერთაშორისო მედიას პრესკონფერენციებზე დასწრება და გაშუქება ეზღუდებოდა. მათ შორის, შეუძლებელ ვადაში უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენის მოთხოვნის გამო.

კონტექსტი

  • კლუბის ინფორმაციით, 2021 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 20 საერთაშორისო ჟურნალისტი გააძევა.
  • CPJ-ის მონაცემებით კი გასულ წელს ჩინეთში 50 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ზედიზედ მესამე წელიწადია ამ მონაცემით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს.
  • „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ცნობით, ჩინეთში ადგილობრივ ჟურნალისტებს ცენზურასა და კონტროლში, საერთაშორისო რეპორტიორებს კი მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა.

თეორიულად, საერთაშორისო მედიისთვის თავისუფლება ოლიმპიურ სოფელში გარანტირებულია.

  • სტივენ ბატლერი ამბობს, რომ პეკინთან „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის“ კონტრაქტის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების და მასთან დაკავშირებული მოვლენების დამოუკიდებლად გაშუქებისას მედიისთვის აკრძალვები და შეზუდვები არ უნდა არსებობდეს.

მაგრამ პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა ჯერ კიდევ 18 იანვარს თქვა, რომ „ნებისმიერი ქცევა ან სიტყვით გამოსვლა, რომელიც ეწინააღმდეგება ოლიმპიურ სულს, განსაკუთრებით, ჩინეთის კანონებსა და რეგულაციებს, გარკვეულ სასჯელს ექვემდებარება“

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აზიის პროგრამის კოორდინატორი სტივენ ბატლერი ამბობს, რომ პეკინში ჩასული ჟურნალისტები დილემის წინაშე დგანან:

როგორ მოიქცევიან რეპორტიორები თუ სპორტსმენები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მენეჯმენტზე ან ნებისმიერ სხვა საკითხზე?
  • მიჰყვებიან თავიანთ ინსტიქტებს, გააშუქებენ ამბებს ჩინეთის ხელისუფლებისგან შესაძლო დასჯის, თუნდაც გაძევების რისკად თუ
  • დადებით ტონს შეინარჩუნებენ, კომპრომისზე წავლენ და აუდიტორიაში პოტენციურად ნდობას დაკარგავენ?


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ პეკინში მომუშავე რეპორტიორებს ურჩია:

  • ჩათვალონ, რომ მათი სასტუმროს ოთახი მეთვალყურეობის ქვეშაა.
  • იპოვონ სანდო VPN და ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას სპეციალურად დროებითი ციფრული მოწყობილობები გამოიყენონ.
  • ჩათვალონ, რომ მათს ონლაინ აქტივობებს უთვალთვალებენ.
  • სასტუმროს ოთახში მათი ნებისმიერი საუბარი შეიძლება ისმინებოდეს.

მეტი ამ თემაზე, ნახეთ აქ


რატომ პეკინი?

2015 წელს, მალაიზიაში „საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს“ 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილისთვის ხმის მისაცემად ორი ვარიანტი ჰქონდა დარჩენილი: ჩინეთი და ყაზახეთი.

  • მანამდე პროცესს პოლიტიკური და ფინანსური მიზეზების გამო 6 ევროპული ქალაქი გამოეთიშა, მათ შორის უარი თქვეს ოსლომ და სტოკჰოლმა.
  • კომიტეტის წევრების უმრავლესობამ ( 44 -40) პეკინი აირჩია.
პეკინი ისტორიაში პირველი ქალაქია, რომელმაც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ჩინეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 წელსაც ჩატარდა.


ფოტო: Landon Speers for The New York Times
კატეგორია: საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცილისწამების დავაზე, ინტერნეტ მომხმარებელმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტისა და იუთუბ ვიდეოს საჯაროობა უნდა შეზღუდოს. როგორ აისახება ეს პრეცედენტი სამომავლო საქმეებზე და შეუქმნის თუ არა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას? 
თებერვლის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ცილისწამების შესახებ დავაზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ მოსარჩელის შუამდგომლობა გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს დაავალა:

  • ფეისბუქზე გავრცელებული საჯარო (Public) პოსტის Only Me-ზე (მხოლოდ ავტორისთვის გამოსაჩენად) გადაყვანა. • YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა.
  • ფეისბუქის ანგარიშის წაშლის აკრძალვა.

რატომ არის ეს საქმე პრეცედენტული?

  • ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სასამართლომ ცილისწამების საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილებამდე საჩივრის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კონტენტის საჯაროობის შეზღუდვა დაავალა.

ცილისწამება - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.

საქმის დეტალები

ცილისწამების პრეცედენტულ დავაში მოსარჩელის უფლებებს JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი სერგი ჯორბენაძე იცავს.

ადვოკატი მოსარჩელის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს:

  • მოსარჩელე მუშაობს საჯარო სამსახურში, მაგრამ არ არის თანამდებობის პირი და საკითხი არ ეხება მის თანამდებობრივ საქმიანობას.
  • საქმე პოლიტიკური შინაარსის არ არის და შესაძლო ცილისწამების შემცველი განცხადებები მომჩივნის პირად არაქონებრივ უფლებებს ეხება.

პირადი არაქონებრივი უფლებები გულისხმობს სახელს, უფლებას პატივისა და ღირსების დაცვაზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობასა და საქმიან რეპუტაციას.

მოსარჩელე მხარე ითხოვს:
  • პოსტსა და ვიდეოში გამოთქმული აზრების სოციალურ ქსელშივე უარყოფას.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

რა შეკითხვებს აჩენს ეს გადაწყვეტილება?

  • შეუქმნის თუ არა ეს პრაქტიკა საფრთხეს სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით მედიასაშუალებების მხრიდან?
  • ქმნის თუ არა საფრთხეს ეს პრეცედენტი?

შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წერია მოსამართლის განჩინებაში. შესაბამისად, დასაბუთების გაცნობის გარეშე საფრთხეებზე საუბარი რთულია. განჩინება საჯარო არ არის.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტება:

  • თუ განჩინების მიხედვით აღმოჩნდება, რომ სარჩელის ასეთი უზრუნველყოფის ღონისძიების (მაგალითად, პოსტის Only Me-ზე გადაყვანის) გამოყენება შესაძლებელი გახდება ცილისწამების ნებისმიერ საქმეში, „ეს სერიოზული საფრთხე იქნება გამოხატვის თავისუფლებისთვის“.
  • თუ სადავო განცხადება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზეა, მაშინ ეს პრეცედენტი სახიფათო იქნება ზოგადად გამოხატვის თავისუფლებისთვის, მედიისა და ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლებისთვის.“
  • „დავის გადაწყვეტამდე, სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიიღოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება გამოყენებული იყოს ცილისწამების ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ დავებზე, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.“
  • მნიშვნელოვანია, სასამართლოს დასაბუთებაში ნათქვამი იყოს, რომ ასეთი ტიპის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამონაკლის შემთხვევაშია აუცილებელი.“
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ფეისბუქს პოსტი ან მედიაში გამოქვეყნებული კონტენტის საჯაროობა, სასამართლოს ძალით შეუზღუდოს ავტორს იმ პერიოდში, როდესაც ამ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვა აუცილებელი და რელევანტურია.“


მეორე მხრივ:

„ეს შეზღუდვა დადებითი პრეცენდენტია [იმ კუთხით], რომ მოსარჩელისთვის შესაძლებელი იქნება დაიცვას თავი და თავისი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც არის ერთერთი იმ უპირატესთაგანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული და აღიარებული“, - ამბობს სერგი ჯორბენაძე.

კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა.

ეს ნიშნავს:

  • მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი მისამართით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, ამ ინფორმაციამ მას ზიანი მიაყენა.
  • ასევე, უნდა დაადასტუროს ის, რომ მოპასუხემ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია არაზუსტი იყო, მაგრამ განზრახ გაავრცელა, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა.
  • მტკიცების ტვირთის შესახებ მეტი დეტალი ნახეთ აქ.

კანონით, ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, თუ:

  • ის გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
  • პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის ავტონომიური საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიმართ.
  • წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე.
  • უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.

მეტი დეტალი ნახეთ აქ: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.
კატეგორია: რესურსები
BBC News „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტგამომწერიანი ახალი ამბების გვერდია. 2021 წლის ბოლოს მისმა გამომწერების რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზეა Enews 19 მილიონი მიმდევრით.

„ინსტაგრამზე“ ახალი ამბების გვერდების გამომწერების მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სანდო ინფორმაციაზე მოთხოვნის ზრდამ.

გამოცემა Press Gazette-თან ინტერვიუში BBC News-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელმა ჯერემი სკიტმა აუდიტორიის გაზრდის მარტივი ფორმულა დაასახელა:

• „ლაზერივით ფოკუსი“ აუდიტორიაზე

• რეგულარულად პოსტვა

• მეტი „ამხსნელი“ მასალის შექმნა, განსაკუთრებით კოვიდ-19-ზე

• ფოტოებზე ტექსტის გამოყენება

BBC News-ის ანგარიშს სოციალური მედიის 10-თანამშრომლიანი გუნდი მართავს. ინსტაგრამ გვერდის გამომწერთა რიცხვი 2018 წლიდან დღემდე, 4.4 მილიონიდან 20 მილიონამდეა გაზრდილი. სწორედ 4 წლის წინ შეცვალა სოციალური მედიის გუნდმა სტრატეგია და მხოლოდ ვიდეოების გამოქვეყნებიდან ფოტოების, „სთორებისა“ და ტექსტიანი ფოტოების გამოქვეყნებაზე გადავიდა.

გვერდის წარმატებაში თავისი როლი შეასრულა BBC-ის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ახალი ამბების ბრენდმაც.

„ინსტაგრამზე“ BBC News-ის ყველაზე დიდი აუდიტორია 20-დან 30 წლამდე ასაკისაა. გვერდის გამომწერების უმრავლესობა ინდოეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიგერიიდან და ბრაზილიიდანაა.

თუმცა, გვერდზე თითქმის ვერ შევხვდებით Reels და Live ვიდეოებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გამოცემის სოციალური მედიის გუნდს სურს აუდიტორია ვებგვერდზეც გადაიყვანოს.

BBC News-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ინსტაგრამიდან“ ვებგვერდზე ყოველკვირეულად, რეგულარულად 700 000-ზე მეტი გადასვლა ფიქსირდება.

ჯერემი სკიტი განმარტავს, რომ გლობალურ აუდიტორიას ყველაზე კარგად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ანტივაქსერების, ასევე Black Lives Matter მოძრაობის შესახებ ამბები იზიდავდა:

„რაც ინსტაგრამზე კარგად ვერ გაამართლებს არის მაგალითად, კარანტინის წესებში მცირე ცვლილებები, მაგრამ მსოფლიოში ყველას აინტერესებს ზოგადად როგორ რეაგირებს საფრანგეთი, ევროპა ან დანარჩენი მსოფლიო კოვიდის გავრცელებაზე, ასევეა სხვა არა კოვიდ თემებზეც.“

კონტენტის განთავსებისას ორი ძირითადი კითხვა ისმის: აქვს თუ არა ამბავს კარგი ფოტოები და როგორ დავწეროთ ამბავი ისე, რომ აუდიტორია მაქსიმალურად ჩაერთოს.

BBC News-ს ამ ეტაპზე რესურსის არ ქონისა და სხვა მიზეზების გამო არ აქვს „ტიკ ტოკის“ გვერდი, 2016 წელს ექსპერიმენტის მიუხედავად, აღარ მართავს „სნეპჩატის“ გვერდსაც. თუმცა „ტიკ ტოკზე“ გვერდი აქვს BBC-ს, სადაც გასართობი შოუებიდან ვიდეოებს აქვეყნებს. არხს პლატფორმაზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
კატეგორია: რესურსები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კვლევის მიხედვით, “ფეისბუქის” მიერ გაუქმებული კოორდინირებული, ანონიმური თუ პროპაგანდისტული გვერდები “ტიკ ტოკს“ წარმატებით ითვისებენ. პროპაგანდისტული არხების დისკრედიტაციის სამიზნე კი ხშირად ოპოზიციური მედიაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი? ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების და მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე აუდიტორიის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი.

ISFED-ის კვლევა:
  • ISFED 2021 წლის 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე პერიოდში „ტიკ ტოკზე“ აქტიურ 63 არხს დააკვირდა.
  • შერჩეული გვერდები პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.
  • ორგანიზაციის შესწავლილი არხები საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური ღირებულებებით მანიპულირებას ცდილობდნენ.
მიგნებები:
  • მათი გზავნილები მკვეთრად ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა.
  • ისინი ცდილობენ პანდემიის და ვაქცინაციის ირგვლივ საზოგადოების არსებული შიშების გამძაფრებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ.
  • შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით ის არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა.
  • ანგარიშები თავიანთი ლოგოთი და მასალების ფორმით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს საინფორმაციო არხები იყვნენ, თუმცა გამოქვეყნებული ვიდეოები შერჩევითი იყო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.
რიცხვებში:
  • ქართულმა პროპაგანდისტულმა არხებმა ტიკტოკზე 3 თვის განმავლობაში 2 ათასამდე ვიდეო გამოაქვეყნეს და 19 მილიონი ნახვა დააგროვეს.
  • ჰეშთეგ #არაკოვიდფაშიზმს თითქმის 1 500 000 ნახვა აქვს.
  • ჰეშთეგებმა #ალტინფო და #altinfo 4 მილიონზე მეტი ნახვა და 102,444 ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი) დააგროვა.
მოკლედ "ტიკ ტოკის" შესახებ:
  • "ტიკ-ტოკი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა. მას ყოველთვიურად მილიარდი აქტიური მომხმარებელი და 3 მილიარდამდე გადმომწერი ჰყავს.
  •  ჩინურმა კომპანია ByteDance-მა აპლიკაცია Musical.ly 2017 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. 2018 წელს კი რებრენდინგის შედეგად ინტერნეტსივრცეში Tik Tok-მა დაიწყო ფუნქციონირება.
  • აპლიკაცია გასართობი პლატფორმაა, რომელზეც მოკლე ვიდეოები ხმოვანი გაფორმებით ქვეყნდება.
  • პლატფორმამ მომხმარებლები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიიზიდა, 2021 წელს კი „გუგლს“, „ფეისბუქს“, ნეტფლიქსს“ გადაუსწრო და ყველაზე პოპულარული დომეინი ინტერნეტში სწორედ მისი ვებგვერდი გახდა.
მაგრამ „ტიკ ტოკის“ მიმართ უსაფრთხოების შესახებ ეჭვები მისი ინტერნეტსივრცეში გამოჩენისთანავე გაჩნდა. ეს აპლიკაცია ერთადერთია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმებს შორის, რომელსაც ჩინური კომპანია ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ტიკ ტოკი“ აშშ-დან ოპერირებს, ჩინეთში ინტერნეტს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეების შესახებ შეგროვებული მონაცემების ჩინეთის ხელისუფლების ხელში აღმოჩენის რისკებს აჩენს.

„ტიკ ტოკის“ ნაცვლად ჩინეთში მისი ანალოგი აპლიკაცია Douyin-ია ხელმისაწვდომი. ეს პლატფორმაც ByteDance-ის საკუთრებაა, მასზე მხოლოდ ჩინური კონტენტი ქვეყნდება და ხელისუფლებისგან კონტროლდება.

“ტიკ ტოკის” აკრძალვის მცდელობები

უსაფრთხოების მიზეზით „ტიკ ტოკის“ აკრძალვა წლების განმავლობაში არაერთმა ქვეყანამ განიხილა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის ბრძანებაც გასცა, თუმცა განკარგულება მისმა შემდგომმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა. მან ახალი ბრძანებით, აპლიკაციის აკრძალვის ნაცვლად, ამერიკელების პირადი მონაცემებისთვის საფრთხის შემცველი, უცხოეთიდან კონტროლირებადი აპლიკაციების ანალიზის განკარგულება გასცა.

მართალია, „ტიკ ტოკის“ ხელმძღვანელობა წლებია ირწმუნება, რომ ხელისუფლებას თავისი მომხმარებლების მონაცემებს არ უზიარებს და ჩინელი მფლობელებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა დროთა განმავლობაში „ტიკტოკი“ სხვადასხვა დიდ თუ პატარა სკანდალში ეხვევა.
  • 2019 წელს აპლიკაციის 17 წლის მომხმარებელმა, ფორეზა აზიზმა 40-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ერთი შეხედვით, წამწამების დაგრძელებას ეხებოდა, მაგრამ მასში ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მუსლიმი უიღურებისადმი მიმართ მოპყრობა გააკრიტიკა. ვიდეო „ტიკ ტოკმა“ წაშალა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც აზიზი პლატფორმაზე ცენზურის შესახებ ალაპარაკდა, კომპანიამ ვიდეო აღადგინა, თქვა, რომ კონტენტს პოლიტიკური ნიშნით არ აკონტროლებენ, შეცდომა მოუვიდათ და აზიზს ბოდიში მოუხადა.
  • 2019 წელსვე გამოცემა Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პლატფორმის მოდერატორები აცენზურებდნენ ვიდეოებს, რომლებშიც „ტიანანმენის მოედანი“, „ტიბეტის დამოუკიდებლობა“ და ჩინეთში აკრძალული რელიგიური ჯგუფი იყო ნახსენები.
  • სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სხვა პლატფორმებთან ერთად „ტიკ ტოკიც“ შეიძლება, სახიფათო იყოს მცირეწლოვნებისთვის მათთვის არასასურველი კომუნიკაციის, ბულინგისა და სხვა მსგავსი კონტენტის გამო.
  • „ტიკ ტოკი“ ერთ-ერთ აქტიურ პლატფორმათაგანია, რომელზეც დეზინფორმაცია და ზოგჯერ სახიფათო „გამოწვევები“ ვირუსულად ვრცელდება, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში.
თუმცა, „ტიკ ტოკს“ აქტიურად იყენებენ ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მითებს ებრძვიან.

რას ამბობს „ტიკ ტოკი“? კომპანიამ 2020 წელს ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან პარტნიორობით დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. „ტიკ ტოკი“ ირწმუნება, რომ ხელს უწყობს მედია წიგნიერებასაც.

• კომპანიამ 2020 წლის აშშ-ის არჩევნების პერიოდში 340,000-ზე მეტი დეზინფორმაციული და მანიპულაციური ვიდეო წაშალა. პლატფორმამ ახალი ზომები მიიღო ჰოლოკოსტის უარყოფასთან საბრძოლველად.
• 2021 წელს „ტიკტოკმა“ დააანონსა, რომ მომხმარებლებს კონტენტის გაზიარებამდე საეჭვო ინფორმაციის შემცველი ვიდეოების შესახებ გააფრთხილებენ.

მნიშვნელოვანია, რომ „ტიკ ტოკმა“ 2021 წლის ივნისში აშშ-ის მასშტაბით უსაფრთხოების წესები და პირობები განაახლა და თქვა, რომ სამომავლოდ შესაძლოა მომხმარებლების ბიომეტრიული ინფორმაცია „სახისა და ხმის ანაბეჭდები“ შეაგროვონ. როცა გამოცემა The Verge „ტიკ ტოკს“ დაუკავშირდა, კომპანიამ ვერ განმარტა რა ტიპის მონაცემებს გულისხმობდა ეს ტერიმები ან საერთოდ რატომ სჭირდებოდა ეს ინფორმაცია.
კატეგორია: საქართველო
22 იანვარს მედიით გასაჯაროვდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის საუბრის ჩანაწერი. აუდიოჩანაწერი მხარეებს შორის სასამართლო დავის მტკიცებულებაა და ჩოგბურთელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.


რატომ არის მნიშვნელოვანი: აუდიოჩანაწერის გასაჯაროება ერთ მხრივ მაღალ საჯარო ინტერესს შეიცავს, თუმცა მასში ნახსენებია ბასილაშვილისა და დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილიც. უფლებადამცველების შეფასებით, კომუნიკაციის გასაჯაროება ბავშვის ინტერესებს აზიანებს.

როგორ უნდა მოიქცეს მედია, როდესაც საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმესა და საჯარო პირს ეხება, მეორე მხრივ კი საფრთხეში ბავშვის ინტერესებია?

დეტალები: ნიკოლოზ ბასილაშვილს პროკურატურა ოჯახში ძალადობაში ედავება.

  • სპორტსმენი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ჩოგბურთელს ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ნოკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2020 წლის 24 მაისს გაათავისუფლა. საქმის განხილვა გრძელდება.
  • სისხლის სამართლის საქმის გარდა, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის სასამართლოში სამოქალაქო დავაც მიმდინარეობს, რომელიც ალიმენტს უკავშირდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩოგბურთელმა 13 იანვარს სწორედ ალიმენტის გადახდის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

სისხლის სამართლის საქმეში ნელი დოროყაშვილისა და მისი შვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, თქვა, რომ ჩანაწერის გასაჯაროება აზიანებს დაზარალებულების, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და მედიას საჯარო სივრციდან ჩანაწერების აღებისკენ მოუწოდა.

„ჩანაწერში ისმის ინფორმაცია ბავშვის შესახებ, ნელი დოროყაშვილი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფრაზებითაა მოხსენიებული. დაზარალებულებისთვის ტრავმის მიმყენებელი და დამთრგუნველია, ყოველდღიურად უსმინონ მათთვის დამამცირებელ ინფორმაციას“, - ამბობს დაზარალებულების ადვოკატი ანა თავხელიძე.

მისი განმარტებით, ამ ინფორმაციაზე მცირეწლოვანს ხელი არ მიუწვდება, თუმცა მისთვის მომავალში სხვა რისკებს შეიძლება შეიცავდეს. ასევე დაზარალებული მხარის ინტერესში არ შედის, რომ მოსამართლეზე მტკიცებულების გამოკვლევის „პირველი ეფექტი დაიკარგოს“.

ბასილაშვილის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ჩანაწერი სპორტსმენის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და არასრულწლოვნის შესახებ შემცველი ინფორმაციის გავრცელებით მცირეწლოვნის კანონიერი ინტერესები შეილახა.

ადვოკატებმა "ტვ პირველი" მასალის სოციალურ ქსელში დასპონსორებაშიც დაადანაშაულეს. რასაც სიცრუეს უწოდებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

"ეს ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე." - წერენ ბასილაშვილის ადვოკატები.

ჩოგბურთელის უფლებადამცველებმა აუდიო ჩანაწერის გავრცელებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუყოვნებლივ მოკვლევისა და" კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიების" გატარებისკენ მოუწოდეს.

მაგრამ ნელი დოროყაშვილის ინტერესების დაამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ „ტვ პირველზე“ აუდიო ჩანაწერის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა ფარული ჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტ გამოცემა „პრაიმტაიმმა“.

მისი აზრით, თუ ქარტია საქმეს განიხილავს, მაშინ თვითრეგულირების ორგანომ ეს ნაწილიც უნდა შეისწავლოს. მცირეწლოვნისა და დოროყაშვილის ნაწილში კი პროცესში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაც“ ჩაერთვება.

„ტვ პირველის“ სარედაქციო დასაბუთება

საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ როდესაც მედია სავარაუდო სისხლის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და მტკიცებულებებს მოიპოვებს, მისი ვალდებულებაა ამაზე საჯაროდ საუბარი. მით უმეტეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმესთან დაკავშირებით:

„საზოგადოებას მხოლოდ მესამე პირების და თავად ფიგურანტების მიერ მოყოლილი ინფორმაცია ჰქონდა მტკიცებულებების გარეშე, როცა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ასეთი მასალა და შეგვეძლო საზოგადოებისათვის უტყუარი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ამ მასალის ეთერში გაშვება საჭიროდ ჩავთვალეთ.“

  • „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის აზრით, ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა „პრობლემა, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი საჯაროდ არ საუბრობს. ან უჭირს თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელშიც ვართ“ - „როდესაც არსებობს, პრობლემები ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ და პრობლემა თვალის დახუჭვით, გაჩუმებით და არ შემჩნევით არ მოგვარდებაო.“ - ამბობს ნოდარ მელაძე.
  • მელაძე არ ეთანხმება აზრს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი არასრულწლოვნის შესახებ მისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას შეიცავდა: „რომელმა ინფორმაციამ მიაყენა არასრულწლოვანს ზიანი? როდესაც ღია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქმე სასამართლოს დავის საგანია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავად უჩივლა, [სარჩელში] წერია, რომ მოპასუხე არის ლუკას ბასილაშვილი. ანუ მამამ უჩივლა შვილს.“
ფართოდ თუ შევხედავთ: ჟურნალისტიკაში არსებობს ბავშვთა საკითხების, კრიმინალის, პირადი ცხოვრების გაშუქების ეთიკური წესები.
  • საჯარო პირის მიმართ ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი შვილები იმავე ხარისხით უნდა გაშუქდნენ. მათი პირადი ცხოვრება უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე მათი მშობლების.
  • მეორე მხრივ, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.
  • რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს და პირიქით.

ასევე მნიშვნელოვანია: მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს. მედიამ არც მსხვერპლის რეტრავმირებას უნდა შეუწყოს ხელი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

თურქი ჟურნალისტი პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის "შეურაცხყოფისთვის" დააკავეს. სედეფ კაბაშს ჩერქეზული ანდაზის თქმის გამო შესაძლოა რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

რა მოხდა?


ჟურნალისტმა სედეფ კაბაშმა 21 იანვარს, ოპოზიციური თურქული არხის Tele1-ის ეთერში თქვა: "ცნობილი ანდაზაა, რომ გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ არის. როცა ხარი სასახლეში მიდის ის მეფე არ ხდება - არამედ სასახლე ხდება ბოსელი“.

ჟურნალისტმა ეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის მიმართებით თქვა, თუმცა მისი სახელი არ უხსენებია. იგივე ანდაზა კაბაშმა "ტვიტერზეც" დაწერა.



ჟურნალისტი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში, 22 იანვრის გამთენიისას 2:00 საათზე დააკავეს, შემდეგ კი სტამბოლის სასამართლოში გადაიყვანეს, რომელმაც მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოში კაბაშმა უარყო, რომ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჰქონდა განზრახული.


რეაქციები დაკავებაზე

ჟურნალისტის სიტყვები დაგმო თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალტუნმა.

“პრეზიდენტის ღირსება ჩვენი ერის ღირსებაა. პრეზიდენტის ოფისი ამ ერის ნებას წარმოადგენს. ეროვნულ ნებაზე თავდასხმა მხოლოდ ურწმუნოებს შეუძლიათ. კატეგორიულად ვგმობ შეურაცხყოფას ჩვენი პრეზიდენტისა და მისი ოფისის მიმართ." - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ანდაზის გამო ჟურნალისტის დაკავება მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად შეაფასა TELE 1-ის დირექტორმა მერდან იანარდაღმა.

მომხდარს გამოეხმაურა უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც". ორგანიცაზიის ცნობით, 2014 წლიდან, ერდოღანის გაპრეზიდენტებიდან, დღემდე მსგავსი ბრალდებით 200-მდე ჟურნალისტის მიმართ საქმე აღძრეს და 70 გაასამართლეს.


კონტექსტი

თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფის შესახებ კანონი ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2021 წლის ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო თურქეთს კანონის შეცვლისკენ მოუწოდა.
კატეგორია: ინტერვიუ
ინტერნეტ გამოცემა OC Media (Open Caucasus Media) ზუსტად 5 წლის წინ დაარსდა და კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, კონფლიქტების სიღრმისეული ანალიზით, ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენებზე აშუქებს. თუმცა, 5-წლიანი გამოცდილების შემდეგ მედიასაშუალება რუსულენოვან ნაწილს ხურავს და რესურსების სხვა მიმართულებებით გამოყენებას გეგმავს. OC Media საქართველოში იმ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც შემოსავლებს არა კომერციული რეკლამებით, არამედ დონორებისა და შემომწირველებისგან იღებს. ორგანიზაციის განვლილ 5 წელიწადზე, განვითარების ისტორიასა და სიახლეებზე მის თანადამფუძნებელს მარიამ ნიკურაძეს ვესაუბრეთ.

რა რესურსით დაიწყეთ მუშაობა 5 წლის წინ და რა შეიცვალა დღემდე?

დღემდე, მედიაში დაახლოებით 15 ადამიანი ვმუშაობთ. თავიდან მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში გვყავდა რამდენიმე ჟურნალისტი ნახევარ განაკვეთზე, თუმცა ეს იმდენად რთული აღმოჩნდა კარგი ჟურნალისტების პოვნის და უსაფრთხოების კუთხითაც, რამდენჯერმე მოგვიწია ჟურნალისტების ევაკუირება საფრთხის გამო. ახლა ჩრდილოეთ კავკასიიდან სამის ნაცვლად ერთი ჟურნალისტი გვყავს ნახევარ განაკვეთზე. ასევე, დასაწყისში არ გვყავდა სომხეთისა და აზერბაიჯანის კორესპონდენტები და აქედან ვცდილობდით მუშაობას. ახლაც ბევრ ფრილანსერთან ვმუშაობთ და ჩვენი კონტენტის საკმაოდ დიდი ნაწილი მათი შექმნილია, თუმცა თავიდანვე ასე არ იყო.

ახლა ერთი ჟურნალისტი აზერბაიჯანს ფარავს, ერთი სომხეთს, ორი საქართველოს. სულ ცოტა ხნის წინ, ნახევარ განაკვეთზე დაგვემატა აფხაზეთში მყოფი ჟურნალისტიც. გვინდოდა კორესპონდენტი სამხრეთ ოსეთიდანაც გვყოლოდა, თუმცა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ძებნა შევწყვიტეთ. ძალიან რთულია ჟურნალისტების მოძიება სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ვგეგმავთ, რომ დავიმატოთ.

ასევე, რთულია, სოციალურ მედიაზე მუშაობაც. ამ მხრივ არავინ გვყავს და ჩვენ ვინაწილებთ ამ პასუხისმგებლობას. ძნელია და ძვირია კადრის პოვნა.

როგორ გაიზარდა აუდიტორია ამ პერიოდში?

თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა აუდიტორიას პირველივე წელს ძალიანაც არ ვუჩიოდით. თან ჩვენი აუდიტორია ცოტა განსხვავებულია - კონკრეტული მკითხველი ჰყავს ინგლისურენოვან მასალას: საელჩოები, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, რომლებიც თავმოყრილი არიან საქართველოში, რეგიონში ან მის ფარგლებს გარეთ ისინი, ვინც ამ რეგიონზე მუშაობს.

ჩვენი რუსულენოვანი კონტენტის აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო, რომელიც რუსულ ენაზე მოიხმარს ახალ ამბებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი აუდიტორია იმხელა არ იყო, რამხელაც წარმოგვედგინა. საერთოდ სხვა მიდგომა სჭირდება, ის უნარები და ინსტრუმენტები, რაც ინგლისური აუდიტორიის მოსაზიდად გვაქვს საერთოდ არ მუშაობს რუსულზე და ამიტომ ეს ჩვენთვის ყოველთვის პრობლემა იყო.

რა იყო ამის მიზეზი?

ვფიქრობ, პრობლემა იყო კვალიფიციური ადამიანის ნახვა, რომელსაც ეცოდინებოდა როგორ მიეწოდებინა ეს კონტენტი და მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდა არასწორი წარმოდგენა ვინ არის რუსულენოვანი ახალი ამბების მომხმარებელი. ასე ვთქვათ, ისინი არ არიან ჩვენი მასალის მომხმარებლები, ამიტომ, გადავწყვიტეთ, არ გვიღირდა ჩვენი რესურსის დიდი ნაწილის ამაში დახარჯვა და რამდენიმე თვის წინ შევცვალეთ სტრატეგია, თუ როგორ მივწვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას. რუსულენოვანი კონტენტის ნაცვლად, გვყავს 5 მედია პარტნიორი (On.ge, „რადიო მარნეული“, JNews, Mikroskop Media აზერბაიჯანში და CivilNet სომხეთში) რომლებიც ჩვენს, მათვის საინტერესო მასალას თარგმნიან და თავიანთ მკითხველს სთავაზობენ. თარგმნას ჩვენ სიმბოლურად ვაფინანსებთ.

აქ ორმაგი ინტერესია: ჩვენ გვაძლევს მეტ ადგილობრივ აუდიტორიას და მათთვის ეს არის კონტენტი, რომლის შექმნის რესურსიც არ აქვთ. მით უმეტეს, მაგალითად, სომხეთის მედიას, ბუნებრივია, უჭირს აზერბაიჯანიდან ჰქონდეს მასალები და ადგილობრივად მოიპოვოს ინფორმაცია. ეს პროცესი ახლახან დავიწყეთ, მაგრამ მგონია, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებით მიდის.

რუსულად მასალები ძალიან მალე აღარ გვექნება, რადგან თარგმნაც ძვირია. რედაქტორები ვფიქრობთ, რომ არ გვიღირს და გვირჩევნია, ინვესტიცია პარტნიორობაში ჩავდოთ დროისა და ფინანსების სახით.

გამოიწვევს თუ არა ეს თქვენი თანამშრომლების შემცირებას?

თანამშრომლების რიცხვი არ შემცირდება, რუსულ სექტორში დასაქმებულები სხვა ამბებში დაგვეხმარებიან, ამიტომ, საბედნიეროდ, არავის ვუშვებთ. რუსული ნაწილი დაიხურება იანვრის ბოლოს, ეს ჯერ, ფაქტობრივად, არსად გვითვქამს.

რამდენად სტაბილური იყო ეს 5 წელი ფინანსურად, კომერციული რეკლამების გარეშე?

ძალიან რთულია, ეს ყველამ იცის ვინც დონორებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ასეთი ტენდენციაა, რომ დონორებისთვის აღარ არის მიმზიდველი მედიების საბაზისო დაფინანსება (Core Funding) და მათთვის უფრო მიმზიდველია ფული პროექტებში ჩადონ: ვთქვათ, 20 სტატია ლგბტქ+ თემაზე და ასეთი ტიპის პროექტები, რაც ჩვენ არ მოგვწონს იმიტომ, რომ ეს დაძალებითია და არ არის კარგი.

თან ასეთი მიდგომით კონკრეტული თემის პოპულარიზება არც გამოდის. როდეასც გაქვს ვალდებულება, რომ, მაგალითად, 20 სტატია ლგბტქ+ თემაზე დაწერო, ვერ დაწერ 20 საინტერესო სტატიას 6 თვის განმავლობაში და მათ არავინ არ წაიკითხავს. ამის გამო, ხშირად გვითქვამს უარი დაფინასებაზე, დაგვიკარგავს საბაზისო დაფინანსებაც. მათ შორის უმძიმეს პერიოდში, პანდემიის დასაწყისში, ერთ-ერთმა მთავარმა დონორმა უარი გვითხრა დაფინანსებაზე და ჩვენთვის ეს ფინანსურად ყველაზე რთული პერიოდი იყო. ფაქტობრივად, გადანახულიც არ გვქონდა არაფერი და გვეგონა, რომ დავიხურებოდით.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ სხვა დონორების მოძიებაზე და ახლა ჩვენი მოდელი ასეთია: რამდენიმე დონორს ვათანამშრომლებთ, რომ ერთიანი პროექტი დაფინანსდეს. 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ დონორთან მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის დამყარება და ახლა დასაწყისთან შედარებით, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვართ.

რეკლამა და დასპონსორებული კონტენტი არ გვაქვს, მეორე წელი გახდება, რაც შემომწირველების მოდელი გავუშვით, რომელზეც დიდი იმედები არ გვქონდა. მართალია აქედან შემოსავალი ძალიან ცოტაა (ბიუჯეტის 2-3%), მაგრამ მაინც გვყავს მხარდამჭერები, რომლებიც ყოველთვიურად 5-10 დოლარს გვწირავენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს რიცხვი ნელ-ნელა მატულობს.

პანდემიის დაწყებამდე გვქონდა იდეები, როგორ გვეშოვა ფული - მაგალითად, გვინდოდა ოფისის ნაწილის გაქირავება, ფასიანი ტრენინგების შეთავაზება და ა.შ თუმცა ამ გეგმების განხორციელებაში პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი.

რატომ ამბობთ უარს კომერციულ რეკლამასა და დასპონსორებაზე?

გუნდში ერთობლივად შევთანხმდით ამაზე, რომ ეს არ მოგვწონს. არ გვყავს იმხელა აუდიტორია, რომ გვიღირდეს დიდი ორგანიზაციების რეკლამა განვათავსოთ. მე პირადად არ მომწონს ხოლმე დასპონსორებული სტატიები, მიუხედავად იმისა, რომ აწერია რეკლამაა. სხვა მედიას არ ვაკრიტიკებ, მე არ მომწონს და თუ მართლა ძალიან არ გაჭირდა, მირჩევნია სხვა გზებით ვცადო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.

თუმცა, ბევრი მედია ასე შოულობს შემოსავლის ნაწილს. ამას რესურსიც სჭირდება, ადამიანი, რომელიც ამ კომპანიებს შეხვდება, შეათანხმებს, სტატიებს დაწერს, რაც ძალიან პატარა გუნდში ჭირს ხოლმე, ამიტომ ჯერჯერობით ამისგან თავს ვიკავებთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენთანაც გაჩნდეს ასეთი კონტენტი.

შარშან, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ OC Media-ში გამომწერებისთვის ექსკლუზიური მასალის შეთავაზების იდეა გქონდათ.

ახლა როცა უკვე ვაპირებთ, რომ რუსული ნაწილი საერთოდ დავხუროთ, ამ კუთხით სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. ვფიქრობდით ხომ არ გავაკეთოთ პოდკასტი, „ნიუსლეთერი“ და ა.შ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვართ.

5 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, 2018 წელს სომხეთის რევოლუცია, 2020 წელს ყარაბაღის ომი... რა გამოცდილება მისცა ამ ამბების გაშუქებამ თქვენს მედიასაშუალებას?

ამ 5 წლის განმავლობაში ყარაბაღის ომი ჩვენთვის ურთულესი პერიოდი იყო. საერთოდ 2020 წელი იყო ძალიან რთული. დასაწყისი იმ მხრივ, რომ პანდემია დაიწყო და პირველად იყო შემთხვევა, რომ მთელი ჩვენი გუნდი კონკრეტულ თემაზე მუშაობდა „ლაივ განახლებებეზე“ 24/7-ზე, მოთხოვნა იყო ძალიან დიდი - მკითხველს აინტერესებდა.

პანდემიის პირველი სამი-ოთხი თვე ძალიან შრომატევადი და რთული აღმოჩნდა, მაგრამ ეს გამოცდილება დაგვეხმარა ყარაბაღის ომის გაშუქებაში, როდესაც ასევე 50 დღის განმავლობაში გვქონდა ყოველდღიური „ლაივ განახლებები“. რთული იყო ემოციურადაც, მით უმეტეს, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები გვყავს, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და ისინი აქ წერდნენ და მუშაობდნენ. თუმცა ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული იყო და ვამაყობ, რომ არასდროს ყოფილა დაპირისპირება ან უსიამოვნება, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შორის - ყოველთვის ძალიან ახლოს თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მეგობრობენ და ერთად მუშაობდნენ მასალებზე.

ასევე ვამაყობ იმით, რომ ომის პერიოდში მოვაგროვეთ წერილები სომეხი და აზერბაიჯანელი აქტივისტებისგან, რომლებიც მშვიდობაზე წერდნენ. ეს ძალიან რთული იყო იმიტომ, რომ ხშირად, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ეს ადამიანები მუქარების სამიზნე ხდებოდნენ. ამ პროექტს დავარქვით „ხმები მშვიდობისთვის“ და ის 20-მდე სტატიას აერთიანებს ორივე ქვეყნიდან.

რა გამოწვევებსა და სირთულეებს აწყდებით მუშაობის დროს?

ფინანსური დამოუკიდებლობა ყოველთვის გამოწვევაა, რადგან არასდროს გვაქვს შეგრძნება, რომ მომდევნო ხუთი წელი კარგად ვიქნებით. სულ ვნერვიულობთ იმაზე, რომ რამე პრობლემა შეიქმნება. ასევე სულ გვაქვს პრობლემა, რომ არ არის საკმარისი კადრი, რადგან ყოველთვის ბევრი საქმეა, „გადაწვის“ ზღვარზე ვართ. ძალიან ბევრი სამუშაოა. კარგი იქნებოდა, რომ მეტი კადრი გვყავდეს, მაგრამ ფინანსურად რთულია. ეს ყველაზე მეტად ონლაინ მედიების გამოწვევაა.

რამდენად გქონდათ გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით?

უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა ჩრდილოეთ კავკასია იყო. იქ არაერთი უსიამოვნო შემთხვევა გვქონდა და ამიტომაც 2 ჟურნალისტთან შევწყვიტეთ ურთიერთობა. ისინი ევროპაში გაიხიზნენ თავიანთი საქმიანობის გამო. ასევე აზერბაიჯანში გვქონდა რამდენიმე ფრილანსერთან შემთხვევა, როდესაც სტატიების გამო ემუქრებოდნენ.

უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ - გვაქვს ტრენინგები, შეფასება-აუდიტი რეგიონში ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით. სულ ვამბობდით, რა უნდა მომხდარიყო საქართველოში ისეთი, რომ საქართველოშიც მსგავსი გამოწვევა დაგვდგომოდა. თუმცა პირველი ცუდი ნიშანი იყო 2019 წლის 20 ივნისი, რის შემდეგაც შევიძინეთ ჩაფხუტები, აირწინაღები, ჟილეტები, თუმცა მაშინ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულად თავდასხმა არ იყო. 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ კი სრულიად შევცვალეთ უსაფრთხოების პროტოკოლი და ყოველ ჯერზე, წინასწარ განვიხილავთ უსაფრთხოების რა ზომებს უნდა მივმართოთ კონკრეტულ აქციაზე. მე, პირადად, არაერთხელ მომხვედრია ხან რეზინის ტყვია, ხან ქვა - ერთხელ კამერა დამემტვრა.

საქართველოში, ივლისამდე კიბერუსაფრთხოებას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ძალიან მიკვირს, რომ დღემდე, დიდი ნიუსრუმები „ფეისბუქში“ მუშაობენ ხოლმე, სჯობს უფრო უსაფრთხო სივრცეები ავარჩიოთ. ჩვენ თავიდანვე „სიგნალს“, „სლექს“ და ასეთ დაცულ პლატფორმებს ვანიჭებდით უპირატესობას.

რომელ მნიშვნელოვან ექსკლუზიურ მასალებს გამოყოფდით, რომელზეც OC Media-მ ამ წლების განმავლობაში იმუშავა?

პირველი, გამოძიება მახსენდება. ჩვენი ჟურნალისტი შეფარულად წავიდა ტექსტილის ქარხნებში სამუშაოდ, რათა თვითონ განეცადა რა პირობებში უწევთ მუშაობა დასაქმებულებს. მგონია, რომ ეს ტექსტი ბევრს სწორედ ამ მიდგომამ წააკითხა. შრომის უფლებებზე მთელი ცხოვრებაა ვწერთ და არასდროს კითხულობენ, ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი დაწერილა ამაზე.

მეორე, ჩემი მასალა კი იყო, მაგრამ მგონია ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა. შუქურთის შიმშილობას რომ ვაშუქებდი რამდენიმე ისეთი დეტალი აღმოვაჩინეთ, რაც მედიაში ფართოდ გაშუქებული ჯერ კიდევ არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ შევიტანეთ წვლილი ამ გაფიცვის მეტ-ნაკლებად წარმატებულად დასრულებაში.

როგორია OC Media-ს სიახლეები და სამომავლო გეგმები?

2021 წლის ბოლოს პირველად ჩავატარეთ OC Lab-ის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის. ჩვენ, ვინც OC Media-ში ვმუშაობთ არ მოგვწონს, რომ ხშირად ტრენინგები „ტრენინგ ტურიზმად“ არის გადაქცეული - ერთსა და იმავე ხალხს ირჩევენ, ერთი და იგივე ხალხი მიდის საზღვარგარეთ, არავინ არაფერს არ სწავლობს.

ჩვენი იდეა იყო, ექსკლუზიურად მხოლოდ ახალბედა, ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანები შეგვეკრიბა მთელი კავკასიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ორი სხვადასხვა ჯგუფი გვყავდა, ერთი ტრენინგი ჩატარდა თბილისში, მეორე სტამბოლში. მონაწილეები ახლა ამ ტრენინგებზე მიღებულ დავალებებზე მუშაობენ.

ეს ინვესტიციაც არის ჩვენი მხრიდან: ამ ადამიანებისგან, შეიძლება, კარგი ფრილანსერები დადგნენ, რადგან საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ ფრილანსერების პოვნა გვიჭირს. მათი პოვნა სხვა რეგიონებში უფრო ადვილია, ვიდრე აქ. თუკი ვინმე ჟურნალისტია სრულ განაკვეთზეა და დრო არ აქვს, რომ ფრილანსერად იმუშაოს, ან მისი ორგანიზაცია არ აძლევს სხვა გამოცემასთან თანამშრომლობის უფლებას, რაც სხვა რეგიონებში იშვიათია. ან კიდევ, უბრალოდ, რატომღაც, არ აქვთ ინტერესი. ამიტომ გაგვიჩნდა ახალგაზრდების გადამზადების იდეა. ორივე ტრენინგზე ძალიან კარგი მონაწილეები გვყავდა, კარგ თემებზე მუშაობენ და ველოდები მათგან სტატიების მიღებას. გვინდა, რომ ეს ტრადიციად ვაქციოთ - იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც გვყავდეს ერთი გამოშვება.
კატეგორია: რესურსები
სატელევიზიო რეკლამაში დღემდე ჯერ კიდევ დიდი რესურსი იდება, თუმცა მას ნელ-ნელა ანაცვლებს ციფრული პლატფორმები.

1984 წლის 22 ნოემბერს ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის (Super Bowl) ას მილიონზე მეტმა მაყურებელმა კომპანია „ეპლის“ პირველი პერსონალური კომპიუტერის, „მაკინტოშის“ სატელევიზიო რეკლამა ნახა.

რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ, ჯორჯ ორუელის რომან, „1984-ის“ შთაგონებით გადაღებული ეს 60 წამიანი რეკლამა „სუპერ ბოულის“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სარეკლამო ვიდეოდ მიიჩნევა. სწორედ „1984-ის“ ჩვენების შემდეგ იქცა „ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის“ ფინალური მატჩი კიდევ უფრო საინტერესო ღონისძიებად რეკლამის დამკვეთებისთვის და მედიამაც სწორედ მას შემდეგ მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება „სუპერ ბოულის“ ჩვენების დროს გასულ რეკლამებს.




„ეპლს“ ამ სარეკლამო რგოლის შექმნა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა, თუმცა იმხელა ყურადღება მიიპყრო, რომ ტელევიზიების მიერ სხვადასხვა გადაცემაში გაშუქებით კომპანიამ 45 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უფასო რეკლამა მიიღო.

„სუპერ ბოულზე“ ამ რეკლამის განთავსება დაახლეობით, 600 000 დოლარი დაჯდა (მაშინ ლიგის ფინალში 30-წამიანი რეკლამის განთავსება 300,000 აშშ დოლარზე მეტი ღირდა, წელს ამ დროის ფასი 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტს აღემატება.)

ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ გლობალური სარეკლამო ბაზარი რადიკალურადაა შეცვლილი.

რა იცვლება სარეკლამო ბაზარზე?

დღეს, ტრადიციულ მედიაში განთავსებულ რეკლამებს კონკურენციას ციფრული სივრცისთვის შექმნილი რეკლამებიც უწევენ. კომპანიები რეკლამებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში წლიდან წლამდე უფრო მეტ წილს უთმობენ ციფრულ პლატფორმებს.

დროთა განმავლობაში იკლებს ტრადიციული ტელევიზიის მაყურებელთა რიცხვი. საქართველოშიც, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI-ის) 2021 წლის კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგრამ, ემუქრებათ თუ არა ტელევიზიებს რეკლამის დამკვეთების დაკარგვა და გადადიან თუ არა კომპანიები ტრადიციული სატელევიზიო რეკლამიდან ციფრულ პლატფორმებზე?

გლობალური სარეკლამო სააგენტოების მონაცემებით, 2021 წელს საერთო ჯამში რეკლამებზე დახარჯული თანხა მსოფლიოში 710 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და აქ ციფრული მედიის წილი 441.7 მილიარდი აშშ დოლარამდეა (62.2%). ეს რიცხვი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მესამედითაა გაზრდილი. 2020 წელთან შედარებით მოიმატა ტრადიციულ მედიაში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური, კინოთეატრი, გარე ) რეკლამებით მიღებულმა შემოსავალმაც, თუმცა მხოლოდ მეათედით.

alt

მსოფლიოს მასშტაბით რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა საერთო ჯამში ციფრულ სივრცეზე იხარჯება და უსწრებს სხვა ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებს, მაგალითად ტელევიზიას.

ციფრული რეკლამების პოპულარობას ხელს უწყობს პანდემიის პერიოდში „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ აუდიტორიის ზრდაც.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში ერთ-ერთ წამყვანი კრეატიული სააგენტო, „ლივინგსტონი“ უკვე ოთხი წელია, ციფრული ტექნიკის მაღაზია „ზუმერთან“ თანამშრომლობს. კომპანიის რეკლამები ტელევიზიით არ გადის. „ლივნიგსტონი“, „ზუმერის“ ციფრულ სარეკლამო კამპანიაზე მუშაობს.

“ამ ბრენდს ფაქტობრივად, არაფერი აკლდება, როცა ტელევიზიაში არ გადის“, - ამბობს „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე - „ეს იყო ერთ-ერთი მორიგი, ძალიან პატარა ბრენდი და ოთხი წლის განმავლობაში ჭკვიანურმა, სწორმა და ხალხისთვის მორგებულმა ინტერნეტ რეკლამამ და კამპანიებმა „ზუმერი“ ერთ-ერთ წამყვან ბრენდად აქცია“.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ბრენდები ციფრულ რეკლამას ანიჭებენ უპირატესობას, მათი სამიზნე აუდიტორიაა. მაგალითად, „ზუმერი“ ისეთ პროდუქციას ყიდის, რომელსაც ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ და რომლისთვისაც ინტერნეტია საჭირო, შესაბამისად მისი სამიზნე სეგმენტი ინტერნეტ მომხმარებლები არიან. 
alt

„ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი გვეუბნება, რომ ახალგაზრდა სეგმენტზე მორგებული ბრენდები რეკლამისთვის, ძირითადად, ინტერნეტ არხებს იყენებენ, მათ შორის „ფეისბუქს“. ასევე აქტიურდება „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმები.

მეორე მხრივ, ქართულ სარეკლამო ბაზარზე კვლავ დიდი როლი აქვს კლასიკურ სატელევიზიო რეკლამებს, განსაკუთებით ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორებიცაა ბანკები, სწრაფი სამომხმარებლო საქონელი (FCMG), ლუდის, წყლის, სასმელების ინდუსტრია და სხვები. მაგალითად, თუ დიდ კომპანიას უნდა რეგიონში მცხოვრებ შუახნის და უფრო დიდი ასაკის ადამიანებსაც მიწვდეს, მისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი სარეკლამო არხი ტელევიზიაა.

ტელევიზიაში რეკლამებს ტექნიკის ბევრი მაღაზიაც ათავსებს. ეს იმით აიხსნება, რომ ასეთი კომპანიების შეთავაზებული პროდუქცია, სარეცხი მანქანა თუ მაცივარი, ინტერნეტ მომხმარებლებს ცდება და სხვა სეგმენტზე: რეგიონებში მცხოვრებ, იმ განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებზეცაა გათვლილი, რომლებსაც შესაძლოა ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდეთ.

„ყველაზე შედეგიანია, როდესაც ამ პლატფორმებს ვაერთიანებთ, გვაქვს ტელერეკლამა, ინტერნეტ რეკლამა და გარე, ქუჩის რეკლამა, ერთობლივად მარკეტინგული კამპანია უფრო ძლევამოსილი გამოდის და შედეგიც უკეთესია“, - განმარტავს ლევან ლეფსვერიძე.

ვინ სად უყურებს რეკლამებს?

აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი მარკეტინგისა და მედია კონსულტაციის კომპანია „კვენდი მედია აუდიტის“ მონაცემებით, თუ დიდი მულტინაციონალური ბრენდის სამიზნე აუდიტორია 45 წელს გადაცილებული მოსახლეობაა და პროდუქტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდის, როგორც წესი, რეკლამის ყველაზე ეფექტური საშუალება ტელევიზიაა.

25 წლამდე აუდიტორიისთვის ციფრული რეკლამა, განსაკუთრებით ონლაინ ვიდეოა მომგებიანი, 25-დან 44 წლამდე კი ამ ორის ერთობლიობა.

„25 წელს ქვემოთ, ონლაინ ვიდეოს ყურებადობა უსწრებს ტელევიზიას, რადგან ახალგაზრდები უფრო და უფრო ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს“, - გვითხრა „კვენდი მედია აუდიტის“ წარმომადგენელმა.

"კვენდი მედია აუდიტის“ ინფორმაციით, საქართველოში დიდი მულტი ნაციონალური კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტის საშუალოდ 80% ტელევიზიაზე, 20% კი - ინტერნეტ რეკლამაზე მოდის.

ამ თანაფარდობაში ინტერნეტის წილი უფრო და უფრო იზრდება, მაგრამ ეს სწორხაზოვანი პროცესი არაა და დამოკიდებულია კომპანიების ბიუჯეტის ცვლილებასა და სხვა ფაქტორებზე.

კომპანიები ცდილობენ, სატელევიზიო რეკლამებში იმდენივე ინვესტიცია ჩადონ, რაც წინა წელს, თუმცა ბიუჯეტის დანამატს უკვე ციფრულ არხებზე ხარჯავენ.

მართალია, სარეკლამო პლატფორმის არჩევისას სამიზნე აუდიტორია მთავარ როლს ასრულებს, თუმცა სატელევიზიო და ციფრულ რეკლამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - ისინი ერთმანეთისგან შინაარსით, შესაძლებლობებითა და უპირატესობებით განსხვავდებიან. მაინც, რომელი სჯობს?

ტელერეკლამა VS ციფრული რეკლამა

ზოგიერთი კომპანიისთვის სატელევიზიო რეკლამაა ეფექტური, ზოგისთვის - ციფრული. შედეგი ბრენდის სპეციფიკაზეა დამოკიდებული, ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რეკლამის განთავსებისთვის ერთი პლატფორმა მეორეს სჯობს.

„ტენდენციაა, რომ რეკლამების განთავსების მიხედვით ტელევიზია იკლებს და ინტერნეტი იმატებს, მთელ მსოფლიოში ასეა, თუმცა დღეს ვერ ვიტყვით, რომ ტელერეკლამა საჭირო აღარ არის, რადგან ბევრი ინდუსტრია, ფაქტობრივად, ტელერეკლამებით ცოცხლობსო“, - განმარტავს „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი, ლევან ლეფსვერაძე.

სატელევიზიო რეკლამა პროდუქტის შესახებ უფრო ინფორმაციული და ცალმხრივია. მას ხალხი ეთერში ნახულობს, მაგრამ პირდაპირ უკუკავშირს ვერ ამყარებს.

ციფრული რეკლამა კი აუდიტორიის ჩართულობაზეა ორიენტირებული. მომხმარებელი სოციალური მედიის პლატფორმებზე უყურებს რეკლამებს, წერს კომენტარებს, იღებს პასუხებს და ა.შ.

„რა თქმა უნდა, ხალხისთვის გულთან უფრო ახლოსაა და მისაღებია ციფრული რეკლამის ფორმა, როცა ჩართულობაზე ორიენტირებული ორმხრივი კომუნიკაცია გვაქვს.“, - ამბობს ლეფსვერიძე.

„ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელის შეფასებით, ფუნდამენტური განსხვავება ამ ორ პლატფორმას შორის ისაა, რომ ადრე ტელევიზიაზე მორგებული სარეკლამო კამპანიები არ ფიქრობდნენ მოეწონებოდა თუ არა რეკლამა მაყურებელს: ისინი მოქმედებდნენ „გაუშვი და უყურებს, სხვა რა გზა აქვს“ პრინციპით.

თუმცა დღეს ინტერნეტში მომხმარებელს შეუძლია არ უყუროს რეკლამას, გათიშოს, და გააგრძელოს სხვა პოსტების თვალიერება. მომხმარებლის არჩევანია, რომელ კონტენტს მოიხმარს, ამიტომ, როგორც ლეფსვერიძე ამბობს, ინტერნეტ რეკლამა უფრო მეტად არის გამიზნული ადამიანის ყურადღების მიპყრობაზე.

ციფრულ სივრცეში რეკლამის კიდევ ერთი უპირატესობაა, სამიზნე აუდიტორიის ინტერესების მიხედვით ზუსტად განსაზღვრა, ასევე რეალურ დროში შესაძლებელი ანალიტიკური მონაცემების მიღება.

როგორც „ლივნიგსტონის“ კრეატიული დირექტორი ანჟე იერიბი ამბობს, ინტერნეტში რეკლამის განთავსება გაცილებით ხელმისაწვდომიც არის.

ანჟე იერიბს სარეკლამო სფეროში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოებთან უნგრეთში, იტალიაში, ხორვატიაში, უკრაინასა და სერბეთში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ციფრულმა საშუალებებმა მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობა მისცა, რეკლამა მცირე ბიუჯეტითაც გაავრცელონ.

altტელევიზიაში წარმატებული კამპანია დღემდე დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამის საშუალება კი     მცირე და საშუალო ბინზესს არ აქვს.

 დღეს სატელევიზიო არხების რეიტინგი ხშირად გასართობი შოუებით განისაზღვრება.   ტელევიზიებში რეკლამების განთავსება მატულობს ზოგიერთ პერიოდშიც, მაგალითად საარჩევნო   წელს ან ოლიმპიური თამაშების დროს.

მართალია, ტელევიზია ისევ მოთხოვნად პლატფორმად რჩება, მაგრამ აქ ერთ-ერთი მთავარი   ფაქტორი დიდი ეკრანია - ანუ მოწყობილობა, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ.

რის შეცვლა მოუწევს ტელევიზიას?

ლეპტოპების, ტაბლეტებისა და სმარტფონების ეკრანები ადამიანებს ბევრად უფრო პერსონალურ გარემოს უქმნის. ტელევიზიისგან განსხვავებით, პატარა ეკრანებს ძირითადად, მხოლოდ ერთი ადამიანი უყურებს - ტელევიზორის ეკრანის გარშემო კი ხშირად რამდენიმე ადამიანი იკრიბება და სოციალური გარემო იქმნება. მეორე მხრივ, ადამიანები ზოგიერთი კონტენტის, მაგალითად სპორტული მატჩების ტრანსლირების და ფილმების ყურებას ხშირად სწორედ დიდ ეკრანზე არჩევენ.

„ტელევიზორი კვლავ ყველა ოჯახშია და მას დროდადრო რთავენ. რა თქმა უნდა, ვცხოვრობთ „ბაბლშიც“, ვიწრო წრეში, სადაც ადამიანები ტელევიზორს აღარ ყიდულობენ და არც დრო აქვთ მის საყურებლად, მაგრამ ეს მაინც „ბაბლია“. ქართველების, უკრაინელების, ყაზახების დიდ ნაწილს კვლავ აქვს სახლში ტელევიზორი“, - ამბობს ანჟე იერიბი.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ პოსტ-მილენიალები უკვე არა ტელევიზორის, არამედ „იუთუბის“ თაობაა, სავარაუდოდ, მომავალში ტელევიზორის მაყურებელთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

იცვლება ციფრული მარკეტინგის ფორმებიც - მოსალოდნელია მეტავერსის განვითარება. დიდ ციფრულ კორპორაციებს, როგორებიცაა „მეტა“ (ყოფილი „ფეისბუქი“), „გუგლი“ და სხვები, მუდმივად შემოაქვთ ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით: „ყველაფერი ძალიან ცვალებადია. სატელევიზიო არხებსაც სწრაფად ცვლილება მოუწევთ“, - ამბობს ანჟე იერები.

დღეს ტელევიზიას კონკურენციას არამხოლოდ სოციალური ქსელები, არამედ სტრიმინგ სერვისებიც უწევენ, როგორიცაა „ნეტფლიქსი“, HBO, „ამაზონი“, „ჰულუ“, „დისნეი პლუსი“ და სხვები. თუმცა ეს უფრო ტელევიზიის ევოლუციაა, ვიდრე მისი გაქრობა.

„კვენდი მედია აუდიტში“ ამბობენ, რომ სატელევიზიო არხები და კონტენტის შემქმნელები უკვე ცდილობენ თავიანთი ციფრული სტრიმინგ პლატფორმების შექმნას, სადაც მაყურებლები მათი კონტენტის ინტერნეტით ნახვას შეძლებენ, ინფორმაციას ისევ დიდი ეკრანიდან მიიღებენ, თუმცა ახალი ფუნქციებით - დაპაუზებით, კონტენტის არჩევით და ა.შ., ისევე, როგორც, მაგალითად, „ნეტფლიქსზეა“.

დღეს, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, ჯამში, რეკლამების ბიუჯეტის დანახარჯი ციფრულ სივრცეზე უფრო მეტია, ვიდრე ტელევიზიაში. თუმცა, თუ ცალკე ავიღებთ დიდ კომპანიებს, მათი ბიუჯეტების თანაფარდობაში მაინც ტელევიზიის რეკლამები ჭარბობს.

მეორე მხრივ, ამ ტენდენციებს ემატება მეტავერსის იდეა და ონლაინ თამაშები, რომლებიც რეკლამის განთავსებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„აუცილებლად გაგრძელდება ციფრული რეკლამების ზრდის ტენდენცია, „მეტას“ ვირტუალური რეალობის პლატფორმებზე რეკლამის განთავსება მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო გამოცდილება იქნება. ფაქტობრივად, ტელერეკლამა გადაიქცევა უბრალოდ კლასიკური ჟანრის მედიუმად.

შეუძლებელია იმის თქმა, სრულიად გაქრება თუ არა სატელევიზიო რეკლამა იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, არ გამქრალა კედლებზე პოსტერების გაკვრა, რეკლამების გაზეთში ან ბილბორდებზე განთავსება, მაგრამ ისინი დღეს წამყვანი სარეკლამო არხები აღარ არის. „გამოჩნდა ტელევიზია და „შეჭამა“ მათი წილი, ახლა ციფრული რეკლამა მოდის და ტელევიზიის წილი იკლებს.“, - გვეუბნება ლევან ლეფსვერიძე.

„ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს სარეკლამო და კონტენტის შექმნის სფეროში მთავარი ტენდენცია ერთია: ბრენდები ქმნიან საკუთარ სოციალურ მედია არხებს, შეიძლება სტრიმინგ სერვისებიც შექმნან, რაც მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ასეა „ეპლის“ შემთხვევაშიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო რეკლამის „1984-ის“ შემოქმედი დღეს უკვე ციფრულ რეალობაშია. მათ 2019 წელს შექმნეს სტრიმინგ სერვისი, „ეპლ ტვ პლუსი“ და ახლა საკუთარი პროდუქტების რეკლამებისთვის თავისივე წარმოებულ პოპულარულ შოუებს იყენებენ.



მაგალითად, სერიალ „ტედ ლასოს“ მხოლოდ ერთ, 29-წუთიან ეპიზოდში „ეპლის“ პროდუქტი 36-ჯერ ჩანს, მათ შორისაა „აიფონები“, „მაკბუქები“ და „ეარპოდები“. სერიალ „დილის შოუში“ კი მთავარი პერსონაჟები ბრედლი და ალექსი 10 ეპიზოდში „აიფონით“ 30-ჯერ ჩანან. „ეფლი“ თავისი პროდუქტის რეკლამირებისთვის მეტსაც აკეთებს, მაგალითად, მის პროდუქციას სერიალებში მხოლოდ დადებით პერსონაჟები იყენებენ, უარყოფი გმირები კი არაბრენდული სმარტფონებით ჩანან.

ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები სარეკლამო ბაზარს მუდმივად ცვლის. მართალია ტრადიციული რეკლამა ბევრი დამკვეთისთვის და აუდიტორიისთვის ისევ ეფექტურია, მაგრამ სიახლეები და ინოვაციები ტრადიციულ მედიუმებსაც გარდაუვალი ცვლილებებისკენ უბიძგებს.
კატეგორია: რესურსები
“ვიხეტიალოთ ძველი ქალაქის გაღმა-გამოღმა ნაწილებში, მის აზიურ, ევროპულ და საბჭოთა ნაწილებში, მის ვიწრო ქუჩებსა და ხმაურიან მოედნებზე და მერე, სულის მოსათქმელად და ცოდნის გასაცვლელად, აქ შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ძველ წიგნებში ამოკითხული ამბები, ძველ ალბომებში შემორჩენილი ხედები და პორტრეტები, აქ, ამ ვირტუალურ სივრცეშიც ვაცოცხლოთ ჩვენი თბილისი” - ასეთია „რადიო თავისუფლების“ ფეისბუქ ჯგუფის „თბილისური ფოლორცის“ აღწერა. ეს საქართველოში მომუშავე მედიასაშუალების მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია და 30 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

„თბილისური ფოლორცი“ ჟურნალისტმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა, ციფრულმა რედაქტორმა საბა ჩიხლაძემ და ილუსტრატორმა ბექა ბერიძემ ახალი აუდიტორიის მოსაზიდად და მათთან უკეთესი კომუნიკაციისთვის შექმნეს. მიზანმა გაამართლა.

ფოლორცი და მედია

ბოლო 5 წელია „მეტას“ („ფეისბუქის“ მფლობელი კომპანიის) ერთ-ერთი ძირითადი გაცხადებული მისია ქსელში მომხმარებლებისთვის საერთო ინტერესების მქონე საზოგადოების შეკრება და განვითარებაა. „ფეისბუქის“ აპლიკაციაში კი ამის მთავარი საშუალება ჯგუფებია. დღეს ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არაერთი თემატური ჯგუფი არსებობს, მათ შორის მოგზაურობის, ჯანდაცვის, ქველმოქმედების, ვაჭრობის, კულინარიის, ტექნოლოგიების და სხვა. თუმცა, როგორ შეიძლება ეს სივრცე მედიასაშუალებებმა ეფექტურად აითვისონ და საერთოდ რა სარგებელს მოუტანთ მათ?

ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი წლებია თბილისის ისტორიასა და განვითარებაზე წერს. დედაქალაქის წარსულსა და თანამედროვეობაზე თითქმის ყოველკვირეულად აუდიტორიას ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრებოდა, როდესაც „რადიო თავისუფლება“ მხოლოდ რადიოს ფორმატით მუშაობდა. 2019 წელს სანამ თბილისის შესახებ ჯგუფს შექმნიდნენ, „თავისუფლებას“ უკვე ჰქონდა ჟურნალისტურ პროდუქტზე დაფუძნებული წარმატებული ჯგუფის შექმნის გამოცდილება.

დღეს სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ მიერ დედაქალაქის შესახებ შექმნილი ჯგუფი არამხოლოდ თბილისის ისტორიული ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ საგანმანათლებლო, სანდო წყაროებზე დაყრდნობილ, ზოგჯერ კი ისეთ უნიკალურ ვიზუალურ მასალას აერთიანებს, რასაც ინტერნეტსივრცეში სხვაგან ვერ ნახავთ.

ფოლორცი არის ქუჩა, შუკა, ხალხმრავალი გამოცოცხლებული ადგილი. ეს თბილისური სიტყვაა. გვინდოდა ერთგვარი მოედანი გვქონოდა, სადაც ჩვენს მკითხველს ექნებოდა იმედი, რომ აქ დახვდებოდა თბილისის შესახებ მასალები, ექნებოდათ წინასწარ დათქმული ადგილი, სადაც შეძლებდნენ შემოსვლას და არ მოუწევდათ ლოდინი ვიდრე ჩვენ პერიოდულად მასალებს მოვამზადებდით“, - გვიყვება ჯიმშერ რეხვიაშვილი.

ჯგუფი საშუალებას იძლევა აუდიტორიას უფრო ახლო კომუნიკაცია ჰქონდეს სტატიების ავტორთან, ჩაებას დისკუსიებში და ჟურნალისტური მასალის მიღმა უფრო მეტი დეტალი შეიტყოს მისთვის საინტერესო თემაზე. მეორე მხრივ ჟურნალისტისთვის ეს ახალი იდეებისა და თემების მოძიების, აუდიტორიის შესწავლისა და უკუკავშირის მიღების საშუალებაა.

ჯგუფში ბევრი ისეთი წევრია, რომელიც ჩემთვის რესპონდენტი გამხდარა და მათ გარეშე მასალას ვერ მოვამზადებდიო“, - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი: „შეიძლება აუდიტორიამ ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი ან მოვლენა შეგახსენოს, რომ მერე ამ საკითხზე ცალკე მასალა გააკეთო, რაზეც ღირს მოკვლევა, ბიბლიოთეკაში წასვლა, რესპონდენტების ჩაწერა. ეს შთაგონების წყარო არის ხოლმე“.

მაგალითად „თბილისურ ფოლორცში“ ნანახი ფოტოდან გაჩნდა ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დების: ლიზასა და სოფიოს შესახებ მასალის მომზადების იდეაც. შესაბამისად, სტატიისგან მიღებული უკუკავშირი და ჩართულობაც ჯგუფში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მედიასაშუალების მთავარ გვერდზე, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა თემაზე მრავალფეროვანი კონტენტი ქვეყნდება.

alt

ვიცოდი, რომ ეს შრომა უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდით. იმდენად მეცნიერული ცოდნით, ტიტულებით დახუნძლული ხალხი შემოვიდა ჯგუფში და მათთვისაც საინტერესო იყო, რომ მოლოდინს გადააჭარბაო“, - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი.

რატომ ჯგუფი, როცა გვერდი ისედაც გვაქვს?

ამერიკული გამოცემის „Vox-ის“ სარედაქციო სტრატეგიის ხელმძღვანელი ელისონ როკი ამბობს, რომ არც ისე მარტივია ადამიანებს გამოცემის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბო. ფეისბუქ ჯგუფებში კი აუდიტორიასთან ბევრად უშუალო კავშირის დამყარებაა შესაძლებელი, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მეტ ნდობას უჩენს მკითხველს.

თუ ხალხის ინტერესს დავაკმაყოფილებთ შეთანხმებული წესების ფარგლებში და მივცემთ იმას, რაც უნდათ, ჩვენი ბრენდისთვის გრძელვადიან პერსექტივაში კარგი იქნება. ისინი "ვოქსის" უფრო მეტ ბმულზე გადავლენ, რადგან მათ რეალურად ჩვენთან უშუალო ურთიერთობა ექნებათ ჩამოყალიბებული“ , - ამბობს როკი „მეტას ჟურნალისტიკის პროექტთან“.

"ფეისბუქის" გვერდისგან განსხვავებით, თუ ჯგუფი სწორად იმართება, მასში ვერ ხვდებიან ყალბი ანგარიშები და ტროლები, რაც მომხმარებლებს შორის შეურაცხმყოფელ, პროვოკაციულ და დეზინფორმაციულ ურთიერთობას მაქსიმალურად გამორიცხავს. როგორც ჯიმშერ რეხვიაშვილი ამბობს, „თბილისური ფოლორცი“ ამის კარგი მაგალითია.

ფეისბუქის ჯგუფების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, მომხმარებელს საშუალება აქვს ჯგუფებში დადებული კონტენტი სიახლეების გვერდისგან გამოცალკევებულად ნახოს.

გვერდიც საჭირო, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ჯგუფები აუდიტორიამდე მიღწევის დამატებითი საშუალებაა, რადგან აპლიკაციაში შეგიძლია მხოლოდ ჯგუფების გვერდიც დაათვალიერო.“, - ამბობს რადიო თავისუფლების ციფრული რედაქტორი, საბა ჩიხლაძე.

ჩართულობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია

რამდენად სტაბილური იქნება ჯგუფი და რამდენად კარგადაა მასში აუდიტორია ჩართული, მის სწორად მართვაზეა დამოკიდებული. ფეისბუქ ჯგუფების ეფექტურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია არა მასში დამატებული ადამიანების რაოდენობა, არამედ გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურობა, უკუკავშირი, საუბარი, რეაქცია და ა.შ

არ გვქონია იმის მისწრაფება, რომ „თბილისურ ფოლორცში“ ძალიან ბევრი ხალხი გვყოლოდა, პირიქით, ვამბობდით ცოტა იყოსო. უბრალოდ ვაკვირდებოდით აუდიტორიის რამდენი პროცენტი იყო ჩართული. არის ჯგუფები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დამატებული და არავინ არაფერს წერს. ჩენ გვერჩივნა, ხალხი ცოტა ყოფილიყო, ოღონდ ყველას დაეწერა პოსტები“, - განმარტავს საბა ჩიხლაძე.

ჯგუფის ხარისხის კონტროლისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ გუნდმა ახალი წევრების დამატება შეწყვიტა. მოგვიანებით მათ საწევრო მოთხოვნები გაფილტრეს და მხოლოდ ისინი დაუშვეს, ვინც ჯგუფის წესებს რეალურად ეცნობოდა და წერილობით ეთანხმებოდა.

თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ჯგუფები არის სივრცე, სადაც მეგობარს თუ თანამოაზრეს ესაუბრები, ისეთ ჯგუფს სადაც შემქმნელები მხოლოდ ბმულებს აზიარებენ, ან დატოვებ ან გამოწერას გააქმებ. ჯგუფებში იმიტომ ვწევრიანდებით, რომ იქ ჩვენი თანამოაზრეები არიან და თავისუფლად ვილაპარაკებთ სხვადასხვა თემაზე“, - ამბობს საბა ჩიხლაძე.


ჯგუფებში „ფეისბუქ ლაივების“ (პირდაპირი ეთერის) ჩართვა, დისკუსიის წამოწყება, წევრებისთვის „ბეიჯების“ (ფეისბუქ ჯგუფის წევრის აქტიურობის ხარისხის ერთგვარი განმსაზღვრელი) მინიჭება, თემების შექმნა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამოყენება ჯგუფებს უფრო მეტად აცოცხლებს.

თუ ჯგუფს გადახედავ და ნახავ, რომ ყველაზე ხშირად პოსტებს შენ წერ, მაშინ საქმე კარგად არ ყოფილაო“, - გვეუბნება „რადიო თავისუფლების“ ციფრული რედაქტორი.

როგორ გავზარდოთ ჯგუფებში ჩართულობა?

ყველა მედიას შეუძლია იპოვოს ისეთი ნიშური თემა, რომელზეც თვითონაც ქმნის მასალას და მის ირგვლივ დაინტერესებულ ადამიანებსაც შემოიკრებს.

შეიძლება გაამართლოს რომელიმე საავტორო გადაცემის ან სვეტის შესახებ შექმნილმა ჯგუფმაც და აუდიტორია ავტორის პოპულარულობამ, მასთან საუბრისა და შეკითხვების დასმის სურვილმა გააერთიანოს.

ჯგუფებს დიდი პოტენციალი აქვს რეგიონული მედიისთვისაც. ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ კვლევის მიხედვით, „ფეისბუქზე“ გეოგრაფიული დასახელების ჯგუფები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისთვისაა შექმნილი. ხშირად ასეთ ჯგუფებს სწორედ ადგილობრივი, რეგიონული მედიასაშუალებები მართავენ.

მეტი შანსია ბევრი ადამიანი გააერთიანო იქ, სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს. რეგიონულ მედიასაც მეტი ინფორმაცია და მეტი საშუალება აქვს, რომ ამ კუთხით საინტერესო ჯგუფები გააკეთოს.“ - განმარტავს საბა ჩიხლაძე და მედიასაშუალებებს ჯგუფებში ჩართულობის გასაზრდელად ძირითად რჩევებს უზიარებს:

1. ჯერ კარგად მოვიფიქროთ ჯგუფის თემა და მერე შევქმნათ - უნდა შეირჩეს თემა, რომელიც შენც კარგად იცი და გაქვს იმის რესურსიც, რომ მის ირგვლივ ხალხი გააერთიანო. კარგად განსაზღვრე მიმართულება და მოიფიქრე რატომ აკეთებ ჯგუფს.

2. იქატიურე, შესთავაზე თემები და იყავი დისკუსიის დამწყები პირადი (არა ორგანიზაციის) ანგარიშით - მთავარია ჯგუფი დასაწყისშივე ისეთი იყოს, სადაც ხალხი იაქტიურებს. თუ ხედავ, რომ ჯგუფი პასიური გახდა და არავინ აღარაფერს წერს, უნდა მოიფიქრო სასაუბრო თემები, წევრებს შეკითხვები დაუსვა. შენზეა დამოკიდებული როგორ შეუწყობ ხელს ჯგუფის წევრებს შორის დისკუსიას.

3. მუდმივი მოდერაცია/კონტროლი - გაფილტრე კონტენტი, კომენტარები და წევრები. არ დაამატო ყალბი პროფილები.

4. მეტი აქცენტი გააკეთე ხარისხსა და ჩართულობაზე და არა რაოდენობაზე.

2021 წლის ნოემბერში „მეტამ“ „ფეისბუქის“ ჯგუფებისთვის ახალი ფუნქციები დააანონსა, მათ შორის დონაციის, ფასიანი და უფასო უფრო ვიწრო ინტერესის ქვეჯგუფების შექმნის შესაძლებლობები. საბა ჩიხლაძის აზრით, შესაძლოა, ამ სიახლეებმა, მედიას მეტი სარგებელი მოუტანოს და ტექნიკურად გაუმარტივოს მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური ფასიანი კონტენტის შეთავაზება.
კატეგორია: საქართველო
ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი 8 დეკემბერს კულტურის მინისტრის, თეა წეულკიანის, ბრიფინგზე უკვე მეორედ არ შეუშვეს. „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე არ შეუშვეს 22 ნოემბერსაც.

განახლება: კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართავს.

"კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია “TV პირველის” წარმომადგენლები არ შეუშვეს. კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ “აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.", - წერს კოალიცია და კულტურის სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.

მედიაკოალიცია საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს:

  • შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
  • მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
რა მოხდა

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ამბობს, რომ 8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ უწყებისგან ანონსი არ მიუღიათ და ამბავი თავიანთი წყაროებისგან შეიტყვეს. არხის გადამღები ჯგუფი სამინისტროში ბრიფინგის გასაშუქებლად ადრე მივიდა, თუმცა ჟურნალისტი დაცვამ არ შეუშვა.

„ეს არის კულტურის მინისტრის მიზანმიმართულად, სავარაუდოდ, უკანონო არაფორმალური ბრძანება. თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, დისკომფორტს უქმნის ის კითხვები, რომლებიც შეიძლება კრიტიკული მედიის ჟურნალისტმა დასვას. აქვთ კონკრეტული მიდგომა, არ უშვებენ მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს“, - ამბობს ნოდარ მელაძე.



„პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ არხის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა ცდილობენ კულტურის მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას, თუმცა რუსუდან უშიკიშვილი მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„გვინდა მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხი და, ალბათ, პრაქტიკას მივმართავთ, დავხვდებით სახლთან კამერით და ვკითხავთ ვისი განკარგულებაა, რადგან საშვების დაშვება მის კომპეტენციაში შედის. ის აფრთხილებს დაცვის სამსახურს რომელი მედიასაშუალებები უნდა შეუშვას ბრიფინგზე“, - განმარტავს მელაძე.

ამბის დასაზუსტებლად კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.

კონტექსტი

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.

ამავე თემაზე:  “ტვ პირველი” და “მთავარი” წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს

22 ნოემბერს “ტვ პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში, თეა წულუკიანის ბრიფინგზე, 11 ნოემბერს კი “ტვ პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
CNN-ის ცნობილი წამყვანი კრის კუომო არხმა ჯერ საქმიანობას განსუსაზღვრელი დროით ჩამოაშორა, 4 დეკემბერს კი სამსახურიდან გაათავისუფლა. ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ წამყვანი სკანდალში გახვეული პოლიტიკოსი ძმის დასახმარებლად თავის ჟურნალისტურ სტატუსსა და გავლენას იყენებდა.
___________________________________________________________________________________________________________

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის მიერ 29 ნოემბერს გასაჯაროვებულ მასალებში ჩანს, რომ CNN-ის ერთ-ერთი მთავარი გადაცემის, Cuomo Prime Time-ის წამყვანი, ჟურნალისტი კრის კუომო ძმას, პოლიტიკოს ენდრიუ კუომოს, სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებისგან დაცვაში ეხმარებოდა.

ჟურნალისტი პოლიტიკოსების ოჯახიდანაა. მის ძმას, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს, 11 ქალის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. დემოკრატიული პარტიის წევრი იყო მათი მამა, მარიო მეთიუ კუომოც - ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი 1983-94 წლებში.

ჟურნალისტისა და გუბერნატორი ძმის თანაშემწეს შორის მიმოწერებითა და მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ კრის კუომო გუბერნატორს საჯარო განცხადებებისა და პრესკონფერენციებისთვის მზადებაში ეხმარებოდა, იყენებდა თავის კავშირებს პრესაში, რათა მეტი ინფორმაცია მიეღო ბრალმდებელი ქალების შესახებ, არკვევდა კიდევ ვინ აპირებდა ძმის დადანაშაულებას, მუშაობდნენ თუ არა სხვა გამოცემები ახალი ბრალდებების შესახებ სტატიებზე და გუბერნატორის გუნდს სთხოვდა უფრო მეტად ჩართულიყო თავისი ძმის დაცვისთვის მზადებაში.

ძმები CNN-ის ეთერში - გამონაკლისი კრის კუომოსთვის

ენდრიუ კუომო განსაკუთრებით პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში იქცა, როდესაც, ნიუ-იორკის გუბერნატორის რანგში, ბრიფინგებს ყოველდღიურად ატარებდა.

2020 წელს კოვიდ პანდემიის დასაწყისში კრიტიკა გამოიწვია კრის კუომოს ინტერვიუმ ძმასთან, რომლის დროსაც ძმები კორონავირუსზე საუბრობდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. მას შემდეგ ძმები ერთად ეთერში კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც CNN-მა გამონაკლისი დაუშვა და ჟურნალისტს უფლება მისცა ინტერვიუ აეღო გუბერნატორი ძმისგან. ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მას ეს 2003 წლიდან [დასაქმების პერიოდიდან] აკრძალული ჰქონდა. ამ გადაწყვეტილებას „სი ენ ენი“ პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებით ხსნიდა.



 “კრისის საუბარი თავის ძმასთან იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მილიონობით ამერიკული ოჯახი იყო, მნიშვნელოვან ადამიანურ ინტერესს წარმოადგენდა”,- განმარტავდა CNN-ის წარმომადგენელი.

ამ გამონაკლისმა პირდაპირ იმოქმედა გადაცემის რეიტინგებზე, ძმების საერთო ეთერის დროს Cuomo Prime Time-ის მაყურებლების რაოდენობა იზრდებოდა.

ძმები CNN-ის ეთერში ერთად ბოლოს 2020 წლის მაისში გამოჩნდნენ. 2021 წლის თებერვალში კი, მას შემდეგ, რაც კრის კუომომ გუბერნატორის მიმართ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ბრალდებები არ გააშუქა, არხმა განმარტა, რომ ჟურნალისტს კვლავაც არ მისცემდა პოლიტიკოს ძმასთან ინტერვიუს ჩატარების უფლებას.

ბოდიში

2021 წლის მაისში გავრცელდა ცნობები, რომ ჟურნალისტი კუომო, გუბერნატორი ძმის პიარ კამპანიაში იყო ჩართული. ამის გამო კუომო კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის თანამშრომლების მხრიდან. წამყვანს ჟურნალისტური პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

საპასუხოდ კუომომ მაყურებელს პირდაპირ ეთერში მოუხადა ბოდიში: „შემიძლია ობიექტური ვიყო ნებისმიერი თემის მიმართ, გარდა ჩემი ოჯახისა. მე მიყვარს ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და მე მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს CNN-ში“.

კუომოს მხრიდან ძმის პიარ კამპანიაში მონაწილეობა CNN-მა „შეუფერებლად“ შეაფასა, თუმცა მაშინ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია.

ჟურნალისტმა ძმის შესახებ დუმილი კიდევ ერთხელ აგვისტოში, ენდრიუ კუომოს, ნიუ-იორკის გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაარღვია. სატელევიზიო მიმართვის დროს მან გაიმეორა, რომ ის პოლიტიკოსი ოჯახის წევრისთვის არა „მრჩეველი“, არამედ „ძმა“ იყო. აღიარა, რომ ძმის თანაშემწეებს ესაუბრა და თავისი აზრი გაუზიარა, მაგრამ ეს ყველაფერი მაისში შეწყვიტა, როდესაც ამისკენ CNN-მა მოუწოდა.



„თავს არასდროს დავსხმივარ და არც არავინ წამიხალისებია თავს დასხმოდნენ იმ ქალებს, რომლებმაც ჩვენებები მისცეს. არასდროს დავკავშირებულვარ პრესის წარმომადგენლებს ჩემი ძმის ვითარებასთან დაკავშირებით“,- ამბობდა კუომო აგვისტოში.

თუმცა მის ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მასალები.

კუომოს გათავისუფლება

„კრისმა ჩვენთან აღიარა, რომ თავისი ძმის გუნდს რჩევები მისცა, გაირკვა, რომ მან ჩვენი წესები დაარღვია და ეს საჯაროდ ვაღიარეთ. მაგრამ ასევე ვაფასებდით მის უჩვეულო პოზიციას, გვესმოდა, რომ ის პირველ ადგილზე ოჯახს აყენებდა, მეორეზე კი სამსახურს.“ - წერია CNN-ის მიერ 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში - „თუმცა ეს დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროვებამდე ინფორმაცია არ გვქონდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს და თავისი ძმის საქმეში იმაზე დიდ ჩართულობაზე მიუთითებს, ვიდრე აქამდე ვიცოდით.“

ამ განცხადების პარალელურად, CNN-მა კრის კუომო საქმიანობას განუსაზღვრელი ვადით, საქმის შემდგომ შეფასებამდე ჩამოაშორა.

ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას არხის განცხადებიდან მეორე დღეს, პირველ დეკემბერს, რადიო SiriusXM-ის ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ არხის გადაწყვეტილების ესმის, პატივს სცემს მისი ქცევის შეფასების პროცესს და ამ თემაზე აღარ ისაუბრებს.

მას შემდეგ კი, რაც არხის მიერ დაქირავებულმა ადვოკატებმა კუომოს შესახებ გავრცელებულილ დოკუმენტები შეაფასეს, CNN Worldwide-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა ტელეწამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა. არხის განცხადების მიხედვით, გამოძიება დღემდე გრძელდება.

კუომოს სექსუალურ შევიწროვებაშიც სდებენ ბრალს

CNN-დან კრის კუომოს დათხოვნის შემდეგ რამდენიმე საათში, New York Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს მისი ყოფილი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ქალი ანონიმურობას იცავს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასთან ერთად ტელეარხ ABC-ზე წლების წინ მუშაობდა. შევიწროვების ბრალდების შესახებ ქალის ადვოკატმა CNN-ს პირველ დეკემბერს შეატყობინა.

ჟურნალისტის წარმომადგენლები პრესასთან აცხადებენ, რომ ეს ბრალდება ტყუილია.

„არ მინდოდა ჩემი მუშაობა CNN-თან ასე დასრულებულიყო, მაგრამ მე უკვე გითხარით რატომ და როგორ დავეხმარე ჩემს ძმას“, - დაწერა კუომომ და მადლიერება გამოხატა თავისი გადაცემის გუნდის მიმართ „ტვიტერზე“, თუმცა სექსუალური შევიწროვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერი უთქვამს.

კრის კუომოს ეს შემთხვევა ამერიკული მედიისთვის შესაძლოა პრეცდენტულიც იყოს. ეს აჩენს ახალ შეკითხვებსაც, დაკარგა თუ არა ნდობა არხმა და შეილახა თუ არა მისი იმიჯი ან რამდენად დროული იყო CNN-ის გადაწყვეტილება? რა შეიცვლება მედიასაშუალებების პოლიტიკაში, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ ჟურნალისტების ნაწილს პირადი კავშირები აქვს პოლიტიკოსებთან.

კატეგორია: ინტერვიუ

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებია 60-ს აჭარბებს. ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ქვეყანაში დაბალია. რა როლი აქვს მედიას პანდემიასთან ბრძოლაში და რა უნდა გაითვალისწინონ ქართულმა მედიასაშუალებებმა, როცა კოვიდ-19-ს აშუქებენ? - ამ თემებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, ზურაბ ალხანიშვილს ვესაუბრეთ. 


წაიკითხეთ ამავე თემაზე: პანდემიის გაშუქება - ექიმის რჩევები მედიას


პანდემიის გამოცხადებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში მედიის გაშუქების ხარისხი კოვიდ-19-თან დაკავშირებით?

პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოში მედია ამ საკითხს, მეტწილად, კარგად აშუქებდა: აქცენტებს სწორად სვამდნენ და სპეციალისტების აზრს ითვალისწინებდნენ. მარტივი მაგალითი, რომ გავიხსენოთ, პირველსავე დღეებში, როცა საქართველოში კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა, კორონავირუსი შუქდებოდა, როგორც „ახალი მომაკვდინებელი კორონავირუსი“, შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია, რომ ასეთი ფორმით ვირუსი არ გაეშუქებინათ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა მართლა ერთ დღეში შეწყვიტეს კორონავირუსის ამ ფორმით წარდგენა და გაშუქება.

პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა, ძირითადი პრობლემა ამ გადმოსახედიდან ისაა, რომ პერსონალური თუ სხვა ინტერესების გამო ხშირად ზარალდება ინსტიტუციების ავტორიტეტი. ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერ კრიზისში მნიშვნელოვანია ინსტიტუციების მიმართ ნდობა.

კოვიდპანდემიის საწინააღმდეგოდ ჩვენი იარაღი კომუნიკაციაა: ინსტიტუტებმა და ავტორიტეტულმა ადამიანებმა გასცენ რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები მთელმა საქართველომ შეასრულოს. ეს რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ვაქცინაცია. ხალხი ამ რეკომენდაციებს მაშინ ითვალისწინებს, თუ ენდობა ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს. ამის ნათელი მაგალითი 2 წლის თავზე ჩვენ უკვე ვნახეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის ინსტიტუტები და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობს. იქ ახლა უკეთესი ვითარებაა, მოსახლეობის დიდი ნაწილიც აცრილია და რეკომენდაციებიც მეტადაა დაცული. ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო მთელი საზოგადოების ერთიანი ინტერესი, რომ შენარჩუნებულიყო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

სხვა მხრივ შეგვიძლია შევაქოთ ჩვენი მედიასაშუალებები, რომ სწრაფად აუღეს ალღო მათ შორის მედიცინის და მეცნიერების მტკიცებულებების იერარქიას და თვითონ იწყებდნენ ხოლმე ინფორმაციის გადამოწმებას. რიგ შემთხვევებში იყო რესპონდენტების პრობლემა, შეიძლებოდა ეთერში ისეთი ადამიანი მოხვედრილიყო, რომელიც მტკიცებულებების გარეშე საუბრობდა, თუმცა ესეც ნელ-ნელა თავისით დარეგულირდა.

ახსენეთ ჯანდაცვის ინსტიტუტებისადმი ნდობა, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს მედიას აქვს უფლება კრიტიკული იყოს ხელისუფლების, მათ შორის ჯანდაცვის უწყების მიმართ და ეს კრიტიკა ჯანსაღი და არგუმენტირებული იყოს. ამაში ხედავთ პრობლემას?

ეს არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით ეს მხოლოდ დადებითად შესაფასებელი საკითხია. თუ მოსახლეობამ იცის, რომ ფილტრში გადის გადაწყვეტილების მიმღები პირების რეგულაციები, ექვემდებარება კრიტიკას, შეუძლია განსხვავებული მოსაზრება მოისმინოს. და თუ ამ განსახვავებულ მოსაზრებას შემდგომში სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

თუმცა მე ამას არ ვგულისხმობ. მე აქ ვგულისხმობ პერსონალურ კრიტიკას. იმიტომ, რომ პანდემიის ვითარებაში მათი პირადი ცხოვრების სხვა დეტალების გაშუქება ნეგატიურ კონტექსტში კარგს არაფერს იძლევა. ეს კარგი არავისთვის არ არის და ვერცერთი პროცენტით ადამიანებს ვერ ეხმარება.

ძირითადად რა უზუსტობები ისმოდა ქართულ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით?

საბედნიეროდ, ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ძალიან დააზარალა როგორც ვაქცინაციის კამპანია, ასევე პირდაპირ აისახა ადამიანების განწყობაზე. ვგულისხმობ, პრაიმატიმის, რეიტინგული საეთერო დროის, დათმობას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია და უფრო მეტიც, არიან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც შეფარვით თუ ცხადად ანტივაქსერული განწყობები აქვთ.

მათ ეთერი არ უნდა დაეთმოთ, ან, თუ დაეთმობათ, ეს წინასწარ კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და გაანალიზებული. ვერცერთი ჟურნალისტი ანტივაქსერს ვერ გაუწევს ოპონირებას: როცა ადამიანი მეცინერებისგან აბსოლუტურად განყენებულ საკითხზე გეუბნება რაღაცას მის წინააღმდეგ შენ სამეცნიერო არგუმენტი არ გაგაჩნია, რადგან ეს არის აბსურდი. როცა აბსურდზე გელაპარაკებიან და შენ ამ აბსურდზე უბრალოდ სიტყვა არ გაქვს, ვერ შეეწინააღმდეგები. მე რომ გითხრათ, თქვენ ხართ უცხოპლანეტელი ხომ ვერ დამიმტკიცებთ, რომ არ ხართ უცხოპლანეტელი, მაგრამ ამას პირდაპირ ეთერში რომ გეუბნებიან, უბრალოდ დაიბნევით და ვერაფერს იტყვით. მაყურებლის თვალით ჩანს, „აი შეხედეთ, მას სათქმელიც არაფერი ჰქონდა“. ეს წაგებული ბრძოლაა ხოლმე, ამიტომ მედია ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთი რადიკალური ჯგუფების მოწვევას და გაშუქებას. ხოლო თუ აშუქებს, ისინი წინასწარ უნდა მოემზადონ ამისთვის, იცოდნენ ვინ დაახვედრონ სტუდიაში ოპონირებისთვის.

ასევე, მედიაში ჩანდნენ ქართველი, ახლა უკვე ცნობადი, სახეები რომლებსაც კერძო ინტერესები ჰქონდათ. მაგალითად, თავიანთი ბალახეულის წამლები, რომლებსაც ყიდიან კოვიდპაციენტებზე და, შესაბამისად, როცა ისინი ამბობენ, „არ აიცრათო“, იმიტომ ამბობენ, რომ ეს მათი პირდაპირი ინტერესია: რაც უფრო მეტი იქნება ავად, მეტ ფულს იშოვის თავისი „წამლებით“, რომელსაც ყიდის კოვიდპაციენტებზე.

სხვა მხრივ არ მახსენდება შემთხვევა, ალბათ, ერთეულები იქნება, როცა მედიამ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაავრცელა და ამით დააზარალა მოსახლეობა ან კამპანია.

ვაქცინებზე და ზოგადად კორონავირუსის შესახებ საუბრისას რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება?

ტერმინოლოგიას შინაარსი აქვს და ის ძალიან განსაზღვრავს ხოლმე განწყობებს, როგორ აღიქვამს ამას შემდგომში მსმენელი და მაყურებელი. არის, მაგალითად, ჯგუფები, რომლებსაც არ უყვართ, რომ ანტივაქსერებს ეძახიან, მაგრამ ანტივაქსერი არის - ადამიანი, რომელიც არის ვაქცინების მოწინააღმდეგე, ამაში ახალი არაფერია.

რა იყო მედიით ყველაზე ხშირად გავრცელებული დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ?

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია ნაკლებად არის ხოლმე ცენტრალურ მედიაში. ძირითადად ისინი თავიანთი საინფორმაციო არხებით სარგებლობენ სოციალურ ქსელებში. შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ფორმა:

1. „მიმები“, რომლებიც ვრცელდება „ფეისბუქზე“, რომელიც დატვირთულია სახალისო, ვითომ შემეცნებითი შინაარსით, რეალურად ეფუძნება ნაწილობრივ სიმართლეს და ძირითადად მიმართულია ადამიანების შეცდომაში შეყვანისკენ. ემოციური შინაარსით არის დატვირთული, შეიძლება იყოს გამოგონილი ადამიანის ისტორიები; ან იყოს ნამდვილი ადამიანის ამბავი, ოღონდ შეცვლილი, რომელიც ხალხზე ზემოქმედებს. მართალია მასში აქცენტი მოთხრობილ ემოციურ ამბავზეა, მაგრამ ის გზავნილები, რომლის გატარებაც უნდათ მაინც აუდიტორიის ქვეცნობიერში რჩება და სხვადასხვა დროს ისევ იღვიძებს.

2. შეცვლილი, გაყალბებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოსახულებები ან ვიდეოები. ამის ნათელი მაგალითი იყო და ქართულ მედიაშიც აქტიურად გავრცელდა, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ერთ-ერთი სპიკერის ვიდეო, რომელშიც ის თითქოს ამბობდა და „აღიარებდა“, რომ პანდემია არ არსებობს, ეს ყველაფერი მოგონილია და შეთქმულების თეორიაა. სინამდვილეში, ეს ვიდეო არასწორი ქართული თარგმანით გამოქვეყნდა. ეს ვიდეო ძალიან ფართოდ გავრცელდა ქართულ მედიაში. თავდაპირველად არავინ სცადა მისი ორიგინალის ნახვა, თუ რას ლაპარაკობდა ის ქალი ინგლისურად სინამდვილეში.

3. ფალსიფიცირებული გვერდები, მათ შორის ცნობილი ადამიანების ყალბი ფეისბუქ გვერდები. ამის მაგალითი იყო, როცა შექმნეს ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქ გვერდი. მასზე განთავსებული ინფორმაციის, ალბათ, 90% სწორი იყო, რაც ეყრდნობოდა „დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ ამიტომ ადამიანების ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ეს ოფიციალური გვერდი იყო და აქედან სწორი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. თუმცა დროდადრო გამოერეოდა ხოლმე ყალბი, ძირითადად ანტივაქსერული ინფორმაცია, და ასე შეჰყავდათ ადამიანები შეცდომაში.

4. ორკესტრირებული კამპანიები, რაც საქართველოშიც აქტიურად მუშაობს, საბედნიეროდ, ისეთი წარმატებით ვერა, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ხშირად ამ საკითხზე საუბრისას ადამიანებს აქვთ კითხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ ასეთი კამპანიები აწარმოონ საქართველოში. ამის ორი ძირითადი საფუძველი არსებობს. პირველი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისს შეუძლია მთელი ქვეყნის კრიზისში შეყვანა, რადგან ის იწვევს ეკონომიკურ, ფინანსურ კრიზისს და ა.შ გადის უზარმაზარ დანახარჯებზე, ეპიდემიების გამო იხურება სკოლები და ბაღები, იკარგება სამუშაო ადგილები და ა.შ. და მეორე: ეს პირდაპირ ურტყამს ავტორიტეტს - ანგრევს ჯანდაცვის ინსტიტუტების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობას, ისინი კარგავენ გავლენას, ეს არის მტერი სახელმწიფოების ინტერესი და ამის გამო ამ მეთოდით იბრძვიან ხოლმე.

როგორ შეიძლება ჟურნალისტებმა თავიდან აიცილონ გაუცნობიერებლად ხელი არ შეუწყონ კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის ან კონსპირაციული თეორიების გავრცელებას?

ნებისმიერმა ადამიანმა ინფორმაცია სანდო წყაროებში უნდა გადაამოწმოს. თუ შევხედავთ მტკიცებულებათა იერარქიას, ყველაზე დაბალი რანგის არის მაგალითად, ექსპერტის მოსაზრება, რადგან მას თუ ზურგს არ უმაგრებს მტკიცებულებები და კვლევები, მაშინ მის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ამ იერარქიაში რაც უფრო ზემოთ მივდივართ, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ინსტიტუციებს, რადგან ინსტიტუციები კვლევების შეჯერების საფუძველზე იძლევიან გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ თუ რაღაც ახალ ინფორმაციას ვეცნობით და გვაინტერესებს ეს ინფორმაცია ნამდვილია, ყალბი, ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის ინსტიტუციებში.

ჩვენთან უკვე რამდენიმე ვებგვერდი მუშაობს, რომლის უკან „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ დგას და ამ ინფორმაციის გადამოწმება ძალიან იოლია, მათ შორის „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ არის კომუნიკაციის ჯგუფი, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება.

რომელი სამედიცინო და სამეცნიერო წყაროებია ყველაზე სანდო კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად?

ეს არის NCDC.ge – „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ვებგვერდი, ასევე მათი პორტალი vaccines.ncdc.ge და provax.ge – ეს არის ის სამი ძირითადი პორტალი, რომლებიც პარტიორ ორგანიზაციებთან ერთად არის შექმნილი, მუდმივად განახლებადია და, როგორც წესი, პირველად ინფორმაცია ქართულ ენაზე მანდ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. ისევე როგორც ვაქცინების შესახებ სრული ინფორმაცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომია.

უცხოენოვანი წყაროებიდან, თუ სამეცნიერო ჟურნალებს არ შევეხებით, რადგან აქაც თავისი იერარქიაა და უამრავი ჟურნალი არსებობს, მაშინ ისევ მარეგულირებლებს შეგვიძლია მივაკითხოთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის მარეგულირებელი FDA და ევროპის მარეგულირებელი EMA. ეს სამი ძირითადი მარეგულირებელი არის ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ორგანიზაცია.

როგორია ჟურნალისტების როლი პანდემიის დროს?

თითოეულ ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. რაღაც პრინციპებს მუდმივად უნდა ვიცავდეთ, არასდროს ეთერში არ უნდა მოხვდეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ გავიდეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა ორჭოფობა გამოიწვიოს ხალხში. ინფორმაცია, რომლის მიღმაც დარჩება შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვექნება. და, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს და იმ მოცემულობას, რომელშიც ვართ. მაგალითად, ახლა რომ გაკეთდეს სიუჟეტი, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი არა, ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა იმიტომ, რომ რომელი ვაქცინაც გვაქვს, 3%-ით მეტად ან ნაკლებად ეფექტური არის თუ არ არის - ეს არაფერს არ ცვლის, ეს ვაქცინები გვაქვს, ეს ვაქცინები უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს ვიცით, რომ სიკვდილიანობისგან 99%-ით ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მედიამ პანდემიასთან ბრძოლას დღევანდელ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში?

დღევანდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, წინა რამდენიმე თვე პოლიტიკურად ძალიან აქტიური და დატვირთული იყო, რის გამოც მედიის დღის წესრიგიდან მოიხსნა კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები. რეალურად, ამის შედეგებს ახლაც ვხედავთ - აქტუალურობა დაკარგა. უბრალოდ ახლა, ბოლო დღეებში მოსახლეობაში ის აქტუალური გახდა, რადგან ვირუსის გავრცელება ისევ მაღალი გვაქვს და როცა ადამიანი თავისი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების ავადობას ხედავენ ხოლმე, უშინდებიან და აკითხავენ ვაქცინაციის ცენტრებს, ოჯახის ექიმებს და ა.შ

პოზიტიური მხარე ისაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში გაიზარდა ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ცნობიერება, ეს მოიტანა როგორც მედიის აქტიურობამ ისე ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობამ საქართველოს მასშტაბით. ეს ორივე ისევ მაღალ დონეზე უნდა მუშაობდეს ოღონდ, საჭიროა კოვიდ რეგულაციები არ აღსრულდა, რაც მოიკოჭლებს ხოლმე, ესეც თუ მედიით აქტიურად არ გაშუქდა და ერთგვარ ფორმაში არ ამყოფა მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, სტატისტიკა ცუდი გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ გვჭირდება ამ მდგომარეობის შეცვლა. მედია თუ ამ საკითხებს სათანადოდ გააშუქებს ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ყოველთვის ცვლის ხოლმე მათ შორის მთავრობის დღის წესრიგსაც.

რა უნდა შეიცვალოს მედიაში პანდემიისა და ვაქცინაციის გაშუქების მიმართულებით?

მოდი უფრო ფართოდ შევხედოთ სურათს რომ მივხვდეთ რა მოხდა ბოლო 20-30 წელიწადში: ჩვენ გარშემო ვეღარ ვხედავთ ადამიანებს ყვავილით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, წითელათი და ა.შ. ეს დაავადებები ადრე მილიონობით ადამიანს, ხშირად ბავშვებს კლავდა. ეს იყო ჩვენი წარსული და ეს გამოცდილება ჩვენს ოჯახებში ასაკოვან ადამიანებს ახსოვთ.

მაგრამ როცა ეს დაავადებები ვაქცინებით იმართა, ზოგიერთი მათგანი, ფაქტობრივად, გაქრა, ზოგი კი გაქრობის პირას არის. ამ დაავადებებს ჩვენ გარშემო ვეღარ ვხვდებით და, შედეგად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ინტერესი მოვადუნეთ - ბოლო წლების განმავლობაში ამ თემებზე თითქმის აღარ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ეს თემა აღარ გვაწუხებდა. მედიაშიც, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მცირე ნაწილი ეკავა ხოლმე და მოსახლეობისთვისაც ეს აღარ იყო აქტუალური თემა ანუ ვაქცინები თავისივე წარმატების მსხვერპლი გახდნენ და დღეს როცა ვამბობთ, რომ მსოფლიო მოუმზადებელი იყო პანდემიისთვის ის იგულისხმება, რომ ხალხმა დავივიწყეთ ის სარგებელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მოაქვს.

როცა პრობლემა ხელახლა შემოგვიბრუნდა, ძალიან გაგვიჭირდა იმ წარსულის გახსენებაც და გადაფასებაც, რასაც უკვე მივაღწიეთ წინა საუკუნეში. ამიტომ მედიასაშუალებებმა სასურველია არ მოადუნონ ყურადღება. მხოლოდ კოვიდი ხომ არ არის? გრიპის სეზონი გვაქვს, საქართველოში მიმდინარეობს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები და მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი. ამ დროს ეს არის ვაქცინა, რომელიც საშვილოსნოს კიბოს განვითარებისგან იცავს, მაგრამ ამის შესახებ მედიასაშუალებებიდან ნაკლებად გვესმის ხოლმე, კარგი იქნება, რომ ეს საკითხები დღის წერსიგში მუდმივად იდგეს, რათა მომავალში ასეთ ვითარებაში აღარ აღმოვჩნდეთ. აიცერით, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი გარშემომყოფები.
კატეგორია: რესურსები
ჟურნალისტები კომენტარის ან ინტერვიუს ჩაწერის დროს რესპონდენტისგან ხშირად ისმენენ ფრაზებს: „კომენტარისთვის არ გეუბნები“, ჩვენ შორის დარჩეს“, „ჩაწერა გავთიშოთ“... როდის უნდა გაითვალისწინოს რესპონდენტის ეს პირობები ჟურნალისტმა?

გამოცემა Politico-ს განყოფილება West Wing Playbook-მა 2021 წლის სექტემბერში "ვაშინგტონ პოსტის" მესვეტეს, ჯენიფერს რუბინს, სტატია მიუძღვნა და მას “ბაიდენის ადმინისტრაციის დამცველი“ უწოდა. სტატიის მომზადებისას გამოცემა ჯენიფერ რუბინს კომენტარისთვის სამჯერ დაუკავშირდა, საბოლოოდ კი რუბინისგან West Wing Playbook-ის ერთ-ერთმა ავტორმა და „პოლიტიკოს“ თეთრი სახლის რეპორტიორმა ალექს ტომპსონმა ელექტრონულ ფოსტაზე კრიტიკული შინაარსის წერილი მიიღო: ჯენიფერ რუბინის გაგზავნილი წერილის სათაურში დიდი ასოებით ეწერა OFF THE RECORD (არა გასასაჯაროებლად).

სათაურის მიუხედავად „პოლიტიკოს“ ჟურნალისტმა ჯენიფერ რუბინის წერილი გაასაჯაროვა და სტატიაში სრულად გამოიყენა.

„ვინაიდან ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ „არასაჯარო“ საუბარზე, ახლა [ამ წერილს] სრულად ვაქვეყნებთო“,- დაწერა "ტვიტერზე" „პოლიტიკოს“ ჟურნალისტმა.

ამ ტვიტს კი სოციალურ ქსელში ჟურნალისტებისგან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ჰქონდა თუ არა „პოლიტიკოს“ ჟურნალისტს ჯენიფერ რუბინის წერილის გამოქვეყნების უფლება?

მედიის კვლევებისა და ჟურნალისტიკის ორგანიზაციის „პოინტერის“ ავტორი ტომ ჯონსი წერს, რომ ჟურნალისტიკის წესები ტომპსონის მხარესაა. ჟურნალისტს წერილის გამოქვეყნების უფლება ჰქონდა, რადგან არგასაჯაროების პირობაზე ის არ შეთანხმებულა და შესაბამისად, პირობაც არ დაურღვევია. თუმცა, ზოგიერთი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ წერილის სათაური თხოვნად შეიძლება ჩაითვალოს და ტომპსონი წერილის გახსნით მას დათანხმდა. თანხმობაზე უარის შემთხვევაში კი შეეძლო წერილი წაუკითხავად წაეშალა.

Off the Record (არგასაჯაროების) დათქმას ორმხრივი თანხმობა სჭირდება

ტომ ჯონსი რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარში რაიმეს არა საჯაროდ თქმის პირობებზე შეთანხმების პროცესს ასე აღწერს:

პირველ რიგში, წყარომ რეპორტიორს უნდა ჰკითხოს შეუძლია თუ არა რაიმე არასაჯაროდ/არაგამოსაქვეყნებლად თქვას. და მხოლოდ რეპორტიორის თანხმობის შემდეგ უნდა  გაუზიაროს ეს არასაჯარო ინფორმაცია.

თუ ჟურნალისტი დათანხმდება ინფორმაციის არაგამოსაქვეყნებლად მიღებას, ეთიკა მოითხოვს, რომ ეს ინფორმაცია არ გაშუქდეს. „ჩანაწერის გარეშე“ გაკეთებული კომენტარები წყაროსა და რეპორტიორს შორის უნდა დარჩეს.

კიდევ რა წესები არსებობს რესპონდენტის ჩაწერის დროს?

ახალი ამბების სააგენტო Associated Press სარედაქციო პრინციპებში რამდენიმე ტერმინს განმარტავს:

On the record, ანუ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია: ასეთი ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია გაფრთხილების გარეშე, წყაროს სახელის მითითებით.

"ნიუ იორკ ტაიმსის" ჟურნალისტი მეტ ფლეგენჰაიმერი კი განმარტავს, რომ თუ რესპონდენტის ჩაწერისას სხვაგვარი დათქმა არაა, უკვე არსებობს დაშვება, რომ ყველა კომენტარი გამოსაქვეყნებლად (on the record) კეთდება.

Background (სახელის მითითების გარეშე) - ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს, მაგრამ მხოლოდ წყაროსთან მოლაპარაკებული პირობებით.

ასეთი დათქმის დროს, წყაროს ჩვეულებრივ, არ უნდა მისი სახელის გამოქვეყნება, მაგრამ თანხმდება მასალაში მისი თანამდებობის ან პოზიციის აღწერაზე. მაგალითად, „მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც ამ ინფორმაციაზე აქვს წვდომა“.

Deep background (კონტექსტისთვის) - ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ წყაროს მითითების გარეშე. ინფორმაციის წყაროს ამ შემთხვევაში არ სურს იდენტიფიცირება ანონიმურობის პირობითაც კი. ხშირად ამ პირობის აღსაწერად ფრაზებს “not for attribution” და “no fingerprints-საც“ იყენებენ.

"ნიუ იორკ ტაიმსის" ჟურნალისტის თქმით, ამ ტერმინის ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, ასეთი ინფორმაციის გამოყენება ჟურნალისტს მხოლოდ კონტექსტისთვის შეუძლია.

AP მიუთითებს, რომ თუ ამ შემთხვევებში წყაროს მოშველიება გვინდა, უნდა ვიპოვოთ ვინმე, ვინც ასეთ ინფორმაციას on the record დაგვიდასტურებს და სტატიაში წყაროდ ის მოვიშველიოთ.

რეპორტიორებმა ინტერვიუები On the record დაშვებით უნდა დაიწყონ და რესპონდენტს თავიდანვე განუმარტონ, რომ მათი საუბარი იწერება. თუ წყაროს პირობების წამოყენება სურს, მოლაპარაკება ინტერვიუს დასაწყისში უნდა შედგეს. ინტერვუს ბოლოს კი რეპორტიორი უნდა ეცადოს დაითანხმოს რესპონდენტი, რომ ის, რაც გამოუქვეყნებლობის პირობით მოისმინა ნაწილობრივ მაინც On the record გადაიტანოს.

რადგან ყველას არ ესმის ამ ტერმინებს შორის განსხვავება, ყველა იმ ინტერვიუს წინ, სადაც გარკვეულ დონეზე ანონიმურობაა მოსალოდნელი, აუცილებელია საუბარი ძირითადი წესების მკაფიოდ დასადგენად.

შესწორებები ინტერვიუს შემდეგ

"ნიუ იორკ ტაიმსის" პოლიტიკის რეპორტიორი, მეტ ფლეგენჰაიმერი წერს, რომ ზოგადი პრინციპია და უკეთესია, რეპორტიორმა წესები დასაწყისშივე, დამკვიდრებული ტერმინების გარეშე, მარტივი ენით დაადგინოს: შეიძლება წყაროს სახელის ციტირება? შეგვიძლია ინფორმაციის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სახელს არ ვახსენებთ? შეგვიძლია მინიმუმ წყაროს სამსახურეობრივი პოზიცია აღვწეროთ?

ჟურნალისტი თავისი გამოცდილებით იმ შემთხვევებზეც წერს, როდესაც რესპონდენტები თავიანთ სიტყვებს ნანობენ და On the record ინტერვიუდან ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ On the record კომენტარი „ჩანაწერის გარეშე“ იყო (რაც, ჟურნალისტის თქმით, ასე არ ყოფილა). ზოგჯერ პოლიტიკოსები, არ უარყოფდნენ თავიანთ ფრაზებს ინტერვიუებში, თუმცა მედიას სთოხვდნენ ის არ გამოეყენებინათ. ამის სანაცვლოდ, ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტს მომავალში ექსკლუზიური ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა.

ფლეგენჰაიმერი წერს, რომ ყველა შემთხვევაში ასეთი მოთხოვნები და შემოთავაზებები The New York Times-ის ჟურნალისტისთვის მიუღებელია.
კატეგორია: ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ პანდემიისა და კოვიდ-19-ის შესახებ კონსპირაციული თეორიები გაჟღერდა.

გადაცემა ე.წ მწვანე პასპორტის წინააღმდეგ პროტესტს ეხებოდა, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ეთერი ძირითადად რესპონდენტების მხრიდან ვაქცინაციას საწინააღმდეგო მოსაზრებებსა და პანდემიის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას დაეთმო.

კონტექსტი

„თავისუფალი ხედვის“ წამყვანმა შესავალშივე განმარტა, რომ თავდაპირველად გადაცემა მიწვეულ რესპონდენტებსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან“ დებატების ფორმატში იყო ჩაფიქრებული, თუმცა „დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან“ უარი მიიღეს:

„დღეს ვსაუბრობთ პანდემიაზე, კორონავირუსზე, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა ამას თან მოჰყვა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქტიურობა. თუ რა პერსპექტივას, რა პროცესებს და ასე ვთქვათ რა გამოსავალს ხედავენ ისინი, რაში ხედავენ ისინი პრობლემას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად“

წამყვანის განმარტებით, ის ეცდებოდა ჩაენიშნა რესპონდენტების დასახელებული ყველა პრობლემური საკითხი და მომავალში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლებს აუცილებლად შესთავაზებდა ეთერს, რათა გადაცემაში რესპონდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებისა და კითხვებისთვის ეპასუხათ.

კონსპირაციული თეორიები და ანტივაქსერული განწყობები

გადაცემა მთლიანად ორი სტუმრის: მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძისა და სამხედრო ექიმის სტატუსით მიწვეული გიორგი ლილუაშვილის მოსაზრებებს დაეთმო.

რესპონდენტები ამბობდნენ, რომ საქართველოში პანდემიური სიტუაცია არ არის და უნდობლობას უცხადებდნენ კოვიდ-19-ის ოფიციალურ სტატისტიკას.

ერთ-ერთ რესპონდენტთან წამყვანის პირველი შეკითხვა სწორედ პანდემიის არსებობის საკითხს ეხებოდა. მაშინ, როდესაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა და მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

- გიორგი გვიმრაძე: ბატონო ლევან, მოდით ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთანაც, პანდემია და ეპიდემია გვაქვს თუ არ გვაქვს და რას უნდა დავეყრდნოთ, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლებრივი კატეგორია ანუ ამას დოკუმენტის გამოქვეყნება სჭირდება თუ შეფასებაც საკმარისია?

- ლევან ჩხიკვაძე: მოდით, მე როგორც მიკრობიოლოგი ისე დაგელაპარაკებით, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი.

- გიორგი გვიმრაძე: გისმენთ, ოღონდ მე გამიჭირდება გამოგყვეთ მაგაში ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე.

გადაცემის სტუმრებმა არაერთი ბრალდება გააჟღერეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მიმართ.

რესპონდენტები გადაცემაში საუბრობდნენ „გაბერილ სტატისტიკაზე“, კოვიდ-19-ის დასადგენად პისიარ ტესტების „უფუნქციობაზე“ და მისი შემქმნელის პანდემიამდე გარდაცვალებაზე, რაც „კითხვის ნიშანს აჩენს“. გადაცემის სტუმრები ამბობდნენ, რომ პირბადე ადამიანს ვირუსისგან არ იცავს, კოვიდ-19 ბიოლოგიური იარაღია და რომ „იძულება მიმდინარეობს ბავშვები აცრან“, რაზეც წამყვანს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. „თავისუფალი ხედვის“ სტუმრები ე.წ მწვანე პასპორტებს ეწინააღმდეგებოდნენ და ვაქცინაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანი რესპონდენტებთან ოპონირებას ცდილობდა, გადაცემის ბოლოს თავადვე აღნიშნა: „მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, ასე ცალმხრივად უბრალოდ შეუძლებელი ამაზე საუბარიო“.

კომენტარისთვის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანს გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარზე უარი გვითხრა.

ზიანი

„ეს გადაცემა, ალბათ, კონსპირაციული თეორიების მოყვარულ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონებოდა იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანები აჟღერებდნენ იყო არაფერზე დაფუძნებული და უმეტესად ტყუილი, ჩვეულებრივი მითები, სადაც შეიძლება კონკრეტული ფაქტები იყოს მართალი, მაგრამ დანარჩენი მანიპულაციაა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნადო“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეების მუშაობის სქემის ნაწილია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელშიც არის სიმართლის ელემენტები და დანარჩენი ყველაფერი, რასაც ამბობენ მათი ფანტაზიის ნაყოფია. დეზინფორმაცია კი ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე კი მედიის როლი მნიშვნელოვანია.

„მედიასაშუალებები თითოეულ სიტყვასა და რესპონდენტს ასჯერ უნდა წონიდნენ, რომ მგრძნობიარე საზოგადოებას ეს ყველაფერი სწორად მიეწოდებოდეს. ასეთი ინფორმაციის გაშუქების დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იქვე უნდა გვქონდეს მტკიცე გარანტიები იმის, რომ მას დავუპირისპირებთ სამეცნიერო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. თუ ეს ვერ ხდება ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი“, - ამბობს ზურაბ ალხანიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ვაქცინაციის გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში წერია, რომ ჟურნალისტებმა თავიდან უნდა აირიდონ ცრუ/ხელოვნური ბალანსი. ინფორმაციის ორივე მხარე მხოლოდ მაშინ უნდა გაშუქდეს, როცა განსხვავებული მოსაზრებები თანაბრად არგუმენტირებულია, და ეფუძნება ფაქტობრივ და სანდო ინფორმაციას.

ანტივაქსერული კამპანიის სიმძლავრიდან გამომდინარე კი მედიაში ანტივაქსერული განცხადებების რეკლამირების საფრთხეა. ამიტომ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გაშუქებისას არსებობს ორი გზა: არ გავაშუქოთ ისინი, ან გაშუქების შემთხვევაში აღვნიშნოთ, რომ მოწოდება არის ანტივაქსერული, რასაც მედიასაშუალება არ იზიარებს.

„თავისუფალი ხედვის“ 16 ნოემბრის გადაცემა ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ არცერთ ონლაინ პლატფორმაზე არ არის ატვირთული.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კომპანია „მეტადან“ გაჟონილი შიდა დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ფეისბუქმა“ იცოდა, მისი პლატფორმის ზოგიერთ ქვეყანაში ძალადობის წასაქეზებლად გამოყენების შესახებ, მაგრამ ამის შესაკავებლად საკმარისად ეფექტურად არ იმოქმედა.

მამხილებლის დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული ჟურნალისტური პროექტის „ფეისბუქის ქაღალდების“ მიხედვით, კომპანიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემა აქვს შემუშავებული, თუმცა ის უთანასწორო და ზოგიერთი ქვეყნისთვის არასაკმარისია.

მამხილებლის მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ “ფეისბუქი“ დეზინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე ებრძვის, ზოგან ამისთვის დიდ რესურსებს დებს, ზოგან კი მინიმალურს.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ქვეყნებში ძალადობის წახალისება შეუძლია.

ვის უფრო მეტად იცავს „ფეისბუქი“

„ფეისბუქის“ შიდა დოკუმენტებით ჩანს, რომ კომპანიას დეზინფორმაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლისთვის ქვეყნები პრიორიტეტების მიხედვით კატეგორიებად აქვს დაყოფილი.

გამოცემა Verge-ის რედაქტორი ქეისი ნიუტონი ამ თემაზე „ფეისბუქიდან“ გაჟონილ მასალებს გაეცნო და კომპანიის ახლანდელ და ყოფილ თანამშრომლებს ესაუბრა.

„ფეისბუქის ქაღალდების“ მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ფეისბუქის“ ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებსაც ქსელში ზიანის პრევენცია ევალებათ. ამ შეხვედრაზე კომპანიის ლიდერებმა დაასახელეს ქვეყნები, სადაც „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისგან გაძლიერებული დაცვისთვის ინვესტიციას ჩადებდნენ. „ფეისბუქმა“ მსოფლიო კატეგორიებად დაიყო.

0. ე.წ ნულ საფეხურზე „ფეისბუქისთვის“ ყველაზე პრიორიტეტულ ქვეყნებში ბრაზილია, ინდოეთი და აშშ მოხვდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ქვეყნებში „ფეისბუქმა“ შექმნა „ომის ოთახები“ - ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებდა არჩევნებში ჩარევის საფრთხეებს, ყალბ ამბებს, დეზინფორმაციას და ქსელს განუწყვეტლივ აკვირდებოდა. პრობლემის შემთხვევაში კი ჯგუფი ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების წარომადგენლებს აცნობებდა.

1. მომდევნო ანუ „პირველ საფეხურზე“ მოხვედრილ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, ინდონეზიას, ირანს, ისრაელსა და იტალიას, „ფეისბუქზე“ უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ქვეყნების მსგავსი რესურსები ჰქონდათ, თუმცა გარკვეული გამონაკლისებით.

2. „მეორე საფეხურზე“ „ფეისბუქმა“ 22 ქვეყანა შეიყვანა. მათ შემთხვევაში ქსელის მუდმივი მონიტორინგი არ ჩატარდებოდა.

3. მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოები კი „მესამე საფეხურზე“ გადანაწილდა. აქ „ფეისბუქი“არჩევნებთან დაკავშირებულ მასალებს იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუ მას კონტენტის მოდერატორები მიაწვდიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ჩაერეოდა.

კონტენტის მოდერაციის ეს სისტემა დეტალურად მამხილებლის მოპოვებულ დოკუმენტებშია აღწერილი.

უთანასწორო მიდგომა

„ფეისბუქი“ უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ქვეყნებს პლატფორმაზე კონტენტის გაძლიერებულ მოდრეაციას სთავაზობს. ეს მოიცავს კომპანიის სტანდარტების ოფიციალურ ენებზე თარგმნას, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ისე შექმნას, რომ ამ კატეგორიაში შემავალი ქვეყნების ენებზე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ამოიცნოს. ასევე ვირუსული კონტენტის გასაანალიზებლად, საზიანო, შეცდომაში შემყვან და ძალადობის წამქეზებელ ინფორმაციაზე მუდმივი რეაგირების გუნდის დაკომპლექტებას.

მაგრამ ამ სახელმწიფოებს მიღმა რჩება ისეთი ქვეყნები, სადაც კონფლიქტებსა და არეულობებს მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

მაგალითად ეთიოპიაში, მიანმარში და სხვა ქვეყნებში შესაძლოა კომპანიის სტანდარტები და წესები მათ ენებზე ნათარგმნიც არ იყოს. არც სიძულვილისა და დეზინფორმაციის ამომცნობი ალგორითმები იყოს შესაბამისად განვითარებული, არ არსებობდნენ ფაქტების გადამმოწმებლები და არასდროს იხსნებოდეს „ომის ოთახები“.

„ფეისბუქის“ მამხილებელი ფრენსის ჰაუგენი ამბობს, რომ მისთვის კომპანიის შიდა დოკუმენტების შეგროვების მთავარი მოტოვაცია იმაზე ყურადღების მიპყრობა იყო თუ, „როგორ ცუდად უმკლავდება „ფეისბუქი“ ისეთ ადგილებს, როგორიც ეთიოპიაა“. მამხილებლის შეფასებით, „ფეისბუქი“ საკუთარ პლატფორმას არაინგლისურენოვან ქვეყნებში შესაბამისად ვერ აკონტროლებდა.

არასაკმარისი რესურსი

The Guardian-ის ინფორმაციით, მიანმარის 53-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი “ფეისბუქს“ იყენებს და მათი დიდი ნაწილისთვის სოციალური ქსელი ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა. ქვეყანაში 2021 წლის თებერვალში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უფლებადამცველი ჯგუფის Global Witness-ის გამოძიებით დადგინდა, რომ „ფეისბუქის“ ალგორითმი ხელს უწყობდა თავისივე სტანდარტების საწინააღმდეგო, სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეებისადმი ძალადობის წამქეზებელი პოსტების გავრცელებას.

„ფეისბუქის ქაღალდების“ მიხედვით, მიანმარში, პაკისტანსა და ეთიოპიაში „ფეისბუქს“ არ ჰქონდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკმარისი სისტემა იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნებს „მაღალი რისკის“ სტატუსი მიანიჭა.

კომპანიის თანამშრომლები შიდა მიმოწერებში იმეორებდნენ, რომ „ფეისბუქი“ „რისკის წინაშე მყოფ ქვეყნებში“, როგორიც ეთიოპიაა, ძალადობის წამახალისებელი პოსტების გავრცელებას ვერ აჩერებდა და კომპანიის იმჟამინდელი სტრატეგია საკმარისი არ იყო.

მეტიც, „ფეისბუქის ქაღალდები“ აჩვენებს, რომ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც კონტენტის მოდერაციაზე ყველაზე მეტს ხარჯავს, პლატფორმაზე დეზინფორმაციის სიმრავლის პრობლემა აქვს.

2019 წლით დათარიღებული ჩანაწერების მიხედვით, მოდერატორების სამუშაო დატვირთვის შემსუბუქების იმედით, პოსტებზე მიღებული საჩივრების საქმეს კომპანია ავტომატურად ხურავდა, თუკი პოსტს ცოტა ნახვა ჰქონდა ან გასაჩივრებული საკითხი მძიმე არ იყო.

ჩანაწერების ავტორის ინფორმაციით, მოდერატორების შეფასებით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საჩივრების 75% „ფეისბუქის“ სტანდარტებს არ არღვევდა და აჯობებდა მოდერატორებს დრო უფრო მძიმე დარღვევების ძიებისთვის დაეთმოთ.

მამხილებლის მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ კონტენტის მოდერაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისი იყო, რის გამოც შესაძლებლობები მცირდებოდა. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას „პრიორიტეტი“ ენიჭება სიძულვილის ენის ამომცნობის სისტემის შექმნას ერთი წელი სჭირდება.

„ფეისბუქის“ წარმომადგენელი შიდა დოკუმენტებში წერს, რომ ამომცნობი სისტემების შექმნას პრიორიტეტი სჯობს იმ ქვეყნებში მიენიჭოს, სადაც მუდმივად ძალადობრივი ვითარებაა, ვიდრე იქ სადაც ასეთი ვითარება დროებითია და ამ შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტებს უნდა დაეყრდნონ.

Verge-ის ჟურნალისტი, ქეისი ნიუტონი ამბობს, რომ ასობით დოკუმენტის გაანალიზებისა და ფეისბუქის ამჟამინდელ და ძველ თანამშრომლებთან ინტერვიუების შემდეგ ნათელია, რომ კომპანიის თამაშრომლების ნაწილი ცდილობს შეამციროს პლატფორმის გამოწვევები. ზოგიერთ შემთხვევაში კი თანამშრომლებს უჭირთ მაგალითად, ისეთი შემთხვევების ახსნა, თუ რატომ უჩვენებს ალგორითმი კაცებს უფრო მეტ „სამოქალაქო კონტენტს“, ვიდრე ქალებს; ან რატომ მისცა საშუალება პროგრამულმა ხარვეზმა შრი-ლანკურ ძალადობრივ ჯგუფს ფეისბუქის ჯგუფში სამ დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი, მათი თანხმობის გარეშე დაემატებინა. ეს კი მისი აზრით, აჩენს განცდას, რომ „ფეისბუქში“ არავინ არის ბოლომდე დარწმუნებული რა ხდება.

“ფეისბუქის“ პასუხი

რესურსების განაწილება: Verge-ის ჟურნალისტს „ფეისბუქის“ ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დირექტორმა მირანდა სისსონსმა უთხრა, რომ რესურსების გადანაწილების მათი გზა გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო წესების საუკეთესო პრაქტიკებს მიჰყვება.

სისსონსის თქმით, იდეალურ შემთხვევაში კომპანიის სტანდარტებსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტენტის მოდერაციის საშუალებებს ყველა იმ ქვეყნის ენაზე გადათარგმნიდნენ, სადაც „ფეისბუქი“ მუშაობს. თუმცა გაეროსაც კი მხოლოდ 6 ოფიციალური ენა აქვს. „ფეისბუქზე“ დღეს 70-ზე მეტ ენაზე გამოქვეყნებულ კონტენტს მოდერაციას მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები უწევენ.

ფეისბუქის წარმომადგენლისვე განმარტებით, კომპანიის სისტემები რეგულარულად აკვირდება მსოფლიოში პოლიტიკური არასტაბილურობისა და ძალადობის ესკალაციის სხვა რისკებს, რათა კომპანიამ ვითარების შესაბამისად ადაპტირება შეძლოს.

ეთიოპია: „მეტას“ ( „ფეისბუქის“ აპლიკაციის მფლობელი კომპანია) განცხადებით, ეთიოპია კოფლიქტისა და ძალადობის კუთხით მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ორი წლის წინ გადაიყვანეს. ამ პერიოდში ინვესტიცია ჩადეს სიძულვილის ენის შემცველი კონტენტის ყველა იმ ენაზე ამოცნობისთვის, რომლებზეც ეთიოპიის მოსახლეობა საუბრობს. ქვეყანაში ვითარების გაუარესების შემდეგ კი ხალხის უსაფრთხოებისთვის დამატებითი ნაბიჯები გადადგეს, მათ შორის წაშალეს ოპოზიციისადმი კრიტიკული პოსტებით გამორჩეული ყალბი ანგარიშების ქსელი.

„ფეისბუქი“ მიიჩნევს, რომ თავად არ უნდა იყოს „სიმართლის არბიტრი“, ამიტომ ალგორითმის გარდა, საკუთარ პლატფორმებზე პოტენციური დეზინფორმაციის ამოცნობას, განხილვას და შეფასებას ფაქტების გადამმოწმებელ პარტნიორ ორგანიზაციებს ანდობს. კომპანია ეთიოპიაში ასეთ ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომლებსაც საერთო ჯამში სრულ განაკვეთზე ფაქტების ექვსი გადამმოწმებელი ჰყავთ დასაქმებული.

„ფეისბუქის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით პლატფორმაზე უსაფრთხოებისთვის ინვესტიციის სახით 13 მილიარდი აშშ დოლარი აქვს ჩადებული, 40 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფაქტების გადამოწმებელ 80 ორგანიზაციასთან პარტნიორობს. მათი „გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ძალადობას აშშ-ის გარეთაც ისეთივე ინტენსივობით ებრძვიან, როგორც შეერთებულ შტატებში.“

ეთიოპიაში შიდა კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად, ქვეყნის მთავრობა „ფეისბუქს“ მომხმარებლების დაბლოკვასა და „ეთიოპიის შესახებ ჭეშმარიტი რეალობის“ ამსახველი პოსტების წაშლაში ადანაშაულებს. ის „ფეისბუქის“, „ვოთსაფისა“ და „ტვიტერის“ ჩასანაცვლებლად საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობს.
კატეგორია: ეთიკა
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს ციხის იმ თანამშრომლის შვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა.

კონტექსტი

9 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ საჯარო გამოსვლისას თქვა: „აი ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.“

გიგი უგულავა გულისხმობდა იმ ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტის წერილის თანახმად, მაშინ ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში" და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მალევე მედიამ გაარკვია, რომ პენიტენციური დაწესებულების ეს წარმომადგენელი გლდანის ციხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, რომელიც წლების წინ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და ქრთამის აღების გამო დააკავეს, სამი წლის შემდეგ კი ამნისტიით გათავისუფლდა.

რა მოხდა?

სიუჟეტში, რომელიც ეთერში საღამოს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, გიგი უგულავას გამოსვლიდან დაახლოებით 20 წუთში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი ციხის თანამშრომლის მიმართ ბრალდებებზე პასუხის გასაგებად მის საცხოვრებელ ბინასთან მივიდა და მისი შვილი ჩაწერა. სიუჟეტში ჩანს, გოგო, რომელიც ნახევრად გაღებულ კარში ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს, მასალაში ნახსენებია ქუჩა და ჩანს ბინის ნომერი.

რა ზიანი შესაძლოა მიადგეს ციხის თანამშრომლის შვილს?

ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ასეთი განცხადებისა და გაშუქების შედეგად საფრთხეები მწვავეა, რაც ფსიქოლოგიურ სტრესში გამოიხატება.

„რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს კითხვა: მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში? და ბავშვი არაფერ შუაში არ არის. შემდგომი საფრთხეა ის, რომ მას დააკავშირებენ ისეთ მოვლენასთან, რასთანაც მას კავშირი საერთოდ არ აქვს და არც პასუხისმგებელია. ამის გამო შეიძლება სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდეს და ყველა მიკროსოციუმში, მათ შორის სკოლაში სირთულეები შეექმნას.“, - ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიყენებული ზიანის ხანგრძილვ ეფექტზეც საუბრობს, რაც ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იქონიებს გავლენას. ამ ყველაფერში კი მედიის პასუხისმგებლობასაც ხედავს:

„მედია უნდა ყოფილიყო უფრო დაკვირვებით და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს რეაგირება. პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიაც და, სხვათაშორის, სასამართლო გადაწყვეტილებებიც არსებობს იმაზე, რომ ასეთ საქმეებში ბავშვები არაფერ შუაშია. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ვერანაირი საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვის ინტერესის დარღვევას.“

საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ამგვარი ინტერესის გარეშე კი არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია.

საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო.

ვრცელი სტატია ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

სახალხო დამცველის განცხადება და უგულავას ბოდიში

გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება დაუშვებელია და „ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.“

გიგი უგულავამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ციხის თანამშრომლის შვილის მიმართ საფრთხის რისკს მაინც ხედავს. “ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ოჯახის წევრები და შესაბამისი სერვისები დაეხმარებიან.“
კატეგორია: რესურსები
ცუკერბერგის „მეტავერსი“ ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ მასზე უკვე ბევრს მსჯელობენ.

2017 წელს ეგვიპტის მთავრობამ “ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი“ 21 ვებგვერდი დაბლოკა, მათ შორის დამოუკიდებელი მედია გამოცემა “მადა მასრი“ (Mada Masr).

ეგვიპტეში მედიას პირდაპირ თუ ზოგჯერ ირიბად სახელმწიფო აკონტროლებს. ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ვებგვერდია დაბლოკილი და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო არაერთ ადამიანს აპატიმრებენ. სწორედ ამის გამო, მოსახლეობას ნაკლები წვდომა აქვს მნიშვნელოვან, ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებზე.

მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა ერთი რამ: ინფორმაციის მიღების კლასიკური გზების გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიით შესაძლებელია სხვა, ალტერნატიული გზების პოვნა.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ამბების გასავრცელებლად მიაგნო ხერხს - და ამისთვის პოპულარული თამაში Minecraft გამოიყენა.

Minecraft არის თამაში, სადაც შეგიძლია ვირტუალურ სივრცეში ააშენო ქალაქები, შექმნა არმია, ებრძოლო მითოლოგიურ არსებებს, გააშენო პლანტაციები - მოკლედ, აქ შეგიძლია, შექმნა საკუთარი სამყარო - ლიმიტი მხოლოდ ფანტაზიაა. და თუ აქ ამ ყველფარის გაკეთება შეიძლება, შეიძლება ინფორმაციის გავრცელებაც.



„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ Minecraft-ში ციფრული ბიბლიოთეკა ააშენა, რომლის წიგნებშიც თამაშის 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეუძლია, სახელმწიფოებში დაცენზორებული სტატიების წაიკითხოს. მათ შორისაა ეგვიპტეში დაბლოკილი Mada Masr-ის მასალებიც, რომლებიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს.

რა შუაშია ამასთან მეტავერსი?

მეტავერსიც Minecraft-ის მსგავსად ვირტუალურ სამყაროს მოიცავს ოღონდ თუ მაინკრაფტში შექმნილ სამყაროს ეკრანზე უყურებთ, მეტავერსში შეგიძლიათ ამ სამყაროში ვირტუალურად შეხვიდეთ.

წარმოიდგინეთ ინტერნეტი, ოღონდ ისე, რომ ინფორმაციის ბრტყელი ეკრანიდან მიღების ნაცვლად, შეგეძლოთ, შიგნით, ვირტუალურ სივრცეში გადახვიდეთ - ეს „მეტავერსის“ კონცეფციის ერთადერთი ახსნა არ არის - ეს „ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ვერსიაა.

ცუკერბერგმა 2021 წლის 28 ოქტომბერს კომპანიას სახელი შეუცვალა, „მეტა“ დაარქვა და დააანონსა, რომ ის ახალ ეტაპზე გადადის და მეტავერსის განვითარებაზე იწყებს მუშაობას.

რა არის მეტავერსის კონცეფცია?

„მეტა“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „ვერსი (verse)“ კი სიტყვა Universe-დან არის მიღებული, რაც სამყაროს ნიშნავს. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ვიღებთ მეტავერსს - Meta+Universe = Metaverse.

მეტავერსის აზრის გასაგებად პირველ რიგში საჭიროა ვირტუალური რეალობისა (VR) გაფართოებული რეალობის (AR) არსის გაგება.

ვირტუალური რეალობა (Virtual Reality - VR)

ვირტუალური რეალობა კომპიუტერულად შექმნილი ვიზუალური, სიმულაციური გარემოა. სპეციალური სათვალეების, ჩაფხუტისა და სხვა მოწყობილობების დახმარებით ადამიანები ხედავენ სამგანზომილებიან გამოსახულებას და ექმნებათ ისეთი შეგრძნება, რომ ისინი ამ სამყაროში არიან. მაგალითად, მოძრაობენ ვირტუალურად შექმნილ ოთახში, თხილამურებით სრიალებენ თოვლზე და ა.შ

დღეს ასეთი ვირტუალური სამყაროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს და ზოგიერთი მოწყობილობა ისეა განვითარებული, რომ სპეციალური კოსტუმით ან ხელთათმანით ვირტუალური წვიმის წვეთების შეგრძნებაც კი შესაძლებელია.

გაფართოებული რეალობა (Augmented Reality - AR)

გაფართოებული რეალობა რეალურ სამყაროში ვირტუალური ობიექტების შემოტანაა მობილურის, პლანშეტის, ვირტუალური სათვალის ან სხვა შესაბამისი ხელსაწყოს საშუალებით.

მაგალითად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ავეჯის მაღაზიის ვებგვერდზე და გაფართოებული რეალობის აპლიკაციის საშუალებით შეამოწმოთ, როგორ გამოიყურება მათი მაგიდა თქვენს მისაღებ ოთახში. ბუნებრივია, ეს მაგიდის მხოლოდ ვირტუალური გამოსახულება იქნება, მაგრამ ის რეალურ დროში, რეალური ზომით და ფორმით თქვენს ოთახში იდგმება, როდესაც მას მობილური ტელეფონით, პლანშეტით ან ვირტუალური სათვალით შეხედავთ.



მეტავერსი ცალკე არც ვირტუალური, არც გაფართოებული რეალობაა. ის ორივეს მოიცავს. ეს არის საერთო ონლაინ სივრცეში ფიზიკური, გაფართოებული და ვირტუალური რეალობების კომბინაცია, რომელშიც ადამიანი სრულად ჩართულია.

ცუკერბერგს დაახლოებით ასეთი სივრცის შექმნა უნდა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ კონცეფციაა და ის "ფეისბუქის" დამფუძნებელს არ გამოუგონია.

მეტავერსის იდეა ახალი არ არის

ტერმინ „მეტავერსს“ პირველად ამერიკელი მწერლის, ნილ სტივენსონის 1992 წელს გამოქვეყნებულ სამეცნერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნში Snow Crash-ში ვხვდებით. წიგნში მოქმედება 21-ე საუკუნეში ხდება და „მეტავერსი“ ნამდვილი ადამიანების ავატარებით დასახლებული
სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროა.
alt
2018 წელს გამოსულ ფილმში, Ready Player one (რომელიც ამავე სახელწოდების 2011 წლის წიგნზეა დაფუძნებული), აღწერილია ასეთივე სამყარო, სადაც 2045 წელს კლიმატის ცვლილების შემდეგ სიღარიბით მოცულ დედამიწაზე ადამიანები ხსნას უფასო ონლაინ თამაშ „ოაზისში“ პოულობენ.

„ოაზისი“ ვირტუალური ალტერნატიული სამყაროა, რომელში მოხვედრისთვისაც სპეციალური სათვალეები და მოწყობილობაა საჭირო. მასში შესულ ადამიანებს კი შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ - ითამაშონ, საყიდლებზე იარონ, ისწავლონ...

თუმცა ვირტუალური და გაფართოებული რეალობა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მიღმაც არსებობს.

დღეს ხელმისაწვდომი ალტერნატიული და გაფართოებული რეალობის პლატფორმები

წლების განმავლობაში ვირტუალური და გაფართოებული რეალობა წარმატებულად დამკვიდრდა თამაშების ინდუსტრიაში. მაგალითად, AR-ზე დაფუძნებულმა პოლულარულმა თამაშმა Pokémon GO-მ ბოლო 5 წელიწადში 5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ თამაშის პერსონაჟები თქვენს რეალურ სივრცეში ჩნდებიან და ამის დანახვა სმარტფონის ეკრანიდან შეგიძლიათ.

დღეს, მეტავერსის შექმნაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის Epic Games, Microsoft და Roblox.

ჰოლოგრამების გამოყენებით კოლაბორაციისა და კომუნიკაციების პლატფორმა Microsoft Mesh კომპანია „მაიკროსოფტმა“ წელს წარადგინა. ერთმანეთთან ვირტუალურ სივრცეში ჰოლოგრამული გამოსახულებებით დასაკავშირებლად ადამიანებმა Microsoft-ის ვირტუალური რეალობის (VR) ან გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეები უნდა გამოიყენონ.



2020 წლის აპრილში, კოვიდ პანდემიის დასაწყისში, მეტავერსზე მომუშავე თამაშ Fortnite-ში რეპერ, ტრევის სკოტის ვირტუალურ კონეცერტს 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. შემსრულებელმა კი 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მის ზოგიერთ რეალურ კონცერტზე მიღებული შემოსავალი.



Fortnite-ის გავლენას გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეებიც ხედავენ. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა „ნეტფლიქსი“ Fortnite-ს უფრო დიდ კონკურენტად მიიჩნევს, ვიდრე თავის პირდაპირ კონკურენტებს - HBO-სა და Hulu-ს.

ვირტუალურ სივრცეში სრულფასოვნად ჩართვისთვის, შესაბამისი მოწყობილობების განვითარებაცაა საჭირო. 2021 წლის სექტემბერში „ფეისბუქმა“ „რეი-ბანთან“ თანამშრომლობით გამოუშვა Ray-Ban Stories – ჭკვიანი სათვალე. აქსესუარი 20 სხვადასხვა სტილში 299 აშშ დოლარად იყიდება და გარდა სათვალის ფუნქციისა, ფოტო-ვიდეო გადაღების, დარეკვის, ზარებზე პასუხის, მუსიკისა და პოდკასტების მოსმენის საშუალებას იძლევა.



დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსგავსი სათვალის შექმნაზე Apple-იც მუშაობს.

როგორ გაერთიანდება ეს ყველაფერი მეტავერსში?

ინტერნეტში „მეტავერსის“ განმარტების ძებნისას სხვადასხვაგვარ პასუხს გადააწყდებით: „ინტერნეტის მემკვიდრე“, „ალტერნატიული ციფრული რეალობა“, „ვირტუალური სივრცეების გაერთიანება“ და ა.შ. მაგრამ ჯერ არ არსებობს ერთი, საყოველთაოდ მიღებული განმარტება, რომელიც ამას ახსნიდა.

თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს იქნება ინტერნეტის მსგავსად ერთი ღია სივრცე, რომელშიც თავს მოიყრის სხვადასხვა ვირტუალური სამყარო.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, მომავალში ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ვირტუალურ სამყაროში იმოძრაოთ, შეეხოთ ობიექტებს, შეხვდეთ და ესაუბროთ მეგობრებს და შეგრძნებების დონეზე აღიქვათ ციფრული სამყარო. ამ დროს კი რეალურად სახლში იქნებით და ამისთვის ოთახიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ.

მართალია, მეტავერსი რეალურად ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს ტექნოლოგიური კომპანიების იდეა, რომლის რეალობად ქცევას ისინი არც ისე შორეულ მომავალში ხედავენ.

რას და როგორ შევძლებთ მეტავერსში?

დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი, ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდეთ თქვენგან შორს მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს ფიზიკური შეხვედრა არ არის. თქვენ შორის ბარიერია, ეკრანი, რომელიც უბრალოდ თქვენს გამოსახულებებს აკავშირებს ერთმანეთთან.

ახლა წარმოიდგინეთ, მოხვდეთ ვირტუალურ სივრცეში, სადაც ადამიანების პირისპირ ნახვა, მათთან ერთად ოფისში მუშაობა შეგეძლებათ.

მეტიც, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, შეძლებთ წარსულში იმოგზაუროთ, გაერთოთ, და ამისგან რეალური შეგრძნებები მიიღოთ. მოკლედ, მეტავერსის გამოყენების თეორიული შესაძლებლობები უსაზღვროა.

მეტავერსში, როგორც ალტერნატიულ ციფრულ სამყაროში, მომხმარებლები შექმნიან თავიანთ სივრცეებს, შესაძლოა განავითარონ ბიზნესი, იყიდონ და გაყიდონ მეტავერსისთვის განკუთვნილი პროდუქტი, მომსახურება ან თუნდაც გააქირავონ ვირტუალური მიწა, სადაც რომელიმე კომპანია თავის ვირტუალურ მაღაზიას გახსნის და ა.შ

მაგალითად, წარმოიდგინეთ, „დისნეილენდის“ მფლობელმა კომპანიმ მეტავერსში შექმნას თავისი გასართობი პარკი და ის ადამიანები, რომლებიც დისნეილენდში ფიზიკურად სტუმრობას ვერ ახერხებენ, მას მეტავერსში ეწვევიან და თითქმის რეალურის მსგავსი გამოცდილებას მიიღებენ.

მარკ ცუკერბერგის ხედვა

მიუხედავად იმისა, დღეს მეტავერსის კონცეფციის განვითარებაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მარკ ცუკერბერგი პირველია, ვინც ამ მიმართულებით მასშტაბური გეგმები დაისახა, დიდი ინვესტიცია ჩადო და გამოაცხადა, რომ მისი კომპანიის მთავარი მიმართულება ამ კონცეფციის ხორცშესხმა იქნება.

მარკ ცუკერბერგის ხედვით, „მეტავერსს“ მომხმარებლები რამდენიმე მიმართულებით გამოიყენებენ:

1. კომუნიკაცია: საკუთარ სივრცეში მეგობრებთან შეკრება, ფილმების ერთად ყურება, და ა.შ. 



2. გართობა: მაგალითად, რეალურ კონცერტზე ვირტუალურად დასწრება და ვირტუალურ სამყაროში წვეულებაზე წასვლა. 



3. მუშაობა: საკუთარი სახლიდან ოფისში ვირტუალურად შესვლა, გაფართოებული რეალობისა და ჰოლოგრამების საშუალებით კომუნიკაცია და ა.შ.



4. განათლება: მაგალითად, ნებისმიერ ისტორიულ დროში მოგზაურობა, ბუნების შესწავლა, მომზადება სამედიცინო ოპერაციების ჩატარებისთვის და სხვა. 



5. ფიტნესი: ვარჯიში სხვადასხვა გარემოში, იოგა ვირტუალურ სივრცეში და ა.შ. 



6. თამაშები: გეოგრაფიულად სხვაგან მყოფ ადამიანთან ჭადრაკის ან მაგიდის ჩოგბურთის ფიზიკურად, მის ჰოლოგრამასთან თამაში. 



7. კომერცია: ბიზნესისთვის შესაძლებლობა მეტავერსში გაყიდოს ვირტუალური და ფიზიკური პროდუქტები, შექმნას მაღაზიები, რომლებსაც მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ესტუმრებიან. 



მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ მეტავერსი ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასაც. მაგალითად, სამუშაო ვიზიტისთვის ერთი ადგილიდან მეორეში თვითმფრინავით მგზავრობის ნაცვლად, ადამიანები მეტავერსში ტელეპორტირდებიან, ასე დაიზოგება ავიარეისებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

„მეტას“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მომავალში სმარტფონები ადამიანების ცხოვრების მთავარი ნაწილი აღარ იყოს. შესაბამისად, კიდევ უფრო დაჩქარდება და შე